მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში ერთხელაა შესაძლებელი.." - NASA ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ განცხადებას აქვეყნებს
"ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში ერთხელაა შესაძლებელი.." - NASA ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

NASA-ს თა­ნახ­მად, ასე­თი მოვ­ლე­ნის ხილ­ვა ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ შეგ­ვიძ­ლია. დე­და­მი­წის მახ­ლობ­ლად მყო­ფი ვარ­სკვლა­ვი სუ­პერ­ნო­ვამ­დე მი­აღ­წევს (ზე­ა­ხა­ლი ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბა) და შე­საძ­ლოა, მისი და­ნახ­ვა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის (იგი­ვე Nova) აფეთ­ქე­ბა ყო­ველ 80 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა.

  • Nasa-ს თქმით, არ არ­სე­ბობს იმის რის­კი, რომ ეს ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც წყალ­ბა­დის ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის ძალა აქვს, დე­და­მი­წა­ზე რა­ი­მე ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს.

რო­დე­საც NASA ამ­ბობს, რომ ვარ­სკვლა­ვი "მახ­ლობ­ლად" მდე­ბა­რე­ობს, რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავს, რომ ის ვარ­სკვლა­ვურ სის­ტე­მა­ში დე­და­მი­წის­გან 3 000 სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზეა. ვარ­სკვლა­ვი T Coronae Borealis ან T CrB უკა­ნას­კნე­ლად 1946 წელს აფეთ­ქდა და ას­ტრო­ნო­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის 2024 წლის თე­ბერ­ვლი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში კვლავ აფეთ­ქდე­ბა.

ჩვე­უ­ლებ­რივ, ვარ­სკვლა­ვუ­რი სის­ტე­მა ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით და­სა­ნა­ხად, თუმ­ცა სუ­პერ­ნო­ვას დროს T Coronae Borealis რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი­ვე კაშ­კა­შა იქ­ნე­ბა, რო­გორც ჩრდი­ლო­ე­თის ვარ­სკვლა­ვია (იგი­ვე Polaris).

თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ცაზე კონ­კრე­ტუ­ლად რა ად­გი­ლას გა­მოჩ­ნდე­ბა ზე­ა­ხა­ლი ვარ­სკვლა­ვი, ას­ტრო­ნო­მე­ბი ამა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან.T CrB ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის სა­ხით კო­რო­ნა ბო­რე­ა­ლი­სის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის მახ­ლობ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა. კო­რო­ნა ბო­რე­ა­ლი­სი ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც ჩრდი­ლო­ე­თის გვირ­გვი­ნი და ის პა­ტა­რა, U-ს ფორ­მის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დია. ჩრდი­ლო­ე­თის გვირ­გვი­ნი კი ჰერ­კუ­ლე­სი­სი­სა და ჩექ­მის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დებს შო­რის მდე­ბა­რე­ობს.

"ეს გან­მე­ო­რე­ბა­დი ახა­ლი ვარ­სკვლვის აფეთ­ქე­ბა ჩვენს გა­ლაქ­ტი­კა­ში ხუ­თი­დან მხო­ლოდ ერ­თია. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ T CrB ორე­უ­ლი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც თეთრ ჯუ­ჯას და წი­თელ გი­განტს აერ­თი­ა­ნებს. ეს ვარ­სკვლა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან იმ­დე­ნად ახ­ლოს არი­ან, რომ როცა წი­თე­ლი გი­გან­ტი მისი მზარ­დი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და წნე­ვის­გან არას­ტა­ბი­ლუ­რი ხდე­ბა და გარე ფე­ნე­ბის გა­მო­დევ­ნას იწყებს, ამ მა­ტე­რი­ას თეთ­რი ჯუჯა თა­ვის ზე­და­პირ­ზე აგ­რო­ვებს. თეთ­რი ჯუ­ჯის ზე­და­პი­რუ­ლი მკვრი­ვი ატ­მოს­ფე­რო სა­ბო­ლო­ოდ ისე თბე­ბა, რომ თერ­მო­ბირ­თვულ რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს, რო­მე­ლიც ახალ ვარ­სკვლავს წარ­მო­შობს და შე­დე­გად, მისი და­ნახ­ვა დე­და­მი­წი­და­ნაც შეგ­ვიძ­ლია",- დას­ძენს NASA.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასტრონომი
0

3000 წლის წინ მომხდარ აფეთქებეს ვაკვირდებით, რომლებიც 80 წელში ერთხელ ხდება და არაა სრულმასშტაბიანი აფეთქებები. გაიგეეეთ? დავიდააა? 

იკა
9

ყველა ბოდვას რომ თავი გავანებოთ რაც ამ სტატიაში წერია თუ ვარსკვლავიდან დედამიწამდე მანძილის გამო სინათლის მოსვლას 3000 წელი უნდა აფეთქებას ყოველ 80 წელიწადში როგორ ხედავთ🤣🤣🤣🤣 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში ერთხელაა შესაძლებელი.." - NASA ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

"ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში ერთხელაა შესაძლებელი.." - NASA ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

NASA-ს თანახმად, ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია. დედამიწის მახლობლად მყოფი ვარსკვლავი სუპერნოვამდე მიაღწევს (ზეახალი ვარსკვლავი გახდება) და შესაძლოა, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი გახდეს. ახალი ვარსკვლავის (იგივე Nova) აფეთქება ყოველ 80 წელიწადში ერთხელ ხდება.

  • Nasa-ს თქმით, არ არსებობს იმის რისკი, რომ ეს ძლიერი აფეთქება, რომელსაც წყალბადის ბომბის აფეთქების ძალა აქვს, დედამიწაზე რაიმე ზემოქმედებას მოახდენს.

როდესაც NASA ამბობს, რომ ვარსკვლავი "მახლობლად" მდებარეობს, რეალურად ნიშნავს, რომ ის ვარსკვლავურ სისტემაში დედამიწისგან 3 000 სინათლის წლის მანძილზეა. ვარსკვლავი T Coronae Borealis ან T CrB უკანასკნელად 1946 წელს აფეთქდა და ასტრონომების ინფორმაციით, ის 2024 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში კვლავ აფეთქდება.

ჩვეულებრივ, ვარსკვლავური სისტემა ძალიან ბუნდოვანია შეუიარაღებელი თვალით დასანახად, თუმცა სუპერნოვას დროს T Coronae Borealis რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთივე კაშკაშა იქნება, როგორც ჩრდილოეთის ვარსკვლავია (იგივე Polaris).

თუ გაინტერესებთ, ცაზე კონკრეტულად რა ადგილას გამოჩნდება ზეახალი ვარსკვლავი, ასტრონომები ამასაც გვეუბნებიან.T CrB ახალი ვარსკვლავის სახით კორონა ბორეალისის თანავარსკვლავედის მახლობლად გამოჩნდება. კორონა ბორეალისი ასევე ცნობილია, როგორც ჩრდილოეთის გვირგვინი და ის პატარა, U-ს ფორმის თანავარსკვლავედია. ჩრდილოეთის გვირგვინი კი ჰერკულესისისა და ჩექმის თანავარსკვლავედებს შორის მდებარეობს.

"ეს განმეორებადი ახალი ვარსკვლვის აფეთქება ჩვენს გალაქტიკაში ხუთიდან მხოლოდ ერთია. ეს იმიტომ ხდება, რომ T CrB ორეული სისტემაა, რომელიც თეთრ ჯუჯას და წითელ გიგანტს აერთიანებს. ეს ვარსკვლავები ერთმანეთთან იმდენად ახლოს არიან, რომ როცა წითელი გიგანტი მისი მზარდი ტემპერატურისა და წნევისგან არასტაბილური ხდება და გარე ფენების გამოდევნას იწყებს, ამ მატერიას თეთრი ჯუჯა თავის ზედაპირზე აგროვებს. თეთრი ჯუჯის ზედაპირული მკვრივი ატმოსფერო საბოლოოდ ისე თბება, რომ თერმობირთვულ რეაქციას იწვევს, რომელიც ახალ ვარსკვლავს წარმოშობს და შედეგად, მისი დანახვა დედამიწიდანაც შეგვიძლია",- დასძენს NASA.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა