პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლი­ბერ­თის შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და, რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

პარტნი­ო­რო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, ლი­ბერ­თი Mastercard-ის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტში* ჩა­ერ­თვე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მნა. ეს ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მიზ­ნად ისა­ხავს გა­დაჭ­რას მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის (MSME) და კერ­ძო პი­რე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი უნი­კა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ქვე­მო ქარ­თლში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, კა­ხეთ­სა და მთი­ან აჭა­რა­ში, სა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა ბიზ­ნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, 2024 წლის ნო­ემ­ბრამ­დე, იგეგ­მე­ბა კი­დევ არა ერთი ფი­ნან­სუ­რი მო­დუ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ასე­ვე, მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ე­ბი­სა (MSME) და სპე­ცი­ა­ლუ­რად ქა­ლე­ბის­თვის. ად­გი­ლობ­რივ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში შე­იქ­მნე­ბა ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხე და ფი­ნან­სუ­რი ტერ­მი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი ითარ­გმნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე.

„ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტმა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში აიღო სტარ­ტი და ახალ­ცი­ხე­ში 100-მდე მოს­წავ­ლეს, სტუ­დენ­ტსა და მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მეს უმას­პინ­ძლა. ათი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დუ­ლის ფარ­გლებ­ში, ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბი, და­ზოგ­ვა, ინო­ვა­ცი­ე­ბი, მარ­კე­ტინ­გი და სტარ­ტა­პე­ბი. გვი­ხა­რია, რომ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში ჩვენ­თან ერ­თა­დაა ლი­ბერ­თი და გვჯე­რა, რომ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით, უფრო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი. გა­ნათ­ლე­ბა ხომ უკე­თე­სი მო­მავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა“,- და­ვით ზღუ­და­ძე, Mastercard-ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, Mastercard-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ლი­ბერ­თის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა გა­ნათ­ლე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით, სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი და დამ­წყე­ბი მე­წარ­მე­ე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო მო­დუ­ლით გა­იღ­რმა­ვე­ბენ ცოდ­ნას და გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ სა­კუ­თარ ბიზ­ნესს“- ვაჟა მე­ნაბ­დე, ლი­ბერ­თის მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი.

Mastercard-ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია გა­ზარ­დოს ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ხელი შე­უ­წყოს ამ პრო­ცესს სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ლი­ბერ­თი­სა და სხვა პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად.

Mastercard-ის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, შექ­მნი­ლია პროგ­რა­მის „ერ­თი­ა­ნო­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია“ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა.

პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.

ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ნოემბრამდე, იგეგმება კიდევ არა ერთი ფინანსური მოდულის შეთავაზება როგორც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSME) და სპეციალურად ქალებისთვის. ადგილობრივ ბიბლიოთეკებში შეიქმნება ფინანსური განათლების კუთხე და ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

„ფინანსური განათლების პროექტმა სამცხე-ჯავახეთში აიღო სტარტი და ახალციხეში 100-მდე მოსწავლეს, სტუდენტსა და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეს უმასპინძლა. ათი საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში, ჩვენ ვესაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საბანკო პროდუქტები, დაზოგვა, ინოვაციები, მარკეტინგი და სტარტაპები. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩვენთან ერთადაა ლიბერთი და გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, უფრო ნათელი გახდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. განათლება ხომ უკეთესი მომავლის წინაპირობაა“,- დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

„მოხარული ვართ, Mastercard-თან თანამშრომლობით, უფრო მასშტაბური გახდება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროიორიტეტული მიმართულებაა განათლება და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები მეწარმეები, სპეციალური, ფინანსური განათლების სასწავლო მოდულით გაიღრმავებენ ცოდნას და განავითარებენ საკუთარ ბიზნესს“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც, ლიბერთისა და სხვა პარტნიორებთან ერთად.

Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

R