ჰოლანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, დრის ვან აგტი და მისი მეუღლე ეუგენია 93 წლის ასაკში ევთანაზიით გარდაიცვალნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყვილი გასულ ორშაბათს განესვენა.
წყვილის ევთანაზია, იგივე "დუო ევთანაზია" ნიდერლანდებში მზარდი ტენდენცია ხდება. წყვილების ევთანაზია პირველად აქ 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც 26 ადამიანს მიენიჭა თავიანთ პარტნიორებთან ერთად ევთანაზიის უფლება. ევთანაზიის მსურველ წყვილთა რიცხვი ბოლო წლებია უფრო და უფრო იზრდება და 2022 წელს მან 58-ს მიაღწია.
ჰოლანდიური მედიის ცნობით, ვან აგტი კათოლიკე იყო, თუმცა ის და მისი მეუღლე, რომელთანაც მან 70 წელი დაჰყო, გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად იღებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მძიმედ იყო ავად და სწორედ ამ მიზეზით შეიტანეს ევთანაზიაზე განაცხადი. მეუღლეებმა გადაწყვიტეს ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და ცხოვრებიდან "ხელიხელჩაკიდებული" წასულიყვნენ.
ევთანაზია ნიდერლანდებში 2002 წლიდან გახდა კანონიერი და უმეტეს შემთხვევაში მას ოჯახის ექიმები ატარებენ.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ბევრ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. ზოგი დაავადების დროს ისეთი გაუსაძლისი ტკივილებით აქვს ადამიანს, თან გამოჯანმრთელებაც არ დგება, ასევე ძალიან მძიმე დეპრესიების დროს. როცა არც მაშინ დგება უკეთესობა. მოხუცებულობის დროსაც, როცა ადამიანს აღარ აქვს თავის მოვლის საშუალება. რა თქმა უნდა ეს პირადი არჩევანია. ბევრს ეთიკურობიდან, ან რელიგიური მხრიდანაც პრობლემად შეიძლება მიაჩნდეს. ძირითადად იყენებენ მდიდარ, დემოკრატიულ ქვეყნებში. ისიც დიდი ფულის საფასურად ან სპეციალური სამედიცინო დაზღვევით. ღარიბ ქვეყნებში ჯანმრთელიც უპატრონობაში კვდება, მითუმეტეს ღარიბი. ამიტომ ეუთანაზია ჯერ არ დგას დღის წესრიგში.
ბევრი მორფი?