სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუბაიში, საიდანაც ორიოდე დღის წინ წყალდიდობის "აპოკალიფსური" კადრები ვრცელდებოდა, ისევ წვიმას ელიან - სტიქიით მიყენებული ზარალი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს
დუბაიში, საიდანაც ორიოდე დღის წინ წყალდიდობის "აპოკალიფსური" კადრები ვრცელდებოდა, ისევ წვიმას ელიან - სტიქიით მიყენებული ზარალი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს

მსოფ­ლიო შოკ­ში ჩა­აგ­დო დუ­ბა­ი­დან გა­სულ კვი­რას გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლი იყო ქა­რიშ­ხა­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბა. "აპო­კა­ლიფ­სი სა­მო­თხე­ში", - და­ახ­ლო­ე­ბით ასე ასა­თა­უ­რებ­დნენ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას წამ­ყვა­ნი მსოფ­ლიო გა­მო­ცე­მე­ბი.

არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­სა და მე­ზო­ბელ ომან­ში, წინა კვი­რის რე­კორ­დუ­ლი ნა­ლე­ქის მოს­ვლის შემ­დეგ, 22 აპ­რი­ლი­დან კვლავ წვი­მე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ნა­ლე­ქი ამ­ჟა­მად ისე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი არ იქ­ნე­ბა, რო­გორც წინა კვი­რას იყო...

წყალ­დი­დო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბის გამო შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან არა­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე დღით და­კეტ­ვა მო­უ­წი­ათ. ექ­სპერ­ტე­ბის პროგ­ნო­ზი არ­ცთუ იმე­დი­ა­ნია, მათი ვა­რა­უ­დით, დუ­ბა­ის ბო­ლომ­დე და­სუფ­თა­ვე­ბას დიდი დრო და თან­ხე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ომანს და­ა­ტყდა თავს, 20 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. უა­მინ­დო­ბამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ბოლო 75 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წვი­მა მო­ვი­და. უხვი ნა­ლე­ქის გამო დუ­ბა­ის აე­რო­პორ­ტი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ბო­რი­ლი რჩე­ბო­და.

დუ­ბა­ი­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ქა­რიშ­ხლი­სა და წყალ­დი­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა "აპო­კა­ლიფ­სის­გან გა­დარ­ჩე­ნას" ჰგავ­და. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ბრი­ტა­ნე­ლი ტუ­რის­ტიც, რო­მე­ლიც ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბამ­დე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბო­და: "სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი და­იტ­ბო­რა, ჭერი ინ­გრე­ო­და. გვი­თხრეს, რომ ტე­რი­ტო­რია უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ მეტ­რო და­კე­ტი­ლი იყო და ტაქ­სე­ბიც არ მუ­შა­ობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ ისევ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის დე­რე­ფან­ში მოგ­ვი­წია ღა­მის გა­თე­ვა."

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დუ­ბა­ის გაწ­მენ­და და ზა­რა­ლის აღ­დგე­ნა 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო: ndtv

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლონდონში მფრინავი ხალიჩით
0

მდიდარ შეიხებს ყველას სასახლე აქვს ლონდონის გარეუბნებში. უბრალო ემირატელებმა იკითხონ

))))
0

ტყუილა კი არ ადარებენ ბათუმს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დუბაიში, საიდანაც ორიოდე დღის წინ წყალდიდობის "აპოკალიფსური" კადრები ვრცელდებოდა, ისევ წვიმას ელიან - სტიქიით მიყენებული ზარალი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს

დუბაიში, საიდანაც ორიოდე დღის წინ წყალდიდობის "აპოკალიფსური" კადრები ვრცელდებოდა, ისევ წვიმას ელიან - სტიქიით მიყენებული ზარალი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს

მსოფლიო შოკში ჩააგდო დუბაიდან გასულ კვირას გავრცელებულმა კადრებმა, რომელშიც ასახული იყო ქარიშხალი და ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა. "აპოკალიფსი სამოთხეში", - დაახლოებით ასე ასათაურებდნენ შექმნილ ვითარებას წამყვანი მსოფლიო გამოცემები.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროსა და მეზობელ ომანში, წინა კვირის რეკორდული ნალექის მოსვლის შემდეგ, 22 აპრილიდან კვლავ წვიმებია მოსალოდნელი. თუმცა მეტეოროლოგიური სამსახურები მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ნალექი ამჟამად ისეთი ინტენსიური არ იქნება, როგორც წინა კვირას იყო...

წყალდიდობებით გამოწვეული შეფერხების გამო შეწუხებულები არიან არაბი ბიზნესმენებიც, რომლებსაც თავიანთი დაწესებულებების რამდენიმე დღით დაკეტვა მოუწიათ. ექსპერტების პროგნოზი არცთუ იმედიანია, მათი ვარაუდით, დუბაის ბოლომდე დასუფთავებას დიდი დრო და თანხები დასჭირდება.

ქარიშხლის შემდეგ, რომელიც ომანს დაატყდა თავს, 20 ადამიანი გარდაიცვალა. უამინდობამ მოგვიანებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროში გადაინაცვლა, სადაც ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა. უხვი ნალექის გამო დუბაის აეროპორტი 4 დღის განმავლობაში დატბორილი რჩებოდა.

დუბაიში მცხოვრები მამაკაცი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ქარიშხლისა და წყალდიდობისგან თავის დაღწევა "აპოკალიფსისგან გადარჩენას" ჰგავდა. შეშფოთებული იყო ბრიტანელი ტურისტიც, რომელიც ამინდის გაუარესებამდე სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა: "სავაჭრო ცენტრი დაიტბორა, ჭერი ინგრეოდა. გვითხრეს, რომ ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ მეტრო დაკეტილი იყო და ტაქსებიც არ მუშაობდნენ. საბოლოოდ ისევ სავაჭრო ცენტრის დერეფანში მოგვიწია ღამის გათევა."

გავრცელებული ინფორმაციით, დუბაის გაწმენდა და ზარალის აღდგენა 1 მილიარდი დოლარი დაჯდა.

<iframe width="727" height="409" src="https://www.youtube.com/embed/8S8-Bn7jCtQ" title="LOOK: Dubai residents evacuate by kayak as homes remains flooded after record rains | ANC" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

იხილეთ ასევე:

წყარო: ndtv

მოამზადა: ანა სიბოშვილმა