საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაილო მამასთან გადადის საცხოვრებლად, რითაც ანჯელინა უკმაყოფილოა" - ჯოლი-პიტის გარშემო ახალი სკანდალია
"შაილო მამასთან გადადის საცხოვრებლად, რითაც ანჯელინა უკმაყოფილოა" - ჯოლი-პიტის გარშემო ახალი სკანდალია

27 მა­ისს ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პი­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი შა­ი­ლო 18 წლის ხდე­ბა. იგი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას გეგ­მავს - დე­დის­გან შორს. წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, შა­ი­ლო მა­მას­თან ერ­თად აპი­რებს სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას.

  • "ენ­ჯიმ იცის, რომ შა­ი­ლო გა­ი­ზარ­და და შე­უძ­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი თვი­თონ მი­ი­ღოს. რა თქმა უნდა, ან­ჯე­ლი­ნა, რბი­ლად რომ ვთქვათ, ამით კმა­ყო­ფი­ლი არ არის" - ამ­ბობს მსა­ხი­ობ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

  • ცოტა ხნის წინ, ბრედ პიტი ახალ რჩე­ულ­თან, ინეს დე რა­მონ­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პიტ­სა და ჯო­ლის შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა 2016 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს - და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი შატო მი­რა­ვა­ლის მა­მუ­ლია. ბრე­დი აცხა­დებს, რომ ან­ჯე­ლი­ნამ თა­ვი­სი წილი და­უ­კი­თხა­ვად მიჰ­ყი­და რუს ოლი­გარ­ქს.

”ისი­ნი შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ არა­სო­დეს გა­ყიდ­დნენ წილს ერ­თმა­ნე­თის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა ან­ჯე­ლი­ნამ ეს პი­რო­ბა და­არ­ღვია", - ამ­ბობს ბრედ პი­ტის ად­ვო­კა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყვი­ლი 2014 წელს და­ქორ­წინ­და, 2019 წელს კი ან­ჯე­ლი­ნამ გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა - მან ბრე­დი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მსა­ხი­ო­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2019 წელს და­შორ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

ძალიან კარგი! ბავშვს ნორმალური ცხოვრება ექნება.

ელდარი
2

ღმერთო მომკალი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"შაილო მამასთან გადადის საცხოვრებლად, რითაც ანჯელინა უკმაყოფილოა" - ჯოლი-პიტის გარშემო ახალი სკანდალია

"შაილო მამასთან გადადის საცხოვრებლად, რითაც ანჯელინა უკმაყოფილოა" - ჯოლი-პიტის გარშემო ახალი სკანდალია

27 მაისს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო 18 წლის ხდება. იგი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავს - დედისგან შორს. წყაროების თანახმად, შაილო მამასთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადასვლას.

  • "ენჯიმ იცის, რომ შაილო გაიზარდა და შეუძლია, გადაწყვეტილებები თვითონ მიიღოს. რა თქმა უნდა, ანჯელინა, რბილად რომ ვთქვათ, ამით კმაყოფილი არ არის" - ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.

  • ცოტა ხნის წინ, ბრედ პიტი ახალ რჩეულთან, ინეს დე რამონთან გადავიდა საცხოვრებლად.

შეგახსენებთ, რომ პიტსა და ჯოლის შორის სასამართლო დავა 2016 წლიდან მიმდინარეობს - დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი შატო მირავალის მამულია. ბრედი აცხადებს, რომ ანჯელინამ თავისი წილი დაუკითხავად მიჰყიდა რუს ოლიგარქს.

”ისინი შეთანხმებულები იყვნენ, რომ არასოდეს გაყიდდნენ წილს ერთმანეთის თანხმობის გარეშე, თუმცა ანჯელინამ ეს პირობა დაარღვია", - ამბობს ბრედ პიტის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2019 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ.