პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ქონა და სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ქონა და  სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ აშშ-სთან პირ­და­პი­რი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა გვქონ­დეს - ამ ყვე­ლა­ფერს სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

ქვრი­ვიშ­ვი­ლის თქმით, პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბის და­ნიშ­ვნას მგზავ­რთნა­კა­დი ას­ტი­მუ­ლი­რებს, რა პრო­ცეს­შიც სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია.

რო­გორც ქვრი­ვიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აშშ-ში წა­სას­ვლე­ლად ვიზა სჭირ­დე­ბათ, ეს მგზავ­რთნა­კა­დის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა.

“წლე­ბია ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა რე­სურსს, ყვე­ლა პლატ­ფორ­მას, ყვე­ლა კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და კონ­გრესს იმის­თვის, რომ აშშ-ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­დეს, რათა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვი­ა­ციო ბაზ­რით და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ. მუდ­მი­ვად ვა­წარ­მო­ებთ ანა­ლი­ტი­კას, თუ რა ხდე­ბა სა­ა­ვი­ა­ციო ინ­დუსტრი­ა­ში - 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის 75 ათას­ზე მეტი მგზავ­რი იყო. ეს ძა­ლი­ან ბევ­რი არ არის, მაგ­რამ არ არის ცოტა. ეს იმ მგზავ­რთა ოდე­ნო­ბაა, რო­მელ­თაც აშშ-დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­დან აშშ-ში ტრან­ზი­ტუ­ლი გზით იმოგ­ზა­უ­რეს. ეს გვაძ­ლევს ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტურ ბა­ზისს, რომ ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ვაგ­რძე­ლოთ. ვხე­დავთ უდი­დესს რე­სურსს, რომ მგზავ­რთნა­კა­დი გა­იზ­რდე­ბა რო­გორც კი პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და დაქსაქსული ქართველების გაერთიანება უნდა იყოს არადა ჩვენო ლამაზო გოგო

რეალური სიმართლე
2

ამიტომ, საქართველომ უნდა დაიწყოს ისეთი თვითმფრინავების გამოგონება რომ პირდაპირ თბილისიდან ამერიკაში რომ ჩადიოდეს, არ ჭირდებოდეს საწვავის ჩასხმა, სადმე გაჩერება, გადაჯდომა-გადმოჯდომა...

რა პრობლემაა, ქართველები ხომ ისედაც გამომგონებლები ვართ და რა პრობლემაა მაგის გამოგონება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ქონა და სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ქონა და  სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება

საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომ აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვქონდეს - ამ ყველაფერს სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება დაეხმარება, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას მგზავრთნაკადი ასტიმულირებს, რა პროცესშიც სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში წასასვლელად ვიზა სჭირდებათ, ეს მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა.

“წლებია ვიყენებთ ყველა რესურსს, ყველა პლატფორმას, ყველა კონფერენციასა და კონგრესს იმისთვის, რომ აშშ-ში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვქონდეს, რათა ისინი საქართველოს საავიაციო ბაზრით დავაინტერესოთ. მუდმივად ვაწარმოებთ ანალიტიკას, თუ რა ხდება საავიაციო ინდუსტრიაში - 2023 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის 75 ათასზე მეტი მგზავრი იყო. ეს ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ არ არის ცოტა. ეს იმ მგზავრთა ოდენობაა, რომელთაც აშშ-დან საქართველოში და საქართველოდან აშშ-ში ტრანზიტული გზით იმოგზაურეს. ეს გვაძლევს ძალიან ოპტიმისტურ ბაზისს, რომ ამერიკულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. ვხედავთ უდიდესს რესურსს, რომ მგზავრთნაკადი გაიზრდება როგორც კი პირდაპირი რეისები დაინიშნება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.