კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართალდამცავებმა 54 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ნეშთის იდენტიფიცირება შეძლეს: როგორ მიაკვლიეს აშშ-ში მოკლული გოგონას დას თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით
სამართალდამცავებმა 54 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ნეშთის იდენტიფიცირება შეძლეს: როგორ მიაკვლიეს აშშ-ში მოკლული გოგონას დას თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით

1960-იან წლებ­ში, აშშ-ში, ორე­გო­ნის შტატ­ში, პორტლენდში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დი გო­გო­ნას ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა 54 წლის შემ­დეგ შეძ­ლეს. გან­ცხა­დე­ბას ორე­გო­ნის პო­ლი­ცია ავ­რცე­ლებს.

1970 წელს ორე­გო­ნის კუნ­ძულ სო­ვი­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა უც­ნო­ბი საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. იმ პე­რი­ოდ­ში გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნეს, რომ სხე­უ­ლის ტრავ­მე­ბი მკვლე­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებ­და.

ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის შემ­დეგ, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა დნმ-ის მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით და­ად­გი­ნეს, რომ ნეშ­ტი 1968 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ სან­დრა იანგს ეკუთ­ვნო­და. სან­დრა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე პორტლენ­დის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ გა­ნახ­ლდა, რაც 2023 წლის იან­ვარ­ში გე­ნე­ა­ლო­გი­ის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა თა­ვი­სი დნმ-ის მო­ნა­ცე­მე­ბი ატ­ვირ­თა. პო­ლი­ცი­ამ ის სან­დრა იან­გის ოჯა­ხის პო­ტენ­ცი­ურ შო­რე­ულ წევ­რად მა­შინ­ვე აღი­ა­რა და გა­მომ­ძი­ემბლებ­მა ოჯახ­თან მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს. მათ სურ­დათ, ოჯა­ხის გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხის შე­სად­გე­ნად ბა­ზა­ში ატ­ვირ­თუ­ლი დნმ-ის და­მა­ტე­ბი­თი ნი­მუ­შე­ბი აე­ღოთ. ამ­გვა­რად მათ იან­გის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შეძ­ლეს.

პო­ლი­ცი­ის თქმით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სან­დრა იან­გი იმ ადა­მი­ა­ნის და იყო, რო­მელ­მაც ონ­ლა­ინ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში დნმ-ის ნი­მუ­ში ატ­ვირ­თა. "სან­დრა იან­გმა თა­ვი­სი იდენ­ტო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა 54 წლის შემ­დეგ შეძ­ლო",- გა­ნა­ცხა­და დოქ­ტორ­მა ნისი ვან­სმა ორე­გო­ნის შტა­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ოფი­სი­დან.

სან­დრას ოჯახ­მა პორტლენ­დის პო­ლი­ცი­ის ბი­უ­როს შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც სთხო­ვა, რათა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დად­გინ­დეს ისიც, თუ რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნა.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

სამართალდამცავებმა 54 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ნეშთის იდენტიფიცირება შეძლეს: როგორ მიაკვლიეს აშშ-ში მოკლული გოგონას დას თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით

სამართალდამცავებმა 54 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ნეშთის იდენტიფიცირება შეძლეს: როგორ მიაკვლიეს აშშ-ში მოკლული გოგონას დას თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით

1960-იან წლებში, აშშ-ში, ორეგონის შტატში, პორტლენდში გაუჩინარებული მოზარდი გოგონას ნეშტის იდენტიფიცირება 54 წლის შემდეგ შეძლეს. განცხადებას ორეგონის პოლიცია ავრცელებს.

1970 წელს ორეგონის კუნძულ სოვიზე მოსწავლეებმა უცნობი საფლავი აღმოაჩინეს. იმ პერიოდში გამომძიებლებმა ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ სხეულის ტრავმები მკვლელობაზე მეტყველებდა.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, გამომძიებლებმა დნმ-ის მოწინავე ტექნოლოგიის წყალობით დაადგინეს, რომ ნეშტი 1968 წელს გაუჩინარებულ სანდრა იანგს ეკუთვნოდა. სანდრა გაუჩინარებამდე პორტლენდის საშუალო სკოლაში სწავლობდა. დაკარგული გოგონას საქმის გამოძიება მას შემდეგ განახლდა, რაც 2023 წლის იანვარში გენეალოგიის მონაცემთა ბაზაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავისი დნმ-ის მონაცემები ატვირთა. პოლიციამ ის სანდრა იანგის ოჯახის პოტენციურ შორეულ წევრად მაშინვე აღიარა და გამომძიემბლებმა ოჯახთან მუშაობა დაიწყეს. მათ სურდათ, ოჯახის გენეალოგიური ხის შესადგენად ბაზაში ატვირთული დნმ-ის დამატებითი ნიმუშები აეღოთ. ამგვარად მათ იანგის იდენტიფიცირება შეძლეს.

პოლიციის თქმით, გაუჩინარებული სანდრა იანგი იმ ადამიანის და იყო, რომელმაც ონლაინ მონაცემთა ბაზაში დნმ-ის ნიმუში ატვირთა. "სანდრა იანგმა თავისი იდენტობის დაბრუნება 54 წლის შემდეგ შეძლო",- განაცხადა დოქტორმა ნისი ვანსმა ორეგონის შტატის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისიდან.

სანდრას ოჯახმა პორტლენდის პოლიციის ბიუროს შემდგომი გამოძიების ჩატარებაც სთხოვა, რათა შეძლებისდაგვარად დადგინდეს ისიც, თუ რა გარემოებებში გარდაიცვალა თინეიჯერი გოგონა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა