კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასის" გეგმა ახლა იერუსალიმში მუსულმანებსა და ებრაელებს შორის დიდი კონფლიქტის წარმოშობაა" - უგეგმოდ მყოფი ისრაელი და ომის გადამწყვეტი ეტაპი: რა შემთხვევაში წავლენ დათმობაზე ტერორისტები?
"ჰამასის" გეგმა ახლა იერუსალიმში მუსულმანებსა და ებრაელებს შორის დიდი კონფლიქტის წარმოშობაა" - უგეგმოდ მყოფი ისრაელი და ომის გადამწყვეტი ეტაპი: რა შემთხვევაში წავლენ დათმობაზე ტერორისტები?

უდი­დე­სი მსხვერ­პლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ აცხა­დებს, რომ ღა­ზა­ში შე­ტე­ვა "სრულ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე" გაგ­რძელ­დე­ბა. ომი ღა­ზის სექ­ტორ­ში მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 7 ოქ­ტომ­ბერს ჰა­მა­სის წევ­რე­ბი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ, 1200-მდე ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს და 250 კაცი ტყვედ აიყ­ვა­ნეს.

  • ბათ-იამ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი, ბლო­გე­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნიკო ბე­ლი­აშ­ვი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი­დან AMBEBI.GE-ს ის­რა­ე­ლი-ჰა­მა­სის ომის პე­რი­პე­ტი­ებ­ზე უყ­ვე­ბა:

"ღა­ზა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი გა­მო­დი­ან წი­ნა­და­დე­ბით, რომ ის­რა­ელ­მა შე­წყვი­ტოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ის ამას არ აპი­რებს. ის­რა­ელ­მა "ჰა­მასს" წა­მო­უ­ყე­ნა პი­რო­ბა, რომ 6 კვი­რით შე­წყვეტ­და სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს იმ პი­რო­ბით, თუ დარ­ჩე­ნილ მძევ­ლებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. "ჰა­მა­სმა", კონ­კრე­ტუ­ლად კი სი­ნუ­არ­მა (ღა­ზა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ჰა­მა­სის მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ზე 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია) ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ შედ­გა ( ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყო აშშ, ბრი­ტა­ნე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბი, მაგ­რამ ამა­ოდ).

  • პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მთავ­რო­ბა­ში არის გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბა ბენი განცსა და ნე­თა­ნი­აჰუს შო­რის. ბენი გან­ცი იყო გენშტა­ბის უფ­რო­სი, შემ­დეგ გა­და­ი­ნაც­ვლა ოპო­ზი­ცი­ა­ში და ახლა, ომის დროს ნე­თა­ნი­აჰუს მთავ­რო­ბა­ში შე­ვი­და იმ პი­რო­ბით, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მერე ერ­თად დამ­დგა­რიყ­ვნენ, სა­თა­ნა­დოდ ემოქ­მე­დათ და ჰა­მა­სი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ. ახლა მათ შო­რის არის უთან­ხმო­ე­ბა იმი­ტომ, რომ ბენი გან­ცი ნე­თა­ნი­აჰუს და­უ­კი­თხა­ვად წა­ვი­და აშშ-ში, შემ­დეგ ინ­გლის­ში და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მოა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან.

ამის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ბენი გან­ცი წე­სით უკვე და­თხო­ვი­ლი უნდა იყოს პოს­ტი­დან (სამ­ხედ­რო საბ­ჭო­შია, სა­დაც მის გარ­და არის ნე­თა­ნი­აჰუ და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი - გა­ლან­ტი), მაგ­რამ ისევ ად­გილ­ზეა. ამე­რი­კაც და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს გვი­ჭე­რენ, ის­რა­ელს სთხო­ვენ წარ­მო­ად­გი­ნოს გეგ­მა, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და შემ­დგომ რა ბედი უნდა ეწი­ოს ღა­ზას სექ­ტორს, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს იქ მოვ­ლე­ნე­ბი... პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს გეგ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი და არ­სად წარ­დგე­ნი­ლი. არ ვიცი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე და პარტნი­ო­რებ­თან რას ახ­მო­ვა­ნე­ბენ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც არის გა­ურ­კვევ­ლო­ბა, რა და რო­გორ უნდა მოხ­დეს მო­მა­ვალ­ში, რო­გორ გა­ნი­სა­ზღვროს ღა­ზას მო­მა­ვა­ლი. იყო რამ­დე­ნი­მე ვერ­სია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს შე­და­რე­ბით ლი­ბე­რა­ლუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, არა­რა­დი­კა­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, ის­რა­ელ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად ჩა­ე­დოთ ინ­ვეს­ტი­ცია, რათა აღ­დგე­ნი­ლი­ყო და და­მო­უ­კი­დე­ბელ ერ­თე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო ღა­ზას სექ­ტო­რი (რა­შიც ბევ­რი ქვე­ყა­ნა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ჩაბ­მულ­ნი), თუმ­ცა მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბი ნაკ­ლებ ინ­ტე­რეს­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იჩე­ნენ ამ სა­კი­თხის მი­მართ, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თა­ნაც იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მათ გა­მო­ე­ჩი­ნათ ინ­ტე­რე­სი ღა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი აღარ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ასე რომ, ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა რე­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლი არ არის. ამ ეტაპ­ზე ისევ "ჰა­მა­სის", ირა­ნი­სა და სხვა­დას­ხვა რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით მი­დის ყვე­ლა­ფე­რი, მძევ­ლებს იმი­ტომ არ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ და იმი­ტომ წე­ლა­ვენ პრო­ცესს, რომ მათ თა­ვის მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს.

ღაზა

- მი­ზან­ში ომის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ხა­სი­ათს გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, მათი მი­ზა­ნი იყო ის, რომ ეს ომი გა­და­ეყ­ვა­ნათ რე­ლი­გი­უ­რი ომის კონ­ტექ­სტში - "ჰა­მა­სის" და სი­ნუ­ა­რის იდეა და მი­ზა­ნი ის იყო, რომ მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბი ჩა­ერ­თოთ ომში და მას ფარ­თო მას­შტა­ბი მის­ცე­მო­და. მათ ამას ვერ მი­აღ­წი­ეს, არ გა­მო­უ­ვი­დათ, ამი­ტომ ახლა ერ­თა­დერ­თი გზა დარ­ჩათ - მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­რო­ში რა­მა­და­ნის თვე იწყე­ბა და იქამ­დე უნ­დათ მი­იყ­ვა­ნონ და­ძა­ბუ­ლო­ბა, რომ რო­გორ­მე იქ­ნებ ახა­ლი კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ იე­რუ­სა­ლიმ­ში, მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­რო­სა და ებ­რა­ულ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იშ­ვას. მათ ეს იდე­აც თუ ჩა­უფ­ლავ­დათ, მა­შინ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჰა­მა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე და დათ­მო­ბა­ზე წა­მო­ვიდ­ნენ.

დღეს­დღე­ო­ბით, ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ მუ­სულ­მა­ნებს არ სურთ ამ ომში რე­ლი­გი­უ­რი კონ­ტექ­სტით ჩარ­თვა და ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბი­ან, რომ 7 ოქ­ტომ­ბერს ტე­რო­რის­ტებ­მა ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი მუ­სულ­მა­ნე­ბიც - ბე­დუ­ი­ნე­ბი, არა­ბე­ბი, დრუ­ზე­ბიც ჩა­ხო­ცეს (ტე­რო­რის­ტე­ბი მათ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც „გა­ყი­დულ ძაღ­ლებს“), მა­თაც ისე­ვე მო­ექ­ცნენ, რო­გორც ებ­რა­ე­ლებს. არა­ბე­ბი იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ არაბ მო­სახ­ლე­ო­ბას რომ ჰკი­თხო, 99% ისევ ის­რა­ე­ლის კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ ცხოვ­რე­ბას აირ­ჩევს, ვიდ­რე "ჰა­მასს" და "ჰეზ­ბო­ლას". მათ სურთ ცი­ვი­ლუ­რად ცხოვ­რე­ბა და აღარ უნ­დათ წარ­სულ­ში და რა­დი­კა­ლიზ­მში დაბ­რუ­ნე­ბა. კი, არი­ან რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, ვი­საც ფა­ნა­ტი­კო­სე­ბად ზრდი­ან, მაგ­რამ ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან. ტე­რო­რის­ტებს ახლა მათ­ზე აქვთ გათ­ვლა, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ ის­რა­ელ­ში და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი აა­გო­რონ. მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქამ­დე იმი­ტომ გა­ი­ჭი­მა, რომ ასე­თი გეგ­მა აქვთ, თუ ეს არ გა­მო­უ­ვი­დათ, მერე წავ­ლენ დათ­მო­ბა­ზე. უბე­დუ­რე­ბა იმა­შია, რომ ის­რა­ელს არ აქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­გორ და რა უნდა მოხ­დეს შემ­დეგ­ში. ის გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო და­სა­ხუ­ლი 7 ოქ­ტომ­ბრის მერე, ვერ სრულ­დე­ბა.

ნიკო ბე­ლი­აშ­ვი­ლი

- ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ზანს ვერ მი­აღ­წია, ეს არას­წო­რი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ბრა­ლი ხომ არაა?

- სულ 3 მი­ზა­ნი იყო და­სა­ხუ­ლი: მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, "ჰა­მა­სის", რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და "ჰა­მა­სის" ლი­დე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. არც ერთი მათ­გა­ნი არ შეს­რულ­და. ის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ აწარ­მო­ებს, არის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი და არას­წო­რი, ასე თვლის ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის მი­მართ უკვე აგ­რე­სი­უ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი. ისი­ნი უფრო მე­ტად ბენი გან­ცის მხა­რეს იხ­რე­ბი­ან. უბე­დუ­რე­ბა იმა­შია, რომ არც მას აქვს სა­მო­მავ­ლო გეგ­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ პრე­მი­ე­რის გა­რე­შე მი­ნის­ტრი ამე­რი­კის, თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შეხ­ვდეს და მათ­თან აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, და­სავ­ლე­თი ბენი განცში ხე­დავს და მო­ი­აზ­რებს ნე­თა­ნი­აჰუს შემ­ცვლელს, თუ ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა. ნე­თა­ნი­აჰუ არის ჭკვი­ა­ნი და გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ მისი პრე­მი­ე­რო­ბის დროს თუ რამე ნე­გა­ტი­უ­რი მოხ­და, ის იმ­დე­ნად გა­იძ­ვე­რაა, რომ არა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ირი­დებს, თუ რამე კარ­გი ხდე­ბა, თვი­თონ იწერს, თუ ცუდი - სხვებს აბ­რა­ლებს. წლე­ბის მან­ძილ­ზე სულ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და სა­სა­მარ­თლო­ში, ქრთა­მის ამ­ბა­ვი იყო თუ სხვა, მაგ­რამ ის ყო­ველ­თვის ძვრე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. ახ­ლაც ასეა - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ­ხე­ლა რა­ღაც მოხ­და ქვე­ყა­ნა­ში და პრე­მი­ერ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აი­ღოს თავ­ზე და სხვას გა­და­აბ­რა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი? რა­ღაც კო­მი­სი­ე­ბი იქ­მნე­ბა და ნე­თა­ნი­აჰუს ხალ­ხი მის გა­თეთ­რე­ბას ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ სა­ი­მი­სოდ, რომ არ და­უშ­ვან მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გეს და გა­დად­გეს.

- ხომ არ შე­სუს­ტდა და­სავ­ლე­თი­სა და ამე­რი­კის თა­ნად­გო­მა ის­რა­ე­ლი­სად­მი, მხარ­და­ჭე­რა ისე­თი­ვე გულ­მხურ­ვა­ლეა, რო­გო­რიც ომის და­სა­წყის­ში იყო?

- არა, ისევ ისე­თი მხარ­და­ჭე­რაა, უბ­რა­ლოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე თით­ქოს ასე ჩანს, რომ შე­სუს­ტდა. ამე­რი­კა­ში არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უნდა, დრო­ზე დამ­თავ­რდეს ომი, პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბი და­ი­წე­როს რა­ღაც­ნა­ი­რად. მე­ო­რეა, რომ ის­რა­ელს აძა­ლე­ბენ, ჩვე­ნი ია­რა­ღი გა­მოს­ცა­დე­თო. მი­დის ორ­მა­გი თა­მა­ში, ამ ომში ყვე­ლა ქუ­ლებს იწერს და თა­ვის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ვის აწყობს ჰა­მას-ის­რა­ე­ლის ომის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა და რა­ტომ?

- ამ ომის დას­რუ­ლე­ბა არც ერთ მხა­რეს არ აწყობს - არც "ჰა­მასს" და არც ნე­თა­ნი­აჰუს. ნე­თა­ნი­აჰუს იმი­ტომ, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ეში­ნია. ახლა მისი მი­ზა­ნია, მა­ნამ არ და­ას­რუ­ლოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­ნამ სულ არ გა­ა­ნად­გუ­რებს ჰა­მა­სის მთა­ვარ ლი­დე­რებს, ვი­ნა­ი­დან იმ ან­და­ზი­სა არ იყოს, „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს არ ასა­მარ­თლე­ბენ“. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და კუ­ლუ­ა­რებ­ში მი­დის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მას არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა აქვს, მან კარ­გად იცო­და, რომ იზ­რდე­ბო­და ჰა­მა­სის აგ­რე­სია და მისი სამ­ხედ­რო ძალა, ის შან­ტაჟ­ზე ეგე­ბო­და და მათ აფი­ნან­სებ­და კი­დეც, ბევრ რა­მე­ზე ხუ­ჭავ­და თვალს. ომის სა­წყის ეტაპ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და 2 კვი­რა, ჰქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მა­შინ­ვე შე­სუ­ლი­ყო ღა­ზა­ში და ეს დრო გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ნე­თა­ნი­აჰუს რომ მა­შინ­ვე და­ე­წყო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, ამ­დენ ხანს ომი არ გაგ­რძელ­დე­ბო­და და არც ამ­ხე­ლა და­ნა­კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რაც დღეს არის. ნე­თა­ნი­აჰუს მი­მართ ხალ­ხი იმი­ტო­მა­ცაა კი­დევ უკ­მა­ყო­ფი­ლო, რომ ის არის ძა­ლი­ან რბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა აწარ­მოა. ერთი და­დე­ბი­თი და კარ­გი ისაა, რომ ის­რა­ელ­ში არა­ბულ და ებ­რა­ულ სამ­ყა­როს შო­რის დღეს­დღე­ო­ბით არა­ვი­თა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ არის.

- ის­რა­ე­ლი ისევ იბომ­ბე­ბა? რას ფიქ­რობთ, რო­დის დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ომი ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში?

- ის­რა­ე­ლი ყო­ველ დღე იბომ­ბე­ბა ჰეს­ბო­ლას მხრი­დან, მათ ბევ­რად ძლი­ე­რი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს და გუ­შინ­წი­ნაც 70 რა­კე­ტა გა­მო­უშ­ვეს. "ჰეზ­ბო­ლაც" და იქეთ ჰუ­სი­ტე­ბიც ირა­ნის­გან მარ­თუ­ლია, ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბა­ში პირ­და­პირ ჩარ­თვა არ­ცერ­თს არ უნდა და სხვა­დას­ხვა გზე­ბით ცდი­ლო­ბენ, და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში და ტო­ნუს­ში ჰყავ­დეს ქვე­ყა­ნა, რათა უფრო სწრა­ფად და აგ­რე­სი­უ­ლად არ იმოქ­მე­დოს ის­რა­ელ­მა. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­ა­ხან­გრძლი­ვონ კონ­ფლიქ­ტი, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი მო­ა­წყონ და იქ­ნებ რო­გორ­მე სხვა არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც ჩარ­თონ ამ ომში.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი ახლა ის­რა­ე­ლის­თვის და ზო­გა­დად ამ რე­გი­ო­ნის­თვის არის რა­მა­და­ნის თვე, ეჭვი მაქვს, ამან მშვი­დად ჩა­ი­ა­როს... ახ­ლა­ხან ვნა­ხე მუ­სულ­მა­ნე­ბის ჰა­მა­სი­სად­მი მი­მარ­თვა - გთხოვთ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ მძევ­ლე­ბი, რათა ის­რა­ელ­მა რა­მა­და­ნის თვე­ში შე­წყვი­ტოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა და დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ებ­ში მუ­სულ­მა­ნე­ბის სის­ხლი არ და­იღ­ვა­რო­სო. ეს მათ­თვის წმინ­და თვეა და არ აწყობთ არა­ნა­ი­რი ეს­კა­ლა­ცია. ის­რა­ელ­მა შეს­თა­ვა­ზა, 6 კვი­რა გავ­ჩერ­დე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვართ, წყალ­საც მოგ­ცემთ და სხვა ყვე­ლა­ფერ­საც, ოღონდ მძევ­ლე­ბი გა­მო­უშ­ვი­თო. ჰა­მა­სი უარ­ზეა და ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად კეთ­დე­ბა, რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბის­თვის წმინ­და არა­ფე­რია და მათ­გან ნუ­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ. ის­რა­ე­ლი მა­ინც არ გა­ჩერ­დე­ბა, ეს ცალ­სა­ხაა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერთად მარსზე
2

დაიწყო პლანეტის ლიკვიდაცია. მასკი იმიტომ ემზადება მარსზე გადასასვლელად. 

archil
11

ისე როგორც უკრაინა ისრაელიც დამარცხდება.(უფრო სწორი იქნება "ნატო")

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ჰამასის" გეგმა ახლა იერუსალიმში მუსულმანებსა და ებრაელებს შორის დიდი კონფლიქტის წარმოშობაა" - უგეგმოდ მყოფი ისრაელი და ომის გადამწყვეტი ეტაპი: რა შემთხვევაში წავლენ დათმობაზე ტერორისტები?

"ჰამასის" გეგმა ახლა იერუსალიმში მუსულმანებსა და ებრაელებს შორის დიდი კონფლიქტის წარმოშობაა" - უგეგმოდ მყოფი ისრაელი და ომის გადამწყვეტი ეტაპი: რა შემთხვევაში წავლენ დათმობაზე ტერორისტები?

უდიდესი მსხვერპლისა და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში შეტევა "სრულ გამარჯვებამდე" გაგრძელდება. ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ჰამასის წევრები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, 1200-მდე ადამიანი მოკლეს და 250 კაცი ტყვედ აიყვანეს.

  • ბათ-იამში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ბლოგერი და ჟურნალისტი ნიკო ბელიაშვილი მოვლენების ეპიცენტრიდან AMBEBI.GE-ს ისრაელი-ჰამასის ომის პერიპეტიებზე უყვება:

"ღაზაში ანტიტერორისტული საომარი მოქმედებები ჩვეულებრივ გრძელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები გამოდიან წინადადებით, რომ ისრაელმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, მაგრამ ის ამას არ აპირებს. ისრაელმა "ჰამასს" წამოუყენა პირობა, რომ 6 კვირით შეწყვეტდა საომარ მოქმედებებს იმ პირობით, თუ დარჩენილ მძევლებს გაათავისუფლებდნენ. "ჰამასმა", კონკრეტულად კი სინუარმა (ღაზაში დარჩენილი ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მეთაური, რომელიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორია) ამაზე უარი განაცხადა, აქედან გამომდინარე, მოლაპარაკება ვერ შედგა ( ამაში ჩართული იყო აშშ, ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, მაგრამ ამაოდ).

  • პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ძალიან დაძაბულია იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობაში არის გარკვეული უთანხმოება ბენი განცსა და ნეთანიაჰუს შორის. ბენი განცი იყო გენშტაბის უფროსი, შემდეგ გადაინაცვლა ოპოზიციაში და ახლა, ომის დროს ნეთანიაჰუს მთავრობაში შევიდა იმ პირობით, რომ ტერორისტული აქტის მერე ერთად დამდგარიყვნენ, სათანადოდ ემოქმედათ და ჰამასი გაენადგურებინათ. ახლა მათ შორის არის უთანხმოება იმიტომ, რომ ბენი განცი ნეთანიაჰუს დაუკითხავად წავიდა აშშ-ში, შემდეგ ინგლისში და მოლაპარაკებები აწარმოა მაღალჩინოსნებთან.

ამის შემდეგ ისრაელის კანონმდებლობით, ბენი განცი წესით უკვე დათხოვილი უნდა იყოს პოსტიდან (სამხედრო საბჭოშია, სადაც მის გარდა არის ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი - გალანტი), მაგრამ ისევ ადგილზეა. ამერიკაც და ევროპის ქვეყნები, რომლებიც მხარს გვიჭერენ, ისრაელს სთხოვენ წარმოადგინოს გეგმა, როდის დამთავრდება საომარი მოქმედებები და შემდგომ რა ბედი უნდა ეწიოს ღაზას სექტორს, როგორ უნდა განვითარდეს იქ მოვლენები... პრობლემა იმაშია, რომ ისრაელის ხელისუფლებას ეს გეგმა ოფიციალურად არ აქვს გაცხადებული და არსად წარდგენილი. არ ვიცი, საერთაშორისო დონეზე და პარტნიორებთან რას ახმოვანებენ, მაგრამ საზოგადოებაშიც არის გაურკვევლობა, რა და როგორ უნდა მოხდეს მომავალში, როგორ განისაზღვროს ღაზას მომავალი. იყო რამდენიმე ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუსულმანური სამყაროს შედარებით ლიბერალური და დემოკრატიული, არარადიკალური ქვეყნებისთვის შეეთავაზებინათ, ისრაელთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩაედოთ ინვესტიცია, რათა აღდგენილიყო და დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებულიყო ღაზას სექტორი (რაშიც ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებოდნენ ჩაბმულნი), თუმცა მუსულმანური ქვეყნები ნაკლებ ინტერესსა და პასუხისმგებლობას იჩენენ ამ საკითხის მიმართ, ევროპის ქვეყნებთანაც იყო საუბარი იმაზე, რომ მათ გამოეჩინათ ინტერესი ღაზის განვითარებაზე, მაგრამ საუბარი აღარ გაგრძელებულა. ასე რომ, ამაზე კონკრეტული სამომავლო გეგმა რეალურად ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე ისევ "ჰამასის", ირანისა და სხვადასხვა რადიკალური ძალების სცენარის მიხედვით მიდის ყველაფერი, მძევლებს იმიტომ არ ათავისუფლებენ და იმიტომ წელავენ პროცესს, რომ მათ თავის მიზანს ვერ მიაღწიეს.

ღაზა

- მიზანში ომის ფართომასშტაბიან ხასიათს გულისხმობთ?

- დიახ, მათი მიზანი იყო ის, რომ ეს ომი გადაეყვანათ რელიგიური ომის კონტექსტში - "ჰამასის" და სინუარის იდეა და მიზანი ის იყო, რომ მუსულმანური ქვეყნები ჩაერთოთ ომში და მას ფართო მასშტაბი მისცემოდა. მათ ამას ვერ მიაღწიეს, არ გამოუვიდათ, ამიტომ ახლა ერთადერთი გზა დარჩათ - მუსულმანურ სამყაროში რამადანის თვე იწყება და იქამდე უნდათ მიიყვანონ დაძაბულობა, რომ როგორმე იქნებ ახალი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინონ იერუსალიმში, მუსულმანურ სამყაროსა და ებრაულ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი წარმოიშვას. მათ ეს იდეაც თუ ჩაუფლავდათ, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება ჰამასის წარმომადგენლები მოლაპარაკებაზე და დათმობაზე წამოვიდნენ.

დღესდღეობით, ისრაელში მცხოვრებ მუსულმანებს არ სურთ ამ ომში რელიგიური კონტექსტით ჩართვა და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ 7 ოქტომბერს ტერორისტებმა ისრაელში მცხოვრები მუსულმანებიც - ბედუინები, არაბები, დრუზებიც ჩახოცეს (ტერორისტები მათ მოიხსენიებენ როგორც „გაყიდულ ძაღლებს“), მათაც ისევე მოექცნენ, როგორც ებრაელებს. არაბები იმდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ჩვენს ქვეყანაში, ისრაელში მცხოვრებ 2 მილიონზე მეტ არაბ მოსახლეობას რომ ჰკითხო, 99% ისევ ისრაელის კოალიციური მმართველობის ქვეშ ცხოვრებას აირჩევს, ვიდრე "ჰამასს" და "ჰეზბოლას". მათ სურთ ცივილურად ცხოვრება და აღარ უნდათ წარსულში და რადიკალიზმში დაბრუნება. კი, არიან რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები, ვისაც ფანატიკოსებად ზრდიან, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან. ტერორისტებს ახლა მათზე აქვთ გათვლა, რომ დაძაბულობა გამოიწვიონ ისრაელში და ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ააგორონ. მძევლების გათავისუფლება აქამდე იმიტომ გაიჭიმა, რომ ასეთი გეგმა აქვთ, თუ ეს არ გამოუვიდათ, მერე წავლენ დათმობაზე. უბედურება იმაშია, რომ ისრაელს არ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ და რა უნდა მოხდეს შემდეგში. ის გეგმები, რომლებიც ხელისუფლების მიერ იყო დასახული 7 ოქტომბრის მერე, ვერ სრულდება.

ნიკო ბელიაშვილი

- ის, რომ ხელისუფლებამ მიზანს ვერ მიაღწია, ეს არასწორი და არათანმიმდევრული პოლიტიკის ბრალი ხომ არაა?

- სულ 3 მიზანი იყო დასახული: მძევლების გათავისუფლება, "ჰამასის", როგორც პოლიტიკური დაჯგუფების განადგურება და "ჰამასის" ლიდერების განადგურება. არც ერთი მათგანი არ შესრულდა. ის პოლიტიკა, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ აწარმოებს, არის არათანმიმდევრული და არასწორი, ასე თვლის ისრაელის მოსახლეობა, რომელიც პრემიერის მიმართ უკვე აგრესიულადაა განწყობილი. ისინი უფრო მეტად ბენი განცის მხარეს იხრებიან. უბედურება იმაშია, რომ არც მას აქვს სამომავლო გეგმა შემუშავებული. დაუშვებელია, რომ პრემიერის გარეშე მინისტრი ამერიკის, თუ სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნებს შეხვდეს და მათთან აწარმოოს მოლაპარაკებები. როგორც იკვეთება, დასავლეთი ბენი განცში ხედავს და მოიაზრებს ნეთანიაჰუს შემცვლელს, თუ ადამიანს, ვისთანაც შეიძლება გარკვეული საკითხების განხილვა. ნეთანიაჰუ არის ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მისი პრემიერობის დროს თუ რამე ნეგატიური მოხდა, ის იმდენად გაიძვერაა, რომ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს, ყველაფერს თავიდან ირიდებს, თუ რამე კარგი ხდება, თვითონ იწერს, თუ ცუდი - სხვებს აბრალებს. წლების მანძილზე სულ პრობლემები ჰქონდა სასამართლოში, ქრთამის ამბავი იყო თუ სხვა, მაგრამ ის ყოველთვის ძვრება სიტუაციიდან. ახლაც ასეა - როგორ შეიძლება, ამხელა რაღაც მოხდა ქვეყანაში და პრემიერმა პასუხისმგებლობა არ აიღოს თავზე და სხვას გადააბრალოს ყველაფერი? რაღაც კომისიები იქმნება და ნეთანიაჰუს ხალხი მის გათეთრებას ცდილობს, ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ არ დაუშვან მისი პასუხისმგებლობა დადგეს და გადადგეს.

- ხომ არ შესუსტდა დასავლეთისა და ამერიკის თანადგომა ისრაელისადმი, მხარდაჭერა ისეთივე გულმხურვალეა, როგორიც ომის დასაწყისში იყო?

- არა, ისევ ისეთი მხარდაჭერაა, უბრალოდ, საერთაშორისო დონეზე თითქოს ასე ჩანს, რომ შესუსტდა. ამერიკაში არჩევნები მოდის და ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა, დროზე დამთავრდეს ომი, პოლიტიკური ქულები დაიწეროს რაღაცნაირად. მეორეა, რომ ისრაელს აძალებენ, ჩვენი იარაღი გამოსცადეთო. მიდის ორმაგი თამაში, ამ ომში ყველა ქულებს იწერს და თავის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

- ვის აწყობს ჰამას-ისრაელის ომის გაჭიანურება და რატომ?

- ამ ომის დასრულება არც ერთ მხარეს არ აწყობს - არც "ჰამასს" და არც ნეთანიაჰუს. ნეთანიაჰუს იმიტომ, რომ ომის დასრულების შემდეგ დაიწყება გამოძიება და მას პასუხისმგებლობის ეშინია. ახლა მისი მიზანია, მანამ არ დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები, სანამ სულ არ გაანადგურებს ჰამასის მთავარ ლიდერებს, ვინაიდან იმ ანდაზისა არ იყოს, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. საზოგადოებაში და კულუარებში მიდის საუბარი იმაზე, რომ მას არასწორი პოლიტიკა აქვს, მან კარგად იცოდა, რომ იზრდებოდა ჰამასის აგრესია და მისი სამხედრო ძალა, ის შანტაჟზე ეგებოდა და მათ აფინანსებდა კიდეც, ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს. ომის საწყის ეტაპზე სახელმწიფოს ჰქონდა 2 კვირა, ჰქონდა იმის საშუალება, რომ მაშინვე შესულიყო ღაზაში და ეს დრო გამოეყენებინა. ნეთანიაჰუს რომ მაშინვე დაეწყო სამხედრო ოპერაცია, ამდენ ხანს ომი არ გაგრძელდებოდა და არც ამხელა დანაკარგი იქნებოდა, რაც დღეს არის. ნეთანიაჰუს მიმართ ხალხი იმიტომაცაა კიდევ უკმაყოფილო, რომ ის არის ძალიან რბილი პოლიტიკოსი და მან დაგვიანებული პოლიტიკა აწარმოა. ერთი დადებითი და კარგი ისაა, რომ ისრაელში არაბულ და ებრაულ სამყაროს შორის დღესდღეობით არავითარი დაძაბულობა არ არის.

- ისრაელი ისევ იბომბება? რას ფიქრობთ, როდის დასრულდება ყველაზე ხანგრძლივი ომი ისრაელის ისტორიაში?

- ისრაელი ყოველ დღე იბომბება ჰესბოლას მხრიდან, მათ ბევრად ძლიერი რაკეტების გამოყენება დაიწყეს და გუშინწინაც 70 რაკეტა გამოუშვეს. "ჰეზბოლაც" და იქეთ ჰუსიტებიც ირანისგან მართულია, ისრაელის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში პირდაპირ ჩართვა არცერთს არ უნდა და სხვადასხვა გზებით ცდილობენ, დაძაბულ რეჟიმში და ტონუსში ჰყავდეს ქვეყანა, რათა უფრო სწრაფად და აგრესიულად არ იმოქმედოს ისრაელმა. მათი მთავარი მიზანია გაახანგრძლივონ კონფლიქტი, პროვოკაციები მოაწყონ და იქნებ როგორმე სხვა არაბული ქვეყნებიც ჩართონ ამ ომში.

ყველაზე რთული მომენტი ახლა ისრაელისთვის და ზოგადად ამ რეგიონისთვის არის რამადანის თვე, ეჭვი მაქვს, ამან მშვიდად ჩაიაროს... ახლახან ვნახე მუსულმანების ჰამასისადმი მიმართვა - გთხოვთ გაათავისუფლოთ მძევლები, რათა ისრაელმა რამადანის თვეში შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დღესასწაულის დღეებში მუსულმანების სისხლი არ დაიღვაროსო. ეს მათთვის წმინდა თვეა და არ აწყობთ არანაირი ესკალაცია. ისრაელმა შესთავაზა, 6 კვირა გავჩერდები, ყველაფერზე თანახმა ვართ, წყალსაც მოგცემთ და სხვა ყველაფერსაც, ოღონდ მძევლები გამოუშვითო. ჰამასი უარზეა და ეს სპეციალურად კეთდება, რადიკალური ძალებისთვის წმინდა არაფერია და მათგან ნურაფერს გამოვრიცხავთ. ისრაელი მაინც არ გაჩერდება, ეს ცალსახაა.