სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს აკრიტიკებს
"ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს აკრიტიკებს

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი რო­მის პაპ ფრან­ცის­კეს გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, უკ­რა­ი­ნამ თეთ­რი დრო­შის აწე­ვი­სა და რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის­თვის გამ­ბე­და­ო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს.

"მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რაზე ფიქ­რობ­და. არ მეს­მის", - აღ­ნიშ­ნა ბერ­ბოკ­მა.

უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­ულ ომზე სა­უბ­რი­სას გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერ­თი რა­მის გა­გე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ნახ­ვით შე­იძ­ლე­ბა.

"ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბი: სად არის პაპი? რო­მის პაპ­მა უნდა იცო­დეს ამის შე­სა­ხებ", - დას­ძი­ნა მან.

მისი თქმით, მთელ მსოფ­ლი­ოს უნდა ეყოს გამ­ბე­და­ო­ბა დად­გეს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხა­რეს და გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა უკ­რა­ი­ნამ თავი და­იც­ვას.

"თუნ­დაც მცი­რე­დი შან­სი რომ ყო­ფი­ლი­ყო რუ­სე­თის რე­ჟი­მის მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნის გა­მოვ­ლე­ნის, მა­შინ მთე­ლი მსოფ­ლიო მზად იქ­ნე­ბო­და ამის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად სა­პი­რის­პი­როს ვხე­დავთ“, - აღ­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნამ "თეთ­რი დრო­შის“ გამ­ბე­და­ო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს და ომის დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა აწარ­მო­ოს.

წა­ი­კი­თხეთ:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ciuri
1

უტვინო კი არა, სიმართლეს ლაპარაკობს, რაც ხდება უკრაინაში, საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, განა შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება რა საშინელება ხდება უკრაინაში?

სოსო
3

ეს ანალენა სკოლაში თუა ნამყოფი საინტერესოა,სირცხვილი გერმანიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს აკრიტიკებს

"ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს აკრიტიკებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, უკრაინამ თეთრი დროშის აწევისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს.

"მართლა მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა. არ მესმის", - აღნიშნა ბერბოკმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომზე საუბრისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ საკუთარი თვალით დანახვით შეიძლება.

"ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ", - დასძინა მან.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს და გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ თავი დაიცვას.

"თუნდაც მცირედი შანსი რომ ყოფილიყო რუსეთის რეჟიმის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენის, მაშინ მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.

წაიკითხეთ: