სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს" - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი
"უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს" - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის გა­მო­ცე­მას ელო­დე­ბი­ან.

  • გრი­გო­რი­ა­დი­სის ად­ვო­კა­ტის­თვის, ლიკა ბი­თა­ძის­თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, ზუს­ტად რო­დის მო­ა­წერს ხელს პრე­ზი­დენ­ტი შე­წყა­ლე­ბის დო­კუ­მენტს, რის შემ­დე­გაც, პა­ტი­მა­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

"ჯერ არა­ფე­რი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზ­რით, ორ­შა­ბა­თამ­დე გა­და­ი­წევს. პრო­ცე­დუ­რე­ბი რა არის და რას ელო­დე­ბი­ან, ზუს­ტად არ ვი­ცით. წე­სით, ელექტრო­ნუ­ლად უნდა გა­დაგ­ზავ­ნონ და მა­შინ­ვე გა­მო­უშ­ვან“, - გა­ნუ­ცხა­და ბი­თა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბულ 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს შე­ი­წყა­ლებს. გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცხრა წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
..........
2

სირცხვილი სალომეს

.......
3

არ გამოელიოს პრეზიდენტს და ამ მოძალადის მომხრეებს მისნაირი არც სახლში და არც გარემოცვაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს" - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

"უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს" - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებულის, ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველები პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ელოდებიან.

  • გრიგორიადისის ადვოკატისთვის, ლიკა ბითაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს, რის შემდეგაც, პატიმარი პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, - განუცხადა ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

ნახეთ ასევე: