სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა... ანა კი აღარ გათხოვილა" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ანა კალანდაძეს მთელი ცხოვრება ეტრფოდა?
"მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა... ანა კი აღარ გათხოვილა" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ანა კალანდაძეს მთელი ცხოვრება ეტრფოდა?

სიღ­ნა­ღის ბულ­ვა­რის შე­სას­ვლელ­თან, სო­ლო­მონ დო­დაშ­ვი­ლის ძეგლის გვერ­დით, ამ კუ­თხის კი­დევ ერთი სა­ხე­ლო­ვა­ნი შვი­ლის, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი პო­ე­ტის, შალ­ვა მჭედ­ლიშ­ვი­ლის ბი­უს­ტი დგას. პო­ეტ­მა რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გან­ვლო - პა­ტიმ­რო­ბა, გა­და­სახ­ლე­ბა, წა­მე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გულ­ში სამ­შობ­ლო­სა და ერთი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­ნე­ლე­ბია. ეს ქალი დიდი პო­ე­ტი, ანა კა­ლან­და­ძე იყო.

ლი­ა­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, სიღ­ნა­ღის ბიბ­ლი­ო­თე­კის მე­ნე­ჯე­რი:

- სიღ­ნაღ­ში ბა­ტო­ნი შალ­ვას ბი­უს­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­იდ­გა. ერთ ლექსში წერ­და, და­მა­საფ­ლა­ვეთ სიღ­ნა­ღის ბჭეს­თა­ნო. მისი საფ­ლა­ვი თბი­ლის­ში, მა­ხ­ა­თას პან­თე­ონ­შია, მის მშობ­ლი­ურ მხა­რეს კი მისი ბი­უს­ტი ამ­შვე­ნებს. ბევ­რი კი­თხუ­ლობს, შალ­ვა მჭედ­ლიშ­ვი­ლი ვინ იყოო. გული მწყდე­ბა, რომ ამ დიდ პო­ეტს სა­თა­ნა­დოდ არ იც­ნო­ბენ. მად­ლო­ბა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას", რომ ამ ქვეყ­ნის მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ბა­ტონ შალ­ვას­თან ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დით. ანა კა­ლან­და­ძი­სა და მისი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ვი­ცო­დით, ამი­ტომ გავ­ბე­დეთ და ერთხელ მას­ზე ვკი­თხეთ. ბა­ტონ­მა შალ­ვამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა გვი­თხრა, ანა ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ოც­ნე­ბის ქალი იყო და ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩა. ისე­თი დიდი იყო, ვე­რას­დროს გა­ი­გებ­და, რო­გო­რი რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზა მარ­გუ­ნა ღმერ­თმა. ის სხვა იყო და მე სხვა ვი­ყა­ვი. ამი­ტო­მაც დავ­ცილ­დით, მაგ­რამ ჩემს გულ­ში მისი სიყ­ვა­რუ­ლი დღემ­დე ან­თი­აო. "სად მე და სად ისო", - ასე ამ­ბობ­და ანას­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ. ეს გან­წყო­ბა ბა­ტონ­მა შალ­ვამ ლექსშიც გად­მოს­ცა: "ისე გაგშორ­დი, ვერც კი გიმ­ღე­რე, ცამ ია­დო­ნის არ მომ­ცა ენა! ნე­ტავ, ძვირ­ფა­სო, სიკ­ვდი­ლის მერე ჩვენ ერთ ყვა­ვი­ლად აღ­მოგ­ვა­ცე­ნა".

მათ სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბა­ტონ­მა შალ­ვამ მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა და სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ანა კი აღარ გა­თხო­ვი­ლა.

ანა კა­ლან­და­ძის ჩა­ნა­წე­რებ­სა თუ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში დიდ­ხანს ვე­ძე­ბე ამ წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ბე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რი ვნა­ხე. ანა კა­ლან­და­ძე მის დას­თან მე­გობ­რობ­და. მა­ნა­ნა კა­კა­ბა­ძე პო­ე­ტის სიყ­ვა­რულ­ზე წერ­და: "ანა არ იყო არც გან­სა­კუთ­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი, არც გან­სა­კუთ­რე­ბით უბე­დუ­რი. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ასე­თი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა იშ­ვი­ა­თად ეწყო­ბა კარ­გად. გა­თხოვ­და ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. მისი მე­უღ­ლე, შალ­ვა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, არ იყო ცუდი ადა­მი­ა­ნი, გა­და­ნა­სახ­ლე­ბი გახ­ლდათ და თვი­თო­ნაც პო­ე­ტი იყო. მო­მა­ვალ­ში მას სხვა ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ ანას აღ­მერ­თებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ანას, ის მას არას­დროს ახ­სე­ნებ­და".

რო­გორც ჩანს, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი გულ­ში და­ი­მარ­ხეს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
17

ნამდვილად არ მინდა ანა კალანდაძეზე გენდერული ნიშნით საუბარი,თავს ავარიდებ უხეშ სიტყვას,მაგრამ ინფორმაცია არ არის ნამდვილი და ბევრი უზუსტობაა ტექსტებში,რომლებიც სხვადასხვა გაზეთებში ქვეყნდება ბოლო დროს.თუ გაინტერესებთ და ზუსტი მასალა გჭირდებათ ,გთხოვთ დაუკავშირდით შალვას შვილებს და დააზუსტეთ ინფორმაცია,არავისთვის არ არის კარგი უზუსტობის გავრცელება.

!!!...
14

ძალიან სასიამოვნოა ბატონი შალვას გახსენება.მე ბავშვობაში შევხვდი მას და მისი ერთ-ერთი ლექსების კრებული მისახსოვრა ავტოგრაფით.მახსოვს რამოდენიმე ლექსიც:"ჩემი კუთვნილი სიყვარული,იმ შორეული ვარსკვლავების ფერმიმკრთალი სხივია იქნებ,ათასი წელი გზაში ყოფნა რომ უწერია და დედამიწას ჩემი წასვლის შემდეგ მოაღწევს".იყო ძალზედ კულტურული პიროვნება.ნათელში იყოს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა... ანა კი აღარ გათხოვილა" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ანა კალანდაძეს მთელი ცხოვრება ეტრფოდა?

"მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა... ანა კი აღარ გათხოვილა" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ანა კალანდაძეს მთელი ცხოვრება ეტრფოდა?

სიღნაღის ბულვარის შესასვლელთან, სოლომონ დოდაშვილის ძეგლის გვერდით, ამ კუთხის კიდევ ერთი სახელოვანი შვილის, რეპრესირებული პოეტის, შალვა მჭედლიშვილის ბიუსტი დგას. პოეტმა რთული ცხოვრება განვლო - პატიმრობა, გადასახლება, წამება... მიუხედავად ამისა, გულში სამშობლოსა და ერთი ქალის სიყვარული არ განელებია. ეს ქალი დიდი პოეტი, ანა კალანდაძე იყო.

ლიანა ხატიაშვილი, სიღნაღის ბიბლიოთეკის მენეჯერი:

- სიღნაღში ბატონი შალვას ბიუსტი რამდენიმე წლის წინ დაიდგა. ერთ ლექსში წერდა, დამასაფლავეთ სიღნაღის ბჭესთანო. მისი საფლავი თბილისში, მახათას პანთეონშია, მის მშობლიურ მხარეს კი მისი ბიუსტი ამშვენებს. ბევრი კითხულობს, შალვა მჭედლიშვილი ვინ იყოო. გული მწყდება, რომ ამ დიდ პოეტს სათანადოდ არ იცნობენ. მადლობა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომ ამ ქვეყნის მოჭირნახულე პოეტის ცხოვრებით დაინტერესდა.

ბატონ შალვასთან ოჯახებით ვმეგობრობდით. ანა კალანდაძისა და მისი სიყვარულის ამბავი ვიცოდით, ამიტომ გავბედეთ და ერთხელ მასზე ვკითხეთ. ბატონმა შალვამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გვითხრა, ანა ჩემთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი, ოცნების ქალი იყო და ოცნებადვე დარჩა. ისეთი დიდი იყო, ვერასდროს გაიგებდა, როგორი რთული ცხოვრების გზა მარგუნა ღმერთმა. ის სხვა იყო და მე სხვა ვიყავი. ამიტომაც დავცილდით, მაგრამ ჩემს გულში მისი სიყვარული დღემდე ანთიაო. "სად მე და სად ისო", - ასე ამბობდა ანასთან განშორების შემდეგ. ეს განწყობა ბატონმა შალვამ ლექსშიც გადმოსცა: "ისე გაგშორდი, ვერც კი გიმღერე, ცამ იადონის არ მომცა ენა! ნეტავ, ძვირფასო, სიკვდილის მერე ჩვენ ერთ ყვავილად აღმოგვაცენა".

მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა და სამი შვილი შეეძინა, ანა კი აღარ გათხოვილა.

ანა კალანდაძის ჩანაწერებსა თუ ბიოგრაფიაში დიდხანს ვეძებე ამ წყვილის ურთიერთობის ამბები, მაგრამ მხოლოდ პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილის მოკლე ჩანაწერი ვნახე. ანა კალანდაძე მის დასთან მეგობრობდა. მანანა კაკაბაძე პოეტის სიყვარულზე წერდა: ,,ანა არ იყო არც განსაკუთრებით ბედნიერი, არც განსაკუთრებით უბედური. პირადი ცხოვრება ასეთი ნიჭიერი ადამიანებისა იშვიათად ეწყობა კარგად. გათხოვდა ცოტა მოგვიანებით. მისი მეუღლე, შალვა მჭედლიშვილი, არ იყო ცუდი ადამიანი, გადანასახლები გახლდათ და თვითონაც პოეტი იყო. მომავალში მას სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ ანას აღმერთებდა. რაც შეეხება ანას, ის მას არასდროს ახსენებდა".

როგორც ჩანს, ერთმანეთის სიყვარული გულში დაიმარხეს. გააგრძელეთ კითხვა