სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ... 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს ვუარე, ვის რა დავაბრალო..." - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ
"რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ... 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს ვუარე, ვის რა დავაბრალო..." - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ

13 მარტს ჯაბა ბოჯ­გუა 44 წლის გახ­დე­ბო­და. მომ­ღე­რა­ლი სამი წლის წინ, 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ჯა­ბას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ავად­მყოფ შვილს, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი­სა, თავ­გან­წი­რულ დე­დას მა­ნამ სჯე­რო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ერთ დღეს ჯაბა გონ­ზე მო­სუ­ლი­ყო, ვიდ­რე მომ­ღერ­ლის ბე­ბია არ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დღის შემ­დეგ, მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, წო­ნა­ში კლე­ბა და­ი­წყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

ჯაბა ბოჯ­გუა ცი­ხე­ში ცუ­დად გახ­დო­მის შემ­დეგ, დე­დას­თან და მო­ხუც ბე­ბი­ას­თან ერ­თად, წლე­ბი ერ­თო­თა­ხი­ან ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ამ­ბობს, რომ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წოლ­ში არ სძი­ნე­ბია...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, სამი წელი გა­ვი­და ჯა­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან...

- ჯაბა 13 მარტს 44 წლის გახ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან მინ­და, მომ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ეს დღე ჩემს შვილს მი­ვუ­ლო­ცო. მე ის ღმერ­თის დახ­მა­რე­ბით ვა­ცო­ცხლე, მე და დე­და­ჩემს დღე და ღამე არ გვე­ძი­ნა. მარ­თა­ლია, სამი წელი გა­ვი­და, რაც ჯაბა აღარ მყავს, მაგ­რამ ახ­ლაც ისე ვარ, წამ­ლებს ვსვამ, მაგ­რამ არ მე­ძი­ნე­ბა, ჩავ­რჩი იმ დრო­ში. ძა­ლი­ან მი­ჭირს, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა. არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, არ ვა­წუ­ხებ გა­რეთ არა­ვის. ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა მაქვს, მუხ­ლე­ბი, სახ­სრე­ბი ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. ოღონდ ჯაბა ცო­ცხა­ლი იყოს და ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც მო­ვუვ­ლი­დი.

- რო­გორ ცხოვ­რობთ, რო­გორ გა­გაქვთ თავი?

- უფ­ლის წყა­ლო­ბით, ახ­ლო­ბელ­მა ბინა და­მით­მო და იქ ვცხოვ­რობ. ადრე გამ­გე­ო­ბა მეხ­მა­რე­ბო­და, ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უკ­ლი­ათ. რომ გი­თხრათ, რომ ვინ­მე პატ­რო­ნი მყავს, მა­კი­თხავს, ეგრე არ არის. ადრე სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი, ახლა რაც ფე­ხე­ბის პრობ­ლე­მა მაქვს, ყვე­ლა მე­სა­მე დღეს დავ­დი­ვარ. რაც შე­მიძ­ლია ვა­კე­თებ დე­და­ჩე­მის­თვის და ჯა­ბას­თვის.

- ბე­ბია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პატ­რო­ნობ­და ჯა­ბას...

- მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, მარ­თლაც ასე იყო. მთე­ლი დღე გა­სუ­ლი იყო, ისევ ჯა­ბას გამო და შინ რომ მო­დი­ო­და, უბან­ში ძაღ­ლე­ბი ჰყავ­და და იმათ უვ­ლი­და. დღემ­დე ორი ძაღ­ლი მყავს შე­მორ­ჩე­ნი­ლი და მე ვუვ­ლი. იმ დღეს ბან­კში მი­დი­ო­და, მან­ქა­ნა რომ და­ე­ჯა­ხა. პო­ლი­ცია რომ გა­მო­ი­ძა­ხეს, გონ­ზე იყო და უთხრა, მძღო­ლის ბრა­ლი არ არის, ჩემი ბრა­ლია, ჩე­მით და­ვე­ცი მან­ქა­ნა­სო. ყვე­ლას უკ­ვირ­და, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­მი­რე­კა და მე ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნი არ მი­ნა­ხავს, გვე­უბ­ნე­ბო­და, მძღოლს არა­ფე­რი უთხრათ, ჩემი ბრა­ლი­აო.

- რა­ტომ და­ი­ჭი­რეს ჯაბა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რო­გორ ფიქ­რობთ, ვის აწყობ­და რე­ა­ლუ­რად მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა?

- რა გი­თხრათ, ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბამ გა­წი­რაო, მე ხელს ვერ და­ვა­დებ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ეშ­ვათ ცი­ხი­დან, იმი­ტომ რომ ჯაბა გუ­ლით ავად­მყო­ფი იყო. ვიდ­რე იქ მოხ­ვდე­ბო­და, გული ოთხჯერ ჰქონ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მის და­კა­ვე­ბა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­რი­გე­ბა დადო პო­ლი­ცი­ას­თან. იმ ქა­ლის ქმა­რი, ვინც ჯა­ბას უჩივ­ლა, ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და 18 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ვალი აქვს ადა­მი­ანს, ჯერ სახ­ლში მო­დი­ან, ითხო­ვენ თან­ხას, დროს და­უთ­ქვა­მენ და მერე ჩი­ვი­ან. ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. თან უნდა ნა­ხოთ, რა თან­ხა­ზე იყო ლა­პა­რა­კი. სა­ჩი­ვარ­ში ეწე­რა, რომ ჯა­ბას მი­უ­ტა­ნეს „ბან­ბა­ნერ­კა“, ტორ­ტი, რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟეს, ეს თან­ხე­ბი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ჯა­ბას უყ­ვარ­და სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ეგო­ნათ მი­ლი­ო­ნე­რი იყო და ფულს გა­ა­კე­თებ­დნენ.

სა­სა­მარ­თლო­ზე მო­რი­გე­ბა მინ­დო­და, რომ გი­რა­ო­თი გა­მო­ეშ­ვათ, მაგ­რამ თან­ხმო­ბა უნდა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა იმ ადა­მი­ანს, ვინც უჩივ­ლა, მაგ­რამ... ჯა­ბას­თვის დამ­ჭირ­და ცი­ხე­ში მა­მა­ოს შეყ­ვა­ნა, ახ­ლო­ბელ­მა მომ­ცა მო­ძღვრის ნო­მე­რი. წა­ვიყ­ვა­ნე და ცი­ხეს რომ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, მკი­თხა, რა გვარ­თან მივ­დი­ვა­რო? ვუ­თხა­რი, რომ ბოჯ­გუ­ას­თან მივ­დი­ო­დით... რას ლა­პა­რა­კობთ, ჩემი სუ­ლი­ე­რი შვი­ლი ზის ცი­ხე­ში და იმ ოჯა­ხის­გან არის ჯაბა ცი­ხე­შიო. ვკი­თხე, ვიდ­რე ჯა­ბას და­ა­ჭე­რი­ნებ­და თქვენ­მა სუ­ლი­ერ­მა შვილ­მა, არ გკი­თხათ რჩე­ვა-მეთ­ქი? ხომ შე­გეძ­ლოთ, გეთ­ქვა, რომ არ ეჩივ­ლა და დაგ­ვლა­პა­რა­კე­ბო­დი-მეთ­ქი. - კი, რა­ღაც მი­თხრა, მაგ­რამ მე ვუ­თხა­რი, თქვენს საქ­მეს რო­გორც უხ­დე­ბა, ისე მო­ი­ქე­ცი­თო. სა­სა­მარ­თლო ვიდ­რე და­ი­წყე­ბო­და, ამ ქალს 30 ათა­სი ლარი გა­და­ვუ­ხა­დე, სხვა­ნა­ი­რად დარ­ბაზ­ში არ შე­დი­ო­და. რო­გორც კი ჯაბა და­ი­ჭი­რეს და ამათ ჩემ­გან თან­ხა აი­ღეს, 9 წლამ­დე ჩა­მო­უყ­ვა­ნეს იმ ქა­ლის ქმარს სას­ჯე­ლი.

- რამ­დე­ნი ხანი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში ჯა­ბამ, ვიდ­რე ცუ­დად გახ­დე­ბო­და?

- ოთხი თვე და შემ­დეგ მო­უხ­და ეს ამ­ბა­ვი. სულ მი­რე­კავ­და, ამ­ხა­ნა­გებ­საც ურე­კავ­და, ძა­ლი­ან უჭირ­და ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ყოფ­ნა. მაგ­რამ რომ ამ­ბო­ბენ, რომ ცი­ხე­ში სცე­მე­სო, ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებ. 12 წელი ისეთ ავად­მყოფ შვილს მო­ვუ­ა­რე, ვის რა და­ვაბ­რა­ლო. ჯაბა აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას იყო მიჩ­ვე­უ­ლი და ვერ აი­ტა­ნა ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცე. ყო­ველ მე­ო­რე დღეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. გი­რა­ო­თი ვერ უშ­ვებ­დნენ, რად­გან თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით იჯდა. სა­სა­მარ­თლოს დროს, გა­რი­გე­ბა­ზე წა­მო­ვი­და ის ქალი, მაგ­რამ 35 ათა­სი ლარი ვე­ღარ მო­ვაგ­რო­ვე, რომ ჩა­მე­რი­ცხა მის­თვის.

- რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ ცუ­დად გახ­და, უკვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო?

- ჯა­ბას­თან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რომ შე­ვე­დი პირ­ვე­ლად, ის მა­მაო დამ­ხვდა, აინ­ტე­რე­სებ­და ჩვენ ხომ არ დავ­დგით ცუ­დად გახ­დო­მა, ჯაბა რომ ცი­ხი­დან გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. მინ­დო­და, მერე მის­თვის მე­ჩივ­ლა... ცი­ხე­ზე რომ ცუ­დად გახ­და, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე გა­და­უყ­ვა­ნი­ათ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, გზა­ში გული აუ­მუ­შა­ვეს, მაგ­რამ ტვი­ნი გა­ე­თი­შა. ცო­ცხალ-მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­ურ­ში და ასე იყო 12 წელი. მჯე­რა, გრძნობ­და, რომ ვუვ­ლი­დი. თა­ვი­დან იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ მერე დიდი ხანი რომ გა­ვი­და, მა­ინც ისე ვუვ­ლი­დი, რო­გორც პირ­ველ დღეს.

- სა­ზღვარ­გა­რეთ წაყ­ვა­ნა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლას შე­ვა­წუ­ხებ­დი, მაგ­რამ მი­თხრეს, აზრი არ აქვს, შე­იძ­ლე­ბა გზა­ში და­გე­ღუ­პო­სო. უჟანგბა­დო­ბით გა­გუ­დუ­ლი იყო ტვი­ნი. სახ­ლში რომ მყავ­და ეს 12 წელი, სა­უ­კე­თე­სო წამ­ლებს ვაძ­ლევ­დი, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. ჩვე­ნი ხალ­ხი და­მეხ­მა­რა ძა­ლი­ან, ემიგ­რან­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა. ჯაბა ისე­თი ავად­მყო­ფი იყო, მას იმ­დე­ნი რამ სჭირ­დე­ბო­და, რაც არ უნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და, მარ­ტო ვერ ავუ­ვი­დო­დი.

- და­ღუპ­ვამ­დე რა შე­იც­ვა­ლა, ჯაბა ხომ მუდ­მი­ვად ცუ­დად იყო და რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ა­ტყვეთ?

- ეს 12 წელი ხან­და­ხან აუ­წევ­და სი­ცხე და სა­ღა­მოს უკვე გა­უვ­ლი­და ხოლ­მე. ბოლო ერთი კვი­რა ისე ცუ­დად გა­მიხ­და, 40-41 ჰქონ­და სი­ცხე, რა არ გა­უ­კე­თეს ექი­მებ­მა, დაჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, აპა­რა­ტით ვე­დე­ქი თავ­ზე. დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და და ცოტა ხანი ჩა­მოვ­ჯე­ქი... 15 წუთი ჩა­მე­ძი­ნა. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ჯაბა უკვე აღარ იყო. ბო­ლოს უკვე ძა­ლი­ან გახ­და, ძვა­ლი და ტყა­ვი იყო, ნემსსაც ვე­ღარ ვუ­კე­თებ­დი.

- არა­ვინ კი­თხუ­ლობ­და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, არ გეხ­მა­რე­ბოდ­ნენ?

- არა, სამი თვე ღუ­დუ­შა­ურ­ში რომ იწვა, მო­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ უმოქ­მე­დო რომ გახ­და ჯაბა, და­ი­კარ­გნენ... მაგ­რამ იყ­ვნენ ერ­თე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ, ვიდ­რე სული მიდ­გას, მათ­თვის ვი­ლო­ცებ, ესე­ნი იყ­ვნენ: თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე, რო­მელ­მაც 1000 ლარი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, არა­და, ჯაბა და ის ახლო ნაც­ნო­ბე­ბიც არ ყო­ფი­ლან, ნატო გე­ლაშ­ვი­ლი, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე და მისი ძმა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ზღვარ­გა­რეთ არის, მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ა­კე­თა, ასე­ვე დათო არჩვა­ძეც და­მეხ­მა­რა. მაგ­რამ ვის­თა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ისი­ნი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან. მეტ­საც გე­ტყვით, ჯა­ბას და ჰყავ­და, მა­მით ერ­თნი იყ­ვნენ, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ჩემ­მა შვილ­მა მო­ძებ­ნა და მის ოჯახ­შიც სულ და­დი­ო­და. ეს გო­გო­ნაც და­დი­ო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ისე მი­ხა­რო­და. მაგ­რამ რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მოვ­წე­რეთ, მას შემ­დეგ თვა­ლით არ მი­ნა­ხავს, არც და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს მო­სუ­ლა, რა მოხ­და არ ვიცი. უმოქ­მე­დო ადა­მი­ა­ნი აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბო­და...

- მისი სიმ­ღე­რე­ბი­დან თუ გაქვთ შე­მო­სა­ვა­ლი?

- სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან მაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ვიდ­რე ჯაბა ცო­ცხა­ლი იყო პე­რი­ო­დუ­ლად მე­რი­ცხე­ბო­და თან­ხა. რაც და­ი­ღუ­პა, ერთი თეთ­რი არ მი­მი­ღია. არც მო­მი­კი­თხავს, მო­მე­რი­და. მე არა­ვინ მე­კი­თხე­ბა, ისე მღე­რი­ან რეს­ტორ­ნებ­ში ჯა­ბას სიმ­ღე­რებს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც მღე­რი­ან. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ეკი­თხათ მა­ინც, მაგ­რამ არაფ­რად ჩამ­თვა­ლეს. გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა ვარ, სას­წა­უ­ლი გა­და­ვი­ტა­ნე. ასე­თი ცოდ­ვა არა­ვინ უნდა და­ი­დოს, კი­თხვას რაღა უდ­გას წინ...

ჯაბა ისე­თი გემ­რი­ე­ლი შვი­ლი იყო, მი­სით ვცო­ცხლობ­დი, რა დრო­საც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო, ბე­ბი­ას ჩა­კოც­ნი­და ლო­გინ­ში, მერე მე მი­კოც­ნი­და ხე­ლებს.

- 12 წელი სას­წა­უ­ლი შე­ძე­ლით...

- ჯა­ბამ თურ­ქე­თი­დან სა­ვარ­ძე­ლი ჩა­მო­მი­ტა­ნა და ის მქონ­და შვი­ლის სა­წოლ­თან მიდ­გმუ­ლი და ისე ვუვ­ლი­დი. არც მე­ძი­ნა, სა­ხე­ზე ფე­რით ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, სუნ­თქვას ვუს­მენ­დი და მა­შინ­ვე ფეხ­ზე ვი­ყა­ვი. ექი­მე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, უკ­ვირ­დათ, ამ­დე­ნი ხნის მწო­ლი­ა­რეა და ოთახ­ში სუნი არ დგას, რო­გო­რი მოვ­ლი­ლია, ამას რო­გორ ახერ­ხებთ ქალ­ბა­ტო­ნო, ეს გაგ­ვიმ­ხი­ლეო...

ჩვენ ქი­რით ვცხოვ­რობ­დით ერ­თო­თა­ხი­ან სახ­ლში, მე, დე­და­ჩე­მი და ჩემი ჯაბა. მჯე­რო­და სას­წა­უ­ლის, რომ ერთ დღე­საც ჩემი შვი­ლი გონ­ზე მო­ვი­დო­და, მაგ­რამ ბოლო ერთი წელი დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჯაბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, იქამ­დე კი­დევ იმე­დი მქონ­და. დედა რომ და­ი­ღუ­პა, სხვა­გან ვერ და­ვას­ვე­ნებ­დი, ჯა­ბას­თვის ხომ უნდა მი­მე­ხე­და და ის ერთი ოთა­ხი გა­დავ­ტიხ­რეთ და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სახ­ლში გვეს­ვე­ნა. ის პე­რი­ო­დი თით­ქოს გრძნობ­და ჯაბა და სულ ოფლი ას­ხამ­და, ბორ­გავ­და, როცა მისი საყ­ვა­რე­ლი ბე­ბია აღარ იყო... იმის შემ­დეგ, რო­გორც გი­თხა­რით, უა­რე­სად გახ­და...

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
2

შეუძლებელია სტატიის წაკითხვა ცრემლების გარეშე, თითქოს სული გამეყინა. 12 წელი, 12.... ეს ხომ 12 დღე არაა. ასეთ მდგომარეობაში უყურებ შენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს და ვერაფრით შველი, სიტყვებიც ზედმეტია ამ დროს.

ეს ქალი არის ნამდვილი გმირი, რას გაუძლო და კიდევ აგრძელებს ცხოვრებას. 

ჯაბა უზომოდ შემეცოდა, რა ტრაგიკული ბედი ჰქონია.. იმედია, იმქვეყნად კარგად არის. 

ახლაც ცრემლები მომდის... 

პ.ს. თამარს ვეთანხმები: რაზე წუწუნებენ ადამიანები! 

ლანა
2

ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ... 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს ვუარე, ვის რა დავაბრალო..." - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ

"რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ... 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს ვუარე, ვის რა დავაბრალო..." - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ

13 მარტს ჯაბა ბოჯგუა 44 წლის გახდებოდა. მომღერალი სამი წლის წინ, 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია არის ის ადამიანი, რომელიც ავადმყოფ შვილს, ამ წლების განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია.

მიუხედავად უმძიმესი დიაგნოზისა, თავგანწირულ დედას მანამ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს ჯაბა გონზე მოსულიყო, ვიდრე მომღერლის ბებია არ გარდაიცვალა. ამ დღის შემდეგ, მომღერალმა, რომელიც წლები უგონო მდგომარეობაში იყო, წონაში კლება დაიწყო და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ჯაბა ბოჯგუა ციხეში ცუდად გახდომის შემდეგ, დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად, წლები ერთოთახიან ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მანანა გვასალია ამბობს, რომ 12 წლის განმავლობაში საწოლში არ სძინებია...

- ქალბატონო მანანა, სამი წელი გავიდა ჯაბას გარდაცვალებიდან...

- ჯაბა 13 მარტს 44 წლის გახდებოდა, ძალიან მინდა, მომცეთ საშუალება ეს დღე ჩემს შვილს მივულოცო. მე ის ღმერთის დახმარებით ვაცოცხლე, მე და დედაჩემს დღე და ღამე არ გვეძინა. მართალია, სამი წელი გავიდა, რაც ჯაბა აღარ მყავს, მაგრამ ახლაც ისე ვარ, წამლებს ვსვამ, მაგრამ არ მეძინება, ჩავრჩი იმ დროში. ძალიან მიჭირს, ჯანმრთელობა შემერყა. არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, არ ვაწუხებ გარეთ არავის. ხერხემლის პრობლემა მაქვს, მუხლები, სახსრები ყველაფერი მტკივა. ოღონდ ჯაბა ცოცხალი იყოს და ამ მდგომარეობაშიც მოვუვლიდი.

- როგორ ცხოვრობთ, როგორ გაგაქვთ თავი?

- უფლის წყალობით, ახლობელმა ბინა დამითმო და იქ ვცხოვრობ. ადრე გამგეობა მეხმარებოდა, ძალიან მადლიერი ვარ, ყურადღება არ მოუკლიათ. რომ გითხრათ, რომ ვინმე პატრონი მყავს, მაკითხავს, ეგრე არ არის. ადრე სასაფლაოზე ყოველდღე დავდიოდი, ახლა რაც ფეხების პრობლემა მაქვს, ყველა მესამე დღეს დავდივარ. რაც შემიძლია ვაკეთებ დედაჩემისთვის და ჯაბასთვის.

- ბებია განსაკუთრებულად პატრონობდა ჯაბას...

- მიუხედავად ასაკისა, მართლაც ასე იყო. მთელი დღე გასული იყო, ისევ ჯაბას გამო და შინ რომ მოდიოდა, უბანში ძაღლები ჰყავდა და იმათ უვლიდა. დღემდე ორი ძაღლი მყავს შემორჩენილი და მე ვუვლი. იმ დღეს ბანკში მიდიოდა, მანქანა რომ დაეჯახა. პოლიცია რომ გამოიძახეს, გონზე იყო და უთხრა, მძღოლის ბრალი არ არის, ჩემი ბრალია, ჩემით დავეცი მანქანასო. ყველას უკვირდა, გამომძიებელმა დამირეკა და მე ასეთი ქალბატონი არ მინახავს, გვეუბნებოდა, მძღოლს არაფერი უთხრათ, ჩემი ბრალიაო.

- რატომ დაიჭირეს ჯაბა, ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, ვის აწყობდა რეალურად მისი ციხეში ყოფნა?

- რა გითხრათ, ამბობენ, რომ მთავრობამ გაწირაო, მე ხელს ვერ დავადებ, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოეშვათ ციხიდან, იმიტომ რომ ჯაბა გულით ავადმყოფი იყო. ვიდრე იქ მოხვდებოდა, გული ოთხჯერ ჰქონდა გაჩერებული. მის დაკავებაში წვლილი მიუძღვის ჩვეულებრივ ადამიანს, რომელმაც გარიგება დადო პოლიციასთან. იმ ქალის ქმარი, ვინც ჯაბას უჩივლა, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე იყო დაკავებული და 18 წელი ჰქონდა მისჯილი. საერთოდ, როდესაც ვალი აქვს ადამიანს, ჯერ სახლში მოდიან, ითხოვენ თანხას, დროს დაუთქვამენ და მერე ჩივიან. ასეთი რამ არ მომხდარა. თან უნდა ნახოთ, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. საჩივარში ეწერა, რომ ჯაბას მიუტანეს „ბანბანერკა“, ტორტი, რესტორანში დაპატიჟეს, ეს თანხები იყო შეკრებილი. ჯაბას უყვარდა საჩუქრების ჩუქება ადამიანებისთვის, ეგონათ მილიონერი იყო და ფულს გააკეთებდნენ.

სასამართლოზე მორიგება მინდოდა, რომ გირაოთი გამოეშვათ, მაგრამ თანხმობა უნდა განეცხადებინა იმ ადამიანს, ვინც უჩივლა, მაგრამ... ჯაბასთვის დამჭირდა ციხეში მამაოს შეყვანა, ახლობელმა მომცა მოძღვრის ნომერი. წავიყვანე და ციხეს რომ ვუახლოვდებოდით, მკითხა, რა გვართან მივდივარო? ვუთხარი, რომ ბოჯგუასთან მივდიოდით... რას ლაპარაკობთ, ჩემი სულიერი შვილი ზის ციხეში და იმ ოჯახისგან არის ჯაბა ციხეშიო. ვკითხე, ვიდრე ჯაბას დააჭერინებდა თქვენმა სულიერმა შვილმა, არ გკითხათ რჩევა-მეთქი? ხომ შეგეძლოთ, გეთქვა, რომ არ ეჩივლა და დაგვლაპარაკებოდი-მეთქი. - კი, რაღაც მითხრა, მაგრამ მე ვუთხარი, თქვენს საქმეს როგორც უხდება, ისე მოიქეცითო. სასამართლო ვიდრე დაიწყებოდა, ამ ქალს 30 ათასი ლარი გადავუხადე, სხვანაირად დარბაზში არ შედიოდა. როგორც კი ჯაბა დაიჭირეს და ამათ ჩემგან თანხა აიღეს, 9 წლამდე ჩამოუყვანეს იმ ქალის ქმარს სასჯელი.

- რამდენი ხანი გაატარა ციხეში ჯაბამ, ვიდრე ცუდად გახდებოდა?

- ოთხი თვე და შემდეგ მოუხდა ეს ამბავი. სულ მირეკავდა, ამხანაგებსაც ურეკავდა, ძალიან უჭირდა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა. მაგრამ რომ ამბობენ, რომ ციხეში სცემესო, ცოდვას ვერ დავიდებ. 12 წელი ისეთ ავადმყოფ შვილს მოვუარე, ვის რა დავაბრალო. ჯაბა აქტიურ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ვერ აიტანა ჩაკეტილი სივრცე. ყოველ მეორე დღეს ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. გირაოთი ვერ უშვებდნენ, რადგან თაღლითობის მუხლით იჯდა. სასამართლოს დროს, გარიგებაზე წამოვიდა ის ქალი, მაგრამ 35 ათასი ლარი ვეღარ მოვაგროვე, რომ ჩამერიცხა მისთვის.

- როდესაც გაიგეთ, რომ ცუდად გახდა, უკვე ამ მდგომარეობაში იყო?

- ჯაბასთან რეანიმაციაში რომ შევედი პირველად, ის მამაო დამხვდა, აინტერესებდა ჩვენ ხომ არ დავდგით ცუდად გახდომა, ჯაბა რომ ციხიდან გამოგვეყვანა. მინდოდა, მერე მისთვის მეჩივლა... ციხეზე რომ ცუდად გახდა, დილის ხუთ საათზე გადაუყვანიათ ღუდუშაურის კლინიკაში, გზაში გული აუმუშავეს, მაგრამ ტვინი გაეთიშა. ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს ღუდუშაურში და ასე იყო 12 წელი. მჯერა, გრძნობდა, რომ ვუვლიდი. თავიდან იმედი მქონდა, მაგრამ მერე დიდი ხანი რომ გავიდა, მაინც ისე ვუვლიდი, როგორც პირველ დღეს.

- საზღვარგარეთ წაყვანაზე არ გიფიქრიათ?

- რა თქმა უნდა, ყველას შევაწუხებდი, მაგრამ მითხრეს, აზრი არ აქვს, შეიძლება გზაში დაგეღუპოსო. უჟანგბადობით გაგუდული იყო ტვინი. სახლში რომ მყავდა ეს 12 წელი, საუკეთესო წამლებს ვაძლევდი, მაგრამ არაფერმა უშველა. ჩვენი ხალხი დამეხმარა ძალიან, ემიგრანტები, საქართველოს მოსახლეობა. ჯაბა ისეთი ავადმყოფი იყო, მას იმდენი რამ სჭირდებოდა, რაც არ უნდა შესაძლებლობა მქონოდა, მარტო ვერ ავუვიდოდი.

- დაღუპვამდე რა შეიცვალა, ჯაბა ხომ მუდმივად ცუდად იყო და რამე განსხვავებული შეატყვეთ?

- ეს 12 წელი ხანდახან აუწევდა სიცხე და საღამოს უკვე გაუვლიდა ხოლმე. ბოლო ერთი კვირა ისე ცუდად გამიხდა, 40-41 ჰქონდა სიცხე, რა არ გაუკეთეს ექიმებმა, დაჯდომის საშუალება არ მქონდა, აპარატით ვედექი თავზე. დამხმარე არავინ მყავდა და ცოტა ხანი ჩამოვჯექი... 15 წუთი ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, ჯაბა უკვე აღარ იყო. ბოლოს უკვე ძალიან გახდა, ძვალი და ტყავი იყო, ნემსსაც ვეღარ ვუკეთებდი.

- არავინ კითხულობდა ცნობილი ადამიანებიდან, არ გეხმარებოდნენ?

- არა, სამი თვე ღუდუშაურში რომ იწვა, მოდიოდნენ, მაგრამ შემდეგ უმოქმედო რომ გახდა ჯაბა, დაიკარგნენ... მაგრამ იყვნენ ერთეულები, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ, ვიდრე სული მიდგას, მათთვის ვილოცებ, ესენი იყვნენ: თამრიკო ჭოხონელიძე, დათუნა სირბილაძე, რომელმაც 1000 ლარი გამომიგზავნა, არადა, ჯაბა და ის ახლო ნაცნობებიც არ ყოფილან, ნატო გელაშვილი, ნუკრი კაპანაძე და მისი ძმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ არის, მაიკო კაჭკაჭიშვილმა საქველმოქმედო კონცერტი გააკეთა, ასევე დათო არჩვაძეც დამეხმარა. მაგრამ ვისთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ისინი არ გამოჩენილან. მეტსაც გეტყვით, ჯაბას და ჰყავდა, მამით ერთნი იყვნენ, ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ჩემმა შვილმა მოძებნა და მის ოჯახშიც სულ დადიოდა. ეს გოგონაც დადიოდა საავადმყოფოში, ისე მიხაროდა. მაგრამ როგორც საავადმყოფოდან გამოვწერეთ, მას შემდეგ თვალით არ მინახავს, არც დასაფლავების დღეს მოსულა, რა მოხდა არ ვიცი. უმოქმედო ადამიანი აღარავის სჭირდებოდა...

- მისი სიმღერებიდან თუ გაქვთ შემოსავალი?

- საავტორო უფლებების ასოციაციასთან მაქვს ხელშეკრულება, ვიდრე ჯაბა ცოცხალი იყო პერიოდულად მერიცხებოდა თანხა. რაც დაიღუპა, ერთი თეთრი არ მიმიღია. არც მომიკითხავს, მომერიდა. მე არავინ მეკითხება, ისე მღერიან რესტორნებში ჯაბას სიმღერებს, ტელევიზიაშიც მღერიან. ხომ შეიძლებოდა ეკითხათ მაინც, მაგრამ არაფრად ჩამთვალეს. გამწარებული დედა ვარ, სასწაული გადავიტანე. ასეთი ცოდვა არავინ უნდა დაიდოს, კითხვას რაღა უდგას წინ...

ჯაბა ისეთი გემრიელი შვილი იყო, მისით ვცოცხლობდი, რა დროსაც არ უნდა მოსულიყო, ბებიას ჩაკოცნიდა ლოგინში, მერე მე მიკოცნიდა ხელებს.

- 12 წელი სასწაული შეძელით...

- ჯაბამ თურქეთიდან სავარძელი ჩამომიტანა და ის მქონდა შვილის საწოლთან მიდგმული და ისე ვუვლიდი. არც მეძინა, სახეზე ფერით ვაკონტროლებდი, სუნთქვას ვუსმენდი და მაშინვე ფეხზე ვიყავი. ექიმები რომ მოდიოდნენ, უკვირდათ, ამდენი ხნის მწოლიარეა და ოთახში სუნი არ დგას, როგორი მოვლილია, ამას როგორ ახერხებთ ქალბატონო, ეს გაგვიმხილეო...

ჩვენ ქირით ვცხოვრობდით ერთოთახიან სახლში, მე, დედაჩემი და ჩემი ჯაბა. მჯეროდა სასწაულის, რომ ერთ დღესაც ჩემი შვილი გონზე მოვიდოდა, მაგრამ ბოლო ერთი წელი დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჯაბა ძალიან შეიცვალა, იქამდე კიდევ იმედი მქონდა. დედა რომ დაიღუპა, სხვაგან ვერ დავასვენებდი, ჯაბასთვის ხომ უნდა მიმეხედა და ის ერთი ოთახი გადავტიხრეთ და მიცვალებული სახლში გვესვენა. ის პერიოდი თითქოს გრძნობდა ჯაბა და სულ ოფლი ასხამდა, ბორგავდა, როცა მისი საყვარელი ბებია აღარ იყო... იმის შემდეგ, როგორც გითხარით, უარესად გახდა...