საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს:
"ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც ქოცების იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!
ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები.დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შოუკვეთაა?!
ანუ შენც ანგელინად გარდაქქმნა ქოცობამ, ანგელინა ელისაშვილის მსაგვსად? :))