კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს - "ეს სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება"
გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს - "ეს სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება"

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მსჯავ­რდე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი შე­ი­წყა­ლოს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის “პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა”.

  • რო­გორც ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ტრენ­დია, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მოკ­ლას, ეროვ­ნულ გმი­რა­დაა შე­რა­ცხუ­ლი გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­ში და ამ ჯგუფ­შია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც.

"„არც შე­წყა­ლე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. ძა­ლი­ან მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ამას ჰქონ­დეს ერთი მხრივ, მე­ო­რე მხრივ კი მო­რა­ლუ­რი მუხ­რუ­ჭია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს ტრენ­დი არ­სე­ბობს და მის შემ­ქმნე­ლებს შო­რის მო­ი­აზ­რე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც. ეს უკვე ფაქ­ტია და ტრენ­დია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა ცე­ცხლი წა­უ­კი­დოს და მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მოკ­ლას, ეროვ­ნულ გმი­რა­დაა შე­რა­ცხუ­ლი გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­ში. ამ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. მის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, რომ ამ შე­წყა­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­როს. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს მხო­ლოდ მუხ­რუ­ჭად“, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვი­სას აშ­კა­რაა, რომ ერთი მხრივ არი­ან ისი­ნი, ვი­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი დაწ­ვა, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ ასე­თი ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

"ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გან­სხვა­ვე­ბე­ბია იმ ადა­მი­ან­თა შო­რის, ვინც ამ­ბობს, რომ „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლით“ პო­ლი­ცი­ე­ლის და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის დაწ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა და არი­ან მე­ო­რე­ნი, რომ­ლე­ბიც მო­უ­წო­დე­ბენ იმის­კენ, რომ ასე­თი საქ­ცი­ე­ლი იყოს სა­მა­გა­ლი­თო.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ შე­ვა­ფა­სებ. მე­ცო­დე­ბა ყვე­ლა, ვი­საც რა­მეს მი­უს­ჯი­ან, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში აშ­კა­რაა, რა გვი­დევს ზე­და­პირ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ი­დან უნდა გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი დას­კვნა. არი­ან ისი­ნი, ვი­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, რო­დე­საც ცო­ცხალ ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ე­ბა­ში წვავ და სიკ­ვდილს უპი­რებ და მე­ო­რე­ნი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს თუ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა და სის­ხლი და­იღ­ვა­რა”, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 9 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

დაუქნიეთ ახლა თითი სალომეს, დამწკრივდით და ერთიდაიგივე ტექსტები იმეორეთ.

ლაზარეს მამა
7

მერე მესამედაც რომ დამჭრას "იქ", არ გებრალებით?

ავტორი:

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს - "ეს სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება"

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს - "ეს სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, თუმცა ამბობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის “პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება”.

  • როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში და ამ ჯგუფშია სალომე ზურაბიშვილიც.

"„არც შეწყალებას გამოვრიცხავ. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ამას ჰქონდეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც. ეს უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ასეთი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ცეცხლი წაუკიდოს და მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვისას აშკარაა, რომ ერთი მხრივ არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ცოცხალი ადამიანი დაწვა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.

"ფასეულობების განსხვავებებია იმ ადამიანთა შორის, ვინც ამბობს, რომ „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელის და ნებისმიერი ადამიანის დაწვა არ შეიძლება და არიან მეორენი, რომლებიც მოუწოდებენ იმისკენ, რომ ასეთი საქციელი იყოს სამაგალითო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მეცოდება ყველა, ვისაც რამეს მიუსჯიან, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში აშკარაა, რა გვიდევს ზედაპირზე, საზოგადოებამ საიდან უნდა გააკეთოს თავისი დასკვნა. არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, როდესაც ცოცხალ ადამიანს ნებისმიერ გარემოებაში წვავ და სიკვდილს უპირებ და მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, მითუმეტეს თუ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სისხლი დაიღვარა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ნახეთ ასევე: