პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გენდერული კვოტირების საკითხზე პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო" - "გირჩმა" და "ქართულმა ოცნებამ" საერთო ენა გამონახეს ქალების გაძლიერებისთვის თუ მათ საწინააღმდეგოდ?
"გენდერული კვოტირების საკითხზე  პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო" - "გირჩმა" და "ქართულმა ოცნებამ" საერთო ენა გამონახეს ქალების გაძლიერებისთვის თუ მათ საწინააღმდეგოდ?

პარ­ლა­მენ­ტი, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, "გირ­ჩის" სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხილ­ვას იწყებს, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო სიის ფორ­მი­რე­ბი­სას გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსსა" და "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, 2 აპ­რი­ლის სხდო­მა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

  • "გირ­ჩის" პრო­ექტს მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს - და­გეგ­მი­ლია მიმ­დი­ნა­რე სა­სე­სიო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი სა­მი­ვე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა და დამ­ტკი­ცე­ბა.

რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­მარ­ტავს, შედ­გა შე­თან­ხმე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა "გირ­ჩის" სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს და­უ­ჭერს, ხოლო "გირ­ჩი" ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში "კან­დი­და­ტის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სა­კი­თხი პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი".

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია და­ეხ­მა­როს პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ქა­ლებს თავი და­აღ­წი­ონ კვო­ტით გა­მოწ­ვე­ულ რე­პუ­ტა­ცი­ულ ზი­ანს.

"სქე­სის ნიშ­ნით კვო­ტი­რე­ბა კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს ქა­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებს, რის გა­მოც ქა­ლე­ბის სა­თა­ნა­დო პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შე­ე­ბად აღ­ქმა რთუ­ლია.

კვო­ტე­ბი რომ ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა ამას ბევ­რი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი ამ­ტკი­ცებს, მათ შო­რის არის რუ­ან­და, ქვე­ყა­ნა სა­დაც ქვე­და პა­ლა­ტა­ში 80 ად­გი­ლი­დან 49-ქალს უკა­ვია, თუმ­ცა ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­ნი­მუ­შოდ არის და­ცუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბით გერ­მა­ნი­ის­გან, სა­დაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის შე­მო­ღე­ბა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო", - ვკი­თხუ­ლობთ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, პარ­ტი­ებს ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­დატ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრონ არა­ნაკ­ლებ 30 წევ­რით, ნაც­ვლად 60-ისა.

ცნო­ბის­თვის, ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრი­სა და შემ­დგო­მი, 2028 წლამ­დე ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის პარ­ტი­უ­ლი სი­ე­ბის ყო­ველ ოთხე­ულ­ში ერთი მა­ინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის 2028 წლის 28 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი­სა და შემ­დგო­მი, 2032 წლის ჩათ­ვლით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის – ქალი პარ­ტი­უ­ლი სიის ყო­ველ სა­მე­ულ­ში უნდა იყოს.

  • სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ლე­ბის ხმა მკა­ფი­ოდ ის­მო­დეს ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­სა და პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრელ სხვა უწყე­ბებ­ში, რათა დღის წეს­რიგ­ში იდ­გეს ქალ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა და უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით, გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბაა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმის ფონ­ზე, რომ ხსე­ნე­ბუ­ლის სა­პი­რის­პი­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2022 წელს მხა­რი და­უ­ჭი­რა გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის 2032 წლამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბას და ამით მკა­ფი­ოდ გა­უს­ვა ხაზი ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად.

გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არა ქა­ლე­ბის მი­მართ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გია, არა­მედ ქალ­თა მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მის აღ­მო­ფხვრის, სტე­რე­ო­ტი­პებ­თან ბრძო­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტია.

ქა­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბი­ან უხი­ლავ ბა­რი­ე­რებს, რო­მელ­თა აღ­მო­ფხვრა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბი­თი თა­ნას­წო­რო­ბის მიღ­წე­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გენ­დერუ­ლი კვო­ტის პრო­პორ­ცი­ის დახ­ვე­წით და სხვა ხელ­შემ­წყო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­გეგ­მი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით კი უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ ქა­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შე­დე­გებს და ვა­უ­ა­რე­სებთ თა­ნას­წო­რო­ბის მი­საღ­წე­ვად არ­სე­ბულ მე­ქა­ნიზ­მებს.

ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ლე­ბის ხმა მკა­ფი­ოდ ის­მო­დეს ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­სა და პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრელ სხვა უწყე­ბებ­ში, რათა დღის წეს­რიგ­ში იდ­გეს ქალ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • "კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბამ და პო­ლი­ტი­კურ­მა ვაჭ­რო­ბამ ამო­რა­ლუ­რი სახე მი­ი­ღო" - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბამ და პო­ლი­ტი­კურ­მა ვაჭ­რო­ბამ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, "ამო­რა­ლუ­რი სახე მი­ი­ღო“.

"ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში არის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი. “ლელო” დგას ამ პრო­ცე­სის გაძ­ლი­ე­რე­ბის მხა­რეს.

კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბამ და პო­ლი­ტი­კურ­მა ვაჭ­რო­ბამ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ამო­რა­ლუ­რი სახე მი­ი­ღო. კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ეტაპ­ზე, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლის ხმა არ არის სა­თა­ნა­დოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი“, - წერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • "ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ქა­ლე­ბის კვო­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას" - აცხა­დებს გი­ორ­გი ვა­შა­ძე

"უნდა გვეს­მო­დეს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ბევრ წარ­მა­ტე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ეს გზა გა­ი­ა­რეს თა­ნას­წო­რო­ბის, ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. აქვე ვი­ტყვი, მა­შინ, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ტო­ვე­ბენ შვი­ლებს და ოჯა­ხებს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის არ­ქო­ნის და მა­ღა­ლი ფა­სე­ბის გამო, უტო­პი­უ­რია ასე­თი რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის­თვის გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი თე­მე­ბის დღის წეს­რიგ­ში და­ყე­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაგოს
1

აფსუს რა რაიკომის მდივან დაკარგა გეგეჭკორმა...

კვატები
0

ე.ი. კვოტირება რას ნიშნავს? რომ გაუნათლებელი და არაკომპეტენტური ქალების პარლამენტში მოხვედრის შანსი გაიზარდოს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია? სად საქართველო და სად გერმანია...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გენდერული კვოტირების საკითხზე პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო" - "გირჩმა" და "ქართულმა ოცნებამ" საერთო ენა გამონახეს ქალების გაძლიერებისთვის თუ მათ საწინააღმდეგოდ?

"გენდერული კვოტირების საკითხზე  პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო" - "გირჩმა" და "ქართულმა ოცნებამ" საერთო ენა გამონახეს ქალების გაძლიერებისთვის თუ მათ საწინააღმდეგოდ?

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

"საარჩევნო კოდექსსა" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, 2 აპრილის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

  • "გირჩის" პროექტს მმართველი უმრავლესობა მხარს უჭერს - დაგეგმილია მიმდინარე სასესიო კვირის განმავლობაში მისი სამივე მოსმენით განხილვა და დამტკიცება.

როგორც უმრავლესობა განმარტავს, შედგა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ უმრავლესობა "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ხოლო "გირჩი" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში "კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული".

კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს.

"სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა რთულია.

კვოტები რომ ქალთა გაძლიერებას არ უკავშირდება ამას ბევრი ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს, მათ შორის არის რუანდა, ქვეყანა სადაც ქვედა პალატაში 80 ადგილიდან 49-ქალს უკავია, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები სანიმუშოდ არის დაცული, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება არაკონსტიტუციურად ცნო", - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტით, პარტიებს ექნებათ უფლება, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60-ისა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

  • სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების წინააღმდეგია.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, "საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.

გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

  • "კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო" - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, "ამორალური სახე მიიღო“.

"ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი შემადგენელი. “ლელო” დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს.

კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

  • "ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას" - აცხადებს გიორგი ვაშაძე

"უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის. აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება“, - განაცხადა ვაშაძემ.