პარლამენტმა დეპუტატ ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. შესაბამისი დაგეგმილება 85 ხმით მიიღეს.
ირაკლი ბერაიამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია - ის დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ბერაია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.