მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში შეჭრა სცადეს
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში შეჭრა სცადეს

უკ­რა­ი­ნელ­მა დი­ვერ­სან­ტებ­მა კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რა სცა­დეს, - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, რო­მან სტა­რო­ვო­ი­ტი იუ­წყე­ბა.

"დი­ლი­დან იბომ­ბე­ბა გლუშ­კოვ­სკის რა­ი­ო­ნის ტეტ­კი­ნოს და­სახ­ლე­ბა. იყო გარ­ღვე­ვის მცდე­ლო­ბა სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფის მხრი­დან, იყო სრო­ლა, მაგ­რამ შეჭ­რა არ მომ­ხდა­რა“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან სტა­რო­ვო­იტ­მა.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წუ­ხელ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტებ­ზე მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა სცა­დეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა 25 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს, მათ შო­რის 11 - კურსკის ოლ­ქის თავ­ზე, 7 -ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში, ორ-ორი მოს­კო­ვი­სა და ორი­ო­ლის და თითო-თითო ლე­ნინ­გრა­დის, ბრი­ანსკი­სა და ტუ­ლას ოლ­ქებ­ში.

გარ­და ამი­სა, ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, ქსტო­ვოს ინ­დუსტრი­ულ ზო­ნა­ში ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ და­ნად­გარს დრო­ნით თავ­დას­ხმის შე­დე­გად ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ასე­ვე, დღეს დი­ლით, ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში "ვამ­პი­რის ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის 8 რა­კე­ტა "ტო­ჩკა-უ“-ს ერთი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
1

გაიჩალიჩეს, რუსული უტვინობით. ჭაობშია უკვე რუსეთი, როგორც სახელმწიფო. ნახეთ, მისი მეგობრების სია: ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა...

temur
3

მიდით მიდით წიიიინ ბრძოლა ბოლომდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში შეჭრა სცადეს

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში შეჭრა სცადეს

უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი იუწყება.

"დილიდან იბომბება გლუშკოვსკის რაიონის ტეტკინოს დასახლება. იყო გარღვევის მცდელობა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მხრიდან, იყო სროლა, მაგრამ შეჭრა არ მომხდარა“, - განაცხადა რომან სტაროვოიტმა.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მასიური თავდასხმა სცადეს.

უწყების ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 25 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 11 - კურსკის ოლქის თავზე, 7 -ბელგოროდის ოლქში, ორ-ორი მოსკოვისა და ორიოლის და თითო-თითო ლენინგრადის, ბრიანსკისა და ტულას ოლქებში.

გარდა ამისა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ქსტოვოს ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელ დანადგარს დრონით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დღეს დილით, ბელგოროდის ოლქში "ვამპირის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 8 რაკეტა "ტოჩკა-უ“-ს ერთი რაკეტა ჩამოაგდეს.