სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა" - რას ჰყვება თვითმხილველი უმძიმეს წუთებსა და მამაკაცზე, რომელმაც ხალხი ტერორისტისგან იხსნა
"მისი წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა" - რას ჰყვება თვითმხილველი უმძიმეს წუთებსა და მამაკაცზე, რომელმაც ხალხი ტერორისტისგან იხსნა

"კრო­კუს სითი ჰოლ­ზე" თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 60-მდე გა­ი­ზარ­და. და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 115-ს აღ­წევს. მათ შო­რის 5 ბავ­შვია.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ჰყვე­ბა, ერთ-ერთი იქ მყო­ფი ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­რა: 61 წლის ელე­ნა კონ­ცერ­ტზე ქა­ლიშ­ვილ­თან და ნაც­ნობ­თან ერ­თად მი­ვი­და. მისი თქმით, თა­ვი­დან ხალ­ხს ეგო­ნა, რომ უბ­რა­ლოდ ფე­ი­ერ­ვერკს ის­როდ­ნენ.

როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, მა­ყუ­რე­ბე­ლი სცე­ნის­კენ გა­იქ­ცა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვე­ბის­თვის სას­წრა­ფო გა­სას­ვლე­ლი სწო­რედ იქ მდე­ბა­რე­ობ­და. ელე­ნამ შე­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი სცე­ნა­ზე იდგა და ყვე­ლას ეს­რო­და, ვინც გაქ­ცე­ვას და­ა­პი­რებ­და. ამი­ტომ ფარ­დის უკან და­ი­მა­ლა და ლო­დი­ნი და­ი­წყო. უც­ბად და­ი­ნა­ხა, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ტე­რო­რის­ტთან მი­ვარ­და და ია­რა­ღი წა­არ­თვა.

"მისი საქ­ცი­ე­ლის წყა­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ადა­მი­ან­მა მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა. მისი დახ­მა­რე­ბით გა­დავ­რჩით. უბ­რა­ლოდ არ ვიცი ცო­ცხა­ლია თუ არა" - ამ­ბობს ელე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ მოს­კო­ვის „კრო­კუს სითი ჰოლ­ში“ რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. „ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფეიქარი
2

არა ტერორს!არა ბოროტების იმპერიას!

...
2

აღარ გვეღირსა ამ აისისის მკვლელებისაგან გათავისუფლება, სირიაში ყველა ქრისტიანი ოჯახი ამოხოცეს პატარა ბავშვებს თავები დააჭრეს და ინტერნეტში ატვირთეს კატასტროფაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მისი წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა" - რას ჰყვება თვითმხილველი უმძიმეს წუთებსა და მამაკაცზე, რომელმაც ხალხი ტერორისტისგან იხსნა

"მისი წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა" - რას ჰყვება თვითმხილველი უმძიმეს წუთებსა და მამაკაცზე, რომელმაც ხალხი ტერორისტისგან იხსნა

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია.

როგორც თვითმხილველი ჰყვება, ერთ-ერთი იქ მყოფი ათეულობით ადამიანს გაქცევაში დაეხმარა: 61 წლის ელენა კონცერტზე ქალიშვილთან და ნაცნობთან ერთად მივიდა. მისი თქმით, თავიდან ხალხს ეგონა, რომ უბრალოდ ფეიერვერკს ისროდნენ.

როცა ყველაფერი გააანალიზეს, მაყურებელი სცენისკენ გაიქცა, რადგან ამ შემთხვევებისთვის სასწრაფო გასასვლელი სწორედ იქ მდებარეობდა. ელენამ შენიშნა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი სცენაზე იდგა და ყველას ესროდა, ვინც გაქცევას დააპირებდა. ამიტომ ფარდის უკან დაიმალა და ლოდინი დაიწყო. უცბად დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ტერორისტთან მივარდა და იარაღი წაართვა.

"მისი საქციელის წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა. მისი დახმარებით გადავრჩით. უბრალოდ არ ვიცი ცოცხალია თუ არა" - ამბობს ელენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

წაიკითხეთ ასევე: