კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი... მეც ყველას გთხოვთ პატიებას" - პატრიარქის მიმართვა მრევლს დიდი მარხვის დაწყების წინ
"გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი... მეც ყველას გთხოვთ პატიებას" - პატრიარქის მიმართვა მრევლს დიდი მარხვის დაწყების წინ

ხვა­ლი­დან დიდი მარ­ხვა იწყე­ბა. დღეს კი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­რო შენ­დო­ბის კვი­რას აღ­ნიშ­ნავს.

პატ­რი­არ­ქმა მრევ­ლი და­ლო­ცა და დიდი მარ­ხვის და­წყე­ბის წინ მი­მარ­თა:

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორ­შა­ბა­თი­დან იწყე­ბა დიდი და წმინ­და მარ­ხვა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 40 დღე­სა და ვნე­ბის შვი­დე­ულს და აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის მო­მამ­ზა­დე­ბელ შვიდ შვი­დე­ულს წარ­მო­ად­გენს. დღეს, კვი­რა სა­ღა­მოს, ყვე­ლა ტა­ძარ­ში ტარ­დე­ბა შენ­დო­ბის მსა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას შე­ახ­სე­ნებს სი­ნა­ნუ­ლის მა­ცხოვ­ნე­ბელ მნიშ­ვნე­ლო­ბას. შემ­დეგ კი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც და მორ­წმუ­ნე­ნიც ერ­თმა­ნეთს სთხო­ვენ პა­ტი­ე­ბას, რათა გან­წმენ­დი­ლი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, - ურ­თი­ერთ მიმ­ტე­ვებ­ლო­ბით, სი­ნა­ნუ­ლი­თა და თავ­მდაბ­ლო­ბით შე­უდ­გნენ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მარ­ხვის პე­რი­ოდს. მეც ყვე­ლას გთხოვთ პა­ტი­ე­ბას ჩემს ცოდ­ვა­თა გამო და, ჩე­მის მხრი­დან, გაძ­ლევთ შენ­დო­ბას თქვენს შე­ცო­დე­ბა­თა გამო.

გთხოვთ, ერ­თმა­ნეთ­საც შე­უნ­დეთ და­ნა­შა­უ­ლი, რათა უფალ­მა თქვენც გა­პა­ტი­ოთ თქვე­ნი სი­სუს­ტე­ნი და აღ­სრულ­დეს მისი სი­ტყვე­ბი: "უკუ­ე­თუ მი­უ­ტევ­ნეთ თქუ­ენ კაც­თა შე­ცო­დე­ბა­ნი მათ­ნი, მო­გი­ტევ­ნეს თქუ­ენ­ცა მა­მა­მან თქუ­ენ­მან ზე­ცა­თა­მან. ხოლო უკუ­ე­თუ არა მი­უ­ტევ­ნეთ კაც­თა შე­ცო­დე­ბა­ნი მათ­ნი, არცა მა­მა­მან თქუ­ენ­მან მო­გი­ტევ­ნეს თქუ­ენ შე­ცო­დე­ბა­ნი თქუ­ენ­ნი" (მთ.6:14-15). მარ­ხვა სი­ნა­ნუ­ლი­სა და აღ­დგო­მა სი­ხა­რუ­ლი­სა მოგ­ვა­ნი­ჭოს მა­ცხო­ვარ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ და მშვი­დო­ბით დაგ­ვიც­ვას. ღმერ­თმა და­ლო­ცოს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო!" - ვკი­თხუ­ლობთ გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში.

Qeto
8

ფარსი და სიყალბე... დროა, დამთავრდეს ეს რუსული კოშმარი!!!

ავტორი:

"გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი... მეც ყველას გთხოვთ პატიებას" - პატრიარქის მიმართვა მრევლს დიდი მარხვის დაწყების წინ

"გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი... მეც ყველას გთხოვთ პატიებას" - პატრიარქის მიმართვა მრევლს დიდი მარხვის დაწყების წინ

ხვალიდან დიდი მარხვა იწყება. დღეს კი მართლმადიდებლური სამყარო შენდობის კვირას აღნიშნავს.

პატრიარქმა მრევლი დალოცა და დიდი მარხვის დაწყების წინ მიმართა:

"როგორც ცნობილია, ორშაბათიდან იწყება დიდი და წმინდა მარხვა, რომელიც მოიცავს 40 დღესა და ვნების შვიდეულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომამზადებელ შვიდ შვიდეულს წარმოადგენს. დღეს, კვირა საღამოს, ყველა ტაძარში ტარდება შენდობის მსახურება, რომელიც ყველას შეახსენებს სინანულის მაცხოვნებელ მნიშვნელობას. შემდეგ კი სასულიერო პირებიც და მორწმუნენიც ერთმანეთს სთხოვენ პატიებას, რათა განწმენდილი სულიერი მდგომარეობით, - ურთიერთ მიმტევებლობით, სინანულითა და თავმდაბლობით შეუდგნენ ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვის პერიოდს. მეც ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო და, ჩემის მხრიდან, გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო.

გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი და აღსრულდეს მისი სიტყვები: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6:14-15). მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგვანიჭოს მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მშვიდობით დაგვიცვას. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო!" - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.