პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფალი გვასწავლის, რომ საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება" - მეუფე შიო
"უფალი გვასწავლის, რომ საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება" - მეუფე შიო

უფა­ლი გვას­წავ­ლის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. ეს არის სინ­დი­სი, ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­მო­წყა­ლე­ბა, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იუ­რი­დი­უ­ლად მარ­თა­ლი იყოს, მაგ­რამ სინ­დის­თან მი­მარ­თე­ბით ძა­ლი­ან სცო­დავ­დეს - უფა­ლი სწო­რედ, ამი­ტომ მობ­რძან­და დე­და­მი­წა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში ეს სინ­დი­სი აღ­ზარ­დოს, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) სულთმო­ფე­ნო­ბი­დან 36-ე კვი­რას ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მიტ­რო­პო­ლი­ტის თქმით, სწო­რედ ამა­ში მდგო­მა­რე­ობს ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბაც, მაგ­რამ ამას, რომ მი­ვაღ­წი­ოთ უნდა გვინ­დო­დეს უფ­ლის და­ნახ­ვა და არა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბის გამ­რავ­ლე­ბის და­ნახ­ვა, რაც არის მხო­ლოდ წუ­თი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი.

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დიდი მარ­ხვის მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის იკი­თხე­ბა ზაქე მეზ­ვე­რის შე­სა­ხებ ეპი­ზო­დი სა­ხა­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც დღეს წა­კი­თხუ­ლი იყო ჩვენს ტა­ძარ­ში.

ამ ადა­მი­ანს წმინ­და ეკ­ლე­სია წარ­მოგ­ვიდ­გენს, რო­გორც ღმერ­თის­კენ სწრაფ­ვის მა­გა­ლითს და გვას­წავ­ლის, რომ აი, რო­გორც ზაქე მი­ის­წრა­ფო­და მა­ცხოვ­რის და­ნახ­ვის­კენ, მას­თან შეხ­ვედ­რის­კენ, ასე­ვე ჩვენც უნდა ვის­წრა­ფო­დეთ უფალ­თან შეხ­ვედ­რი­სა და მისი და­ნახ­ვის­კენ.

წმინ­და სა­ხა­რე­ბა მოგ­ვი­თხრობს, რომ უფა­ლი იესო ქრის­ტე შე­დის ქა­ლაქ იე­რი­ქონ­ში, სა­დაც იყო ეს ადა­მი­ა­ნი, სა­ხე­ლად ზაქე, მდი­და­რი, მე­ბა­ჟე­თა უფ­რო­სი ("მე­ბა­ჟე" ნიშ­ნავს გა­და­სა­ხა­დე­ბის ამ­კრეფს). რო­მის იმ­პე­რი­ა­ში ისე იყო და­წე­სე­ბუ­ლი, ისე­თი კა­ნო­ნე­ბი იყო, რომ ეს მე­ბა­ჟე­ე­ბი ყვე­ლა­ნი მდიდ­რე­ბი იყ­ვნენ ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამო, ვი­ნა­ი­დან, რო­დე­საც გა­დამ­ხდე­ლი ვერ იხ­დი­და თან­ხას, მა­შინ მე­ბა­ჟეს უნდა გა­და­ე­ხა­და მის ნაც­ვლად, მაგ­რამ შემ­დეგ უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ამ გა­დამ­ხდე­ლის­თვის ოთხმა­გი თან­ხა გა­მო­ერ­თმია. თუ ამ ფულ­საც ვერ იხ­დი­და ადა­მი­ა­ნი, ამ ოთხჯერ მეტს, შემ­დეგ მას აპა­ტიმ­რებ­დნენ, სა­ნამ არ გა­და­იხ­დი­და, ჰყავ­დათ ცი­ხე­ში, ან კი­დევ მო­ნად ყიდ­დნენ. ამი­ტომ ეს მე­ბა­ჟე­ე­ბი ძა­ლი­ან მალე მდიდ­რდე­ბოდ­ნენ.

და აი, ამ ზა­ქემ ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მა იესო ქრის­ტეს ხილ­ვა, და­ნახ­ვა მისი, მაგ­რამ იმ­დე­ნად ტან­და­ბა­ლი იყო, რომ ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო, ამას ვერ ახერ­ხებ­და. ამი­ტომ მან გა­ა­კე­თა ის, რაც იყო გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი: მას იმ­დე­ნად უნ­დო­და მა­ცხოვ­რის და­ნახ­ვა, რომ ყვე­ლა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის თვალ­წინ, რო­გორც პა­ტა­რა ბიჭი, ისე ავი­და ხეზე, დაძ­ლია თა­ვი­სი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, იგი აღარ და­ე­ძებ­და იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა ამის გამო და­ე­ცი­ნათ მის­თვის, ოღონ­დაც ქრის­ტე და­ე­ნა­ხა. რა თქმა უნდა, ამ საქ­ცი­ელ­მა და მის­მა ასეთ­მა სურ­ვილ­მა მი­ი­პყრო მა­ცხოვ­რის ყუ­რა­დღე­ბა. უფა­ლი შე­ჩერ­და, მო­უხ­მო მას თა­ვის­თან და შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად ამ ხალ­ხის რის­ხვი­სა (იმი­ტომ, რომ მეზ­ვე­რე­ე­ბი ძა­ლი­ან არ უყ­ვარ­და ხალ­ხს იმის გამო, რაც გი­თხა­რით), მის სახ­ლშიც კი მი­ვი­და.

და აი, ამ ზა­ქე­ზე იმ­დე­ნად იმოქ­მე­და მა­ცხოვ­რის სიყ­ვა­რულ­მა, გულ­მო­წყა­ლე­ბამ, რომ მის სულ­ში მოხ­და ის, რა­საც ეწო­დე­ბა სი­ნა­ნუ­ლი. მან უთხრა იესო ქრის­ტეს: "მე აქამ­დე ცოდ­ვი­ლი კაცი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დღე­ი­დან მინ­და, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ვას­წო­რო. ჯერ ჩემი ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვარს ღა­რი­ბებს და­ვუ­რი­გებ და თუ ვინ­მეს ვა­წყე­ნი­ნე, ოთხმა­გად ავუ­ნა­ზღა­უ­რებ“ .

აი, ასე მოხ­და ამ კა­ცის ფე­რის­ცვა­ლე­ბა და ამი­ტომ უფა­ლი იესო ქრის­ტე მას ეტყვის: "დღეს მო­ევ­ლი­ნა ხსნა ამ სახ­ლს“. რა თქმა უნდა, უფალ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ასე­თი აზრი ზა­ქეს მხო­ლოდ სუ­ლიწ­მი­დის­გან შე­იძ­ლე­ბა მოს­ვლო­და, ანუ მხო­ლოდ ღმერ­თმა ჩა­ა­გო­ნა მას, რომ შე­იძ­ლე­ბა ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი და­ა­რი­გოს გლა­ხა­კებ­ში, იმი­ტომ რომ მას მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ღა­რი­ბე­ბა­ში მი­უ­ძღო­და ბრა­ლი, ხოლო ვინ­მეს თუ აწყე­ნი­ნა, ოთხმა­გად აუ­ნა­ზღა­უ­როს. ეს რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ამათ, ე.ი. ვი­საც აწყე­ნი­ნა, არც კი ახ­სოვ­დეთ შემ­დგომ­ში, რომ ვი­ღა­ცა მე­ბა­ჟემ ისი­ნი გაყ­ვლი­ფა. თუმ­ცა­ღა, გაყ­ვლი­ფა იმ­ჟა­მინ­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით; ანუ ამ უსინ­დი­სო­ბას ად­გი­ლი ჰქონ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის გა­რე­შე.

და აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ღმერ­თის მსჯავ­რი და კა­ნო­ნე­ბი სულ სხვა­ნა­ი­რია. უფა­ლი გვას­წავ­ლის, რომ ამ ქვეყ­ნად სა­ე­რო კა­ნო­ნებ­ზე ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. ეს არის სინ­დი­სი, ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­მო­წყა­ლე­ბა.

ზა­ქეს მა­გა­ლით­ზე მშვე­ნივ­რად ჩანს, რომ ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იუ­რი­დი­უ­ლად მარ­თა­ლი იყოს, მაგ­რამ სინ­დის­თან მი­მარ­თე­ბით ძა­ლი­ან სცო­დავ­დეს; მაგ­რამ ეს რომ გა­ი­გოს ადა­მი­ან­მა, ამის­თვის ეს სინ­დი­სი უნდა ჰქონ­დეს. აი, უფა­ლი სწო­რედ ამი­ტომ მობ­რძან­და დე­და­მი­წა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში ეს სინ­დი­სი აღ­ზარ­დოს. ზა­ქე­ში ამ სინ­დის­მა გა­იღ­ვი­ძა და იგი გახ­და ქრის­ტეს მო­წა­ფე და ხსნა მო­ევ­ლი­ნა მის ოჯახს.

რა­ტომ იყო შე­ტა­ნი­ლი ეს ამ­ბა­ვი სა­ხა­რე­ბა­ში? - იმი­ტომ, რომ დღემ­დე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა არ იცის, რას ნიშ­ნავს და რაში მდგო­მა­რე­ობს სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა. ის მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რაც ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს ამ სა­ხა­რე­ბი­დან - რომ ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად იც­ვლე­ბა, ის სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბა, ვიდ­რე იყო ქრის­ტეს­თან შეხ­ვედ­რამ­დე, ის ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც და­წე­რილ კა­ნო­ნებ­ზე მაღ­ლა დგას სინ­დი­სი, სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­მო­წყა­ლე­ბა. სწო­რედ, ამა­ში მდგო­მა­რე­ობს ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბაც, მაგ­რამ ჩვენ ამას რომ მი­ვაღ­წი­ოთ, ამის­თვის ზა­ქეს მსგავ­სად უნდა გვინ­დო­დეს უფ­ლის და­ნახ­ვა და არა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბის გამ­რავ­ლე­ბის და­ნახ­ვა, რაც არის მხო­ლოდ წუ­თი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი.

აი, ზა­ქემ მო­ინ­დო­მა მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბა და მი­ი­ღო კი­დეც. სწო­რედ, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მი­აღ­წია თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბის ფე­რის­ცვა­ლე­ბას, იმ­კვიდ­რე­ბენ სა­სუ­ფე­ველს ღვთი­სას, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!

დღეს ჩვენ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ვლო­ცა­ვავთ მარ­ტი­ნენ­კო­ე­ბის გვარს. ღმერ­თმა გამ­რავ­ლოთ, გა­გა­ხა­როთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტური სიმართლე.
4

 სინ­დი­სი, სიყ­ვა­რუ­ლი და გულ­მო­წყა­ლე­ბა,რომ ადამიანის ყველაზე დიდი ფასეულებაა ეს რათქმაუნდა დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ აქ უფალი არაფერ შუაშია,მითუმეტეს,რომ უფალი არ არსებობს და ის მოგონილია ხალხის სამართავად.

....
1

მერე ბიძიაა, კაზინოების ფულს რო იღებ და ხელი-ხელ გადახვეული ხართ, ამოიღე ხმაააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"უფალი გვასწავლის, რომ საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება" - მეუფე შიო

"უფალი გვასწავლის, რომ საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება" - მეუფე შიო

უფალი გვასწავლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება, ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს - უფალი სწორედ, ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 36-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ამას, რომ მივაღწიოთ უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ყოველთვის იკითხება ზაქე მეზვერის შესახებ ეპიზოდი სახარებიდან, რომელიც დღეს წაკითხული იყო ჩვენს ტაძარში.

ამ ადამიანს წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს, როგორც ღმერთისკენ სწრაფვის მაგალითს და გვასწავლის, რომ აი, როგორც ზაქე მიისწრაფოდა მაცხოვრის დანახვისკენ, მასთან შეხვედრისკენ, ასევე ჩვენც უნდა ვისწრაფოდეთ უფალთან შეხვედრისა და მისი დანახვისკენ.

წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ უფალი იესო ქრისტე შედის ქალაქ იერიქონში, სადაც იყო ეს ადამიანი, სახელად ზაქე, მდიდარი, მებაჟეთა უფროსი (,,მებაჟე" ნიშნავს გადასახადების ამკრეფს). რომის იმპერიაში ისე იყო დაწესებული, ისეთი კანონები იყო, რომ ეს მებაჟეები ყველანი მდიდრები იყვნენ ამ კანონმდებლობის გამო, ვინაიდან, როდესაც გადამხდელი ვერ იხდიდა თანხას, მაშინ მებაჟეს უნდა გადაეხადა მის ნაცვლად, მაგრამ შემდეგ უფლება ჰქონდა, ამ გადამხდელისთვის ოთხმაგი თანხა გამოერთმია. თუ ამ ფულსაც ვერ იხდიდა ადამიანი, ამ ოთხჯერ მეტს, შემდეგ მას აპატიმრებდნენ, სანამ არ გადაიხდიდა, ჰყავდათ ციხეში, ან კიდევ მონად ყიდდნენ. ამიტომ ეს მებაჟეები ძალიან მალე მდიდრდებოდნენ.

და აი, ამ ზაქემ ძალიან მოინდომა იესო ქრისტეს ხილვა, დანახვა მისი, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ხალხმრავლობის გამო, ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი: მას იმდენად უნდოდა მაცხოვრის დანახვა, რომ ყველა თანამოქალაქის თვალწინ, როგორც პატარა ბიჭი, ისე ავიდა ხეზე, დაძლია თავისი პატივმოყვარეობა, იგი აღარ დაეძებდა იმას, რომ შეიძლება ამის გამო დაეცინათ მისთვის, ოღონდაც ქრისტე დაენახა. რა თქმა უნდა, ამ საქციელმა და მისმა ასეთმა სურვილმა მიიპყრო მაცხოვრის ყურადღება. უფალი შეჩერდა, მოუხმო მას თავისთან და შემდეგ, მიუხედავად ამ ხალხის რისხვისა (იმიტომ, რომ მეზვერეები ძალიან არ უყვარდა ხალხს იმის გამო, რაც გითხარით), მის სახლშიც კი მივიდა.

და აი, ამ ზაქეზე იმდენად იმოქმედა მაცხოვრის სიყვარულმა, გულმოწყალებამ, რომ მის სულში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა იესო ქრისტეს: "მე აქამდე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ დღეიდან მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება გამოვასწორო. ჯერ ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ და თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხმაგად ავუნაზღაურებ“ .

აი, ასე მოხდა ამ კაცის ფერისცვალება და ამიტომ უფალი იესო ქრისტე მას ეტყვის: "დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს“. რა თქმა უნდა, უფალმა დაინახა, რომ ასეთი აზრი ზაქეს მხოლოდ სულიწმიდისგან შეიძლება მოსვლოდა, ანუ მხოლოდ ღმერთმა ჩააგონა მას, რომ შეიძლება ქონების ნახევარი დაარიგოს გლახაკებში, იმიტომ რომ მას მრავალი ადამიანის გაღარიბებაში მიუძღოდა ბრალი, ხოლო ვინმეს თუ აწყენინა, ოთხმაგად აუნაზღაუროს. ეს რატომ? - იმიტომ, რომ ამათ, ე.ი. ვისაც აწყენინა, არც კი ახსოვდეთ შემდგომში, რომ ვიღაცა მებაჟემ ისინი გაყვლიფა. თუმცაღა, გაყვლიფა იმჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით; ანუ ამ უსინდისობას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.

და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთის მსჯავრი და კანონები სულ სხვანაირია. უფალი გვასწავლის, რომ ამ ქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება.

ზაქეს მაგალითზე მშვენივრად ჩანს, რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს; მაგრამ ეს რომ გაიგოს ადამიანმა, ამისთვის ეს სინდისი უნდა ჰქონდეს. აი, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს. ზაქეში ამ სინდისმა გაიღვიძა და იგი გახდა ქრისტეს მოწაფე და ხსნა მოევლინა მის ოჯახს.

რატომ იყო შეტანილი ეს ამბავი სახარებაში? - იმიტომ, რომ დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა. ის მდგომარეობს იმაში, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ სახარებიდან - რომ ადამიანი სრულიად იცვლება, ის სხვანაირი ხდება, ვიდრე იყო ქრისტესთან შეხვედრამდე, ის ხდება ადამიანი, რომლისთვისაც დაწერილ კანონებზე მაღლა დგას სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება. სწორედ, ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ჩვენ ამას რომ მივაღწიოთ, ამისთვის ზაქეს მსგავსად უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული.

აი, ზაქემ მოინდომა მარადიული ნეტარება და მიიღო კიდეც. სწორედ, ასეთი ადამიანები, ვინც მიაღწია თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებენ სასუფეველს ღვთისას, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვლოცავავთ მარტინენკოების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მან.