პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალცონას მულოდნელი გადაწყვეტილება - 67-ე წუთზე შეცვლილი კვარაცხელია და ფრედ დასრულებული მატჩი "ბარსასთან", მარადონაზე
კალცონას მულოდნელი გადაწყვეტილება - 67-ე წუთზე შეცვლილი კვარაცხელია და ფრედ დასრულებული მატჩი "ბარსასთან", მარადონაზე

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის პირ­ველ მატჩში "ნა­პო­ლიმ" "ბარ­სე­ლო­ნას" უმას­პინ­ძლა. მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და.

გუნ­დე­ბი შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე:

  • "ნა­პო­ლი" - მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, ჟუან ჟე­ზუ­სი, ოლი­ვე­ი­რა, კა­ი­უს­ტე, ლო­ბოტ­კა, ან­გი­სა, კვა­რა­ცხე­ლია, პო­ლი­ტა­ნო, ოსი­მე­ნი.

  • "ბარ­სე­ლო­ნა" - ტერ შტე­გე­ნი, კუნ­დე, არა­უ­ხო, მარ­ტი­ნე­სი, კან­სე­ლო, დე იონ­გი, კრის­ტენ­სე­ნი, გი­უნ­დო­გა­ნი, ია­მა­ლი, პედ­რი, ლე­ვან­დოვ­სკი.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იტა­ლი­ურ­მა "ნა­პო­ლიმ" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ამ სე­ზონ­ში კი­დევ ერთხელ - მე­სა­მედ შე­იც­ვა­ლა. ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ვალ­ტერ მა­ცა­რის კა­რის­კენ მი­უ­თი­თეს, მის შემ­ცვლე­ლად კი 55 წლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფრან­ჩეს­კო კალ­ცო­ნა მო­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც გუნდს სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. მისი თავ­კა­ცო­ბით "ნა­პო­ლი" პირ­ვე­ლად სწო­რედ "ბარ­სე­ლო­ნას" წი­ნა­აღ­მდეგ გა­ვი­და მო­ე­დან­ზე.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი საკ­მა­ოდ უღიმ­ღა­მოდ წა­რი­მარ­თა, ორი­ვე გუნ­დი უკი­დუ­რე­სად ფრთხი­ლობ­და.

მატ­ჩი "ბარ­სე­ლო­ნას" უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო და მე-8 წუთ­ზე კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებს ბურ­თის გა­ტა­ნის რე­ა­ლუ­რი შან­სი ჰქონ­დათ, თუმ­ცა მე­რე­ტის კარ­გმა თა­მაშ­მა "ნა­პო­ლი" გოლს გა­და­არ­ჩი­ნა. ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი საკ­მა­ოდ არა­და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. ვე­რა­ფერს ახერ­ხებ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აც, რო­მელ­საც კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბი მჭიდ­როდ მე­ურ­ვე­ობ­დნენ, 21-ე წუთ­ზე მე­რეტ­მა კი­დევ იმარ­ჯვა და ზე­დი­ზედ 2 უმწვა­ვე­სი შე­ტე­ვი­სას ბურ­თი ორ­ჯერ მო­ი­გე­რია.

35-ე წუ­თი­დან "ნა­პო­ლი" შე­და­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და, მისი შე­ტე­ვე­ბიც მწვა­ვე გახ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა შეძ­ლეს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ტა­ი­მის ბო­ლომ­დე, თუმ­ცა ან­გა­რი­შის გახ­სნა ვერ მო­ა­ხერ­ხდა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ნუ­ლო­ვა­ნი ფრით დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მი "ნა­პო­ლიმ" აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო, გა­ცი­ლე­ბით უფრო დი­ნა­მი­უ­რი და სწრა­ფი გახ­და ნე­ა­პო­ლელ­თა თა­მა­ში, თუმ­ცა შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლას ახერ­ხებ­დნენ კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბიც. შე­დე­გად 62-ე წუთ­ზე პედ­რის კარ­გი გა­და­ცე­მის შემ­დეგ ლე­ვან­დოვ­სკიმ მე­რე­ტის კარი ძლი­ე­რი დარ­ტყმით აიღო და ან­გა­რი­ში გახ­სნა.

68-ე წუთ­ზე "ნა­პო­ლის" მწვრთნელ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია შეც­ვა­ლა, რაც გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ნა­წი­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

74-ე წუთ­ზე ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა შეძ­ლო, რის მე­რეც მწვრთნელ­მა ის შეც­ვა­ლა. ამის მერე "ნა­პო­ლი" უტევ­და, თუმ­ცა მო­ე­დან­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღა­რა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მატ­ჩი ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და.

გან­მე­ო­რე­ბი­თი მატ­ჩი გუნ­დებს შო­რის 12 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩას
0

ხვიჩა შვილო,უნიჭიერესი ხარ და მეამაყები.ნაპოლი კი მალე უნდა დატოვო.არ არის ეგ კლუბი შენი დონის <3

 

თენგო
5

მთელი თამაში არაფერი არ გაუკეთებია დაძუნძულებდა, უფრო ადრეც უნდა შეეცვალა იქნებ მოეგოთ კიდეც. რადიკალურად სხვა გუნდი იყო ბოლო 20 წუთი სტადიონზე, აშკარად რაღაც აქვთ შესაცვლელი. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

კალცონას მულოდნელი გადაწყვეტილება - 67-ე წუთზე შეცვლილი კვარაცხელია და ფრედ დასრულებული მატჩი "ბარსასთან", მარადონაზე

კალცონას მულოდნელი გადაწყვეტილება - 67-ე წუთზე შეცვლილი კვარაცხელია და ფრედ დასრულებული მატჩი "ბარსასთან", მარადონაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ტურის პირველ მატჩში "ნაპოლიმ" "ბარსელონას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

  • "ნაპოლი" - მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, კაიუსტე, ლობოტკა, ანგისა, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.

  • "ბარსელონა" - ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელო, დე იონგი, კრისტენსენი, გიუნდოგანი, იამალი, პედრი, ლევანდოვსკი.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა "ნაპოლიმ" მთავარი მწვრთნელი ამ სეზონში კიდევ ერთხელ - მესამედ შეიცვალა. ნეაპოლელებმა ვალტერ მაცარის კარისკენ მიუთითეს, მის შემცვლელად კი 55 წლის სპეციალისტი, ფრანჩესკო კალცონა მოიყვანეს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მისი თავკაცობით "ნაპოლი" პირველად სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ გავიდა მოედანზე.

პირველი ტაიმი საკმაოდ უღიმღამოდ წარიმართა, ორივე გუნდი უკიდურესად ფრთხილობდა.

მატჩი "ბარსელონას" უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე კატალონიელებს ბურთის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა მერეტის კარგმა თამაშმა "ნაპოლი" გოლს გადაარჩინა. ნეაპოლელები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ვერაფერს ახერხებდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც კატალონიელები მჭიდროდ მეურვეობდნენ, 21-ე წუთზე მერეტმა კიდევ იმარჯვა და ზედიზედ 2 უმწვავესი შეტევისას ბურთი ორჯერ მოიგერია.

35-ე წუთიდან "ნაპოლი" შედარებით გააქტიურდა, მისი შეტევებიც მწვავე გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება ტაიმის ბოლომდე, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხდა და პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმი "ნაპოლიმ" აქტიურად დაიწყო, გაცილებით უფრო დინამიური და სწრაფი გახდა ნეაპოლელთა თამაში, თუმცა შეტევაზე გადასვლას ახერხებდნენ კატალონიელებიც. შედეგად 62-ე წუთზე პედრის კარგი გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ მერეტის კარი ძლიერი დარტყმით აიღო და ანგარიში გახსნა.

68-ე წუთზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, რაც გულშემატკივართა ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

74-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ვიქტორ ოსიმენმა შეძლო, რის მერეც მწვრთნელმა ის შეცვალა. ამის მერე "ნაპოლი" უტევდა, თუმცა მოედანზე მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

განმეორებითი მატჩი გუნდებს შორის 12 მარტს გაიმართება.

იხილეთ ასევე: