პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთი არის სიყვარული - როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა" - მეუფე შიო
"ღმერთი არის სიყვარული - როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა" - მეუფე შიო

ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი... იგი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ი­ცავს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს... რო­დე­საც ჩვენს სულ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად სხვა რამ იმ­კვიდ­რებს, ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე ცოდ­ვა,-ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ცოდ­ვა თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით უცხოა ჩვენ­თვის, რად­გან ადა­მი­ან­ში ჩა­დე­ბუ­ლია ხა­ტე­ბა და მსგავ­სე­ბა ღვთი­სა.

"ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა უძღე­ბი შვი­ლის კვი­რა.

დღეს წა­კი­თხუ­ლი იყო იგა­ვი უძღებ შვილ­ზე. ამ იგავ­ში უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე გვიხ­სნის, თუ რა არის ცოდ­ვა, რომ ეს არის გან­შო­რე­ბა ღმერ­თის­გან, ეს არის ღმერ­თის­გან წას­ვლა შო­რე­ულ და უცხო ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნი კარ­გავს ყვე­ლა­ფერს, კარ­გავს ადა­მი­ა­ნურ ღირ­სე­ბას.

ცოდ­ვა თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით უცხოა ჩვენ­თვის, რად­გან ადა­მი­ან­ში ჩა­დე­ბუ­ლია ხა­ტე­ბა და მსგავ­სე­ბა ღვთი­სა.

ეს იგა­ვი წარ­მოგ­ვიდ­გენს ორი ადა­მი­ა­ნის, ორი შვი­ლის სა­ხეს. ერთი არის მო­ნა­ნუ­ლი ვაჟი, რომ­ლის მა­გა­ლით­ზეც იგა­ვი გვას­წავ­ლის, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი სი­ნა­ნუ­ლი, რო­გორ სა­ფე­ხუ­რებ­ზე უნდა გაგ­ვა­ტა­როს სი­ნა­ნულ­მა, სა­ნამ ზე­ცი­ერ მა­მას­თან მიგ­ვიყ­ვანს.

იგავ­ში მო­თხრო­ბი­ლია უფ­რო­სი ვა­ჟის შე­სა­ხე­ბაც, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მა­მის ერ­თგუ­ლი იყო და ასე­ვე მო­თხრო­ბი­ლია ამ შვი­ლე­ბის მა­მა­ზეც, რო­მელ­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა მამა ჩვე­ნი ზე­ცი­ე­რი. იგავ­ში ჩანს, რომ მას ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი შვი­ლე­ბი, ანუ ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი, ყო­ველ ჩვენ­განს აჯილ­დო­ებს სხვა­დას­ხვა ნი­ჭით, მრა­ვა­ლი სი­კე­თით.

ამ ნი­ჭებს შო­რის არის ერთი ნიჭი, რო­მე­ლიც უმ­ცროს­მა ვაჟ­მა სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნიჭი. არის კი­დევ ერთი ნიჭი, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რია ამ იგავ­ში. ეს არის სინ­დი­სი. უმ­ცრო­სი ვაჟი მი­დის მა­მის სახ­ლი­დან. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მი­დის შო­რე­ულ, უცხო ქვე­ყა­ნა­ში, იქ კარ­გავს ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მას­ში ეს სინ­დი­სი იღ­ვი­ძებს. იგი გონს მოვა, ინა­ნი­ებს. მა­შა­სა­და­მე, სინ­დი­სი მას­ში არ გამ­ქრა­ლა, არა­მედ ბო­ლოს და ბო­ლოს ამე­ტყველ­და და ეს ადა­მი­ა­ნი მა­მი­სე­ულ სახ­ლში და­აბ­რუ­ნა.

რო­გორ მი­ი­ღეს იგი მა­მის სახ­ლში? - დღეს, დიდი მარ­ხვის მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში, წმინ­და ეკ­ლე­სია წარ­მოგ­ვიდ­გენს უძღე­ბი შვი­ლის მიმ­ღე­ბი მა­მის სა­ხე­საც. ამ იგავ­ში ჩანს, რომ ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი, რომ იგი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ი­ცავს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, რო­გორ უყ­ვარს მას თა­ვი­სი და­ღუ­პუ­ლი უძღე­ბი შვი­ლი, რო­გორ ელო­დე­ბა მას და რო­გორ შეხ­ვდე­ბა მას, თვი­თონ გა­დის მის შე­სახ­ვედ­რად, ჩა­ე­ხუ­ტე­ბა, შე­უნ­დობს ცოდ­ვას და მის­ცემს მას ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს, რაც კი აქვს.

და­ბო­ლოს, უფ­როს ვაჟ­საც იწ­ვევს ამ და­ღუ­პუ­ლი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ ნა­დიმ­ზე, მაგ­რამ ამ უფ­როს შვილს არ უნდა მა­მის სი­ხა­რულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ის ნა­წყე­ნია. ის ამ­ბობს, რო­გორ, მე ხომ ყო­ველ­თვის შენ­თან ვი­ყა­ვი, არ შე­მი­ცო­დავს, შენი ერ­თგუ­ლი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის და სა­ნაც­ვლოდ რას ვი­ღე­ბო. ჩემ­მა ძმამ, ანუ შენ­მა შვილ­მა, მი­ი­ღო სა­უ­კე­თე­სო შე­სა­მო­სე­ლიც, ხელ­ზე ბე­ჭე­დიც, ნა­სუ­ქი ხბოც და­უ­კა­ლი ნა­დი­მის­თვის და მე რა? განა მე არ უნდა მე­კუთ­ვნო­დეს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მა­მის სახ­ლში? განა მე არ უნდა მე­კუთ­ვნო­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს სი­კე­თე­ე­ბიო? - ამ­ბობს იგი.

ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, აქ იწყე­ბა უკვე ან­გა­რი­ში, ან­გა­რი­ში უფ­ლე­ბე­ბი­სა, რომ მე ასე­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა მაქვს, ამ­დე­ნი რამ გა­მი­კე­თე­ბია, ვიმ­სა­ხუ­რებ უფრო მეტს, სხვე­ბი არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ან ჩემ­ზე ნაკ­ლებს იმ­სა­ხუ­რე­ბენ და ა.შ. აი, რო­დე­საც იწყე­ბა ასე­თი ან­გა­რი­ში, იქ უკვე ქრე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, იქ სიყ­ვა­რუ­ლი აღარ არის, ვი­ნა­ი­დან სი­ნა­ნუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­შე, იმი­ტომ რომ ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი და ცოდ­ვაც ყო­ველ­თვის არის ცოდ­ვა სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­შე. ცოდ­ვის არსი, რო­მელ­ზეც დღეს იგავ­შია სა­უ­ბა­რი, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ის ცოდ­ვა არის სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­შე. რო­დე­საც ჩვენს სულ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად სხვა რამ იმ­კვიდ­რებს, ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე ცოდ­ვა.

ამა­ზე მოგ­ვი­თხრობს, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღე­ვან­დე­ლი იგა­ვი, რო­მე­ლიც გვა­ნუ­გე­შებს და გვას­წავ­ლის ცოდ­ვის და სიყ­ვა­რუ­ლის სწო­რად გა­გე­ბას, გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა უნდა ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სათ­ნო ვე­ყოთ ჩვენს ზე­ცი­ერ მა­მას და და­ვიმ­კვიდ­როთ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის კურ­თხე­ვით ვლო­ცავთ ორ გვარს: გუ­რა­საშ­ვი­ლებს და სან­დროშ­ვი­ლებს.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ და გამ­რავ­ლოთ“,-აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უფრო მეტი სიმართლე მღვდლებს!
0

ღმერთი არ არის სიყვარული, ღმერთი, სამართალია, ჭეშმარიტებაა, სიმართლეა, რეალობაა რომელსაც ყველაზე დიდი სიყვარულის გამოვლენა შეუძლია!..

ღმერთი სიყვარულით არ განსჯის, ის სამართლით განსჯის, რომელიც თვითონ არის სამართალი, სიმართლე, რეალობა, ჭეშმარიტება!..

ნუ ურევთ ერთმანეთში სამართალსა და სიყვარულს, სიყვარული ყველას შეუძლია ხოლო სიმართლე, სამართალი ყველას არა!

სიმართლე
0

სიყვარული ყველას შეუძლია, თავისებური...

მაგრამ სიმართლით ცხოვრება ყველას არა! (რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებობით, დედამიწაზე ვცხოვრობთ...)

ამიტომ ადამიანის მთავარი პრიორიტეტი სიყვარული კი არა, სიმართლით და სამართლიანად ცხოვრებაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ღმერთი არის სიყვარული - როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა" - მეუფე შიო

"ღმერთი არის სიყვარული - როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა" - მეუფე შიო

ღმერთი არის სიყვარული... იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს... როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა,-ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცოდვა თავისი ბუნებით უცხოა ჩვენთვის, რადგან ადამიანში ჩადებულია ხატება და მსგავსება ღვთისა.

"ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა.

დღეს წაკითხული იყო იგავი უძღებ შვილზე. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიხსნის, თუ რა არის ცოდვა, რომ ეს არის განშორება ღმერთისგან, ეს არის ღმერთისგან წასვლა შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც ადამიანი კარგავს ყველაფერს, კარგავს ადამიანურ ღირსებას.

ცოდვა თავისი ბუნებით უცხოა ჩვენთვის, რადგან ადამიანში ჩადებულია ხატება და მსგავსება ღვთისა.

ეს იგავი წარმოგვიდგენს ორი ადამიანის, ორი შვილის სახეს. ერთი არის მონანული ვაჟი, რომლის მაგალითზეც იგავი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული, როგორ საფეხურებზე უნდა გაგვატაროს სინანულმა, სანამ ზეციერ მამასთან მიგვიყვანს.

იგავში მოთხრობილია უფროსი ვაჟის შესახებაც, რომელიც ყოველთვის მამის ერთგული იყო და ასევე მოთხრობილია ამ შვილების მამაზეც, რომელშიც იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი. იგავში ჩანს, რომ მას ძალიან უყვარს თავისი შვილები, ანუ ყოველი ჩვენგანი, ყოველ ჩვენგანს აჯილდოებს სხვადასხვა ნიჭით, მრავალი სიკეთით.

ამ ნიჭებს შორის არის ერთი ნიჭი, რომელიც უმცროსმა ვაჟმა სათანადოდ ვერ გამოიყენა. ეს არის თავისუფლების ნიჭი. არის კიდევ ერთი ნიჭი, რომელზეც საუბარია ამ იგავში. ეს არის სინდისი. უმცროსი ვაჟი მიდის მამის სახლიდან. როგორც მოგახსენეთ, მიდის შორეულ, უცხო ქვეყანაში, იქ კარგავს ყველაფერს, მაგრამ მასში ეს სინდისი იღვიძებს. იგი გონს მოვა, ინანიებს. მაშასადამე, სინდისი მასში არ გამქრალა, არამედ ბოლოს და ბოლოს ამეტყველდა და ეს ადამიანი მამისეულ სახლში დააბრუნა.

როგორ მიიღეს იგი მამის სახლში? - დღეს, დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს უძღები შვილის მიმღები მამის სახესაც. ამ იგავში ჩანს, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომ იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს, როგორ უყვარს მას თავისი დაღუპული უძღები შვილი, როგორ ელოდება მას და როგორ შეხვდება მას, თვითონ გადის მის შესახვედრად, ჩაეხუტება, შეუნდობს ცოდვას და მისცემს მას ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი აქვს.

დაბოლოს, უფროს ვაჟსაც იწვევს ამ დაღუპული შვილის გადარჩენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, მაგრამ ამ უფროს შვილს არ უნდა მამის სიხარულში მონაწილეობა. ის ნაწყენია. ის ამბობს, როგორ, მე ხომ ყოველთვის შენთან ვიყავი, არ შემიცოდავს, შენი ერთგული ვიყავი ყოველთვის და სანაცვლოდ რას ვიღებო. ჩემმა ძმამ, ანუ შენმა შვილმა, მიიღო საუკეთესო შესამოსელიც, ხელზე ბეჭედიც, ნასუქი ხბოც დაუკალი ნადიმისთვის და მე რა? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს პირველი ადგილი მამის სახლში? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს ეს ყველაფერი, ეს სიკეთეებიო? - ამბობს იგი.

ძვირფასო ძმებო და დებო, აქ იწყება უკვე ანგარიში, ანგარიში უფლებებისა, რომ მე ასეთი დამსახურება მაქვს, ამდენი რამ გამიკეთებია, ვიმსახურებ უფრო მეტს, სხვები არ იმსახურებენ ან ჩემზე ნაკლებს იმსახურებენ და ა.შ. აი, როდესაც იწყება ასეთი ანგარიში, იქ უკვე ქრება სიყვარული, იქ სიყვარული აღარ არის, ვინაიდან სინანული შეიძლება იყოს მხოლოდ სიყვარულის წინაშე, იმიტომ რომ ღმერთი არის სიყვარული და ცოდვაც ყოველთვის არის ცოდვა სიყვარულის წინაშე. ცოდვის არსი, რომელზეც დღეს იგავშია საუბარი, მდგომარეობს იმაში, რომ ის ცოდვა არის სიყვარულის წინაშე. როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა.

ამაზე მოგვითხრობს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი იგავი, რომელიც გვანუგეშებს და გვასწავლის ცოდვის და სიყვარულის სწორად გაგებას, გვიჩვენებს, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ჩვენს ზეციერ მამას და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით ვლოცავთ ორ გვარს: გურასაშვილებს და სანდროშვილებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გამრავლოთ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.