კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შუ­ა­ხევ­ში, ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ რაულ დე­კა­ნა­ძეს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს არ ეს­წრე­ბო­და, იგი ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლოს დაც­ვის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ხით 10 000 ლარი შეს­თა­ვა­ზა, რაც მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ამას­თან, ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა ბოლ­ქვა­ძემ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის და­ხურ­ვა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ არც ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რად­გან ად­ვო­კატს შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს­თვის არ მი­უ­მარ­თავს.

"მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­რი­სია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. არ­სე­ბობს მი­მალ­ვი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე. ბრალ­დე­ბა 16-20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე გენ­დე­რის ნიშ­ნით არ­სე­ბობს, ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ხერ­ხი ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას მა­ღა­ლია რის­კი, რომ სხვა პირ­თა ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­უქ­მნას. გა­მო­ი­კი­თხა მოწ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვია. ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ე­წე­როს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. შე­სა­ბა­მი­სად, მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა თორ­ნი­კე გო­გეშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, ად­ვო­კა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

"პრო­კუ­რო­რი ამ­ბობ­და, რომ მი­მალ­ვის საფრ­თხეა, რაც არ არ­სე­ბობს, რად­გან ბრალ­დე­ბულ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. იგი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არ არის. გთხოვთ, რომ არ შე­უ­ფარ­დოთ პა­ტიმ­რო­ბა. სა­სა­მარ­თლოს ვთხოვთ გი­რა­ოს 10 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით”, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მო­სა­მარ­თლის თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ძი­რი­თა­დი მოწ­მე ოჯა­ხის წევ­რე­ბია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას სრუ­ლად იზი­ა­რებს.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 4 ივ­ნისს 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ქმარ­მა ცოლს ჭრი­ლო­ბე­ბი ყე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნა. შუ­ახ­ნის ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ქმარ­მა კი, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, სხე­ულ­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, იგი ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მედ ფას­დე­ბა.

ავტორი:

შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობის სახით 10 000 ლარი შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ამასთან, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ სასამართლოს სხდომის დახურვა შესთავაზა, თუმცა, მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა, რადგან ადვოკატს შესაბამისი განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

"მტკიცებულებები საკმარისია, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდება 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გენდერის ნიშნით არსებობს, ქმედების ჩადენის ხერხი ცალსახად მიუთითებს, რომ თავისუფლებაში ყოფნისას მაღალია რისკი, რომ სხვა პირთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. გამოიკითხა მოწმეები, რომელთა უმრავლესობა ბრალდებულის ნათესავია. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაეწეროს საავადმყოფოდან. შესაბამისად, მისი თავისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია”, - აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

თავის მხრივ, ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

"პროკურორი ამბობდა, რომ მიმალვის საფრთხეა, რაც არ არსებობს, რადგან ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა. იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. გთხოვთ, რომ არ შეუფარდოთ პატიმრობა. სასამართლოს ვთხოვთ გირაოს 10 ათასი ლარის ოდენობით”, - აღნიშნა ადვოკატმა.

მოსამართლის თამარ ბეჟანიშვილის განცხადებით, საქმეში ძირითადი მოწმე ოჯახის წევრებია. მისივე განცხადებით, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას სრულად იზიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ჭრილობები ყელის არეში მიაყენა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი, ინციდენტის შემდეგ, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიყენა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.