საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენებთ - უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ" - ე.წ. ვეიმარის სამეულის გადაწყვეტილებები
"რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენებთ - უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ" - ე.წ. ვეიმარის სამეულის გადაწყვეტილებები

რუ­სე­თის გა­ყი­ნულ აქ­ტი­ვებს უკ­რა­ი­ნის ფი­ნან­სუ­რად და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა ბერ­ლინ­ში საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან და პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, დო­ნალდ ტუსკთან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"დღეს, ისე რო­გორც არას­დროს, ჩვე­ნი ერ­თო­ბა ჩვე­ნი ძა­ლაა, და სხვებ­ზე მე­ტად ჩვენს სამ ქვე­ყა­ნას, გერ­მა­ნი­ას, პო­ლო­ნეთ­სა და საფ­რან­გეთს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია. უკ­რა­ი­ნის­თვის კი­დევ უფრო მეტ ია­რაღს შე­ვი­ძენთ, მთლი­ან მსოფ­ლი­ოს ბაზ­რებ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და შოლცმა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ასე­ვე მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის­თვის შორი მან­ძი­ლის არ­ტი­ლე­რი­ის კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა, და აღ­ნიშ­ნა, რომ ე.წ. ვე­ი­მა­რის სა­მე­უ­ლის (გერ­მა­ნია საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი) ქვეყ­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხში კი­დევ უფრო მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, თა­ვის მხრივ, აღ­ნიშ­ნა, რომ სამი ქვე­ყა­ნა “ერ­თი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი” რჩე­ბა და “გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს არას­დროს არ მის­ცენ რუ­სეთს გა­მარ­ჯვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ბო­ლომ­დე და­უ­ჭი­რონ მხა­რი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს”.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

ჩინეთიც კი გაცილებით პროგნოზირებადია ვიდრე რუსეთი. პუწინის ნდობა 1 წუთით არ შეიძ₾ება,

მამუკა
1

არცერთს შვილები არ ჰყავს...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენებთ - უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ" - ე.წ. ვეიმარის სამეულის გადაწყვეტილებები

"რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენებთ - უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ" - ე.წ. ვეიმარის სამეულის გადაწყვეტილებები

რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის ფინანსურად დასახმარებლად გამოვიყენებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა, და სხვებზე მეტად ჩვენს სამ ქვეყანას, გერმანიას, პოლონეთსა და საფრანგეთს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ იარაღს შევიძენთ, მთლიან მსოფლიოს ბაზრებზე”, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა, და აღნიშნა, რომ ე.წ. ვეიმარის სამეულის (გერმანია საფრანგეთი, პოლონეთი) ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა “ერთიანი, ერთგული” რჩება და “გადაწყვეტილი აქვს არასდროს არ მისცენ რუსეთს გამარჯვების საშუალება და ბოლომდე დაუჭირონ მხარი უკრაინელ ხალხს”.