კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია" - ინალ არძინბა
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია" - ინალ არძინბა

მად­ლო­ბა ღმერ­თს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­ნი­ე­რია, ომი არა­ვის სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. "სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ინალ არ­ძინ­ბა აცხა­დებს.

არ­ძინ­ბას თქმით, ამის მი­უ­ხე­და­ვად, კი­თხვებს იწ­ვევს, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რა­ტომ ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით უარს ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა­ზე.

"ჩვენ, აფხა­ზე­ბი, სა­კუ­თარ თავს ვუს­ვამთ კი­თხვას, რა­ტომ არ აწე­რენ ხელს შე­თან­ხმე­ბას? ნუთუ სა­ქარ­თვე­ლოს ომი სურს? ან ამე­რი­კე­ლებს უნ­დათ მე­ო­რე ფრონ­ტის გა­ჩა­ღე­ბა? ჩვენ გვეს­მის, ასე თუ ისე, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი მე­ო­რე ფრონ­ტის გა­ჩა­ღე­ბას აპი­რე­ბენ, მაგ­რამ, მად­ლო­ბა ღმერ­თს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­ნი­ე­რია, ომი არა­ვის სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს. იმი­ტომ, რომ დღეს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, აგ­რე­სია აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ არის აგ­რე­სია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამას არ გა­ა­კე­თებს“, - ცი­ტი­რებს მე­დია არ­ძინ­ბას.

მან სო­ხუმ­სა და მინ­სკს შო­რის კონ­ტაქ­ტებ­ზეც ისა­უბ­რა და ბე­ლა­რუს­თან "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის“ დამ­ყა­რე­ბის იმე­დი გა­მოთ­ქვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა100**
16

უნდა მოხდეს ძალის გამოუყენლობაზე შეთანხება.საქართველომ უნდა მისცეს გარანტია აფხაზებს ,რომ ძალას არ გამოიყენებს და იქნებ ასე მაინც მოულბეთ გული საქართველოსკენ.

ზაზა
1

ხელისუფლება იმიტომ არ იწყებს ომს რომ ჩვენ მერე ერთად უნდა ვიცხოვროთ,აი შენ რუსეთის ბიუჯეტიტან შეჭმულ მილიარდებს არავინ გაპატიებს,მოგხედავს მალე პუტინი

ავტორი:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია" - ინალ არძინბა

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია" - ინალ არძინბა

მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს.

არძინბას თქმით, ამის მიუხედავად, კითხვებს იწვევს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რატომ ამბობს საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით უარს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

"ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ საქართველოს ომი სურს? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს, კანონმდებლობის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, - ციტირებს მედია არძინბას.

მან სოხუმსა და მინსკს შორის კონტაქტებზეც ისაუბრა და ბელარუსთან "დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების იმედი გამოთქვა.