კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმერული ხაჭაპურის მომზადება 6.40 ლარამდე გაიაფდა
იმერული ხაჭაპურის მომზადება 6.40 ლარამდე გაიაფდა

2024 წლის მარ­ტში ერთი სტან­დარ­ტუ­ლი იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 6.40 ლარი შე­ად­გი­ნა. ინ­დექ­სი წლი­უ­რად (2023 წლის მარტთან შე­და­რე­ბით) 1.8%-ით, თვი­ურ ჭრილ­ში (2024 წლის თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით) კი 6.4%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ISET აქ­ვეყ­ნებს.

გა­სუ­ლი წლის მარტთან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ხა­ჭა­პუ­რის შემ­დე­გი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ფა­სე­ბი: კა­რა­ქი (+12.2%), რძე (+10.9%) და სა­ფუ­ა­რი (+14.9%). ამავდრო­უ­ლად, და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის კლე­ბა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლის­თვის: ყვე­ლი (-5.7%), კვერ­ცხი (-0.7%) და ფქვი­ლი (-0.6%).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2024 წლის მარ­ტში ხა­ჭა­პუ­რის ინ­დექ­სი შემ­ცირ­და რო­გორც წლი­ურ, ისე თვი­ურ ჭრილ­ში, რა­ზეც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა ყვე­ლის ფა­სის ვარ­დნამ მო­ახ­დი­ნა. ყვე­ლის ფასი გა­სულ თვეს­თან შე­და­რე­ბით 10.7%-ით, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით კი 5.7%-ით შემ­ცირ­და.

2024 წლის თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით ხა­ჭა­პუ­რის ინ­დექ­სის ვარ­დნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი რძის წარ­მო­ე­ბის სე­ზო­ნუ­რო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს დიდი მარ­ხვა, რო­მე­ლიც 18 მარტს და­ი­წყო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იპოლიტე
0

აუჰ.

ალექს
0

პარაშკოვი? აბა 6 და ორმოცი კი არა, სემ სოროკი მარტო ყველი ღირს , მოფშხვნაც ხომ უნდა ? აი, კეცზე რომ აცხობდნენ, საახალწლოდ, რაღაც აჩმას და ხაჭაპურს შუა იყო, სქელი , შრეებიანი , საოცარი , ისადილებდი რა , დიდ ხანს ინახებოდა, აი ეგ 500 ლარი ეღირება ახლა რომ ვინმე აცხობდეს !

ავტორი:

იმერული ხაჭაპურის მომზადება 6.40 ლარამდე გაიაფდა

იმერული ხაჭაპურის მომზადება 6.40 ლარამდე გაიაფდა

2024 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ ინფორმაციას ISET აქვეყნებს.

გასული წლის მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგი ინგრედიენტების ფასები: კარაქი (+12.2%), რძე (+10.9%) და საფუარი (+14.9%). ამავდროულად, დაფიქსირდა ფასების კლება ინგრედიენტების ნაწილისთვის: ყველი (-5.7%), კვერცხი (-0.7%) და ფქვილი (-0.6%).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში, რაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ყველის ფასის ვარდნამ მოახდინა. ყველის ფასი გასულ თვესთან შედარებით 10.7%-ით, გასულ წელთან შედარებით კი 5.7%-ით შემცირდა.

2024 წლის თებერვალთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსის ვარდნა განპირობებულია ადგილობრივი რძის წარმოების სეზონურობით. აღნიშნულის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დიდი მარხვა, რომელიც 18 მარტს დაიწყო. განაგრძეთ კითხვა