სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო: ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში
როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო: ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში

მე-14 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა გველ­ფებ­სა და გი­ბე­ლი­ნებს შო­რის. ამ ბრძო­ლას ორი ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ომი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­ხის ვედ­როს გამო და­ი­წყო.

და­პი­რის­პი­რე­ბა გველ­ფებ­სა და გი­ბე­ლი­ნებს შო­რის

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­დე­საც ეს მოვ­ლე­ნა მოხ­და, იტა­ლია რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად იყო და­ყო­ფი­ლი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და მრა­ვა­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და ფრაქ­ცი­ის­გან. ისი­ნი მუდ­მივ ომებს აწარ­მო­ებ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან.

იმ დრო­ის იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ორი ძი­რი­თა­დი ფრაქ­ცია: გველ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ პა­პის ძა­ლა­უფ­ლე­ბას და გი­ბე­ლი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ საღვთო რო­მის იმ­პე­რა­ტორს.

იტა­ლი­ის თი­თო­ე­უ­ლი ქა­ლაქს თა­ვი­სი მმარ­თვე­ლი ჰყავ­და, რო­მელ­მაც მე­ტო­ქე­ე­ბი და­ა­მარ­ცხა და და­მო­უ­კი­დე­ბელ ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გველ­ფე­ბი იყ­ვნენ მდი­და­რი ვაჭ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ბო­ლო­ნი­ის მხა­რე­ში ცხოვ­რობ­დნენ, გი­ბე­ლი­ნე­ბი კი ფერ­მე­რე­ბი და მი­წის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი, ისი­ნი მო­დე­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ისი­ნი ხში­რად ებ­რძოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, ვაჭ­რო­ბის, რე­სურ­სე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის. თი­თო­ე­ულ ფრაქ­ცი­ას ჰყავ­და სა­კუ­თა­რი არ­მია, ხში­რად ხდე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც ცალ­კე­უ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი­სა და მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბა და რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე.

სის­ხლი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­მაც ორი ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, 1325 წელს და­ი­წყო და მისი წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზი ბო­ლო­ნი­ის სას­მელ წყალ­თან ჭას­თან ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­ხის ვედ­რო გახ­და.

რა მოხ­და ბო­ლო­ნი­ის ჭას­თან

ერთ ღა­მეს, მო­დე­ნას ჯა­რის­კა­ცე­ბი ბო­ლო­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ და მო­ი­პა­რეს ერ­თა­დერ­თი მუ­ხის ვედ­რო, რო­მელ­საც გელ­ფე­ბი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სას­მე­ლი ჭი­დან წყლის ამო­სა­ღე­ბად იყე­ნებ­დნენ. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, ბო­ლო­ნი­ამ ომი გა­მო­უ­ცხა­და მო­დე­ნას, რათა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ვედ­რო და აღედ­გი­ნათ ღირ­სე­ბა. ომის გა­მო­ცხა­დე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვედ­რო არც ყო­ფი­ლა, ეს მხო­ლოდ სა­ბა­ბი გახ­ლდათ.

ამ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მო­დე­ნას ჯა­რის­კა­ცებ­მა კარ­გად გა­მაგ­რე­ბუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე მონ­ტე­ვეგლიო აი­ღეს, რო­მე­ლიც ბო­ლო­ნი­ას ეკუთ­ვნო­და და ბო­ლო­ნი­ის მმარ­თვე­ლებს რე­ა­ლუ­რად ცი­ხის დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­დათ. ომის და­წყე­ბის წინ შეკ­რი­ბეს ოც­და­ათ ათას­ზე მეტი ჯარი მო­დე­ნას და­სა­მარ­ცხებ­ლად, რომ­ლის ჯარ­შიც მხო­ლოდ შვი­დი ათა­სი ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბო­და.

ორი არ­მია ახ­ლან­დელ ქა­ლაქ კას­ტე­ლო დი სე­რა­ვა­ლეს მახ­ლობ­ლად შე­ებ­რძო­ლა ერ­თმა­ნეთს. მი­უ­ხე­და­ვად მტრის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, მო­დე­ნას მე­ომ­რე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი და დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ. მათ შეძ­ლეს შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ბრძო­ლის მო­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სის­ხლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­დე­ნას ჯა­რებ­მა ბრძო­ლა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს და მტე­რი ბო­ლო­ნი­ის კედ­ლე­ბამ­დე მი­ა­ცი­ლეს, გზად კი მათი კუთ­ვნი­ლი რამ­დე­ნი­მე დიდი ციხე აი­ღეს.

ამ ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა იყო და­ახ­ლო­ე­ბით ორი ათა­სი ადა­მი­ა­ნი, ხოლო ზო­გი­ერ­თი ის­ტო­რი­კო­სი ამ­ტკი­ცებს, რომ მათ­გან 1500 იყო ბო­ლო­ნი­ე­ლი მე­ო­მა­რი და მხო­ლოდ 500 მო­დე­ნა­დან.

ვედ­რო, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი რე­ლიკ­ვია მო­დე­ნას სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სამ­რეკ­ლო­ში ინა­ხე­ბა.

სის­ხლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, მო­დე­ნას მმარ­თვე­ლებ­მა ბო­ლო­ნი­ას მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა და ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ და­პყრო­ბი­ლი ცი­ხე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. მაგ­რამ ომი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ის 1529 წლამ­დე გაგ­რძელ­და. რო­დე­საც ეს­პა­ნელ­მა კარლ I-მა იტა­ლი­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დო, ქვე­ყა­ნა უცხო­ე­ლი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად გა­ერ­თი­ან­და და ორი­ვე ფრაქ­ცი­ამ მშვი­დო­ბა და­ამ­ყა­რა ერ­თმა­ნეთ­თან.

იტა­ლი­ა­ში მუ­ხის ვედ­როს ის­ტო­რია ჯერ კი­დევ არ და­ვი­წყე­ბი­ათ. ამ ის­ტო­რი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ვედ­როს რე­ა­ლუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­და, თუ არ ჩავ­თვლით წმინ­და სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას, იმ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რო­დე­საც გი­ბე­ლი­ნებ­მა გველ­ფე­ბი და­ა­მარ­ცხეს.

მას შემ­დეგ მო­დე­ნა­ში ვედ­რო გა­მარ­ჯვე­ბის, გამ­ბე­და­ო­ბი­სა და უპი­რა­ტე­სო­ბის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა. ახლა კი, 700 წლის შემ­დეგ, იგი ქა­ლა­ქის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სამ­რეკ­ლო­ში ინა­ხე­ბა, რო­გორც ჭერ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი რე­ლიკ­ვია.

ამ ვედ­როს ზუს­ტი ასლი შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე ნა­ხოთ მო­დე­ნას მე­რი­ა­ში. ვედ­რო ბო­ლო­ნი­ე­ლე­ბის­თვის ჯერ კი­დევ მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, ამი­ტომ დრო­დად­რო მის მო­პარ­ვას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

ჟურნალისტებო , ქართულ ენას ,ცუდიც რომ იყოს , პატივი უნდა სცეთ (განსაკუთრებით თქვენ) ! ქართველთა უმეტესობა, ისედაც რუსული და ინგლისური სიტყვებით საუბრობს და შენიშვნისას დაგცინიან კიდეც.

pepelu
3

სათლი!!!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო: ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში

როგორ დაიღუპა 2000 ადამიანი მუხის ვედროს გამო: ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სისხლიანი ომი კაცობრიობის ისტორიაში

მე-14 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ იტალიაში შუა საუკუნეების ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართა გველფებსა და გიბელინებს შორის. ამ ბრძოლას ორი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ჩვეულებრივი მუხის ვედროს გამო დაიწყო.

დაპირისპირება გველფებსა და გიბელინებს შორის

შუა საუკუნეებში, როდესაც ეს მოვლენა მოხდა, იტალია რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, რომელიც შედგებოდა მრავალი დამოუკიდებელი ქალაქებისა და ფრაქციისგან. ისინი მუდმივ ომებს აწარმოებდნენ ერთმანეთთან.

იმ დროის იტალიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი ძირითადი ფრაქცია: გველფები, რომლებიც მხარს უჭერდნენ პაპის ძალაუფლებას და გიბელინები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საღვთო რომის იმპერატორს.

იტალიის თითოეული ქალაქს თავისი მმართველი ჰყავდა, რომელმაც მეტოქეები დაამარცხა და დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. გველფები იყვნენ მდიდარი ვაჭრები, რომლებიც ძირითადად ბოლონიის მხარეში ცხოვრობდნენ, გიბელინები კი ფერმერები და მიწის მესაკუთრეები, ისინი მოდენაში ცხოვრობდნენ.

ისინი ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს, ვაჭრობის, რესურსებისა და ტერიტორიებისთვის. თითოეულ ფრაქციას ჰყავდა საკუთარი არმია, ხშირად ხდებოდა კონფლიქტი და დაპირისპირება, რასაც ცალკეული ციხესიმაგრეებისა და მიწების მიტაცება და რეგიონში დაძაბულობა მოჰყვებოდა ხოლმე.

სისხლიანი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც ორი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1325 წელს დაიწყო და მისი წარმოშობის მიზეზი ბოლონიის სასმელ წყალთან ჭასთან ჩამოკიდებული ჩვეულებრივი მუხის ვედრო გახდა.

რა მოხდა ბოლონიის ჭასთან

ერთ ღამეს, მოდენას ჯარისკაცები ბოლონიაში შევიდნენ და მოიპარეს ერთადერთი მუხის ვედრო, რომელსაც გელფები ქალაქის მთავარი სასმელი ჭიდან წყლის ამოსაღებად იყენებდნენ. ამ ფაქტის შემდეგ, ბოლონიამ ომი გამოუცხადა მოდენას, რათა დაებრუნებინათ ვედრო და აღედგინათ ღირსება. ომის გამოცხადების რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, ვედრო არც ყოფილა, ეს მხოლოდ საბაბი გახლდათ.

ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე მოდენას ჯარისკაცებმა კარგად გამაგრებული ციხესიმაგრე მონტევეგლიო აიღეს, რომელიც ბოლონიას ეკუთვნოდა და ბოლონიის მმართველებს რეალურად ციხის დაბრუნება უნდოდათ. ომის დაწყების წინ შეკრიბეს ოცდაათ ათასზე მეტი ჯარი მოდენას დასამარცხებლად, რომლის ჯარშიც მხოლოდ შვიდი ათასი ადამიანი ირიცხებოდა.

ორი არმია ახლანდელ ქალაქ კასტელო დი სერავალეს მახლობლად შეებრძოლა ერთმანეთს. მიუხედავად მტრის მნიშვნელოვანი უპირატესობისა, მოდენას მეომრები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და დიდი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ. მათ შეძლეს შეემუშავებინათ სტრატეგია, რომელიც ბრძოლის მოგების საშუალებას აძლევდა.

რამდენიმესაათიანი სისხლიანი ბრძოლის შემდეგ მოდენას ჯარებმა ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვეს და მტერი ბოლონიის კედლებამდე მიაცილეს, გზად კი მათი კუთვნილი რამდენიმე დიდი ციხე აიღეს.

ამ ბრძოლაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა იყო დაახლოებით ორი ათასი ადამიანი, ხოლო ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ მათგან 1500 იყო ბოლონიელი მეომარი და მხოლოდ 500 მოდენადან.

ვედრო, როგორც ისტორიული რელიკვია მოდენას საკათედრო ტაძრის სამრეკლოში ინახება.

სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, მოდენას მმართველებმა ბოლონიას მშვიდობის დამყარება და ფულის სანაცვლოდ დაპყრობილი ციხეების დაბრუნება შესთავაზეს. მაგრამ ომი ამით არ დასრულებულა, ის 1529 წლამდე გაგრძელდა. როდესაც ესპანელმა კარლ I-მა იტალიაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ქვეყანა უცხოელი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა და ორივე ფრაქციამ მშვიდობა დაამყარა ერთმანეთთან.

იტალიაში მუხის ვედროს ისტორია ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ. ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ ვედროს რეალურად განსაკუთრებული ღირებულება არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით წმინდა სიმბოლურ მნიშვნელობას, იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც გიბელინებმა გველფები დაამარცხეს.

მას შემდეგ მოდენაში ვედრო გამარჯვების, გამბედაობისა და უპირატესობის სიმბოლოდ ითვლება. ახლა კი, 700 წლის შემდეგ, იგი ქალაქის საკათედრო ტაძრის სამრეკლოში ინახება, როგორც ჭერზე ჩამოკიდებული რელიკვია.

ამ ვედროს ზუსტი ასლი შეგიძლიათ ასევე ნახოთ მოდენას მერიაში. ვედრო ბოლონიელებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული თემაა, ამიტომ დროდადრო მის მოპარვას ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად.