პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთ-საქართველოს დაახლოებამ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის საქართველოსთვის ჩაბარება გამოიწვიოს" - რას ამბობს ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი
"რუსეთ-საქართველოს დაახლოებამ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის საქართველოსთვის ჩაბარება გამოიწვიოს" - რას ამბობს ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი

"რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის "დათ­ბო­ბამ“ შე­საძ­ლოა, საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ხა­სი­ა­თი და მე­ტიც, ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის უფრო თბი­ლი მო­დე­ლის სახე მი­ი­ღოს", - ასე ფიქ­რობს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის "სა­ხელ­მწი­ფო მრჩე­ვე­ლი", პო­ლი­ტო­ლო­გი ვი­ა­ჩეს­ლავ გო­ბო­ზო­ვი.

"რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის მო­რი­გი "დათ­ბო­ბის“ მი­ზე­ზი პირ­ველ რიგ­ში გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი მოს­კო­ვი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მი­მართ. თა­ნაც, თბი­ლი­სი­სა და მოს­კო­ვის მო­რი­გი და­ახ­ლო­ე­ბა, წი­ნას­თან შე­და­რე­ბით, უკვე არა მყი­ფე დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბია, არა­მედ, დი­ნა­მი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი“, - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

  • გო­ბო­ზო­ვის თქმით, მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ, შე­საძ­ლოა, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის "ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს" საფრ­თხე შე­უქ­მნას.

"ჰი­პო­ტე­თუ­რად, და­ახ­ლო­ე­ბამ შე­საძ­ლოა, სამ­ხრეთ ოსე­თის ან აფხა­ზე­თის "ჩა­ბა­რე­ბა“ გა­მო­იწ­ვი­ოს“, - ამ­ბობს გო­ბო­ზო­ვი.

ამას­თან, გო­ბო­ზო­ვის აზ­რით, უფრო მე­ტია შან­სი, რომ მოს­კო­ვი "არ ჩა­ა­ბა­რებს აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს სა­ქარ­თვე­ლოს",

"ყა­რა­ბა­ღის სცე­ნა­რის“ კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო მრჩე­ველ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ პირ­ვე­ლად პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში "არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი“ ან "ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რე­ბუ­ლი“ რეს­პუბ­ლი­კის სა­კი­თხი გა­და­წყდა ძა­ლო­ვა­ნი, სამ­ხედ­რო გზით.

"სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის­თვის ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში სა­გან­გე­ბოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­თი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბი, რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­გან გან­ვას­ხვა­ვოთ, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნად ვი­მოქ­მე­დოთ, შე­საძ­ლო ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან კონ­კრე­ტუ­ლი დი­ვი­დენ­დე­ბი მი­ვი­ღოთ“, - და­ა­მა­ტა მან.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქ. ქ.
0

საინტერესოა, გუბაზა რასა ფიქრობს!?

არადა, თუ როკის გვირაბიც შემოვიერთეთ, მაშინ მართლა შეგვიძლია ფეხი ფეხზე შემოვდოთ და "ესკიმო-მაროჟნი" მივირთვათ; აღარც ურო, აღარც ნამგალი და ვიყოთ ეგრე ლუარსაბ თათქარიძესავით!!!!!!!!!!!!!!!!!!

ლანა
4

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსათვის დაბრუნება ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება.ამიტომ მოგიწოდებთ არ გავუშვათ ეს ხელისუფლება მანამ სანამ ამას რ აღასრულებს. 

ავტორი:

"რუსეთ-საქართველოს დაახლოებამ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის საქართველოსთვის ჩაბარება გამოიწვიოს" - რას ამბობს ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი

"რუსეთ-საქართველოს დაახლოებამ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის საქართველოსთვის ჩაბარება გამოიწვიოს" - რას ამბობს ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი

"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის "დათბობამ“ შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი ხასიათი და მეტიც, ქვეყნებს შორის ურთიერთობის უფრო თბილი მოდელის სახე მიიღოს", - ასე ფიქრობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის "სახელმწიფო მრჩეველი", პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი.

"რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მორიგი "დათბობის“ მიზეზი პირველ რიგში გახდა ოფიციალური თბილისის ნეიტრალიტეტი მოსკოვისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმართ. თანაც, თბილისისა და მოსკოვის მორიგი დაახლოება, წინასთან შედარებით, უკვე არა მყიფე დეკლარაციებია, არამედ, დინამიურად განვითარებადი პოლიტიკური პროცესი“, - ამბობს პოლიტოლოგი.

  • გობოზოვის თქმით, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის გაუმჯობესებამ, შესაძლოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "ეროვნულ ინტერესებს" საფრთხე შეუქმნას.

"ჰიპოტეთურად, დაახლოებამ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის "ჩაბარება“ გამოიწვიოს“, - ამბობს გობოზოვი.

ამასთან, გობოზოვის აზრით, უფრო მეტია შანსი, რომ მოსკოვი "არ ჩააბარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს",

"ყარაბაღის სცენარის“ კომენტირებისას, ე.წ. სახელმწიფო მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში "არაღიარებული“ ან "ნაწილობრივ აღიარებული“ რესპუბლიკის საკითხი გადაწყდა ძალოვანი, სამხედრო გზით.

"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის ამ რთულ ვითარებაში საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ მითიური საფრთხეები, რეალური გამოწვევებისგან განვასხვავოთ, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად ვიმოქმედოთ, შესაძლო ნეგატიური შედეგები გავანეიტრალოთ და სიტუაციიდან კონკრეტული დივიდენდები მივიღოთ“, - დაამატა მან.

ავტორი: ანრი კურტანიძე