კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 მოსამართლე, რომლებიც თავიანთი ქონების შემოწმების წინააღმდეგები არიან - რა ვიცით მათ ფინანსურ მდგომარეობასა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე
4 მოსამართლე, რომლებიც თავიანთი ქონების შემოწმების წინააღმდეგები არიან  - რა ვიცით მათ ფინანსურ მდგომარეობასა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე

არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მიერ მათი ქო­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი გა­ა­ჩე­რეს.

მე­სა­მე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს მო­უ­წო­დე­ბენ, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს მო­სა­მარ­თლე­თა მიერ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი აქ­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გან­ხი­ლულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

მათი შე­ფა­სე­ბით, ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს სა­სა­მარ­თლო­სად­მი ნდო­ბას.

"4 აპ­რილს ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ოთხი მო­სა­მარ­თლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი გა­ა­ჩე­რა. ამ მო­სა­მარ­თლე­თა შო­რი­საა მათ შო­რის, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ “მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის” სან­ქცი­რე­ბუ­ლი ორი მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე.

2024 წლის 12 იან­ვარს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მიერ შექ­მნილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ შე­არ­ჩია 300 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, მათ შო­რის 27 მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­თა ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­აც უნდა შე­მოწ­მე­ბუ­ლი­ყო 2024 წელს. კო­მი­სი­ამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­სა და კო­რუფ­ცი­ის მა­ღა­ლი რის­კის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

  • შერ­ჩე­ულ პირ­თა სი­ა­ში მოხ­ვდნენ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, სერ­გო მე­თო­ფიშ­ვი­ლი და ვა­სილ მშვე­ნი­ე­რა­ძე. ამ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მი­მარ­თეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს და მო­ი­თხო­ვეს კო­მი­სი­ის სხდო­მის ოქ­მის ბა­თი­ლად ცნო­ბა.

მო­სა­მარ­თლე­ებ­მა, ლე­ი­ლა ფო­ლა­დაშ­ვილ­მა, ვე­ლე­რი­ა­ნე ფი­ლაშ­ვილ­მა, ნინო ბუ­ა­ჩი­ძემ და ლელა მილ­დენ­ბერ­გერ­მა შე­ა­ჩე­რეს ჩინ­ჩა­ლა­ძის, მუ­რუ­სი­ძის, მე­თო­ფიშ­ვი­ლი­სა და მშვე­ნი­ე­რა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის მქო­ნე შერ­ჩე­უ­ლი 300 თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­დან, მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მო­ი­თხო­ვეს მათი ქო­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა.

მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ხოლო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ი­სად­მი მო­წყვლა­დი ერთ-ერთი სექ­ტო­რია. ამას­თა­ნა­ვე, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძი­სა და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის შე­მო­სავ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით შეს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია. (სა­ნი­მუ­შოდ იხ. სტუ­დია მო­ნი­ტო­რის სი­უ­ჟე­ტი 2022 წლის 6 აგ­ვის­ტოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა).

კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მო­სა­მარ­თლეს არ უნდა ჰქონ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მიერ შე­მოწ­მე­ბის მი­მართ, ხოლო მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ თა­ვი­ან­თი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის დაბ­რკო­ლე­ბა, სწო­რე­დაც აჩენს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, მათ მიერ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა­ზე.

მო­ვუ­წო­დებთ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს გა­ა­სა­ჯა­რო­ოს მო­სა­მარ­თლე­თა მიერ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი აქ­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გან­ხი­ლულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს სა­სა­მარ­თლო­სად­მი ნდო­ბას" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწერს „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“ (IDFI); „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ (GYLA) და „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო".

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის ქო­ნე­ბა

2022 წლის 6 აგ­ვის­ტოს ეთერ­ში გა­ვი­და "სტუ­დია მო­ნი­ტო­რის“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილ­მი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ქო­ნე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბი მათ ქო­ნე­ბას დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ უთი­თე­ბენ და სხვა­თა სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი მათი მდიდ­რუ­ლი და გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა, ამ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

მას შემ­დეგ, რაც და­სან­ქცი­რე­ბის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და:

"სი­მარ­თლე გი­თხრათ არ მე­ში­ნია, გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას, რო­გორც არის. არ არის ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ არც იმის მე­ში­ნია - ქო­ნე­ბა არ მაქვს, რომ ან­გა­რი­შე­ბი და­მი­ყა­და­ღონ. მე მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა უნდა იცხოვ­როს ღირ­სე­უ­ლად, სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხოლო თუ ვი­ღა­ცებს თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბი აქვთ, რომ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დონ, მერე მარ­თონ და ამას და­არ­ქვან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა...".

მარ­თა­ლია, მუ­რუ­სი­ძე იმე­დი­ა­ნად არის და ამ­ბობს, რომ "ქო­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია", თუმ­ცა "მო­ნი­ტო­რის" გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ისიც და ე.წ. სა­სა­მარ­თლო კლა­ნიც რე­კორ­დუ­ლად გაზ­რდი­ლი ქო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა - მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით გა­იც­ნო, დღეს მი­ლი­ო­ნე­რე­ბი არი­ან. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის ან­გა­რიშ­ზე მდიდ­რუ­ლი აგა­რა­კი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და დიდი ქო­ნე­ბაა.

2022 წლის ივ­ნის­ში ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მიერ შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას თუ გა­ეც­ნო­ბით, ნა­ხავთ, რომ მო­სა­მარ­თლე მხო­ლოდ ერთ ბი­ნას ფლობს თბი­ლის­ში ავ­ტო­ფა­რე­ხი­თურთ, ასე­ვე მი­წის ნაკ­ვეთს მცხე­თა­ში და ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნას. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ბინა თბი­ლის­ში 2009 წელს იყი­და - 100.03 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, 40 ათას აშშ დო­ლა­რად, ასე­ვე ავ­ტო­ფა­რე­ხი 5 ათას აშშ დო­ლა­რად. მი­წის ნაკ­ვე­თი მცხე­თა­ში, სო­ფელ ძეგ­ვში, 10 500 აშშ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ის მო­სა­მარ­თლეს 2019 წელს შე­უ­ძე­ნია.

2020 წელს კი, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს ავ­ტო­მან­ქა­ნა "მერ­სე­დეს ბენ­ცი“ 102 420 ლა­რად იყი­და. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 2021 წელს 72 681 ლარი იყო (თვე - 6 056 ლარი). მო­სა­მარ­თლე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­უ­თი­თებს, რომ მას ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს აღე­ბუ­ლი სეს­ხი 30 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი 2018 წლი­დან და 2021 წელს ამ სეს­ხის ნა­წი­ლის და­სა­ფა­რად 10 ათა­სი აშშ დო­ლა­რი დას­ჭირ­და.

ირ­კვე­ვა, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ძეგ­ვში მდე­ბა­რე ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში მე­გო­ბარ ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქო­ნე­ბის და­მალ­ვის მიზ­ნით, მუ­რუ­სი­ძე ქო­ნე­ბას სწო­რედ ლელა ჭა­ნი­ა­ზე აფორ­მებს.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის სხვა წევ­რებს არ ასა­ხე­ლებს. სტუ­დია "მო­ნი­ტორ­მა“ კი გა­არ­კვია, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აქვს ლელა ჭა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის სამ­დივ­ნოს უფ­რო­სია. მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა თვე­ში 2750 ლა­რია და 2015-2016 წლებ­ში, მხო­ლოდ ორ წე­ლი­წად­ში - 166 200 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა - 3 ბინა (თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში) და 2 მი­წის ნაკ­ვე­თი. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მუ­რუ­სი­ძის დეკ­ლა­რა­ცია კი­თხვებს ბა­დებს და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, უკვე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუმ­ცა მოქ­მე­დი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, მათ ამის იმე­დი არ აქვთ.

რა ვი­ცით მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის და მისი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ?

მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მსგავ­სად, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლეა. 2005 წელს მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი.

სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის“ მიერ ადრე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით­ვე გა­ირ­კვა, რომ ჩინ­ჩა­ლა­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­მი­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე მას დე­და­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­გუ­რა­მო­ში მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც 1500 კვად­რა­ტულ მეტრზეა აშე­ნე­ბუ­ლი. ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს რამ­დე­ნი­მე აი­ვა­ნი და ვე­რან­და აქვს. მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს მა­მი­დის სა­ხელ­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი ვე­რა­ზე და ჯა­ნა­ში­ას ქუ­ჩა­ზე. ერთ კორ­პუს­ში ჩინ­ჩა­ლა­ძის ოჯა­ხი ორ ბი­ნას და სამ ავ­ტო­ფა­რეხს ფლობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

მურუსიძე, ჩინჩალაძე ხოხობთან ასოირდებიან.ა. რა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. მურუსიძეს ხოხბის ჩახოხბილი ყველაფერს ურჩევნია ხოლო ჩინჩალაძის კარგდ ქვს გაწყობილი საგურამოს უუუძვირესი აგარაკი. ნეტა თუ იცის რომ საგურამო ილიას სამფლობელო იყო!? ეს "პატიოსანი მოსამართლეები". აბუჩად გვიგდებენ და არასამთავრობოებს იშველიებენ ისინიც კორუმპირებულები არიანო.. და განა ეს ამათ ჩათლახობას ამართლებს ქოცებოოო!

ზურაბი
0

 ესენიც ჩვენი „სპეტაკი" არასამთავრობოებივით იქცევიან. თუ დასამალი არაფერი აქვთ, რატომ ნერვიულობენ?

ავტორი:

4 მოსამართლე, რომლებიც თავიანთი ქონების შემოწმების წინააღმდეგები არიან - რა ვიცით მათ ფინანსურ მდგომარეობასა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე

4 მოსამართლე, რომლებიც თავიანთი ქონების შემოწმების წინააღმდეგები არიან  - რა ვიცით მათ ფინანსურ მდგომარეობასა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე

არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინფორმაციით, მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით.

მათი შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას.

"4 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის” სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

  • შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.

მოსამართლეებმა, ლეილა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. (სანიმუშოდ იხ. სტუდია მონიტორის სიუჟეტი 2022 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტური გამოძიება).

კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ, ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება, სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ლევან მურუსიძის ქონება

2022 წლის 6 აგვისტოს ეთერში გავიდა "სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებას შეეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, სასამართლო ხელისუფლების ლიდერები მათ ქონებას დეკლარაციაში არ უთითებენ და სხვათა სახელზე გაფორმებული მათი მდიდრული და გადამალული ქონება, ამ სისტემაში არსებულ კორუფციაზე მიანიშნებს.

მას შემდეგ, რაც დასანქცირების ამბავი შეიტყო, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია - ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება...".

მართალია, მურუსიძე იმედიანად არის და ამბობს, რომ "ქონება არ გააჩნია", თუმცა "მონიტორის" გამოძიების თანახმად, ისიც და ე.წ. სასამართლო კლანიც რეკორდულად გაზრდილი ქონებით გამოირჩევა - მოსამართლეები, რომლებიც მოსახლეობამ ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით გაიცნო, დღეს მილიონერები არიან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძის ანგარიშზე მდიდრული აგარაკი, ძვირადღირებული ავტომობილი და დიდი ქონებაა.

2022 წლის ივნისში ლევან მურუსიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ მოსამართლე მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში ავტოფარეხითურთ, ასევე მიწის ნაკვეთს მცხეთაში და ერთ ავტომანქანას. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძემ ბინა თბილისში 2009 წელს იყიდა - 100.03 კვადრატული მეტრი, 40 ათას აშშ დოლარად, ასევე ავტოფარეხი 5 ათას აშშ დოლარად. მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ ძეგვში, 10 500 აშშ დოლარად არის შეფასებული და ის მოსამართლეს 2019 წელს შეუძენია.

2020 წელს კი, ლევან მურუსიძეს ავტომანქანა "მერსედეს ბენცი“ 102 420 ლარად იყიდა. ლევან მურუსიძის წლიური ანაზღაურება 2021 წელს 72 681 ლარი იყო (თვე - 6 056 ლარი). მოსამართლე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მას ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აღებული სესხი 30 ათასი ამერიკული დოლარი 2018 წლიდან და 2021 წელს ამ სესხის ნაწილის დასაფარად 10 ათასი აშშ დოლარი დასჭირდა.

ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომელიც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში მდებარე ფეშენებელურ სახლში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს, გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქონების დამალვის მიზნით, მურუსიძე ქონებას სწორედ ლელა ჭანიაზე აფორმებს.

ლევან მურუსიძეს დეკლარაციაში ოჯახის სხვა წევრებს არ ასახელებს. სტუდია "მონიტორმა“ კი გაარკვია, რომ ლევან მურუსიძეს თანაცხოვრება აქვს ლელა ჭანიასთან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია. მისი ანაზღაურება თვეში 2750 ლარია და 2015-2016 წლებში, მხოლოდ ორ წელიწადში - 166 200 აშშ დოლარის ღირებულების ქონება შეიძინა - 3 ბინა (თბილისსა და ბათუმში) და 2 მიწის ნაკვეთი. სასამართლო სისტემის ექსპერტები ამბობენ, რომ მურუსიძის დეკლარაცია კითხვებს ბადებს და ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, უკვე შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მოქმედი სისტემის პირობებში, მათ ამის იმედი არ აქვთ.

რა ვიცით მიხეილ ჩინჩალაძის და მისი ქონების შესახებ?

მიხეილ ჩინჩალაძე ლევან მურუსიძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2005 წელს მას მიღებული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი.

სტუდია "მონიტორის“ მიერ ადრე გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებითვე გაირკვა, რომ ჩინჩალაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელიც მამიდის სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე მას დედაზე აქვს გაფორმებული საგურამოში მდიდრული სახლი, რომელიც 1500 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს. მიხეილ ჩინჩალაძეს მამიდის სახელზე აქვს გაფორმებული ბინები ვერაზე და ჯანაშიას ქუჩაზე. ერთ კორპუსში ჩინჩალაძის ოჯახი ორ ბინას და სამ ავტოფარეხს ფლობს.

წაიკითხეთ ასევე: