საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს... მეც მაქვს სია, ვინც მლანძღავს, არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს" - რას წერს პეტრე კოლხი?
"ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს... მეც მაქვს სია, ვინც მლანძღავს, არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს" - რას წერს პეტრე კოლხი?

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია (პეტ­რე კოხ­ლი) მის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მის­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სი­ტყვის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სია აქვს, ვინც გა­მუდ­მე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მას და აპი­რებს, ეს სია ე.წ. ზნე­ობ­რივ კო­მი­სი­ას გა­დას­ცეს.

"დას­ჯა არა, რო­გორც წესი, წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირს… ასეც რომ იყოს, ვის­თვის რა არის დას­ჯა… ესეც ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თია, თუმ­ცა მე ვარ სა­სუ­ლი­ე­რო პირი და რო­გორც კი ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ მის­ვლას მღვდელმთავ­რებ­თან… ჩემ­თვის სხვა რამ უფრო სა­გან­გა­შოა… ჰოდა, ახლა ეს მინ­და გი­თხრათ… ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გამო, ვის­თვი­საც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ, ერის­კა­ცი და­ი­ბა­რეს, ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნეს და პი­რო­ბაც ჩა­მო­არ­თვეს, თუ იგი­ვეს გა­ი­მე­ო­რებს, და­ის­ჯე­ბა უზი­ა­რებ­ლო­ბით…

სია მაქვს, ვინც გა­მუდ­მე­ბით მლან­ძღავს, მთა­თხავს, შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებს და არ მი­ყე­ნებს მკვდარ და ცო­ცხალს, ამ სიას გა­დავ­ცემ ე.წ. ზნე­ობ­რივ კო­მი­სი­ას, იმე­დია გა­მო­ი­ჩე­ნენ ჰუ­მა­ნიზმს და მათ შუ­ა­მავ­ლო­ბით ბო­დიშ­საც მო­მიხ­დი­ან…. ნუ, აქვე გე­ტყვით, რომ კო­მი­კუ­რია, ღმერ­თმა ქნას ვცდე­ბო­დე…

ჰოდა, ეს ტენ­დენ­ცი­უ­რი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი და შერ­ჩე­ვი­თი მიდ­გო­მე­ბი მა­გი­ჟებს… აზ­რის, სი­ტყვის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა… ჩემ­თვის ეს არის დას­ჯა, როცა ჩემს პრინ­ცი­პებს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა…. მის გა­რე­შე უფრო ვარ დას­ჯი­ლი… ვამ­თავ­რებ?! არა, ახლა ვი­წყებ!" - წერს პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­და­ლუ­რი კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თა. კო­მი­სი­ა­ზე ერთ-ერთ სა­კი­თხად გან­ხი­ლუ­ლი იქნა მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მე.

გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, მღვდლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სამ­გზის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, მაგ­რამ არ გა­მო­ცხად­და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, - უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის გამო, რა­ზეც მას, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კურ­თხე­ვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.კო­მი­სი­ამ არა­სა­პა­ტი­ოდ სცნო მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი და შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-ს, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის კო­მი­სი­ის მო­მა­ვალ სხდო­მამ­დე ყო­ველ­გვა­რი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Soso
1

წადი დუბაიში მოდუნდები ცოტა ხო დადიხარ და კოტრიალობ დუბაის სანაპიროზე

ჰმმმმმ...
4

ისე მამაო, დეკანოზი ხარ თუ ბლოგერი? რა ყველგან შენა ხარ? ეკლესიაში საერთოდ ხარ კი და შენს მოვალეობას ასრულებ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს... მეც მაქვს სია, ვინც მლანძღავს, არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს" - რას წერს პეტრე კოლხი?

"ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს... მეც მაქვს სია, ვინც მლანძღავს, არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს" - რას წერს პეტრე კოლხი?

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოხლი) მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის მთავარი ღირებულება სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებაა. მისი ინფორმაციით, სია აქვს, ვინც გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს მას და აპირებს, ეს სია ე.წ. ზნეობრივ კომისიას გადასცეს.

"დასჯა არა, როგორც წესი, წაკითხულის გააზრებაში ძალიან გვიჭირს… ასეც რომ იყოს, ვისთვის რა არის დასჯა… ესეც ძალიან პირობითია, თუმცა მე ვარ სასულიერო პირი და როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, აუცილებლად ვაპირებ მისვლას მღვდელმთავრებთან… ჩემთვის სხვა რამ უფრო საგანგაშოა… ჰოდა, ახლა ეს მინდა გითხრათ… ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო, ვისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ, ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს და პირობაც ჩამოართვეს, თუ იგივეს გაიმეორებს, დაისჯება უზიარებლობით…

სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს და არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს, ამ სიას გადავცემ ე.წ. ზნეობრივ კომისიას, იმედია გამოიჩენენ ჰუმანიზმს და მათ შუამავლობით ბოდიშსაც მომიხდიან…. ნუ, აქვე გეტყვით, რომ კომიკურია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე…

ჰოდა, ეს ტენდენციური, სუბიექტური და შერჩევითი მიდგომები მაგიჟებს… აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის მთავარი ღირებულება… ჩემთვის ეს არის დასჯა, როცა ჩემს პრინციპებს საფრთხე ემუქრება…. მის გარეშე უფრო ვარ დასჯილი… ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ!" - წერს პეტრე კვარაცხელია.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში გუშინ საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა მამა პეტრე კვარაცხელიას საქმე.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: