პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოვეგლია - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელსაც "მოჩვენებების კუნძულს" და "გზააბნეულ სულთა" თავშესაფარსაც უწოდებენ
პოვეგლია - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელსაც "მოჩვენებების კუნძულს" და "გზააბნეულ სულთა" თავშესაფარსაც უწოდებენ

2014 წლის აპ­რილ­ში იტა­ლი­ის სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­ა­ცხა­და ვე­ნე­ცი­ის ლა­გუ­ნა­ში მდე­ბა­რე და­უ­სახ­ლე­ბე­ლი კუნ­ძუ­ლის ონ­ლა­ინ აუქ­ცი­ო­ნი, გა­მარ­ჯვე­ბულს კუნ­ძუ­ლი გა­და­ე­ცე­მო­და 99-წლი­ა­ნი იჯა­რით. ამ­გვა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­ე­ხო იტა­ლი­ის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ რიგ ის­ტო­რი­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს. ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის და­სა­ფა­რად უნდა წა­სუ­ლი­ყო.

ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­შიშ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა, ნამ­დვი­ლი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც გა­ი­მარ­ჯვა იტა­ლი­ელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა, 2015 წლი­დან ვე­ნე­ცი­ის მერ­მა ლუ­ი­ჯი ბრუ­ნა­რომ.

იმ­ჟა­მად მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობ­და, რომ ზუს­ტად არ ჰქონ­დათ გა­წე­რი­ლი გეგ­მა, რას გა­ა­კე­თებ­დნენ პა­ტა­რა, და­უ­სახ­ლე­ბელ კუნ­ძულ­ზე. ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ბობ­და, რომ სურ­და მას რა­ი­მე სა­ხის სა­ჯა­რო გა­მო­ყე­ნე­ბა ჰქო­ნო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად აპი­რებ­და, კუნ­ძულ­ზე მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის აღ­დგე­ნას, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 16,25 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი დაჯ­დე­ბო­და, თუმ­ცა გა­და­ი­ფიქ­რა..

მისი სა­ხე­ლია პო­ვეგლია (Poveglia) რო­მელ­საც მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის კუნ­ძულ­საც უწო­დე­ბენ. ის ყო­ველ­თვის და­უ­სახ­ლე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სნე­ულ­თა და მო­მაკ­ვდავ­თა ად­გილ­სამ­ყოფ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და.

კუნ­ძუ­ლი პირ­ვე­ლად 421 წელს ჩნდე­ბა ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, პა­დუ­ა­სა და ეს­ტეს მცხოვ­რებ­ნი გა­და­სახ­ლდნენ კუნ­ძულ­ზე, რათა თავი და­ეხ­სნათ ბარ­ბა­როს­თა თავ­დას­ხმე­ბის­გან. ამის შემ­დეგ კუნ­ძუ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა თან­და­თან იზ­რდე­ბო­და.

1379 წელს გე­ნუ­ის ფლოტ­მა და­ი­წყო შე­ტე­ვა ვე­ნე­ცი­ის გა­ფან­ტულ და­სახ­ლე­ბებ­ზე. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო კუნ­ძუ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ მისი და­ტო­ვე­ბა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ის უკაც­რი­ე­ლად იქცა.

1448 წელს ვე­ნე­ცი­ა­ში შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქა, კუნ­ძუ­ლი გა­და­ე­ცა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და იქცა სა­კა­რან­ტი­ნო ად­გი­ლად, სა­დაც მო­მაკ­ვდავ და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აგ­ზავ­ნიდ­ნენ. კუნ­ძუ­ლის ცენ­ტრში კი უკვე გარ­დაც­ვლი­ლებს უზარ­მა­ზარ კო­ცონ­ზე წვავ­დნენ. იგი­ვე ფუნ­ქცია შე­ი­ძი­ნა კუნ­ძულ­მა 1630 წელ­საც, რო­დე­საც შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ამ კვლავ იფეთ­ქა. ერთხანს კუნ­ძულს თავ­დაც­ვის ფუნ­ქცია მი­ე­ნი­ჭა, მის სამ­ხრე­თით ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნეს კი­დევ უფრო პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლი, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ნე­ცი­ის თავ­დაც­ვის ფორ­პოს­ტი იყო.

სწო­რედ აქე­დან იღებს სა­თა­ვეს სა­ში­ში და შემ­ზა­რა­ვი ლე­გენ­დე­ბი, რო­მე­ლიც კუნ­ძულს იდუ­მა­ლე­ბის სა­ბურ­ველ­ში ხვევს.

მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში კუნ­ძუ­ლი კვლავ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც სა­კა­რან­ტი­ნო ად­გი­ლი.

1922 წელს კი იქ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი გა­და­კეთ­და სუ­ლით ავად­მყოფ­თა თავ­შე­საფ­რად. ასე გაგ­რძელ­და 1968 წლამ­დე, ვიდ­რე იქ ყვე­ლა­ფე­რი არ და­ი­ხუ­რა და კუნ­ძუ­ლი სა­ბო­ლო­ოდ არ გა­უ­და­ბურ­და.

ამ­ჟა­მად კუნ­ძუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლია. იყო მცდე­ლო­ბე­ბი, რომ კუნ­ძუ­ლი აღედ­გი­ნათ და მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­ე­წყოთ, თუმ­ცა პრო­ექ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­ჩერ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­გენ­დებს, პო­ვეგლი­ა­ზე ამ­ბო­ბენ, რომ მისი ნი­ა­და­გის დიდი ნა­წი­ლი 160 000 ცხედ­რის ნაშ­თით არის სავ­სე. მას ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ "გზა­აბ­ნე­ულ სულ­თა თავ­შე­საფ­რად". სხვა ის­ტო­რი­ე­ბი შე­ე­ხე­ბა შეშ­ლილ ექიმს, რო­მე­ლიც ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­და თა­ვის პა­ცი­ენ­ტებ­ზე, რო­დე­საც კუნ­ძულ­ზე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო გა­იხ­სნა. ამ­ბო­ბენ, რომ მან აწა­მა და მოკ­ლა მრა­ვა­ლი პა­ცი­ენ­ტი. ამ კუნ­ძულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს სხვა პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბიც.

1930 წელს კუნ­ძულ­ზე მოხ­და ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა - ექი­მი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­და პა­ცი­ენ­ტებ­ზე, უტა­რებ­და მათ ლო­ბო­ტო­მი­ას და ა.შ. გად­მოხ­ტა კოშ­კის სამ­რეკ­ლო­დან, ამ­ტკი­ცებ­და რა, რომ მოჩ­ვე­ნე­ბებ­მა ის გა­ა­გი­ჟეს. ექი­მი მომ­ხდა­რი­დან მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, თით­ქოს კუნ­ძულ­ზე ღამ­ღა­მო­ბით დღე­საც ის­მის კოშ­კზე არ­სე­ბუ­ლი ზა­რის ხმა, თუმ­ცა არც კოშ­კი და არც ზარი დიდი ხა­ნია პო­ვეგლი­ა­ზე აღარ არ­სე­ბობს... დრო­დად­რო მის სი­ახ­ლო­ვეს სა­ნა­პი­რო დაც­ვის კა­ტარ­ღე­ბი თუ ჩა­ივ­ლი­ან, რომ­ლე­ბიც თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ პო­ვეგლი­ას და იცა­ვენ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ტუ­რის­ტე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ რო­გორ­მე მოხ­ვდნენ უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე...

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
1

პოველია და არა პოვეგლია!

ნია
6

რა საინტერესო სტატიაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პოვეგლია - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელსაც "მოჩვენებების კუნძულს" და "გზააბნეულ სულთა" თავშესაფარსაც უწოდებენ

პოვეგლია - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელსაც "მოჩვენებების კუნძულს" და "გზააბნეულ სულთა" თავშესაფარსაც უწოდებენ

2014 წლის აპრილში იტალიის სახელმწიფომ გამოაცხადა ვენეციის ლაგუნაში მდებარე დაუსახლებელი კუნძულის ონლაინ აუქციონი, გამარჯვებულს კუნძული გადაეცემოდა 99-წლიანი იჯარით. ამგვარი ინიციატივა შეეხო იტალიის სხვადასხვა რეგიონში არსებულ რიგ ისტორიულ ტერიტორიებს. ამ პროცესის შედეგად შემოსული თანხა კი სახელმწიფო ვალის დასაფარად უნდა წასულიყო.

ბევრისთვის მოულოდნელად, პატარა კუნძულისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ ადგილად მიიჩნევა, ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა იტალიელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა, 2015 წლიდან ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ.

იმჟამად მისი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ზუსტად არ ჰქონდათ გაწერილი გეგმა, რას გააკეთებდნენ პატარა, დაუსახლებელ კუნძულზე. ბიზნესმენი ამბობდა, რომ სურდა მას რაიმე სახის საჯარო გამოყენება ჰქონოდა. თავდაპირველად აპირებდა, კუნძულზე მიტოვებული შენობების აღდგენას, რაც დაახლოებით 16,25 მილიონი ფუნტი დაჯდებოდა, თუმცა გადაიფიქრა..

მისი სახელია პოვეგლია (Poveglia) რომელსაც მოჩვენებების კუნძულსაც უწოდებენ. ის ყოველთვის დაუსახლებელი არ ყოფილა და საუკუნეების განმავლობაში სნეულთა და მომაკვდავთა ადგილსამყოფლად მიიჩნეოდა.

კუნძული პირველად 421 წელს ჩნდება ისტორიულ წყაროებში, რომელთა თანახმადაც, პადუასა და ესტეს მცხოვრებნი გადასახლდნენ კუნძულზე, რათა თავი დაეხსნათ ბარბაროსთა თავდასხმებისგან. ამის შემდეგ კუნძულის მოსახლეობა თანდათან იზრდებოდა.

1379 წელს გენუის ფლოტმა დაიწყო შეტევა ვენეციის გაფანტულ დასახლებებზე. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო კუნძულის მოსახლეობამ მისი დატოვება, რამდენიმე წელიწადში ის უკაცრიელად იქცა.

1448 წელს ვენეციაში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, კუნძული გადაეცა ჯანდაცვის სისტემას და იქცა საკარანტინო ადგილად, სადაც მომაკვდავ და დაინფიცირებულ ადამიანებს აგზავნიდნენ. კუნძულის ცენტრში კი უკვე გარდაცვლილებს უზარმაზარ კოცონზე წვავდნენ. იგივე ფუნქცია შეიძინა კუნძულმა 1630 წელსაც, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიამ კვლავ იფეთქა. ერთხანს კუნძულს თავდაცვის ფუნქცია მიენიჭა, მის სამხრეთით ხელოვნურად შექმნეს კიდევ უფრო პატარა კუნძული, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ვენეციის თავდაცვის ფორპოსტი იყო.

სწორედ აქედან იღებს სათავეს საშიში და შემზარავი ლეგენდები, რომელიც კუნძულს იდუმალების საბურველში ხვევს.

მე-20 საუკუნეში კუნძული კვლავ გამოიყენებოდა, როგორც საკარანტინო ადგილი.

1922 წელს კი იქ არსებული შენობები გადაკეთდა სულით ავადმყოფთა თავშესაფრად. ასე გაგრძელდა 1968 წლამდე, ვიდრე იქ ყველაფერი არ დაიხურა და კუნძული საბოლოოდ არ გაუდაბურდა.

ამჟამად კუნძული ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის დახურულია. იყო მცდელობები, რომ კუნძული აღედგინათ და მშენებლობები დაეწყოთ, თუმცა პროექტები სხვადასხვა მიზეზით გაჩერდა.

რაც შეეხება ლეგენდებს, პოვეგლიაზე ამბობენ, რომ მისი ნიადაგის დიდი ნაწილი 160 000 ცხედრის ნაშთით არის სავსე. მას ასევე მოიხსენიებენ "გზააბნეულ სულთა თავშესაფრად". სხვა ისტორიები შეეხება შეშლილ ექიმს, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებდა თავის პაციენტებზე, როდესაც კუნძულზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. ამბობენ, რომ მან აწამა და მოკლა მრავალი პაციენტი. ამ კუნძულთან დაკავშირებით არსებობს სხვა პარანორმალური ისტორიებიც.

1930 წელს კუნძულზე მოხდა ერთი გახმაურებული შემთხვევა - ექიმი, რომელიც, სავარაუდოდ, ექსპერიმენტს ატარებდა პაციენტებზე, უტარებდა მათ ლობოტომიას და ა.შ. გადმოხტა კოშკის სამრეკლოდან, ამტკიცებდა რა, რომ მოჩვენებებმა ის გააგიჟეს. ექიმი მომხდარიდან მოგვიანებით გარდაიცვალა.

ლეგენდის თანახმად, თითქოს კუნძულზე ღამღამობით დღესაც ისმის კოშკზე არსებული ზარის ხმა, თუმცა არც კოშკი და არც ზარი დიდი ხანია პოვეგლიაზე აღარ არსებობს... დროდადრო მის სიახლოვეს სანაპირო დაცვის კატარღები თუ ჩაივლიან, რომლებიც თვალყურს ადევნებენ პოვეგლიას და იცავენ ცნობისმოყვარე ტურისტებისგან, რომლებიც ცდილობენ როგორმე მოხვდნენ უკაცრიელ კუნძულზე...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი