პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონორი ამბობდა, რომ იესოს ნოკაუტით მოუგებდა..." - როგორ გახდა მორწმუნე სკანდალური ირლანდიელი მებრძოლი, რომელიც მანამდე რელიგიაზე დამცინავად საუბრობდა
"კონორი ამბობდა, რომ იესოს ნოკაუტით მოუგებდა..." - როგორ გახდა მორწმუნე სკანდალური ირლანდიელი მებრძოლი, რომელიც მანამდე რელიგიაზე დამცინავად საუბრობდა

კო­ნორ მა­კგ­რე­გორ­ში ორი პი­როვ­ნე­ბა ცხოვ­რობს. პირ­ვე­ლი - ირ­ლან­დი­ე­ლი პატ­რი­ო­ტი, მორ­წმუ­ნე კა­თო­ლი­კე, მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა და ქმა­რი. მე­ო­რე - ლოთი, მო­ქე­ი­ფე, მდი­და­რი, რო­მელ­საც სის­ტე­მა­ტუ­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ძა­ლა­დო­ბა­ში.

  • რო­გო­რი არის სი­ნამ­დვი­ლე­ში კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი და რა­ტომ ლა­პა­რა­კობს ბოლო პე­რი­ოდ­ში რე­ლი­გი­ა­ზე?

მა­კგ­რე­გო­რი კა­თო­ლი­კურ ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლია. 8 წლის ასაკ­ში ის ეკ­ლე­სი­ა­ში ცეკ­ვავ­და (შე­სა­ბა­მის ცეკ­ვას)

MMA-ში კი კო­ნო­რი სხვა­ნა­ი­რი გახ­და - ბინ­ძუ­რად მო­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც გამ­დიდ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. 2012 წელს დადო ვი­დეო, სა­დაც სა­უბ­რობ­და, რომ იესო უყ­ვარ­და. ამა­ზე კი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და პირ­ში სი­გა­რით, ლას-ვე­გა­სის სას­ტუმ­რო-კა­ზი­ნო­დან ლა­პა­რა­კობ­და.

"იესო, მად­ლო­ბა შენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. შენ ნო­მერ პირ­ვე­ლი ხარ, მე­გო­ბა­რო!“ - ამ­ბობ­და მა­კგ­რე­გო­რი.

კო­ნო­რის­თვის რე­ლი­გია უბ­რა­ლოდ ირ­ლან­დი­ე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი იყო. 2015 წელს ამ­ბობ­და: "არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა და რე­ლი­გია. მინ­და წყნა­რად ვიბ­რძო­ლო და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი გა­მო­ვი­მუ­შაო“.

თუმ­ცა მისი მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის პიკ­მა 2016 წელს მი­აღ­წია. ჟოზე ალ­დოს და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მა­კგ­რე­გო­რი ჟურ­ნა­ლის­ტებს ეუბ­ნე­ბო­და: "მე და იე­სოს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მე ყვე­ლა ღმერ­თთან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ღმერ­თე­ბი აღი­ა­რე­ბენ ღმერ­თებს“.

ამის შემ­დეგ კი ისე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი გა­აბ­რა­ზა. ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, და­ა­მარ­ცხებ­და თუ არა იე­სოს, ირ­ლან­დი­ელ­მა უპა­სუ­ხა: "აი, რას გე­ტყვით: არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ჩემს და­მარ­ცხე­ბას. მაგ­რამ იესო ცო­ცხა­ლი არ არის, ასე რომ, არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა ის მკვდრე­თით აღ­დგეს. მე ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მო­ვე­რე­ო­დი“.

  • შემ­დე­გი შეხ­ვედ­რი­სას კო­ნო­რი გაბ­რაზ­და და ჟურ­ნა­ლისტს იდი­ო­ტი უწო­და. ამ პა­სუხ­მა იმ­დე­ნად დიდი უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ მას აკ­რი­ტი­კებ­დნენ არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნი მებ­რძო­ლე­ბი, არა­მედ მუს­ლი­მე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ხა­ბი­ბის მე­გო­ბარ­მა ზუ­ბა­ი­რა ტუ­ხუ­გოვ­მა კო­ნორს ეშ­მა­კი უწო­და.

"ის ეშ­მა­კია. ის და მისი ტა­ტუ­ე­ბი, გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც ეშ­მა­კი. თავი ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი, იმი­ტომ რომ ის შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ისას - ჩვენს წი­ნას­წარ­მე­ტყველს.

რო­გორ უნდა უგულ­შე­მატ­კივ­რონ მას?! გან­სა­კუთ­რე­ბით კი მუს­ლი­მებ­მა. თუ ის წი­ნას­წარ­მე­ტყველს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს, ის უნდა და­ი­სა­ჯოს. რო­გორ უნდა გიყ­ვარ­დეს ან პა­ტივს სცემ­დე ასეთ ხალ­ხს?“, - ამ­ბობ­და ტუ­ხუ­გო­ვი.

  • ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის პას­ტორ­მა ტე­ხა­სელ­მა დონ­ნი რო­მე­რომ თა­ვის ქა­და­გე­ბა­ში მა­კგ­რე­გორს სიკ­ვდი­ლი უსურ­ვა: "ის UFC-ის ჩემ­პი­ო­ნია, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ხალ­ხს ნო­კა­უ­ტში აგ­დებს. მაგ­რამ იცით რა? მან თქვა: "თუ მე და იესო ქრის­ტე რინგზე შევ­ხვდე­ბო­დით, მე მას და­ვა­ნო­კა­უ­ტებ­დი“. მე ვი­ლო­ცებ, რომ ღმერ­თმა მას მეხი დას­ცეს. მა­შინ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც კი ბიბ­ლი­ის სჯე­რა, ეცო­დი­ნე­ბო­და, რომ ეს მას ღმერ­თმა გა­უ­კე­თა. ამით იე­სომ და­სა­ჯა.“

2015 წელს კო­ნო­რი მხო­ლოდ ბევრ ფულ­ზე ოც­ნე­ბობ­და. მას იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სჯე­რო­და: "ამ­ბო­ბენ, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც კი ყვე­ლა­ფერს ხე­დავ. ეს უბ­რა­ლოდ არ­სე­ბო­ბის სხვა ფორ­მაა", - ამ­ბობ­და სპორ­ტსმე­ნი.

2018 წელს კო­ნორს ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვ­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და, რუ­სეთ­ში მას მკრე­ხე­ლად თვლიდ­ნენ. UFC 229-ის წინ მა­კგ­რე­გო­რი ავ­ტო­ბუსს და­ეს­ხა თავს, სა­დაც ხა­ბიბ­თან ერ­თად სხვა მებ­რძო­ლე­ბიც ის­ხდნენ. ინ­ცი­დენ­ტის გამო სა­სა­მარ­თლომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­უ­წე­სა. კო­ნო­რი ბრუკ­ლი­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს, 2019 წელს იქ მან 5 დღე იმუ­შა­ვა.

  • "მა­კგ­რე­გორს ბრუკ­ლი­ნის სა­ლო­ცავ სახ­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა მოს­თხო­ვეს. ეს იყო მთე­ლი სა­მუ­შაო დღე. ად­გი­ლობ­რივ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა უმაღ­ლე­სად შე­ა­ფა­სეს მისი პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა“, - თქვა ირ­ლან­დი­ე­ლი მებ­რძო­ლის ად­ვო­კატ­მა ბრი­უს მა­ფ­ფე­ომ.

ბე­დფორ­დის ცენ­ტრა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის პას­ტო­რი კლა­ივ ნილი ამ­ბობს, რომ კო­ნო­რი 11 სა­ათ­ზე მო­დი­ო­და და 4-ზე მი­დი­ო­და: "ის ხში­რად იყე­ნებ­და სი­ტყვა "შე­გუ­ე­ბას“. აკე­თებ­და ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს, მტვერ­სას­რუ­ტით წმენ­დდა, რე­ცხავ­და ია­ტა­კებს, გა­დაჰ­ქონ­და ყუ­თე­ბი, გაჰ­ქონ­და ნა­გა­ვი. იყო მომთმე­ნი, საკ­მა­ოდ დიდი ძალა აქვს და მომთმე­ნია.

კო­ნო­რი ეკ­ლე­სი­ა­ში 6-7 ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­დი­ო­და, მათ შო­რის იყო მისი დაც­ვაც, თუმ­ცა ისი­ნი მებ­რძოლს არ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. დი­ე­ტო­ლო­გი მას სა­უზ­მე­სა და სა­დილს უგ­ზავ­ნი­და, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და სტა­ფი­ლოს, ვაშ­ლებ­სა და სმუზს“.

  • კო­ნორ­მა პას­ტორს უთხრა, რომ ის კა­თო­ლი­კეა და ბედ­ნი­ე­რია, რომ პრო­ტეს­ტან­ტებ­მა ასე თბი­ლად მი­ი­ღეს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­კგ­რე­გორს ეკ­ლე­სი­ა­ში დარ­ჩე­ნა სურ­და:

"ქა­ო­სუ­რი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ აქ მოვ­ხვდი, წყნარ, მშვიდ ად­გი­ლას, სა­დაც და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე, რო­მე­ლიც თქვე­ნი­დან მო­დი­ო­და. ვწუხ­ვარ, რომ წას­ვლა მი­წევს. რამ­დე­ნი­მე დღე მაქვს, შე­მიძ­ლია დავ­რჩე“, - ეუბ­ნე­ბო­და მა­კგ­რე­გო­რი პას­ტორს.

2022 წლის ივ­ნის­ში კო­ნორ­მა დას­ტინ პო­რი­ეს­თან მე­ო­რედ წა­ა­გო და უფრო რე­ლი­გი­უ­რი გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე ხში­რად სპორ­ტსმე­ნი თა­ვის მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბას აჩენ­და, ნელ-ნელა გა­მოჩ­ნდა ვი­დე­ო­ე­ბი თუ რო­გორ და­დი­ო­და და ლო­ცუ­ლობ­და ეკ­ლე­სი­ა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად სი­გი­ჟე­ე­ბი­სა, რა­საც მა­კგ­რე­გო­რი პე­რი­ო­დუ­ლად აკე­თებს, ის უფრო და უფრო რე­ლი­გი­უ­რი ხდე­ბა. GQ-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ყო­ველ­თვის და­ა­ტა­რებს მე­და­ლი­ონს, რო­მე­ლიც დე­დამ აჩუ­ქა:

"ბევ­რმა ადა­მი­ან­მა არ იცის, რომ მე ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ. ჩვენ ირ­ლან­დი­ე­ლი კა­თო­ლი­კე­ე­ბი ვართ. ყო­ველ­თვის და­მაქვს მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის მე­და­ლი­ო­ნი. ის მი­ცავს მე და მეხ­მა­რე­ბა ბო­რო­ტე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. დე­დის სა­ჩუ­ქა­რია. ასე­ვე მაქვს წმინ­და ქრის­ტე­ფო­რის მე­და­ლი­ო­ნი. ჩემ­მა ცოლ­მა და შვი­ლებ­მა მა­ჩუ­ქეს. რე­ლი­გი­უ­რი ოჯა­ხი ვართ, ღმერ­თის გვჯე­რა“.

კო­ნორ­მა თა­ვის ყვე­ლა შვი­ლი მო­ნათ­ლა, უმ­ცრო­სი ვაჟი კი წმინ­და პეტ­რეს ტა­ძარ­ში, ვა­ტი­კან­ში. მას ასე­ვე ვა­ტი­კა­ნის გა­სა­ღე­ბი გა­დას­ცეს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­კგ­რე­გო­რი რჩე­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რი: ერთ დღეს ის ღმერ­თზე სა­უბ­რობს, მე­ო­რე დღეს სი­გა­რი­თა და ვის­კით პო­ზი­რებს. 2023 წლის მარ­ტში აღი­ა­რა, რომ არ იცის რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა და ღმერ­თის გეგ­მით ცხოვ­რობს:

"ამინ. ეს სი­ტყვა ივ­რი­თი­დან ითარ­გმნე­ბა, რო­გორც "დაე, იყოს ასე“. სხვა სი­ტყვე­ბით, ამინ - დაე, იყოს ასე. ეს არის ღმერ­თის გეგ­მა. ასე რომ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, სა­დაც ვარ. ვა­პი­რებ ჩემი საქ­მე გა­ვაგ­რძე­ლო, ვი­ვარ­ჯი­შო, გავ­ხდე უკე­თე­სი“, - ამ­ბობს მა­კგ­რე­გო­რი.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ეჰ, ამისი მორწმუნეობა არ გაიშვას.

მთელი უბედურება ისაა რომ ბევრისთვის შეიძლება სამაგალითო იყო თავისი ფორმის პიკში მყოფი და ასეთი ქცევით სხვებსაც ურევდა თავ-გზას, როცა ამხელა აუდიტორიას შეგიძლია ესაუბრო ამა თუ იმ გზით, არ შეიძლება ეგოისტი იყო და შენი აზრი მოახვიო ვინმეს თავზე.

ამხსნელი
1

კარგი ყ..ე ყოფილა ეს კონარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კონორი ამბობდა, რომ იესოს ნოკაუტით მოუგებდა..." - როგორ გახდა მორწმუნე სკანდალური ირლანდიელი მებრძოლი, რომელიც მანამდე რელიგიაზე დამცინავად საუბრობდა

"კონორი ამბობდა, რომ იესოს ნოკაუტით მოუგებდა..." - როგორ გახდა მორწმუნე სკანდალური ირლანდიელი მებრძოლი, რომელიც მანამდე რელიგიაზე დამცინავად საუბრობდა

კონორ მაკგრეგორში ორი პიროვნება ცხოვრობს. პირველი - ირლანდიელი პატრიოტი, მორწმუნე კათოლიკე, მოსიყვარულე მამა და ქმარი. მეორე - ლოთი, მოქეიფე, მდიდარი, რომელსაც სისტემატურად ადანაშაულებენ ძალადობაში.

  • როგორი არის სინამდვილეში კონორ მაკგრეგორი და რატომ ლაპარაკობს ბოლო პერიოდში რელიგიაზე?

მაკგრეგორი კათოლიკურ ოჯახში აღზრდილია. 8 წლის ასაკში ის ეკლესიაში ცეკვავდა (შესაბამის ცეკვას)

MMA-ში კი კონორი სხვანაირი გახდა - ბინძურად მოსაუბრე, რომელიც გამდიდრებაზე ოცნებობდა. 2012 წელს დადო ვიდეო, სადაც საუბრობდა, რომ იესო უყვარდა. ამაზე კი ნასვამ მდგომარეობაში და პირში სიგარით, ლას-ვეგასის სასტუმრო-კაზინოდან ლაპარაკობდა.

"იესო, მადლობა შენ ამ ღონისძიებისთვის. შენ ნომერ პირველი ხარ, მეგობარო!“ - ამბობდა მაკგრეგორი.

კონორისთვის რელიგია უბრალოდ ირლანდიელი ადამიანისთვის დამახასიათებელი ატრიბუტი იყო. 2015 წელს ამბობდა: "არ მაინტერესებს პოლიტიკა და რელიგია. მინდა წყნარად ვიბრძოლო და რამდენიმე ასეული მილიონი გამოვიმუშაო“.

თუმცა მისი მსგავსი განცხადებების პიკმა 2016 წელს მიაღწია. ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ მაკგრეგორი ჟურნალისტებს ეუბნებოდა: "მე და იესოს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მე ყველა ღმერთთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ღმერთები აღიარებენ ღმერთებს“.

ამის შემდეგ კი ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ქრისტიანები გააბრაზა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, დაამარცხებდა თუ არა იესოს, ირლანდიელმა უპასუხა: "აი, რას გეტყვით: არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეძლებს ჩემს დამარცხებას. მაგრამ იესო ცოცხალი არ არის, ასე რომ, არ ვიცი. შეიძლება ის მკვდრეთით აღდგეს. მე ნებისმიერ შემთხვევაში მოვერეოდი“.

  • შემდეგი შეხვედრისას კონორი გაბრაზდა და ჟურნალისტს იდიოტი უწოდა. ამ პასუხმა იმდენად დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში, რომ მას აკრიტიკებდნენ არა მხოლოდ ქრისტიანი მებრძოლები, არამედ მუსლიმებიც. მაგალითად, ხაბიბის მეგობარმა ზუბაირა ტუხუგოვმა კონორს ეშმაკი უწოდა.

"ის ეშმაკია. ის და მისი ტატუები, გამოიყურება როგორც ეშმაკი. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, იმიტომ რომ ის შეურაცხყოფას აყენებს ისას - ჩვენს წინასწარმეტყველს.

როგორ უნდა უგულშემატკივრონ მას?! განსაკუთრებით კი მუსლიმებმა. თუ ის წინასწარმეტყველს შეურაცხყოფას აყენებს, ის უნდა დაისაჯოს. როგორ უნდა გიყვარდეს ან პატივს სცემდე ასეთ ხალხს?“, - ამბობდა ტუხუგოვი.

  • ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა ტეხასელმა დონნი რომერომ თავის ქადაგებაში მაკგრეგორს სიკვდილი უსურვა: "ის UFC-ის ჩემპიონია, რომელიც უბრალოდ ხალხს ნოკაუტში აგდებს. მაგრამ იცით რა? მან თქვა: "თუ მე და იესო ქრისტე რინგზე შევხვდებოდით, მე მას დავანოკაუტებდი“. მე ვილოცებ, რომ ღმერთმა მას მეხი დასცეს. მაშინ ყველა ადამიანს, ვისაც კი ბიბლიის სჯერა, ეცოდინებოდა, რომ ეს მას ღმერთმა გაუკეთა. ამით იესომ დასაჯა.“

2015 წელს კონორი მხოლოდ ბევრ ფულზე ოცნებობდა. მას იმქვეყნიური ცხოვრების სჯეროდა: "ამბობენ, რომ სიკვდილის შემდეგაც კი ყველაფერს ხედავ. ეს უბრალოდ არსებობის სხვა ფორმაა", - ამბობდა სპორტსმენი.

2018 წელს კონორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან კონფლიქტი ჰქონდა, რუსეთში მას მკრეხელად თვლიდნენ. UFC 229-ის წინ მაკგრეგორი ავტობუსს დაესხა თავს, სადაც ხაბიბთან ერთად სხვა მებრძოლებიც ისხდნენ. ინციდენტის გამო სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები დაუწესა. კონორი ბრუკლინის ეკლესიაში გაგზავნეს, 2019 წელს იქ მან 5 დღე იმუშავა.

  • "მაკგრეგორს ბრუკლინის სალოცავ სახლებში ფიზიკური მუშაობა მოსთხოვეს. ეს იყო მთელი სამუშაო დღე. ადგილობრივმა სასულიერო პირებმა უმაღლესად შეაფასეს მისი პოზიტიური განწყობა“, - თქვა ირლანდიელი მებრძოლის ადვოკატმა ბრიუს მაფფეომ.

ბედფორდის ცენტრალური ეკლესიის პასტორი კლაივ ნილი ამბობს, რომ კონორი 11 საათზე მოდიოდა და 4-ზე მიდიოდა: "ის ხშირად იყენებდა სიტყვა "შეგუებას“. აკეთებდა ფიზიკურ სამუშაოებს, მტვერსასრუტით წმენდდა, რეცხავდა იატაკებს, გადაჰქონდა ყუთები, გაჰქონდა ნაგავი. იყო მომთმენი, საკმაოდ დიდი ძალა აქვს და მომთმენია.

კონორი ეკლესიაში 6-7 ადამიანთან ერთად მიდიოდა, მათ შორის იყო მისი დაცვაც, თუმცა ისინი მებრძოლს არ ეხმარებოდნენ. დიეტოლოგი მას საუზმესა და სადილს უგზავნიდა, რომელიც მოიცავდა სტაფილოს, ვაშლებსა და სმუზს“.

  • კონორმა პასტორს უთხრა, რომ ის კათოლიკეა და ბედნიერია, რომ პროტესტანტებმა ასე თბილად მიიღეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაკგრეგორს ეკლესიაში დარჩენა სურდა:

"ქაოსური ცხოვრების შემდეგ აქ მოვხვდი, წყნარ, მშვიდ ადგილას, სადაც დადებითი ენერგიით დავიმუხტე, რომელიც თქვენიდან მოდიოდა. ვწუხვარ, რომ წასვლა მიწევს. რამდენიმე დღე მაქვს, შემიძლია დავრჩე“, - ეუბნებოდა მაკგრეგორი პასტორს.

2022 წლის ივნისში კონორმა დასტინ პორიესთან მეორედ წააგო და უფრო რელიგიური გახდა. სოციალურ ქსელებში, სადაც ყველაზე ხშირად სპორტსმენი თავის მდიდრულ ცხოვრებას აჩენდა, ნელ-ნელა გამოჩნდა ვიდეოები თუ როგორ დადიოდა და ლოცულობდა ეკლესიაში.

მიუხედავად სიგიჟეებისა, რასაც მაკგრეგორი პერიოდულად აკეთებს, ის უფრო და უფრო რელიგიური ხდება. GQ-თან ინტერვიუში თქვა, რომ ყოველთვის დაატარებს მედალიონს, რომელიც დედამ აჩუქა:

"ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ. ჩვენ ირლანდიელი კათოლიკეები ვართ. ყოველთვის დამაქვს მიქაელ მთავარანგელოზის მედალიონი. ის მიცავს მე და მეხმარება ბოროტების დაძლევაში. დედის საჩუქარია. ასევე მაქვს წმინდა ქრისტეფორის მედალიონი. ჩემმა ცოლმა და შვილებმა მაჩუქეს. რელიგიური ოჯახი ვართ, ღმერთის გვჯერა“.

კონორმა თავის ყველა შვილი მონათლა, უმცროსი ვაჟი კი წმინდა პეტრეს ტაძარში, ვატიკანში. მას ასევე ვატიკანის გასაღები გადასცეს.

მიუხედავად ამისა, მაკგრეგორი რჩება არასტაბილური: ერთ დღეს ის ღმერთზე საუბრობს, მეორე დღეს სიგარითა და ვისკით პოზირებს. 2023 წლის მარტში აღიარა, რომ არ იცის როდის დაბრუნდება და ღმერთის გეგმით ცხოვრობს:

"ამინ. ეს სიტყვა ივრითიდან ითარგმნება, როგორც "დაე, იყოს ასე“. სხვა სიტყვებით, ამინ - დაე, იყოს ასე. ეს არის ღმერთის გეგმა. ასე რომ, ბედნიერი ვარ, სადაც ვარ. ვაპირებ ჩემი საქმე გავაგრძელო, ვივარჯიშო, გავხდე უკეთესი“, - ამბობს მაკგრეგორი.

ავტორი: ანრი კურტანიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"