პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაზონში მცხოვრები კორუბოს თემის 80% ავადაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც
ამაზონში მცხოვრები კორუბოს თემის 80% ავადაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც

ბრა­ზი­ლი­ის ჯა­ვა­რის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რებ კო­რუ­ბოს თე­მის 100-ზე მეტ წევ­რს გრი­პის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი და­უდ­გინ­და, რაც ეპი­დე­მი­ის წარ­მოქ­მნის სა­შიშ­რო­ე­ბას ბა­დებს.

ხე­ო­ბა, სა­დაც 2022 წელს ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის ად­ვო­კა­ტი ბრუ­ნო პე­რე­ი­რა და ჟურ­ნა­ლის­ტი დომ ფი­ლიპ­სი მოკ­ლეს, ძი­რძვე­ლი ხალ­ხე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ პო­პუ­ლა­ცი­ას იტევს, რომ­ლე­ბიც აქ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იზო­ლა­ცი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. კო­რუ­ბოს ხალ­ხს ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პირ­ვე­ლად 1996 წელს და­უ­კავ­შირ­დნენ, თუმ­ცა მათ სხვა ტო­მებ­თან და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ის გა­რე­შე გა­და­წყვი­ტეს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

"ეს თემი საკ­მა­ოდ და­უც­ვლია. ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­და­ი­ზარ­დოს ეპი­დე­მი­ა­ში", - თქვა მა­ნო­ელ ჩო­რიმ­პამ, ად­გი­ლობ­რივ­მა ლი­დერ­მა და ძი­რძვე­ლი ხალ­ხე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის OPI-ს მრჩე­ველ­მა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ კო­რუ­ბოს თე­მის 101 სიმპტო­მუ­რი შემ­თხვე­ვი­დან 22 პნევ­მო­ნი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და, მათ­გან 15 ცხრა წლამ­დე ასა­კის ბავ­შვია.

კო­რუ­ბოს თემი სულ 121 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. 2022 წელს თე­მის უმე­ტე­სო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნაც მო­უ­წია.

OPI-ს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კი­დევ ერ­თმა მრჩე­ველ­მა, ლუ­ი­ზა სუ­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცუდი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გამო დარ­ჩე­ნა არც ერთ ჯან­დაც­ვის აგენტს აღარ სურს, რაც ტო­მის ზო­გად კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მკვეთ­რად აი­სა­ხა.

სა­მი­ნის­ტრომ The Guardian-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბას გა­ნუ­ცხა­და, რომ ბოლო ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და კი­დეც.

ამა­ზონ­ში მცხოვ­რე­ბი თე­მე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია არა­ლე­გა­ლუ­რი მა­ღა­რო­ე­ლე­ბის, მე­თევ­ზე­ე­ბის,მო­ნა­დი­რე­ე­ბი­სა და ნარ­კო­ბან­დე­ბის ხშირ­მა "სტუმ­რო­ბამ". სი­ტუ­ა­ცია ბრა­ზი­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჟაირ ბოლ­სო­ნა­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და, რად­გან მან გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ბი­უ­ჯე­ტი შე­ამ­ცი­რა. ამან კი თა­ვის­თა­ვად ხელი შე­უ­წყო რე­გი­ონ­ში ტყე­ე­ბის გა­ჩეხ­ვას და უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის მომ­რავ­ლე­ბას.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
berg
0

ქართველი პოლიტიკოსებიც რო გავუშვათ ამაზონიაში კარგი იქნებოდა..თავის ჟუურნალისტებთან ერთად..

სიმართლე
0

ამ ნებაყოფლობით იზოლაციაში როგორღა შეაგდეს კოვიდი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ამაზონში მცხოვრები კორუბოს თემის 80% ავადაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც

ამაზონში მცხოვრები კორუბოს თემის 80% ავადაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც

ბრაზილიის ჯავარის ხეობაში მცხოვრებ კორუბოს თემის 100-ზე მეტ წევრს გრიპის მსგავსი სიმპტომები დაუდგინდა, რაც ეპიდემიის წარმოქმნის საშიშროებას ბადებს.

ხეობა, სადაც 2022 წელს ადგილობრივი თემების ადვოკატი ბრუნო პერეირა და ჟურნალისტი დომ ფილიპსი მოკლეს, ძირძველი ხალხების ყველაზე დიდ პოპულაციას იტევს, რომლებიც აქ ნებაყოფლობით იზოლაციაში ცხოვრობენ. კორუბოს ხალხს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები პირველად 1996 წელს დაუკავშირდნენ, თუმცა მათ სხვა ტომებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტერაქციის გარეშე გადაწყვიტეს ცხოვრების გაგრძელება.

"ეს თემი საკმაოდ დაუცვლია. ნებისმიერი ინფექცია შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ეპიდემიაში", - თქვა მანოელ ჩორიმპამ, ადგილობრივმა ლიდერმა და ძირძველი ხალხების დამცველი ორგანიზაციის OPI-ს მრჩეველმა. ამ ტერიტორიაზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებმა განაცხადეს, რომ კორუბოს თემის 101 სიმპტომური შემთხვევიდან 22 პნევმონიაში გადაიზარდა, მათგან 15 ცხრა წლამდე ასაკის ბავშვია.

კორუბოს თემი სულ 121 ადამიანისგან შედგება, რაც ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა ინფიცირებულია. 2022 წელს თემის უმეტესობას კორონავირუსის გადატანაც მოუწია.

OPI-ს ორგანიზაციის კიდევ ერთმა მრჩეველმა, ლუიზა სურიანმა განაცხადა, რომ ტერიტორიაზე ცუდი სამუშაო პირობების გამო დარჩენა არც ერთ ჯანდაცვის აგენტს აღარ სურს, რაც ტომის ზოგად კეთილდღეობაზე მკვეთრად აისახა.

სამინისტრომ The Guardian-ის გამომცემლობას განუცხადა, რომ ბოლო ეპიდემიის გავრცელების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა და რამდენიმე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც.

ამაზონში მცხოვრები თემების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე სერიოზული გავლენა იქონია არალეგალური მაღაროელების, მეთევზეების,მონადირეებისა და ნარკობანდების ხშირმა "სტუმრობამ". სიტუაცია ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან მან გარემოსდაცვითი ბიუჯეტი შეამცირა. ამან კი თავისთავად ხელი შეუწყო რეგიონში ტყეების გაჩეხვას და უკანონო საქმიანობების მომრავლებას.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა