სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ ერისთავი, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი  ნეიროქირურგი, თავის ტვინის ანევრიზმის შესახებ
არჩილ ერისთავი, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი  ნეიროქირურგი, თავის ტვინის ანევრიზმის შესახებ

არ­ჩილ ერის­თა­ვი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, კერ­ძოდ კი ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. სულ ცოტა ხნის წინ გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და რამ­დე­ნი­მე თვიწ წინ ამე­რი­კუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის გუნდს შე­უ­ერ­თდა.

მისი 22 წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კა თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვას მო­ი­ცავს. სწო­რედ ამი­ტომ, დღეს ამ თე­მის გარ­შე­მო ვი­სა­უბ­რებთ და ვეც­დე­ბით ჩვენს მკი­თხველს ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფო­რამ­ცია გა­ვუ­ზი­ა­როთ თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მე­ბის შე­სა­ხებ.

რა არის თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მა?

თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მა არის სის­ხლძარ­ღვის კედ­ლის ამო­ბურცვა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია სის­ხლძარ­ღვის კედ­ლის სი­სუს­ტით, ყვე­ლა­ზე ხში­რად მისი გან­შტო­ე­ბის ად­გი­ლას. თა­ვის ქა­ლის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ანევ­რიზ­მის სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნი არის ინ­ტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი ან ცე­რებ­რუ­ლი ანევ­რიზ­მა.

ანევ­რიზ­მა ვი­თარ­დე­ბა, რო­დე­საც არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა აწ­ვე­ბა და­სუს­ტე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვის კე­დელს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ვევს პა­ტა­რა უბ­ნის ამო­ბურცვას და ბუშ­ტის მსგავ­სად გაზ­რდას.

თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ სკდე­ბა და არ იწ­ვევს რა­ი­მე სიმპტომს ან ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას. გას­კდო­მის შემ­თხვე­ვა­ში კი ხდე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი. ყვე­ლა­ზე ხში­რად, ტვი­ნის ანევ­რიზ­მით გა­მოწ­ვე­ულ სის­ხლჩაქ­ცე­ვა ხდე­ბა თა­ვის ტვინ­სა და ტვი­ნის თხელ გარსს შო­რის, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა არაქ­ნო­ი­დუ­ლი გარ­სი. ამ ტი­პის ჰე­მო­რა­გი­ულ ინ­სულტს ეწო­დე­ბა სუ­ბა­რაქ­ნო­ი­დუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვა.

ცე­რებ­რუ­ლი ანევ­რიზ­მა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის გა­მოთ­ვლით, და­ახ­ლო­ე­ბით 20 -დან 1 ადა­მი­ანს აქვს ეს პა­თო­ლო­გია, ზოგი კი ფიქ­რობს, რომ ეს რი­ცხვი უფრო და­ბა­ლია და გვხვდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 1 პრო­ცენ­ტში.

თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც სკდე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა და ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, 15000-დან 1 ადა­მი­ანს ემარ­თე­ბა.

არ­სე­ბობს ანევ­რიზ­მის რამ­დე­ნი­მე ტიპი:

  • ტომ­რი­სე­ბუ­ლი ანევ­რიზ­მა - ეს არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტი­პის ანევ­რიზ­მა.
  • ფუ­ზი­ფორ­მუ­ლი ანევ­რიზ­მა - ამ ტი­პის ანევ­რიზ­მა იწ­ვევს არ­ტე­რი­ის გარ­კვე­უ­ლი სეგ­მენ­ტის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ამო­ბურცვას.
  • მი­კო­ზუ­რი ანევ­რიზ­მა - ამ ტი­პის ანევ­რიზ­მა გა­მოწ­ვე­უ­ლია ინ­ფექ­ცი­ით, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს თა­ვის ტვი­ნის არ­ტე­რი­ებ­ზე, ამან შე­იძ­ლე­ბა შე­ა­სუს­ტოს არ­ტე­რი­ის კე­დე­ლი და ხელი შე­უ­წყოს ანევ­რიზ­მის წარ­მოქ­მნას.

რა არის ჩვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მის გას­კდო­მის დროს?

თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მის გას­კდო­მი­სას, შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს შემ­დეგ სიმტპო­მებს: უე­ცა­რი, მძაფ­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი დარ­ტყმის მსგავ­სი, კის­რის და­ჭი­მუ­ლო­ბა, გუ­ლის­რე­ვა და პირ­ღე­ბი­ნე­ბა, სი­ნათ­ლის მი­მართ მგრძნო­ბე­ლო­ბა (ფო­ტო­ფო­ბია), კრუნ­ჩხვა, გო­ნე­ბის და­კარ­გვა და დაბ­ნე­უ­ლო­ბა.

რა იწ­ვევს თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მას?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლე­ბის შე­სუს­ტე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბი ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, გა­მოვ­ლე­ნი­ლია გარ­კვე­უ­ლი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი:

  • მო­წე­ვა
  • მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა
  • თა­ვის ტვი­ნის ანევ­რი­ზის ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რია

რო­გორ ხდე­ბა თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მის დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნა?

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა ხდე­ბა სხვა პა­თო­ლო­გი­ის გამო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის დროს (შემ­თხვე­ვი­თი აღ­მო­ჩე­ნა). თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ არის სა­ში­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ისი­ნი მცი­რე ზო­მი­საა და არ არის გამსკდა­რი. თუმ­ცა, დიდ­მა გა­უმსკდარ­მა ანევ­რიზ­მამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა სიმპტო­მი, რად­გან შე­საძ­ლოა აწ­ვე­ბო­დეს ტვი­ნის ქსო­ვილს და/ან ინ­ტრაკ­რა­ნი­ა­ლურ ნერ­ვებს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­უმსკდა­რი ანევ­რიზ­მის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­როა, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი მისი გას­კდო­მა მო­მა­ვალ­ში. ეს ეხე­ბა იმ ანევ­რიზ­მებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით გას­კდო­მის, შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან.

გა­უმსკდა­რი ანევ­რიზ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გამსკდა­რი ანევ­რიზ­მა სწრა­ფად იქ­ცე­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ გა­და­უ­დე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბად და სა­ჭი­რო­ებს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (კტ) არის, რო­გორც წესი პირ­ვე­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტვინ­ში სის­ხლდე­ნის და­სად­გე­ნად (სურ 1).

კტ-ან­გი­ოგ­რა­ფი­ას მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბის დე­ტა­ლუ­რი სუ­რა­თის ნახ­ვა და ანევ­რიზ­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი ლო­კა­ცი­ის, ზო­მის და ფორ­მის შე­ფა­სე­ბა (სურ 2).

მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფია (მრტ) ასე­ვე აჩ­ვე­ნებს, არის თუ არა სის­ხლდე­ნა თა­ვის ტვინ­ში. მრტ-ს ტიპი, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად იკ­ვლევს სის­ხლძარ­ღვებს, ეწო­დე­ბა მრ-ან­გი­ოგ­რა­ფია (ნახ 3). ამ კვლე­ვა­საც, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია გა­მო­ავ­ლი­ნოს ანევ­რიზ­მის არ­სე­ბო­ბა, მისი ზომა და ფორ­მა.

ლუმ­ბა­ლუ­რი პუნ­ქცია ზოგ­ჯერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუ არის ანევ­რიზ­მის გა­ხეთ­ქვის სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია არ აჩ­ვე­ნებს სის­ხლჩაქ­ცე­ვას.

ციფ­რუ­ლი სუბტრაქ­ცი­უ­ლი ან­გი­ოგ­რა­ფია იძ­ლე­ვა თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის ყვე­ლა­ზე დე­ტა­ლურ სუ­რათს (სურ. 4). პრო­ცე­დუ­რა გუ­ლის­ხმობს კა­თე­ტე­რის შეყ­ვა­ნას სა­ზარ­დუ­ლის არ­ტე­რი­ი­დან თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვებ­ში და შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­რენტგე­ნო კონ­ტრას­ტის შეყ­ვა­ნას.

თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მის მკურ­ნა­ლო­ბა

ანევ­რიზ­მის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა რო­გორც წესი სა­ჭი­როა მისი გას­კდო­მის, ან ანევ­რიზ­მის გას­კდო­მის მა­ღა­ლი რის­კის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. არ­სე­ბობს ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მთა­ვა­რი ორი მე­თო­დი.

კლი­პი­რე­ბა

კლი­პი­რე­ბა არის ანევ­რიზ­მის და­ხურ­ვის პრო­ცე­დუ­რა, რო­დე­საც კრა­ნი­ო­ტო­მი­ის შემ­დეგ, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი გა­მო­ყოფს სის­ხლძარ­ღვს რო­მე­ლის კე­დელ­ზეც არის ანევ­რიზ­მა, ანევ­რიზ­მის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ხდე­ბა მას­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი კლიფ­სის და­დე­ბა, რომ შე­წყდეს ანევ­რიზ­მა­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა.

ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა

ეს ნაკ­ლე­ბად ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რაა ვიდ­რე კლი­პი­რე­ბა. ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს კა­თე­ტე­რით სა­ზარ­დუ­ლის არ­ტე­რი­ი­დან შეს­ვლას ტვი­ნის იმ არ­ტე­რი­ა­ში რო­მელ­ზეც არის ანევ­რიზ­მა. ამის შემ­დეგ ანევ­რიზ­მა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სპი­რა­ლე­ბი ან სტენ­ტი, რომ ანევ­რიზ­მა გა­მო­ირ­თოს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მი­დან.

ანევ­რიზ­მის პრე­ვენ­ცია

თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ყო­ველ­თვის არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ მისი გან­ვი­თა­რე­ბის/გას­კდო­მის რის­კი მცირ­დე­ბა მო­წე­ვის შე­ზღუდ­ვით და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ნორ­მა­ლურ დი­ა­პა­ზონ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­კავ­შირ­დით ნე­ი­რო­ქი­რურგ არ­ჩილ ერის­თავს:

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

არჩილ ერისთავი, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი  ნეიროქირურგი, თავის ტვინის ანევრიზმის შესახებ

არჩილ ერისთავი, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი  ნეიროქირურგი, თავის ტვინის ანევრიზმის შესახებ

არჩილ ერისთავი 10 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ლონდონში მოღვაწეობდა. სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა თავისი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გამოეყენებინა და რამდენიმე თვიწ წინ ამერიკული ჰოსპიტალის გუნდს შეუერთდა.

მისი 22 წლიანი პრაქტიკა თავის ტვინის ანევრიზმებთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო შემთხვევას მოიცავს. სწორედ ამიტომ, დღეს ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ და ვეცდებით ჩვენს მკითხველს ამომწურავი ინფორამცია გავუზიაროთ თავის ტვინის ანევრიზმების შესახებ.

რა არის თავის ტვინის ანევრიზმა?

თავის ტვინის ანევრიზმა არის სისხლძარღვის კედლის ამობურცვა, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის კედლის სისუსტით, ყველაზე ხშირად მისი განშტოების ადგილას. თავის ქალის შიგნით არსებული ანევრიზმის სამედიცინო ტერმინი არის ინტრაკრანიალური ან ცერებრული ანევრიზმა.

ანევრიზმა ვითარდება, როდესაც არტერიული წნევა აწვება დასუსტებული სისხლძარღვის კედელს, დროთა განმავლობაში იწვევს პატარა უბნის ამობურცვას და ბუშტის მსგავსად გაზრდას.

თავის ტვინის ანევრიზმების უმეტესობა არ სკდება და არ იწვევს რაიმე სიმპტომს ან ჯანმრთელობის გაუარესებას. გასკდომის შემთხვევაში კი ხდება სისხლჩაქცევა, რომელიც ცნობილია როგორც ჰემორაგიული ინსულტი. ყველაზე ხშირად, ტვინის ანევრიზმით გამოწვეულ სისხლჩაქცევა ხდება თავის ტვინსა და ტვინის თხელ გარსს შორის, რომელსაც ეწოდება არაქნოიდული გარსი. ამ ტიპის ჰემორაგიულ ინსულტს ეწოდება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა.

ცერებრული ანევრიზმა საკმაოდ გავრცელებულია. ზოგიერთი ექსპერტის გამოთვლით, დაახლოებით 20 -დან 1 ადამიანს აქვს ეს პათოლოგია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს რიცხვი უფრო დაბალია და გვხვდება მოსახლეობის 1 პროცენტში.

თავის ტვინის ანევრიზმების რიცხვი, რომლებიც სკდება, გაცილებით მცირეა და ყოველწლიურად, საშუალოდ, 15000-დან 1 ადამიანს ემართება.

არსებობს ანევრიზმის რამდენიმე ტიპი:

  • ტომრისებული ანევრიზმა - ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპის ანევრიზმა.
  • ფუზიფორმული ანევრიზმა - ამ ტიპის ანევრიზმა იწვევს არტერიის გარკვეული სეგმენტის ყველა მიმართულებით ამობურცვას.
  • მიკოზური ანევრიზმა - ამ ტიპის ანევრიზმა გამოწვეულია ინფექციით, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის არტერიებზე, ამან შეიძლება შეასუსტოს არტერიის კედელი და ხელი შეუწყოს ანევრიზმის წარმოქმნას.

რა არის ჩვეული სიმპტომები თავის ტვინის ანევრიზმის გასკდომის დროს?

თავის ტვინის ანევრიზმის გასკდომისას, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემდეგ სიმტპომებს: უეცარი, მძაფრი თავის ტკივილი, თავში მოულოდნელი დარტყმის მსგავსი, კისრის დაჭიმულობა, გულისრევა და პირღებინება, სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია), კრუნჩხვა, გონების დაკარგვა და დაბნეულობა.

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას?

მიუხედავად იმისა, რომ სისხლძარღვების კედლების შესუსტების ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია, გამოვლენილია გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • მოწევა
  • მაღალი არტერიული წნევა
  • თავის ტვინის ანევრიზის ოჯახური ისტორია

როგორ ხდება თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზის დადგენა?

ხშირ შემთხვევაში, თავის ტვინის ანევრიზმის გამოვლენა ხდება სხვა პათოლოგიის გამო ჩატარებული კვლევის დროს (შემთხვევითი აღმოჩენა). თავის ტვინის ანევრიზმების უმეტესობა არ არის საშიში, განსაკუთრებით თუ ისინი მცირე ზომისაა და არ არის გამსკდარი. თუმცა, დიდმა გაუმსკდარმა ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომი, რადგან შესაძლოა აწვებოდეს ტვინის ქსოვილს და/ან ინტრაკრანიალურ ნერვებს. არის შემთხვევები, როდესაც გაუმსკდარი ანევრიზმის პრევენციული მკურნალობაა საჭიროა, რათა თავიდან იყოს აცილებული მისი გასკდომა მომავალში. ეს ეხება იმ ანევრიზმებს, რომლებიც თავისი მაჩვენებლებით გასკდომის, შედარებით მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან.

გაუმსკდარი ანევრიზმისგან განსხვავებით, გამსკდარი ანევრიზმა სწრაფად იქცევა სიცოცხლისთვის საშიშ გადაუდებელ მდგომარეობად და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის, როგორც წესი პირველი კვლევა, რომელიც გამოიყენება ტვინში სისხლდენის დასადგენად (სურ 1).

კტ-ანგიოგრაფიას მეშვეობით შესაძლებელია სისხლძარღვების დეტალური სურათის ნახვა და ანევრიზმის არსებობის შემთხვევაში მისი ლოკაციის, ზომის და ფორმის შეფასება (სურ 2).

მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია (მრტ) ასევე აჩვენებს, არის თუ არა სისხლდენა თავის ტვინში. მრტ-ს ტიპი, რომელიც დეტალურად იკვლევს სისხლძარღვებს, ეწოდება მრ-ანგიოგრაფია (ნახ 3). ამ კვლევასაც, უმეტეს შემთხვევაში შეუძლია გამოავლინოს ანევრიზმის არსებობა, მისი ზომა და ფორმა.

ლუმბალური პუნქცია ზოგჯერ გამოიყენება, თუ არის ანევრიზმის გახეთქვის სიმპტომები, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფია არ აჩვენებს სისხლჩაქცევას.

ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია იძლევა თავის ტვინის სისხლძარღვების ყველაზე დეტალურ სურათს (სურ. 4). პროცედურა გულისხმობს კათეტერის შეყვანას საზარდულის არტერიიდან თავის ტვინის სისხლძარღვებში და შემდეგ სპეციალური სარენტგენო კონტრასტის შეყვანას.

თავის ტვინის ანევრიზმის მკურნალობა

ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობა როგორც წესი საჭიროა მისი გასკდომის, ან ანევრიზმის გასკდომის მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში. არსებობს ქირურგიული მკურნალობის მთავარი ორი მეთოდი.

კლიპირება

კლიპირება არის ანევრიზმის დახურვის პროცედურა, როდესაც კრანიოტომიის შემდეგ, ნეიროქირურგი გამოყოფს სისხლძარღვს რომელის კედელზეც არის ანევრიზმა, ანევრიზმის ვიზუალიზაციის შემდეგ ხდება მასზე სპეციალური კლიფსის დადება, რომ შეწყდეს ანევრიზმაში სისხლის მიმოქცევა.

ენდოვასკულური მკურნალობა

ეს ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა ვიდრე კლიპირება. ენდოვასკულური მკურნალობა გულისხმობს კათეტერით საზარდულის არტერიიდან შესვლას ტვინის იმ არტერიაში რომელზეც არის ანევრიზმა. ამის შემდეგ ანევრიზმაში შეიძლება განთავსდეს სპეციალური სპირალები ან სტენტი, რომ ანევრიზმა გამოირთოს სისხლის მიმოქცევის სისტემიდან.

ანევრიზმის პრევენცია

თავის ტვინის ანევრიზმის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ მისი განვითარების/გასკდომის რისკი მცირდება მოწევის შეზღუდვით და არტერიული წნევის ნორმალურ დიაპაზონში შენარჩუნებით.

საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით ნეიროქირურგ არჩილ ერისთავს:

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

NS