კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად სვამენ შეკითხვას - რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო...ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო " - ეკა კვალიაშვილი
"ხშირად სვამენ შეკითხვას - რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო...ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო " - ეკა კვალიაშვილი

ქე­რათ­მი­ა­ნი, მომ­ხიბ­ვლე­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რე­ბი 1990-ია­ნე­ბის თა­ო­ბამ ლა­მის ზე­პი­რად იცო­და: "ვედ­რე­ბა", "სიყ­ვა­რუ­ლის სან­თლე­ბი", "და­ას­ხი", "ერ­თა­დერ­თო" - ეს იმ სიმ­ღე­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ბევ­რჯერ მო­უს­მე­ნია და ხალ­ხში დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია. ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია, მას არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი პრე­მია და ტი­ტუ­ლი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, მათ შო­რი­საა: "მის-როკ ევ­რო­პა-92", "2000 წლის სა­უ­კე­თე­სო ვო­კა­ლის­ტი", "2000 წლის ბოლო ათწლე­უ­ლის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი" და ა.შ.

- რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და რა როლი შე­ას­რუ­ლა ამა­ში ოჯახ­მა - დე­დამ, მა­მამ და მა­მი­დამ - ცნო­ბილ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვილ­მა?

- მუ­სი­კი­სად­მი ჩემი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბის წლე­ბი­დან მო­დის. ჩემს ახ­ლობ­ლებს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ თა­ვი­დან­ვე მომ­ღერ­ლად და­ვი­ბა­დე. ისეთ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რო­მელ­საც თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ვა­ნე" და ამ სა­ვა­ნე­ში ჩემ­ზე ყვე­ლა ზრუ­ნავ­და. მშობ­ლე­ბის თქმით, 1 წლის და 3 თვის ასაკ­ში უკვე სრულ­ფა­სოვ­ნად ვლა­პა­რა­კობ­დი და ვმღე­რო­დი. უფრო მე­ტიც, ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რჩე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი მქონ­და, რო­მელ­საც სულ ვმღე­რო­დი და ეს სიმ­ღე­რე­ბი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი, არა­ბავ­შვუ­რი იყო. ოჯახ­მა მუ­სი­კი­სად­მი ჩემი მიდ­რე­კი­ლე­ბა შე­ნიშ­ნა და საქ­მე­ში მა­მი­და - მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო, მას დე­და­ჩემ­მაც მხა­რი აუბა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­მიყ­ვა­ნეს.

- სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- ის დღე ძა­ლი­ან ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა: სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა­ში გა­მო­ვე­დი და მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე. მახ­სოვს, იმ გა­და­ცე­მას გე­ნი­ა­ლუ­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი - ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე უძღვე­ბო­და. ასე შედ­გა ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი დე­ბი­უ­ტი. 3 წლის შემ­დეგ ისევ მი­ვე­დი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში და ისევ მა­მი­დას სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე. ამის შემ­დეგ, ჩემ­მა ოჯახ­მა ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, რომ სრულ­ყო­ფი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო: ჯერ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით, ამის შემ­დეგ პირ­ველ სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სიმ­ღე­რა არას­დროს შე­მი­წყვე­ტია. ამ პრო­ცეს­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მუდ­მი­ვად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ნიჭიერია, მაგრამ ცანცარაა და ამით ძალიან შეეშალა ხელი.

ლია
0

ძალიან ნიჭიერი ადამიანია ქალბატონი ეკა ჯანმრთლობა და წარმატებები მას

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ხშირად სვამენ შეკითხვას - რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო...ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო " - ეკა კვალიაშვილი

"ხშირად სვამენ შეკითხვას - რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო...ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო " - ეკა კვალიაშვილი

ქერათმიანი, მომხიბვლელი ეკა კვალიაშვილის სიმღერები 1990-იანების თაობამ ლამის ზეპირად იცოდა: "ვედრება", "სიყვარულის სანთლები", "დაასხი", "ერთადერთო" - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მოუსმენია და ხალხში დღესაც პოპულარულია. ეკა კვალიაშვილი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მას არაერთი პრესტიჟული პრემია და ტიტული აქვს მინიჭებული, მათ შორისაა: "მის-როკ ევროპა-92", "2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი", "2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი" და ა.შ.

- როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა და რა როლი შეასრულა ამაში ოჯახმა - დედამ, მამამ და მამიდამ - ცნობილმა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა?

- მუსიკისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული ბავშვობის წლებიდან მოდის. ჩემს ახლობლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თავიდანვე მომღერლად დავიბადე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს "ხელოვნების სავანე" და ამ სავანეში ჩემზე ყველა ზრუნავდა. მშობლების თქმით, 1 წლის და 3 თვის ასაკში უკვე სრულფასოვნად ვლაპარაკობდი და ვმღეროდი. უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი, რჩეული სიმღერები მქონდა, რომელსაც სულ ვმღეროდი და ეს სიმღერები საკმაოდ სერიოზული, არაბავშვური იყო. ოჯახმა მუსიკისადმი ჩემი მიდრეკილება შენიშნა და საქმეში მამიდა - მარიკა კვალიაშვილი ჩაერთო, მას დედაჩემმაც მხარი აუბა და ტელევიზიაში მიმიყვანეს.

- სცენაზე პირველი გამოსვლა როგორ გახსენდებათ?

- ის დღე ძალიან ტკბილად მახსენდება: საბავშვო გადაცემაში გამოვედი და მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შევასრულე. მახსოვს, იმ გადაცემას გენიალური ტელეწამყვანი - ჯულიეტა ვაშაყმაძე უძღვებოდა. ასე შედგა ჩემი მუსიკალური დებიუტი. 3 წლის შემდეგ ისევ მივედი სატელევიზიო გადაცემაში და ისევ მამიდას სიმღერა შევასრულე. ამის შემდეგ, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი იღონა, რომ სრულყოფილი მუსიკალური განათლება მიმეღო: ჯერ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს ფორტეპიანოს განხრით, ამის შემდეგ პირველ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, სიმღერა არასდროს შემიწყვეტია. ამ პროცესში ჩემი ოჯახის წევრებიც მუდმივად იყვნენ ჩართული. განაგრძეთ კითხვა