სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი საპატრულო გემი გაისტუმრეს ფსკერისკენ - წუხანდელი თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი გადაკეტილია
უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი საპატრულო გემი გაისტუმრეს ფსკერისკენ -  წუხანდელი თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი გადაკეტილია

ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი აგ­რძე­ლებს ჩა­ძირ­ვას. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის შე­დე­გად ამ­ჯე­რად სა­პატ­რუ­ლო გემი "სერ­გეი კო­ტო­ვი“ ჩა­ი­ძი­რა. დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყი­რი­მის ხიდ­ზე მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტა. რუ­სუ­ლი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი" წე­რენ, რომ ქერ­ჩის მცხოვ­რებ­ლებ­მა ღა­მით აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი გა­ი­გო­ნეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­მით ყი­რიმ­ზე დრო­ნე­ბი­თა და რა­კე­ტე­ბით თავ­დას­ხმა მოხ­და და თავ­დას­ხმის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყი­რი­მის ხიდი იყო.

"უნი­ა­ნი" ავ­რცე­ლებს ვი­დე­ოს და წერს, რომ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის გემს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის დრო­ნებ­მა ფე­ო­დო­სი­ა­ში (ყი­რი­მი) და­არ­ტყეს. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში სრო­ლის ხმა ის­მის. რო­გორც ჩანს, რუ­სებ­მა სცა­დეს სა­ზღვაო დრო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, მაგ­რამ მათ მო­ა­ხერ­ხეს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა.

ვი­დე­ოს ბო­ლოს ის­მის, რო­გორ ეჯა­ხე­ბა სა­პატ­რუ­ლო გემს დრო­ნი. ის­მის ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა და გემი ცე­ცხლშია შთან­თქმული.

გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას“ ცნო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­ში წყა­რომ და­უ­დას­ტუ­რა, რომ 5 მარ­ტის ღა­მეს უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის შე­დე­გად "სერ­გეი კო­ტო­ვი" ჩა­ი­ძი­რა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისელი
17

უკრაინას, რომელიც კერენსკიმ (1917წ. 2 ივლისი), ლენინმა, სტალინმა და ხრუშჩოვმა პაზლებივით ააწყო წინა საუკუნის დასაწყისში და უკრაინელებს, რომლებმაც მეორედ პრეზიდენტად სხვა რწნენის და ეთნოსის პრეზიდენტი აირჩიეს, თუ აარჩევინეს, გადარჩენის ერთადერთი გზა დარჩა - დაუბრუნდნენ მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც საშუალებას მისცემთ დაიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები ავტონომიების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ პაზლებად დაიშლება და მის ტერიტორიებს გაინაწილებენ მეზობელი სახელმწიფოები: პოლონეთი, სლოვაკეთის, უნგრეთი, რუმინეთი, რუსეთი და ბელორუსია.

ვახმე
9

დავით 67 აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში. თურმე რუსეთი არ უნდა გავაბრაზოთ აბა რაა ბაბაია ვუძახოთ და უკრაინას ამიტომ ქოლავს ზოგი ქოცი რატომ ბაბაიას არ ეძახის რუსეთს! რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა უკრაინა რუსეთს რას დაუძახებს რაო რამე მონაწილეობას იღებთ და რაიმე გაწუხებთ.. მოკლედ უკრაინა დასცხე რაც შეგიძლია.სლავა უკრაინი!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი საპატრულო გემი გაისტუმრეს ფსკერისკენ - წუხანდელი თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი გადაკეტილია

უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი საპატრულო გემი გაისტუმრეს ფსკერისკენ -  წუხანდელი თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი გადაკეტილია

ოკუპანტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აგრძელებს ჩაძირვას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ამჯერად საპატრულო გემი "სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა. დროებით ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა. რუსული "ტელეგრამარხები" წერენ, რომ ქერჩის მცხოვრებლებმა ღამით აფეთქებების ხმები გაიგონეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა და თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდი იყო.

"უნიანი" ავრცელებს ვიდეოს და წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმის გემს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა ფეოდოსიაში (ყირიმი) დაარტყეს. ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში სროლის ხმა ისმის. როგორც ჩანს, რუსებმა სცადეს საზღვაო დრონების განადგურება, მაგრამ მათ მოახერხეს დასახული მიზნის მიღწევა.

ვიდეოს ბოლოს ისმის, როგორ ეჯახება საპატრულო გემს დრონი. ისმის ძლიერი აფეთქება და გემი ცეცხლშია შთანთქმული.

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წყარომ დაუდასტურა, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად "სერგეი კოტოვი" ჩაიძირა.

იხილეთ ასევე: