კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დუმდა ყველა და ელოდა საშინელ ამბავს. დიდი შანსი იყო დაერბიათ მიტინგი" - როგორ იხსენებენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული 1978 წელს, ქართული ენის დასაცავად გამართულ აქციებს
"დუმდა ყველა და ელოდა საშინელ ამბავს. დიდი შანსი იყო დაერბიათ მიტინგი" - როგორ იხსენებენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული 1978 წელს, ქართული ენის დასაცავად გამართულ აქციებს

1978 წლის 14 აპ­რილს, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სე­სი­ა­ზე, იმ­ჟა­მინ­დელ მთავ­რო­ბის სახ­ლში, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა იყო და­გეგ­მი­ლი. სხდო­მა 15 სა­ათ­ზე იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლი ენა, სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუსს კარ­გავ­და. და­ი­წყო მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი. მთე­ლი ერი ფეხ­ზე დად­გა. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შუ­ა­გულ­ში იყ­ვნენ ყვე­ლა სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტე­ბი, ახალ­გაზ­რდო­ბა და მათ შო­რის პო­ე­ტი ეთერ თა­თა­რა­ი­ძე და ფოლკ­ლო­რის­ტი ამი­რან არა­ბუ­ლი.

ეთერ თა­თა­რა­ი­ძე:

- 3 სა­ათ­ზე და­ი­წყო უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს სხდო­მა. ისე­თი სი­წყნა­რე ჩა­მოწ­ვა, მხო­ლოდ ფე­ხის ხმას თუ გა­ი­გებ­დით. ეს იყო წუ­თე­ბი, როცა სიკ­ვდი­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი იყო, რაც ხდე­ბო­და იმას­თან შე­და­რე­ბით. ჩა­მოწ­ვა სრუ­ლი სი­ჩუ­მე. ასე­თი სი­ჩუ­მე არა­სო­დეს გან­მე­ორ­დე­ბა ალ­ბათ. დუმ­და ყვე­ლა და ელო­და სა­ში­ნელ ამ­ბავს. ძა­ლი­ან დიდი შან­სი იყო და­ერ­ბი­ათ მი­ტინ­გი. და უცებ სა­ოც­რე­ბა მოხ­და და გა­მო­ცხად­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოდ ენა დარ­ჩა ისევ ქარ­თუ­ლი ენა! და მერე იყო ნამ­დვი­ლი სა­ყო­ველ­თაო სი­ხა­რუ­ლი. ცაში ქუ­დე­ბის ფრე­ნა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ბედ­ნი­ე­რი ხმე­ბი. ეგე­თი ხმე­ბი არ გა­მე­გო არა­სო­დეს. და სწო­რედ მაგ დღის წლის­თავ­ზე ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­მა, თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილ­მა და ალექ­სი ჯინ­ჭა­რა­ულ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ამ დღი­სათ­ვის და­ემ­თხვი­ათ დიდი სა­ღა­მო ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის.

მას მერე 45 წელი გა­ვი­და და კვლავ ტარ­დე­ბა ეს სა­ღა­მო, რო­მე­ლიც ახლა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხელს ატა­რებს.

14 აპ­რილს, ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრში ჩვე­ნი წიგ­ნის "ლექ­სი მწა­დის ერ­თი­სა“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც შე­ვი­და 1979 წლის 14 აპ­რილს, პირ­ველ სა­ღა­მო­ზე გა­მო­სუ­ლი მე­ლექ­სე­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, დღემ­დე ვინც გა­მოჩ­ნდა ნი­ჭი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი.

ეთერ თა­თა­რა­ი­ძე:

- იქ, რა თქმა უნდა, არი­ან გე­ნი­ო­სე­ბიც, არი­ან ძა­ლი­ან მა­გა­რი მე­ლექ­სე­ე­ბიც და არი­ან კარ­გი მე­ლექ­სე­ე­ბი. ასე­ვე არის ამ წიგნ­ში შემ­კრე­ბე­ბის შე­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც კი­დევ ცალ­კე დიდი ამ­ბა­ვია. ეს მომ­ზად­და ერთ თვე­ში, 260 გვერ­დამ­დეა ყვე­ლა­ფე­რი. წი­ნათ­ქმა მო­ამ­ზა­და ამი­რან არა­ბულ­მა. მე და ამი­რა­ნი ვართ ამ წიგ­ნის შე­მად­გე­ნელ-რე­დაქ­ტო­რე­ბი. ხან ვა­თე­ნებ­დით, ხან მის ავა­დო­ბა­ში ვამ­ზა­დებ­დით, რომ დღე­ვან­დელ დღემ­დე მოგ­ვე­ტა­ნა. პო­ე­ტუ­რი ქვე­ყა­ნა ვართ და ად­ვი­ლად მი­სა­ტა­ნია მკი­თხვე­ლამ­დე. ეგე­თი გე­მოვ­ნე­ბა და ეგე­თი შეგ­რძნე­ბე­ბი ქარ­თულ­ში, ცო­ტა­ღა დარ­ჩა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ამი­რან არა­ბუ­ლი:

- ეს სა­ერ­თო, სა­ზი­ა­რო საქ­მეა და ვი­საც რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, ისე უნდა და­ვუდ­გეთ მხარ­ში ერ­თმა­ნეთს და ვემ­სა­ხუ­როთ, მი­თუ­მე­ტეს, მა­შინ როცა, 14 აპ­რი­ლი, ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის არ­სე­ბა­ში სხვა­ნა­ირ გან­ცდებს აღ­ვი­ძებს, აღ­ძრავს და ჩვენ წუ­თით და წა­მით გა­დავ­დი­ვართ იმ შო­რე­ულ წარ­სულ­ში. შო­რე­უ­ლია 45 წე­ლი­წა­დი, ცოტა არ არის, მი­თუ­მე­ტეს, რომ მე გახ­ლა­ვართ ერთ-ერთი, ვინც მა­შინ ცი­ხეს გა­და­ურ­ჩა. თუმ­ცა ღა­მე­ე­ბის თევა მა­ინც მო­მი­წია უშიშ­რო­ე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, 14 აპ­რილს რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის გამო.

ეთერ თა­თა­რა­ი­ძე:

- ის უთხა­რი, ამი­რა­ნო, რაც მა­შინ მათ და­კი­თხვებ­ზე გი­თხრეს...

ამი­რან არა­ბუ­ლი:

- შენ­ნა­ი­რე­ბი ჩა­მო­ეთ­რე­ვი­ან მთე­ბი­დან და ბავ­შვებს აფუ­ჭე­ბენ, რა ენას იცავ, რო­მელ ენა­სო? - მე და­მა­კა­ვეს იმ აქ­ცი­ე­ბის დროს და ღამე გა­მა­თე­ნე­ბი­ნეს ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­თან. ეს იყო 14 აპ­რი­ლის მერე, ზუს­ტად ერთი კვი­რის თავ­ზე. აღ­დგო­მა და­ემ­თხვა და სი­ო­ნი­დან წა­მიყ­ვა­ნა უშიშ­რო­ე­ბამ. დი­ლით 6 სა­ათ­ზე კი მო­ვი­და ბა­ტონი ვაჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც მიც­ნობ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და მან და­მიხ­სნა კოშ­მა­რის ბრჭყა­ლე­ბი­დან.

- რას გე­და­ვე­ბოდ­ნენ?

- რა­ტომ დავ­დი­ვარ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე? რა­ტომ ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბით. რა­ტომ ვი­ცავთ ქარ­თულ ენას? რომ ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი და აი, მა­შინ თქვეს ჩემ­ზე, ჩა­მო­ვი­და ქა­ლაქ­ში და აფუ­ჭებს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­სო. მე გავ­ჩუმ­დი. ტაქ­ტი­კუ­რი სვლა გა­ვა­კე­თე, ხმას აღარ ვცემ­დი. ამ ყვე­ლაფ­რის გამო გა­და­წყდა შემ­დეგ ამ სა­ღა­მო­ე­ბის გა­მარ­თვა. რაც შე­ე­ხე­ბა ამ წიგ­ნის შექ­მნას, ჩვენს საკ­მა­ოდ დიდი დრო შე­ვა­ლი­ეთ. კრე­ბუ­ლე­ბის შედ­გე­ნა ად­ვი­ლი არ გახ­ლავთ. და მი­თუ­მე­ტეს, როცა სა­უ­ბა­რია ხალ­ხურ პო­ე­ზი­ა­ზე. ვფიქ­რობ, ეს ისე­თი წიგ­ნი გა­მო­ვი­და, რო­მელ­საც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ფურ­ცლავს, გა­ეც­ნო­ბა, წა­ი­კი­თხავს, ბევ­რი წიგ­ნის გა­მოს­ვლას მკი­თხვე­ლი ვერ გე­ბუ­ლობს, ჩუ­მად ჩა­ივ­ლის ხოლ­მე. დღე­ვან­დე­ლი წიგ­ნი საკ­მა­ოდ რე­ზო­ნან­სუ­ლია და­სა­წყი­სი­დან­ვე. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს წიგ­ნი მოხ­ვდე­ბა რი­გი­ა­ნი მკი­თხვე­ლის ხელ­ში. წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­ღა­მო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში 16 აპ­რილს. ეს დიდი სა­ღა­მო, გვინ­დო­და, ენის დაც­ვის დღის­თვის დაგ­ვემ­თხვია. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ 50 წლის­თავს, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გავ­მარ­თავთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, ახ­ლა­ხან კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა თქვე­ნი ახა­ლი წიგ­ნის, რო­მე­ლიც ტაო-კლარ­ჯეთ­ზეა, პრე­ზენ­ტა­ცია...

- ჩემი და ამი­რა­ნის დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო, რო­გორ­მე მოგ­ვევ­ლო ტაო-კლარ­ჯე­თი. სულ რა­ღაც გვიშ­ლი­და ხელს. ისე მოხ­და, რომ ამ ჩვენ დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში, როცა ამი­რა­ნი უკვე სტამ­ბოლ­ში იყო ოპე­რა­ცი­ა­ზე წა­სუ­ლი... როცა ეს ამ­ხე­ლა ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნეთ და 9-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის მერე მინ­დი­ამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო, და­მი­რე­კა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მაია მან­ჯგა­ლა­ძემ, ტაო-კლარ­ჯეთ­ში მივ­დი­ვართ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში, რო­გორც ფოლკ­ლო­რის­ტი გვჭირ­დე­ბი, იქ­ნებ წა­მოხ­ვი­დე, 7 დღით მივ­დი­ვართ, გრი­გოლ ხანძთე­ლის ნაკ­ვა­ლევ­ზე უნდა გა­ვი­ა­რო­თო. მა­შინ­ვე ამი­რანს და­ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრა, არაფ­რით არ გა­და­დო, აუ­ცი­ლებ­ლად წა­დიო... და წა­ვე­დი ისე, თვა­ლებს რომ და­ხუ­ჭავ და არ იცი, სად მი­დი­ხარ. არ ვიცი, რო­გო­რი წყა­ლო­ბა იყო უფ­ლის, იქ ყოფ­ნა. ერ­თმა­ნეთ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბი ებ­მე­ბო­და წი­ნა­რეს. ეს იყო თან და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა და თან ძა­ლი­ან მძი­მე ტკი­ვი­ლი. დიდ აღ­მარ­თებ­ზე ავ­დი­ო­დით, მე ხომ პა­ტა­რა აღარ ვარ, მაგ­რამ ისე­თი ძალა მეძ­ლე­ო­და, არ ვჩერ­დე­ბო­დით, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ტა­ძა­რი და ძეგლი გვე­ნა­ხა. სწო­რედ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბამ და­მა­წე­რი­ნა 40-მდე ლექ­სი და ამ და­უ­ვი­წყარ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა წიგ­ნის გა­მო­ცე­მაც... და აქვე მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტო ენათ­მეც­ნი­ე­რის მა­ი­კო მან­ჯგა­ლა­ძის და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც გვერ­დში და­მიდ­გა ამ საქ­მე­ში.

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------
0

როგორ მიყვარდა ეს ქალი...სამწუხაროდ...

თამაზი
1

ძველი ანეგდოტია: კომუნისტების დროს იყო ასეთი ფოტო, ლენინი შაბათობაზე. ლენინს ვიღაც ტიპთან ერთად მხარზე მორი აქვს გადებული. ხოდა ლენინთან ერტად მორის გადატანას ვინც იბრალებს, უყველა მართალი რომ იყოს, მორის სიგრძე 50 კილომეტრი იქნებოდაო.

ასეა 78 წლის ამბებშიც. 50 წლის შემდეგ ყველა გმირია და პირველ რიგებში იდგა.

ავტორი:

"დუმდა ყველა და ელოდა საშინელ ამბავს. დიდი შანსი იყო დაერბიათ მიტინგი" - როგორ იხსენებენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული 1978 წელს, ქართული ენის დასაცავად გამართულ აქციებს

"დუმდა ყველა და ელოდა საშინელ ამბავს. დიდი შანსი იყო დაერბიათ მიტინგი" - როგორ იხსენებენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული 1978 წელს, ქართული ენის დასაცავად გამართულ აქციებს

1978 წლის 14 აპრილს, უმაღლესი საბჭოს სესიაზე, იმჟამინდელ მთავრობის სახლში, ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა იყო დაგეგმილი. სხდომა 15 საათზე იყო ჩანიშნული. ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ქართული ენა, სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. დაიწყო მასობრივი გამოსვლები. მთელი ერი ფეხზე დადგა. ამ მოვლენების შუაგულში იყვნენ ყველა სასწავლებლის სტუდენტები, ახალგაზრდობა და მათ შორის პოეტი ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი ამირან არაბული.

ეთერ თათარაიძე:

- 3 საათზე დაიწყო უზენაესი საბჭოს სხდომა. ისეთი სიწყნარე ჩამოწვა, მხოლოდ ფეხის ხმას თუ გაიგებდით. ეს იყო წუთები, როცა სიკვდილი გაუფასურებული იყო, რაც ხდებოდა იმასთან შედარებით. ჩამოწვა სრული სიჩუმე. ასეთი სიჩუმე არასოდეს განმეორდება ალბათ. დუმდა ყველა და ელოდა საშინელ ამბავს. ძალიან დიდი შანსი იყო დაერბიათ მიტინგი. და უცებ საოცრება მოხდა და გამოცხადდა, რომ სახელმწიფოდ ენა დარჩა ისევ ქართული ენა! და მერე იყო ნამდვილი საყოველთაო სიხარული. ცაში ქუდების ფრენა, წარმოუდგენელი ბედნიერი ხმები. ეგეთი ხმები არ გამეგო არასოდეს. და სწორედ მაგ დღის წლისთავზე ვახუშტი კოტეტიშვილმა, თენგიზ მირზაშვილმა და ალექსი ჯინჭარაულმა გადაწყვიტეს, რომ ამ დღისათვის დაემთხვიათ დიდი საღამო ხალხური პოეზიის.

მას მერე 45 წელი გავიდა და კვლავ ტარდება ეს საღამო, რომელიც ახლა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელს ატარებს.

14 აპრილს, ფოლკლორის ცენტრში ჩვენი წიგნის "ლექსი მწადის ერთისა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც შევიდა 1979 წლის 14 აპრილს, პირველ საღამოზე გამოსული მელექსეებიდან დაწყებული, დღემდე ვინც გამოჩნდა ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი.

ეთერ თათარაიძე:

- იქ, რა თქმა უნდა, არიან გენიოსებიც, არიან ძალიან მაგარი მელექსეებიც და არიან კარგი მელექსეები. ასევე არის ამ წიგნში შემკრებების შემოტანილი მასალა, რომელიც კიდევ ცალკე დიდი ამბავია. ეს მომზადდა ერთ თვეში, 260 გვერდამდეა ყველაფერი. წინათქმა მოამზადა ამირან არაბულმა. მე და ამირანი ვართ ამ წიგნის შემადგენელ-რედაქტორები. ხან ვათენებდით, ხან მის ავადობაში ვამზადებდით, რომ დღევანდელ დღემდე მოგვეტანა. პოეტური ქვეყანა ვართ და ადვილად მისატანია მკითხველამდე. ეგეთი გემოვნება და ეგეთი შეგრძნებები ქართულში, ცოტაღა დარჩა ჩვენს ქვეყანაში.

ამირან არაბული:

- ეს საერთო, საზიარო საქმეა და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა დავუდგეთ მხარში ერთმანეთს და ვემსახუროთ, მითუმეტეს, მაშინ როცა, 14 აპრილი, ყოველი ჩვენგანის არსებაში სხვანაირ განცდებს აღვიძებს, აღძრავს და ჩვენ წუთით და წამით გადავდივართ იმ შორეულ წარსულში. შორეულია 45 წელიწადი, ცოტა არ არის, მითუმეტეს, რომ მე გახლავართ ერთ-ერთი, ვინც მაშინ ციხეს გადაურჩა. თუმცა ღამეების თევა მაინც მომიწია უშიშროების მაღალჩინოსნებთან, 14 აპრილს რუსთაველზე მომხდარი ამბების გამო.

ეთერ თათარაიძე:

- ის უთხარი, ამირანო, რაც მაშინ მათ დაკითხვებზე გითხრეს...

ამირან არაბული:

- შენნაირები ჩამოეთრევიან მთებიდან და ბავშვებს აფუჭებენ, რა ენას იცავ, რომელ ენასო? - მე დამაკავეს იმ აქციების დროს და ღამე გამათენებინეს ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსთან. ეს იყო 14 აპრილის მერე, ზუსტად ერთი კვირის თავზე. აღდგომა დაემთხვა და სიონიდან წამიყვანა უშიშროებამ. დილით 6 საათზე კი მოვიდა ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც მიცნობდა უნივერსიტეტიდან და მან დამიხსნა კოშმარის ბრჭყალებიდან.

- რას გედავებოდნენ?

- რატომ დავდივარ ღონისძიებებზე? რატომ ვარ გატაცებული ხალხური პოეზიის ნიმუშებით. რატომ ვიცავთ ქართულ ენას? რომ ვარ საქართველოს მტერი და აი, მაშინ თქვეს ჩემზე, ჩამოვიდა ქალაქში და აფუჭებს ახალგაზრდა თაობასო. მე გავჩუმდი. ტაქტიკური სვლა გავაკეთე, ხმას აღარ ვცემდი. ამ ყველაფრის გამო გადაწყდა შემდეგ ამ საღამოების გამართვა. რაც შეეხება ამ წიგნის შექმნას, ჩვენს საკმაოდ დიდი დრო შევალიეთ. კრებულების შედგენა ადვილი არ გახლავთ. და მითუმეტეს, როცა საუბარია ხალხურ პოეზიაზე. ვფიქრობ, ეს ისეთი წიგნი გამოვიდა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი დიდი სიამოვნებით გადაფურცლავს, გაეცნობა, წაიკითხავს, ბევრი წიგნის გამოსვლას მკითხველი ვერ გებულობს, ჩუმად ჩაივლის ხოლმე. დღევანდელი წიგნი საკმაოდ რეზონანსულია დასაწყისიდანვე. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი მოხვდება რიგიანი მკითხველის ხელში. წიგნის პრეზენტაციის გაგრძელება იქნება საღამო რუსთაველის თეატრში 16 აპრილს. ეს დიდი საღამო, გვინდოდა, ენის დაცვის დღისთვის დაგვემთხვია. იმედს ვიტოვებ, რომ 50 წლისთავს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გავმართავთ.

- ქალბატონო ეთერ, ახლახან კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა თქვენი ახალი წიგნის, რომელიც ტაო-კლარჯეთზეა, პრეზენტაცია...

- ჩემი და ამირანის დიდი ხნის ოცნება იყო, როგორმე მოგვევლო ტაო-კლარჯეთი. სულ რაღაც გვიშლიდა ხელს. ისე მოხდა, რომ ამ ჩვენ დიდ გაჭირვებაში, როცა ამირანი უკვე სტამბოლში იყო ოპერაციაზე წასული... როცა ეს ამხელა ოპერაცია გადავიტანეთ და 9-საათიანი ლოდინის მერე მინდიამ დამირეკა და მითხრა, ყველაფერი კარგად არისო, დამირეკა ჩემმა მეგობარმა მაია მანჯგალაძემ, ტაო-კლარჯეთში მივდივართ ექსპედიციაში, როგორც ფოლკლორისტი გვჭირდები, იქნებ წამოხვიდე, 7 დღით მივდივართ, გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე უნდა გავიაროთო. მაშინვე ამირანს დაველაპარაკე და მითხრა, არაფრით არ გადადო, აუცილებლად წადიო... და წავედი ისე, თვალებს რომ დახუჭავ და არ იცი, სად მიდიხარ. არ ვიცი, როგორი წყალობა იყო უფლის, იქ ყოფნა. ერთმანეთზე უფრო მნიშვნელოვანი დღეები ებმებოდა წინარეს. ეს იყო თან დაუსრულებელი ბედნიერება და თან ძალიან მძიმე ტკივილი. დიდ აღმართებზე ავდიოდით, მე ხომ პატარა აღარ ვარ, მაგრამ ისეთი ძალა მეძლეოდა, არ ვჩერდებოდით, რომ რაც შეიძლება მეტი ტაძარი და ძეგლი გვენახა. სწორედ ამ მოგზაურობამ დამაწერინა 40-მდე ლექსი და ამ დაუვიწყარმა მოგზაურობამ გადამაწყვეტინა წიგნის გამოცემაც... და აქვე მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატო ენათმეცნიერის მაიკო მანჯგალაძის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გვერდში დამიდგა ამ საქმეში.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი