კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრენლანდია კიდევ უფრო გამწვანდა - რამ გამოიწვია ეს და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები?
გრენლანდია კიდევ უფრო გამწვანდა - რამ გამოიწვია ეს და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები?

სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც სამ­შა­ბათს ჟურ­ნალ Scientific Reports-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ვი­გებთ, რომ გრენ­ლან­დი­ის ყი­ნუ­ლის უზარ­მა­ზა­რი ნა­წი­ლი გალღვა, რა­მაც ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გამ­წვა­ნე­ბას შე­უ­წყო ხელი. თა­ვის­თა­ვად, ეს ზღვის დო­ნის აწე­ვას, ლან­დშაფ­ტის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას და სა­სათ­ბუ­რე ემი­სი­ე­ბის გაზ­რდის საფრ­თხე­საც წარ­მოქ­მნის.

  • მეც­ნი­ე­რებ­მა გრენ­ლან­დი­ის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი სა­ფა­რის ლღო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა 1980-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყეს. ამ კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ერთ დროს მოყი­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ახლა შიშ­ველ­მა კლდე­ებ­მა, ჭა­ო­ბებ­მა და მწვა­ნე სა­ფარ­მა შეც­ვა­ლა.

სა­ტე­ლი­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო სამი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გრენ­ლან­დი­ის ყი­ნუ­ლი­სა და მყინ­ვა­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 11 000 კვად­რა­ტუ­ლი მილი გად­ნა, რაც ფარ­თო­ბით ალ­ბა­ნეთს უტოლ­დე­ბა. ყი­ნუ­ლის გალ­ღო­ბის გამო, გრენ­ლან­დი­ის მწვა­ნე სა­ფარ­მა 33,774 კვად­რა­ტუ­ლი მი­ლით მო­ი­მა­ტა, რაც ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა კვლე­ვის და­წყე­ბის დროს არ­სე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. კვლე­ვა­ში ისიც გა­მოჩ­ნდა, რომ გრენ­ლან­დი­ა­ში იმ ჭა­ო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც მე­თა­ნის ემი­სი­ე­ბის წყა­როა, ბოლო წლებ­ში თით­ქმის გა­ო­თხმაგ­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყი­ნუ­ლის დნო­ბა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის დათ­ბო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. გრენ­ლან­დი­ა­ში, 1979-2000 წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 2007-2012 წლებ­ში 3 გრა­დუ­სით არის მო­მა­ტე­ბუ­ლი. დას­კვნე­ბის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ნიშ­ნე­ბი, რომ მცე­ნა­რე­უ­ლო­ბის მომ­რავ­ლე­ბა ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის კი­დევ უფრო შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს.

ყა­ვის­ფე­რი ნა­ლე­ქი გრენ­ლან­დი­ა­ში

ლიდსის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­მა და კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტორ­მა ჯო­ნა­თან კა­რი­ვიკ­მა ჟურ­ნალ Scientific Reports-თან გა­ნა­ცხა­და: "ჩვენ ვნა­ხეთ იმის ნიშ­ნე­ბი, რომ ყი­ნუ­ლის და­კარ­გვა სხვა რე­აქ­ცი­ებ­საც იწ­ვევს, რაც თა­ვის მხრივ მეტი ყი­ნუ­ლის გად­ნო­ბას და გრენ­ლან­დი­ის კი­დევ უფრო გამ­წვა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ამავდრო­უ­ლად, ყი­ნუ­ლის დნო­ბის შე­დე­გად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი წყა­ლი ჭა­ო­ბებს წარ­მოქ­მნის".

კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დოქ­ტო­რი მა­იკლ გრა­იმ­სი კი ამ­ბობს: "ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კრი­ტი­კუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­მელ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­არ­სე­ბო ნა­დი­რო­ბის პრაქ­ტი­კა ამ დე­ლი­კა­ტუ­რი ეკო­სის­ტე­მე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ეყ­რდნო­ბა. უფრო მე­ტიც, გრენ­ლან­დი­ა­ში ყი­ნუ­ლის მა­სის და­კარ­გვამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ზღვის დო­ნის გლო­ბა­ლურ აწე­ვა­ში, რაც ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს".

მკვლე­ვა­რებ­მა თა­ვი­ან­თი დას­კვნე­ბი იმის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ გრენ­ლან­დი­ის ის სა­ვა­რა­უ­დო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ამო­ეც­ნოთ, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში "შე­სამ­ჩნევ და დაჩ­ქა­რე­ბულ" ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დი­ან, რათა სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნაგ­რძონ.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიტო
0

რატომ უკვირთ გრენლანდიის "გამწვანება"? კუნძულის სახელწოდება მიანიშნებს რომ, აღმოჩენისას ეს კუნძული ბალახის მწვანე საფარ ქვეშ იყო და შემდეგ დაიფარა თოვლით.

ხალხი
2

ხალხს ნუ აგიჟებთ! დიდი გამყინვარების შემდგომ პერიოდში ვართ და ყინულის დნობა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ციკლი 50 000-80 000წლებში მეორდება

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გრენლანდია კიდევ უფრო გამწვანდა - რამ გამოიწვია ეს და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები?

გრენლანდია კიდევ უფრო გამწვანდა - რამ გამოიწვია ეს და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები?

სამეცნიერო კვლევის მიხედვით, რომელიც სამშაბათს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, ვიგებთ, რომ გრენლანდიის ყინულის უზარმაზარი ნაწილი გალღვა, რამაც ამ ტერიტორიების გამწვანებას შეუწყო ხელი. თავისთავად, ეს ზღვის დონის აწევას, ლანდშაფტის არასტაბილურობას და სასათბურე ემისიების გაზრდის საფრთხესაც წარმოქმნის.

  • მეცნიერებმა გრენლანდიის ყინულოვანი საფარის ლღობაზე დაკვირვება 1980-იანი წლებიდან დაიწყეს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ერთ დროს მოყინული ტერიტორიები ახლა შიშველმა კლდეებმა, ჭაობებმა და მწვანე საფარმა შეცვალა.

სატელიტური ჩანაწერების მიხედვით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, გრენლანდიის ყინულისა და მყინვარების დაახლოებით 11 000 კვადრატული მილი გადნა, რაც ფართობით ალბანეთს უტოლდება. ყინულის გალღობის გამო, გრენლანდიის მწვანე საფარმა 33,774 კვადრატული მილით მოიმატა, რაც ორჯერ აღემატება კვლევის დაწყების დროს არსებული მცენარეების რაოდენობას. კვლევაში ისიც გამოჩნდა, რომ გრენლანდიაში იმ ჭაობების რაოდენობა, რომლებიც მეთანის ემისიების წყაროა, ბოლო წლებში თითქმის გაოთხმაგდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყინულის დნობა ჰაერის ტემპერატურის დათბობითაა გამოწვეული. გრენლანდიაში, 1979-2000 წლებისგან განსხვავებით, ჰაერის ტემპერატურა 2007-2012 წლებში 3 გრადუსით არის მომატებული. დასკვნების მიხედვით, არსებობს ნიშნები, რომ მცენარეულობის მომრავლება ყინულის საფარის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს.

ყავისფერი ნალექი გრენლანდიაში

ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა ჯონათან კარივიკმა ჟურნალ Scientific Reports-თან განაცხადა: "ჩვენ ვნახეთ იმის ნიშნები, რომ ყინულის დაკარგვა სხვა რეაქციებსაც იწვევს, რაც თავის მხრივ მეტი ყინულის გადნობას და გრენლანდიის კიდევ უფრო გამწვანებას გამოიწვევს. ამავდროულად, ყინულის დნობის შედეგად გამოთავისუფლებული წყალი ჭაობებს წარმოქმნის".

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი მაიკლ გრაიმსი კი ამბობს: "ეს ცვლილებები კრიტიკულია, განსაკუთრებით იმ ძირძველი მოსახლეობისთვის, რომელთა ტრადიციული საარსებო ნადირობის პრაქტიკა ამ დელიკატური ეკოსისტემების სტაბილურობას ეყრდნობა. უფრო მეტიც, გრენლანდიაში ყინულის მასის დაკარგვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზღვის დონის გლობალურ აწევაში, რაც ახლაც და მომავალშიც ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს".

მკვლევარებმა თავიანთი დასკვნები იმისთვის გამოიყენეს, რომ გრენლანდიის ის სავარაუდო ტერიტორიები ამოეცნოთ, რომლებიც მომავალში "შესამჩნევ და დაჩქარებულ" ცვლილებებს განიცდიან, რათა სიტუაციის მონიტორინგი განაგრძონ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა