კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა
დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მდგრა­დი გათ­ბო­ბი­სა და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ ორ­დღი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნა. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბი­სა და მდგრა­დი გათ­ბო­ბის სა­კი­თხებ­ზე, პარტნი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ევ­რო­პუ­ლი პრაქ­ტი­კი­სა და სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვის კუ­თხით.

„სე­მეკ­თან არ­სე­ბულ ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექტთან - EU4Energy-სთან ერ­თად უმას­პინ­ძლოს კონ­ფე­რენ­ცი­ას მდგრა­დი გათ­ბო­ბი­სა და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ. კონ­ფე­რენ­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ნი­ხი­ლონ ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი და ხელი შე­უ­წყონ ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო დიდ ყუ­რა­დღე­ბას ანი­ჭებს ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხე­ბის სრულ­ყო­ფას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენერ­გი­ის და­ზოგ­ვის, ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაზ­რდა, ასე­ვე ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე ენერ­გო­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შემ­შლე­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­მო­ფხვრა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და მიდ­გო­მე­ბი არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან და პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გათ­ბო­ბის სის­ტე­მებს სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის ემი­სი­ა­ში დიდი წვლი­ლი შე­აქვს. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ ენერ­გო­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბას და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას გათ­ბო­ბის სექ­ტორ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დეს ემი­სი­ე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ეფექ­ტუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია და­ზო­გოს ენერ­გი­ა­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბი.

მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მათ შო­რის, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდა, სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნი­კო­ლას სენ­დრო­ვიჩ­მა, ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ილ­რე­ბელ­თა საბ­ჭოს გე­ნე­რა­კურ­მა მდი­ვან­მა მარა ბერ­ზი­ნამ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ჯუბო ტუ­რაშ­ვილ­მა, სე­მეკ­თან არ­სე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ნუგ­ზარ ბე­რი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას­თან (სე­მეკ) არ­სე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრი­სა და ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა საბ­ჭოს ორ­გა­ნი­ზე­ბით 15-16 აპ­რილს, ქ. თბი­ლის­ში მდგრა­დი გათ­ბო­ბი­სა და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია იმარ­თე­ბა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სე­მე­კის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. კონ­ფე­რენ­ცია ტარ­დე­ბა ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა საბ­ჭოს „აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში სუფ­თა ენერ­გი­ებ­ზე ტრან­ზაქ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის“ ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის EU4Energy-ს ფარ­გლებ­ში. EU4ENERGY-ს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მიერ 8.5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით და ერ­თობ­ლი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა საბ­ჭოს (CEER), ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს (IEA) და ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სამ­დივ­ნოს (EnCS) მიერ.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
1

უფ ახლა ამ სიგრძე კაცი რომ წარსდგება ტრიბუნაზე, კი უნდა მოუსმინონ. თუ ტრიბუნა დაწიეს დაბლა.

ავტორი:

დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო თანამშრომლობის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის საკითხებზე, პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით.

„სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირის პროექტთან - EU4Energy-სთან ერთად უმასპინძლოს კონფერენციას მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს განიხილონ ენერგოეფექტურობის საკითხები, თანამედროვე ტენდენციები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ხელი შეუწყონ ახალი მიდგომების დამკვიდრებას. საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს ენერგოეფექტურობის საკითხების სრულყოფას. მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ასევე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა.

მნიშვნელოვანია ცენტრალური გათბობის მიმართულება, რასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოთხოვნები და მიდგომები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათი კლიმატური პირობებიდან და პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე. გათბობის სისტემებს სათბურის გაზების ემისიაში დიდი წვლილი შეაქვს. რეგულაციებით, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გავრცელებას გათბობის სექტორში, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ემისიები. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ეფექტური გათბობის სისტემების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს ენერგიაზე გადასახადები.

მარეგულირებელი ორგანოების პრეროგატივაა აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდა, სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულების მონიტორინგი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგუილრებელთა საბჭოს გენერაკურმა მდივანმა მარა ბერზინამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენცია ტარდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში. EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ.

NS