კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცდილობს თუ არა კადიროვი პანკისის ხეობაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას და რის მიღწევის შანსი აქვს?
ცდილობს თუ არა კადიროვი პანკისის ხეობაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას და რის მიღწევის შანსი აქვს?

ekhokavkaza ავ­რცე­ლებს სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობს.

"ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ბოლო დროს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად იქ­ცევს, ერთ-ერთ მე­ჩეთ­ში იმა­მის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრად იქცა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ტა­ხირ დუ­იშ­ვილს "კა­დი­რო­ვის აგენტს“ უწო­დე­ბენ და რე­გი­ონ­ში ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. არ­სე­ბობს იმა­მის ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რო­მელ­შიც ის მად­ლო­ბას უხ­დის ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბას დახ­მა­რე­ბის­თვის და ჰპირ­დე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდებს ას­წავ­ლის "ის­ლა­მის სწო­რად გა­გე­ბას“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

რო­გო­რია კა­დი­რო­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი პან­კის­ში? - გა­მო­ცე­მა ქარ­თველ ანა­ლი­ტი­კოს­თან ალე­კო კვა­ხა­ძე­სა და ჩე­ჩენ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "კო­მი­ტე­ტი წა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" ყო­ფილ ად­ვო­კატ­თან აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ევ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს აქ­ვეყ­ნებს.

იან­გულ­ბა­ე­ვი ამ­ბობს, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბის კონ­ტექ­სტი ნამ­დვი­ლად აჩენს ეჭ­ვებს, რად­გან იმა­მი მად­ლო­ბას უხ­დის ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას, კერ­ძოდ, პირ­და­პირ მად­ლო­ბას უხ­დის ჩეჩ­ნე­თის მუფთს, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ჩანს, რო­გორ­ღაც და­ეხ­მა­რა ამ იმამს.

"კა­დი­რო­ვი თა­ვი­დან­ვე ცდი­ლობ­და, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ზე გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას“, - ამ­ბობს აბუ­ბა­ქა­რი.

იგი­ვე აზ­რზეა ალე­კო კვა­ხა­ძე, მისი თქმით, ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რი დიდი ხა­ნია ცდი­ლობს გა­ა­ფარ­თო­ოს თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რა ცხოვ­რობს.

"ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი ძა­ლი­ან ცდი­ლობს გა­აძ­ლი­ე­როს გავ­ლე­ნა ჩე­ჩე­ნი დი­ას­პო­რე­ბის გან­სახ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ის და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ ჩე­ჩე­ნი დი­ას­პო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ჩეჩ­ნე­თის ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქა­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ზო­გან პი­რა­დად მი­ვი­და კა­დი­რო­ვი. კა­დი­რო­ვი ის­რა­ე­ლის არა­ბულ სო­ფელ აბუ გოშ­საც კი ეს­ტუმ­რა, რომ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი, ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ჩე­ჩე­ნი მამ­ლუ­ქე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის გა­რეთ ერ­თა­დერ­თი რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც ჩე­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბით არის და­სახ­ლე­ბუ­ლი და სა­დაც კა­დი­როვ­მა ვერ შეძ­ლო თა­ვი­სი გავ­ლე­ნის დამ­ყა­რე­ბა, არის პან­კი­სის ხე­ო­ბაა", - ამ­ბობს კვა­ხა­ძე.

მი­ზე­ზე­ბი რის გა­მოც, პან­კი­სის ხე­ო­ბა კა­დი­რო­ვის ინ­ტე­რეს­შია ალე­კო კვა­ხა­ძის თქმით რამ­დე­ნი­მეა, მათ შო­რის ომის­შემ­დგო­მი ფაქ­ტო­რი, ვი­ნა­ი­დან ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის შე­დე­გად პან­კი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ორ­მაგ­და, ხოლო ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა, ჩეჩ­ნუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­ი­ზარ­და. ბევ­რი მათ­გა­ნი კა­დი­როვს აღიქ­ვამს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის მტერ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

მე­ო­რე თემა რე­ლი­გი­უ­რია. 2000-იანი წლე­ბი­დან სა­ლა­ფიზ­მი აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და მან თით­ქმის ჩა­ა­ნაც­ვლა კა­დი­რი­სა და ნაქ­შ­ბან­დის რწმე­ნის სუ­ფი­უ­რი ის­ლა­მი. ის­ლა­მის ამ მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მხო­ლოდ უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ალე­კო კვა­ხა­ძე:

"მე ვერ ვხე­დავ რა­ი­მე კონ­კრე­ტულ საფრ­თხეს იმა­მის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩას­ვლამ­დე ტა­ხირ დუ­იშ­ვი­ლი ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე იყო. ის ცხოვ­რობ­და ჩეჩ­ნეთ­ში და ერთ-ერთი სოფ­ლის მე­ჩე­თის იმა­მად მსა­ხუ­რობ­და. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მისი და­ნიშ­ვნის შემ­დეგ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მომ­ხდა­რა. ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბამ­დე იგი არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით. ომა­ლო­ში სუ­ფის მე­ჩე­თი რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ლოც­ვებს ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრე­ბი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ტა­ხირ დუ­იშ­ვი­ლი, რო­გორც დუ­ი­სის მე­ჩე­თის იმა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს მუფ­თი­ა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და და ქარ­თუ­ლი მხა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი იმა­მია.

ის მისი წი­ნა­მორ­ბე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა და ავ­ტო­მა­ტუ­რად და­რე­გის­ტრირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა საბ­ჭოს წევ­რად, რო­მე­ლიც დუ­ი­სის მე­ჩე­თებს აკონ­ტრო­ლებს".

აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი:

"რაც ხდე­ბო­და ჩეჩ­ნეთ­ში, რო­გორ ებ­რძო­და კა­დი­რო­ვი ახალ ტენ­დენ­ცი­ებს, აჩ­ვე­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ზე ხში­რად ტი­რა­ნი­ის, დიქ­ტა­ტუ­რის ად­გი­ლია, ეს არის ძა­ლა­დო­ბის ად­გი­ლი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­რეგ­ნო­ბის ან ლოც­ვის დროს არას­წო­რი მოძ­რა­ო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა აწა­მონ, მოკ­ლან, ტე­რო­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ, სახ­ლი და­უწ­ვან ან და­უნ­გრი­ონ. სწო­რედ ამ მე­თო­დე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა ის­ლა­მის ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც კა­დი­როვს პი­რა­დად არ მოს­წონ­და. მისი ამო­ცა­ნაა ამ გავ­ლე­ნის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა..."

კა­დი­რო­ვი აბუ­ბა­ქარ­სა და მის ოჯა­ხის წევ­რებს ტე­რო­რის­ტებს უწო­დებს. მისი დედა ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვა 2022 წლის იან­ვარ­ში გა­ი­ტა­ცეს და დღემ­დე ჩეჩ­ნე­თის ცი­ხე­შია.

"ვინც კა­დი­რო­ვის წი­ნა­აღ­მდე­გია ან მას არ მოს­წონს, მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში და­ა­მა­ტოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ში მას კრემ­ლი უჭერს მხარს და ზო­გა­დად მას მი­ცე­მუ­ლი აქვს სრუ­ლი კარტბ­ლან­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე..." - ამ­ბობს აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი.

ალე­კო კვა­ხა­ძის თქმით, კა­დი­რო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ, ერთი შე­ხედ­ვით, სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­ლებს, გარ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც სი­რი­ა­ში იბ­რძოდ­ნენ, მას­ზე სა­უბ­რის ეში­ნი­ათ. მი­ზე­ზი ორია, მათი ნა­თე­სა­ვე­ბი ჩეჩ­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ასე­ვე ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პან­კი­სე­ლი მე­წარ­მე თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლით ჩეჩ­ნეთ­სა თუ რუ­სეთ­ზეა არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

იან­გულ­ბა­ე­ვი კი ამ­ბობს, რომ კა­დი­როვს მცი­რე გავ­ლე­ნა აქვს ევ­რო­პელ ჩეჩ­ნებ­ზე, რად­გან ისი­ნი ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­დი­რო­ვი უფრო ემო­ცი­ურ ნა­წი­ლით მა­ნი­პუ­ლი­რებს, რად­გან უმე­ტე­სო­ბას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს. ამის­თვის კი უნდა და­ე­თან­ხმონ გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს: მა­გა­ლი­თად, აღი­ა­რონ კა­დი­რო­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩეჩ­ნეთ­ში, და­ხუ­ჭონ თვა­ლი იმ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რა­საც კა­დი­რო­ვი სჩა­დის.

ალე­კო კვა­ხა­ძე აბუ­ბა­ქა­რის შიშს არ ეთან­ხმე­ბა და ფიქ­რობს, რომ მე­დი­ა­ში გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია ის როლი, რა­საც პან­კი­სის ხე­ო­ბა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ცხოვ­რე­ბა­ში ას­რუ­ლებს:

"90-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის პან­კი­სის კრი­ზი­სის მა­გა­ლითს თუ ავი­ღებთ, ეს გა­მო­იწ­ვია იმ ქა­ოს­მა, რაც მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო - ქვე­ყა­ნა ვერ აკონ­ტრო­ლებ­და თა­ვის სა­ზღვრებს. დღეს ასეთ პრო­ცე­სე­ბის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნია.." წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-/-
6

რა ხდება ვის ინტერესებში შედის პანკისის თემის წამოწევა ?გუშინ გუშინწინ ხანგოშვილ მანგოშვილის ინტერვიუ დღეს კადირივის ინტერესები ხვალ ალდამოვის წარსული ვინ არის დამკვეთი თუ არა ქვეყნის მტერი

ქეთა
12

მეგობარ კირკოროვთან ერთად აღადგენს სამხრეთ ერების ერთობას. ბულგარეთი, კავკასია, თურქმენეთი ლიდერები გახდებიან 

ავტორი:

ცდილობს თუ არა კადიროვი პანკისის ხეობაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას და რის მიღწევის შანსი აქვს?

ცდილობს თუ არა კადიროვი პანკისის ხეობაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას და რის მიღწევის შანსი აქვს?

ekhokavkaza ავრცელებს სტატიას, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას ცდილობს.

"ხეობა, რომელიც ბოლო დროს მედიის ყურადღებას ნაკლებად იქცევს, ერთ-ერთ მეჩეთში იმამის დანიშვნის შემდეგ სკანდალის ეპიცენტრად იქცა. ადგილობრივები ტახირ დუიშვილს "კადიროვის აგენტს“ უწოდებენ და რეგიონში ჩეჩნეთის მეთაურის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. არსებობს იმამის ხმოვანი შეტყობინებები, რომელშიც ის მადლობას უხდის ჩეჩნეთის მთავრობას დახმარებისთვის და ჰპირდება, რომ ახალგაზრდებს ასწავლის "ისლამის სწორად გაგებას“, - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორია კადიროვის ინტერესები პანკისში? - გამოცემა ქართველ ანალიტიკოსთან ალეკო კვახაძესა და ჩეჩენ უფლებადამცველ, ორგანიზაციის "კომიტეტი წამების წინააღმდეგ" ყოფილ ადვოკატთან აბუბაქარ იანგულბაევთან ინტერვიუებს აქვეყნებს.

იანგულბაევი ამბობს, რომ ჩანაწერების კონტექსტი ნამდვილად აჩენს ეჭვებს, რადგან იმამი მადლობას უხდის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობას, კერძოდ, პირდაპირ მადლობას უხდის ჩეჩნეთის მუფთს, რომელიც, როგორც ამ აუდიოჩანაწერებიდან ჩანს, როგორღაც დაეხმარა ამ იმამს.

"კადიროვი თავიდანვე ცდილობდა, პანკისის ხეობაზე გავლენის გაძლიერებას“, - ამბობს აბუბაქარი.

იგივე აზრზეა ალეკო კვახაძე, მისი თქმით, ჩეჩნეთის მეთაური დიდი ხანია ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენები იმ ადგილებში, სადაც ჩეჩნური დიასპორა ცხოვრობს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამზან კადიროვი ძალიან ცდილობს გააძლიეროს გავლენა ჩეჩენი დიასპორების განსახლების ადგილებში სხვადასხვა ქვეყანაში. ის და მასთან დაახლოებული ადამიანები აქტიურად მუშაობდნენ ჩეჩენი დიასპორის ორგანიზაციებთან. ჩეჩნეთის ბევრმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა იქაურ ღონისძიებებში, ზოგან პირადად მივიდა კადიროვი. კადიროვი ისრაელის არაბულ სოფელ აბუ გოშსაც კი ესტუმრა, რომლის მცხოვრებლები, ლეგენდის თანახმად, ჩეჩენი მამლუქების შთამომავლები არიან. ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარეთ ერთადერთი რეგიონი, რომელიც ჩეჩენი მოსახლეობით არის დასახლებული და სადაც კადიროვმა ვერ შეძლო თავისი გავლენის დამყარება, არის პანკისის ხეობაა", - ამბობს კვახაძე.

მიზეზები რის გამოც, პანკისის ხეობა კადიროვის ინტერესშია ალეკო კვახაძის თქმით რამდენიმეა, მათ შორის ომისშემდგომი ფაქტორი, ვინაიდან ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ლტოლვილთა ნაკადის შედეგად პანკისის მოსახლეობა გაორმაგდა, ხოლო ახალგაზრდა თაობა, ჩეჩნური წინააღმდეგობის სულისკვეთებით გაიზარდა. ბევრი მათგანი კადიროვს აღიქვამს, როგორც პიროვნებას, რომელიც ჩეჩნეთის მტერთან თანამშრომლობს.

მეორე თემა რელიგიურია. 2000-იანი წლებიდან სალაფიზმი აქტიურად გავრცელდა პანკისის ხეობაში და მან თითქმის ჩაანაცვლა კადირისა და ნაქშბანდის რწმენის სუფიური ისლამი. ისლამის ამ მოძრაობის მხარდამჭერები მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანები არიან.

ალეკო კვახაძე:

"მე ვერ ვხედავ რაიმე კონკრეტულ საფრთხეს იმამის მოღვაწეობაში. პანკისის ხეობაში ჩასვლამდე ტახირ დუიშვილი ორმაგი მოქალაქე იყო. ის ცხოვრობდა ჩეჩნეთში და ერთ-ერთი სოფლის მეჩეთის იმამად მსახურობდა. პანკისის ხეობაში მისი დანიშვნის შემდეგ დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ხმოვან შეტყობინებებამდე იგი არ გამოირჩეოდა რაიმე აქტივობით. ომალოში სუფის მეჩეთი რესტავრირებულია, თუმცა ლოცვებს ხანდაზმული ადამიანები ესწრებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ტახირ დუიშვილი, როგორც დუისის მეჩეთის იმამი, საქართველოს მუფთიატის შემადგენლობაში შევიდა და ქართული მხარის ოფიციალურად დანიშნული იმამია.

ის მისი წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა და ავტომატურად დარეგისტრირდა საქართველოს მუსლიმთა საბჭოს წევრად, რომელიც დუისის მეჩეთებს აკონტროლებს".

აბუბაქარ იანგულბაევი:

"რაც ხდებოდა ჩეჩნეთში, როგორ ებრძოდა კადიროვი ახალ ტენდენციებს, აჩვენებს, რომ ეს ყველაზე ხშირად ტირანიის, დიქტატურის ადგილია, ეს არის ძალადობის ადგილი. როდესაც ადამიანები გარეგნობის ან ლოცვის დროს არასწორი მოძრაობის გამო, შეიძლება აწამონ, მოკლან, ტერორიზმში დაადანაშაულონ, სახლი დაუწვან ან დაუნგრიონ. სწორედ ამ მეთოდებით ჩაანაცვლა ისლამის ნებისმიერი სხვა მიმდინარეობა, რომელიც კადიროვს პირადად არ მოსწონდა. მისი ამოცანაა ამ გავლენის შემდგომი გავრცელება..."

კადიროვი აბუბაქარსა და მის ოჯახის წევრებს ტერორისტებს უწოდებს. მისი დედა ზარემა მუსაევა 2022 წლის იანვარში გაიტაცეს და დღემდე ჩეჩნეთის ციხეშია.

"ვინც კადიროვის წინააღმდეგია ან მას არ მოსწონს, მარტივად შეუძლია ტერორისტთა სიაში დაამატოს. ბუნებრივია, ამაში მას კრემლი უჭერს მხარს და ზოგადად მას მიცემული აქვს სრული კარტბლანში აბსოლუტური ძალადობის გამოყენებაზე..." - ამბობს აბუბაქარ იანგულბაევი.

ალეკო კვახაძის თქმით, კადიროვის ადმინისტრაციის მიმართ, ერთი შეხედვით, სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც სირიაში იბრძოდნენ, მასზე საუბრის ეშინიათ. მიზეზი ორია, მათი ნათესავები ჩეჩნეთში ცხოვრობენ, ასევე ბევრი წარმატებული პანკისელი მეწარმე თავისი კაპიტალით ჩეჩნეთსა თუ რუსეთზეა არიან დამოკიდებული.

იანგულბაევი კი ამბობს, რომ კადიროვს მცირე გავლენა აქვს ევროპელ ჩეჩნებზე, რადგან ისინი ფინანსურად დამოუკიდებლები არიან. ამ შემთხვევაში კადიროვი უფრო ემოციურ ნაწილით მანიპულირებს, რადგან უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება სურს. ამისთვის კი უნდა დაეთანხმონ გარკვეულ პირობებს: მაგალითად, აღიარონ კადიროვის ძალაუფლება ჩეჩნეთში, დახუჭონ თვალი იმ დანაშაულებზე, რასაც კადიროვი სჩადის.

ალეკო კვახაძე აბუბაქარის შიშს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მედიაში გაზვიადებულია ის როლი, რასაც პანკისის ხეობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში ასრულებს:

"90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისის პანკისის კრიზისის მაგალითს თუ ავიღებთ, ეს გამოიწვია იმ ქაოსმა, რაც მაშინდელ საქართველოში იყო - ქვეყანა ვერ აკონტროლებდა თავის საზღვრებს. დღეს ასეთ პროცესების განმეორების საფრთხე თითქმის ნულოვანია.." წყარო