სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი კატასტროფა მოზამბიკის სანაპიროსთან: გარდაცვლილია 94 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - ისინი  გემით, რომელიც ჩაიძირა, ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ
უმძიმესი კატასტროფა მოზამბიკის სანაპიროსთან: გარდაცვლილია 94 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - ისინი  გემით, რომელიც ჩაიძირა, ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ

მო­ზამ­ბი­კის ჩრდი­ლო­ეთ სა­ნა­პი­როს­თან გე­მის ჩა­ძირ­ვის შე­დე­გად სულ მცი­რე 94 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი, ხოლო 26 და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა - ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი (INTRASMAR) ავ­რცე­ლებს.

გემს ხალ­ხი ნამ­პუ­ლას პრო­ვინ­ცი­ი­დან მო­ზამ­ბი­კის კუნ­ძუ­ლამ­დე უნდა მი­ეყ­ვა­ნა. სა­ხელ­მწი­ფო მა­უ­წყებ­ლის TVM-ის გან­ცხა­დე­ბით, მგზავ­რე­ბი ქო­ლე­რის ეპი­დე­მი­ას გა­ურ­ბოდ­ნენ.

"გემი ზედ­მე­ტად გა­და­იტ­ვირ­თა. ამ­დე­ნი მგზავ­რის გა­და­საყ­ვა­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ იყო. ბორტზე 130 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად 94 მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. 26 და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბიც" - გა­ნა­ცხა­და ქვეყ­ნის სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის (INTRASMAR) ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ტრა­გე­დი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და: კად­რებ­ში სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი ცხედ­რე­ბი ჩანს.

ცნო­ბის­თვის, მო­ზამ­ბი­კი და სამ­ხრეთ აფ­რი­კის სხვა ქვეყ­ნე­ბი უკვე ერთი წე­ლია ქო­ლე­რას ეპი­დე­მი­ას ებ­რძვი­ან - და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლით ვრცელ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სიკ­ვდი­ლიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Jaguar
0

ჩამოვიდნენ ევროპაში, ცოტა ხანში ისედაც მაგათი გახდება

თამაზი
0

საცოდავები, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

უმძიმესი კატასტროფა მოზამბიკის სანაპიროსთან: გარდაცვლილია 94 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - ისინი  გემით, რომელიც ჩაიძირა, ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ

უმძიმესი კატასტროფა მოზამბიკის სანაპიროსთან: გარდაცვლილია 94 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - ისინი  გემით, რომელიც ჩაიძირა, ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ

მოზამბიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 94 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, ხოლო 26 დაკარგულად მიიჩნევა - ინფორმაციას ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის ინსტიტუტი (INTRASMAR) ავრცელებს.

გემს ხალხი ნამპულას პროვინციიდან მოზამბიკის კუნძულამდე უნდა მიეყვანა. სახელმწიფო მაუწყებლის TVM-ის განცხადებით, მგზავრები ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ.

"გემი ზედმეტად გადაიტვირთა. ამდენი მგზავრის გადასაყვანად მომზადებული არ იყო. ბორტზე 130 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად 94 მათგანი დაიღუპა. 26 დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც" - განაცხადა ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის ინსტიტუტის (INTRASMAR) ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ტრაგედიის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა: კადრებში სანაპიროზე გამორიყული ცხედრები ჩანს.

ცნობისთვის, მოზამბიკი და სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნები უკვე ერთი წელია ქოლერას ეპიდემიას ებრძვიან - დაავადება უმეტესად დაბინძურებული წყლით ვრცელდება. მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, რამდენიმე საათში სიკვდილიც კი გამოიწვიოს.