სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი წყვილის ფოტო, რომელმაც სოცქსელები დაიპყრო - ვინ არის ქალი, რომელიც ფოტოზეა და რას ჰყვება მისი შვილი?
ულამაზესი წყვილის ფოტო, რომელმაც სოცქსელები დაიპყრო - ვინ არის ქალი, რომელიც ფოტოზეა და რას ჰყვება მისი შვილი?

ბოლო დღე­ე­ბია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და­ი­პყრო უც­ნო­ბი ულა­მა­ზე­სი ქალ-ვა­ჟის ძველ­მა ფო­ტომ, რო­მელ­საც პოს­ტიც ახ­ლდა:

"სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი წიგ­ნის ფურ­ცლებ­ში არ გა­ჩერ­და.

ფო­ტო­ის­ტო­რია, რო­მელ­მაც თვი­თონ გვი­პო­ვა და გვა­ი­ძუ­ლა თქვენ­თვის გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. სას­ტუმ­რო "და­დი­ა­ნი ინნ"-ის მფლო­ბე­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლია რეტ­რო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნით. ამ სუს­ხი­ან სა­ღა­მოს სა­ცა­ვი­დან გად­მო­ვა­ლა­გეთ ნივ­თე­ბი და ერთ-ერთ გაც­რე­ცილ წიგნ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ეს ფოტო, რო­მელ­მაც დრო­ში გა­დაგ­ვის­რო­ლა.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ფო­ტოს და­ხე­დო და უბ­რა­ლოდ გა­და­დო. რო­გო­რი კოხ­ტა, დახ­ვე­წი­ლი და ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. რო­გო­რი მოკ­რძა­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა მათ შო­რის. რაც უფრო დიდ­ხანს უყუ­რებ, მით უფრო გა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ იყ­ვნენ, რო­გორ უყ­ვარ­დათ, რო­გორ სე­ირ­ნობ­დნენ ზუგ­დი­დის ქუ­ჩებ­ში, რო­გორ უღი­მოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, რო­გორ გან­ვი­თარ­და მათი სიყ­ვა­რუ­ლი".

ცხა­დია, ეს ულა­მა­ზე­სი ფოტო გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. ვინ აღარ აზი­ა­რებ­და, გა­მოთ­ქვამ­და ვერ­სი­ებს, ვაჟი ალენ დე­ლონ­საც მი­ამ­სგავ­სეს (მარ­თლაც ჰგავს, ოღონდ ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, თვა­ლე­ბი­თა და გა­მო­ხედ­ვით სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბო­და)... ზოგს ფო­ტო­დან ქალი ეც­ნო­ბო­და, ზოგს - ვაჟი; ზო­გი­ერთს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ეგო­ნა, თუმ­ცა იმა­საც ამ­ბობ­დნენ, იმ­დე­ნად გვა­ნან ერ­თმა­ნეთს, შე­იძ­ლე­ბა და-ძმა არი­სო. სხვა­თა შო­რის, და-ძმის ვერ­სი­ას მეც ვემ­ხრო­ბი, რად­გან წყვი­ლი მარ­თლაც ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს.

რა თქმა უნდა, მეც გა­ვა­ზი­ა­რე ფოტო და... ჩემ­მა მო­ბი­ლურ­მაც მა­ლე­ვე და­რე­კა. ჩემი ყო­ფი­ლი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, შო­რე­ნა მა­ი­სუ­რა­ძე და დი­ლის მა­ხა­რობ­ლა­დაც იქცა - იგი იც­ნობ­და ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ქა­ლის შვილს - თა­მარ ჩა­ჩა­ვას.

ვიდ­რე მე ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერდს "ვსწავ­ლობ­დი“, შო­რე­ნამ მისი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რიც გა­მო­მიგ­ზავ­ნა და სას­წრა­ფოდ და­ვუ­რე­კე ფო­ტოს უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნის ქა­ლიშ­ვილს.

ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი ჩემი კო­ლე­გა აღ­მოჩ­ნდა, ჟურ­ნა­ლის­ტი. ძლი­ერ გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო დე­დის ამ ფო­ტოს აღ­მო­ჩე­ნით.

თა­მარ ჩა­ჩა­ვა:

- დღეს დიდი დღეა - "და­ვი­თო­ბა“ და მარ­თლაც სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი დამ­ხვდა, ჩემი ორი თა­ნა­კურ­სე­ლი მე­გობ­რის - მარო კირ­კი­ტა­ძი­სა და იზა რა­მიშ­ვი­ლის მიერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ჩემი დე­დი­კოს ახალ­გაზ­რდო­ბის ფოტო. ისიც გა­მი­ხარ­და, რომ რო­მე­ლი გვერ­დი­და­ნაც ჰქონ­დათ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, იქ დედა ლა­მაზ და მშვე­ნი­ერ უც­ნობ ქა­ლად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ფოტო უპო­ვი­ათ შემ­თხვე­ვით, ზუგ­დიდ­ში, ძველ წიგნ­ში ჩა­დე­ბუ­ლი.

დე­დის ფოტო ჩემ­თვის უკვე დიდი სა­ჩუ­ქა­რია, ავი­ღე და ვი­ჩუ­ქე. სხვა არა­ნა­ი­რი სა­ჩუ­ქა­რი მე არ მინ­და. გული მწყდე­ბა, რომ დე­დი­კო ცო­ცხა­ლი აღარ არის.

დედა - ლუ­ა­რა ალექ­სან­დრეს ასუ­ლი კო­ბა­ი­ძე, პრო­ფე­სი­ით იყო მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი. დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ვო­კა­ლუ­რი ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში მომ­ღერ­ლად ( იმ პე­რი­ოდ­ში დი­რი­ჟო­რე­ბი იყ­ვნენ ავ­თან­დილ ჩხენ­კე­ლი და ჯან­სუღ კა­ხი­ძე). დედა, ასე­ვე, იყო პე­და­გო­გი, ას­წავ­ლი­და სოლ­ფე­ჯი­ო­სა და ვო­კალს მა­შინ­დელ 102-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლას­თან არ­სე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში და იყო ლექ­ტო­რი - სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის ლექ­ცი­ებს უკი­თხავ­და სტუ­დენ­ტებს.

თბი­ლი­სე­ლებს ეხ­სო­მე­ბათ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იყო ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ა­ტე­ლიე, "ჟვა­ნი­ას ფოტო“, სა­დაც შუ­შის ვიტ­რი­ნა­ში, სხვა ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ფო­ტო­ებ­თან ერ­თად გა­მო­დე­ბუ­ლი იყო დე­და­ჩე­მის ფოტო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და იქ ჩავ­ლა. მარ­თლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. ხალ­ხი ქუ­ჩა­ში ჩერ­დე­ბო­და მის საც­ქერ­ლად. ხან­და­ხან უცხო­ებს დედა-შვი­ლი არც ვე­გო­ნეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა ძა­ლი­ან გვი­ან გა­თხოვ­და, გვი­ან და­ო­ჯახ­და, გა­რი­გე­ბით - მა­მა­ჩე­მი გა­უ­რი­გეს და ასე შექ­მნა ოჯა­ხი.

ბო­ლომ­დე ასე­თი ლა­მა­ზი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, უც­ვლე­ლი დარ­ჩა. არ ეზა­რე­ბო­და და ძა­ლი­ან უვ­ლი­და სა­ხის კანს, არ­ცერ­თი ნა­ო­ჭი არ ჰქონ­და სა­ხე­ზე. ასაკ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. 80 წლის ასაკ­შიც კი ულა­მა­ზე­სი იყო.

პორ­ტრე­ტის ფო­ტოც 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე გა­და­ი­ღო. დე­და­ნი ფე­რა­დი იყო და რომ გარ­და­იც­ვა­ლა, გა­დი­დე­ბი­სა და ჩარ­ჩო­ში ჩას­მის შემ­დეგ ასე­თი და­მახ­ვედ­რეს საფ­ლავ­ზე ასულს, სო­ფელ ჩი­რიკ­ში. მოვ­კი­დე ხელი და წა­მო­ვი­ღე სახ­ლში. სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქვს ჩემი დე­დი­კოს ბევ­რი ფოტო. მისი ფო­ტო­ე­ბი მაქვს ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, უხა­რის­ხო­ე­ბი - თუნ­დაც დე­და­ჩე­მის ფოტო შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან - ვანო და ილი­ას­თან ერ­თად.

დედა დაკ­რძა­ლუ­ლია მლე­თა-ფა­სა­ნა­ურ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სო­ფელ ჩი­რიკ­ში, კო­ბა­ი­ძე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლა­ო­ზე, ჩემი მა­მი­კოს გვერ­დით.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნდა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო დე­დათ­ქვე­ნის ფოტო ზუგ­დი­დის სას­ტუმ­რო­ში ან, თუნ­დაც, ზუგ­დიდ­ში და ხომ არ იცით, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გვერ­დით ჰყავს?

- დე­და­ჩე­მი ლუ­ა­რა წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან იყო, და­დი­ა­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი. მისი წი­ნა­პა­რი სა­მეგ­რე­ლო­დან კა­ხეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლა, კერ­ძოდ - თე­ლავ­ში და კა­ხე­ლე­ბი "მეგ­რელს“ ეძახ­დნენ. თე­ლავ­ში პა­პა­ჩე­მის სი­ცო­ცხლე­ში გვქონ­და დიდი, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი. ამ­ჟა­მად აღარ გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხულ მა­მა­კაცს, ცო­ტა­თი კი მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ... ის მა­მა­ჩე­მი არ არის, და არც ვიცი, ვინ არის. ეს ფოტო პირ­ვე­ლად ვნა­ხე. აქ დე­დაც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა და ის ვა­ჟიც.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას ასა­ხე­ლებ­დნენ: ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლია, ან და-ძმაო. მე რა­ტომ­ღაც და-ძმად უფრო აღ­ვიქ­ვამ, ისე ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც კი იყოს - რა გა­საკ­ვი­რია, ახალ­გაზ­რდა ქალ-ვაჟს ერ­თმა­ნე­თი ჰყვა­რე­ბო­და?

- სხვა­თა შო­რის, მსგავ­სე­ბამ მეც და­მა­ეჭ­ვა. დე­დის ძმას მე არ მოვსწრე­ბი­ვარ, თუმ­ცა ბე­ბი­ას­გან ვი­ცო­დი, რომ უფ­რო­სი ვაჟი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. დედა შუ­ა­თა­ნა იყო და კი­დევ და ჰყავ­და, უმ­ცრო­სი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ის ვაჟი მარ­თლაც დე­დის ძმაა, ასა­კით ასე 18-20 წლი­სას კი ჰგავს. ისე, თით­ქოს მარ­თლაც ზედ­გა­მოჭ­რი­ლე­ბი არი­ან, ისე ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს.

დე­დას­თვის კა­რი­ე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ამი­ტომ გვი­ან გა­თხოვ­და, 40 წლამ­დე იყო. მე რომ და­ვი­ბა­დე, ჩვე­ნებს ზუგ­დიდ­თან აღარც ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა. ზუგ­დი­დე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი­დან კი, ვი­საც ვიც­ნობ­დი, დიდი ხნის წა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ თბი­ლის­ში და უკვე გარ­დაც­ვლი­ლე­ბიც არი­ან.

დედა-შვი­ლი

1917 წლის რე­ვო­ლუ­ცია რომ მოხ­და, დე­და­ჩე­მის მამა უკვე თბი­ლის­ში იყო წა­მო­სუ­ლი. ერთი კი ვიცი, რომ პა­პა­ჩე­მი ალექ­სან­დრე და მისი ნა­თე­სა­ო­ბა მეგ­რე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მე ზუგ­დიდ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რო­მე­ლი­მე ნა­თე­სავ­მა წა­ი­ღო ეს ფოტო და ჩადო იმ წიგნ­ში, სა­დაც ახლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ხსოვ­ნა-არ­და­ვი­წყე­ბა ჩემი დე­დი­კოს სა­ხელს, ნა­თელ­ში იყოს მისი სული. იქ­ნებ ამ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ რო­მე­ლი­მე ასა­კო­ვან­მა ზუგ­დი­დელ­მა ამო­იც­ნოს კი­დეც ის ვაჟი და ამ ფო­ტოს სრუ­ლი ამ­ბა­ვიც მო­ვის­მი­ნოთ.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
3

მე ისეთი გამოძიების ჩატარება მომიწია ერთხელ, საკუთარი მამიდა მაჩვენებს დედამისის (ბებიაჩემის) ორ ფოტოს, ერთი მოსწავლეების და მეორე ასაკში, ვუყურებ არაფრით გვანან,მოსწავლის ფორმაში მიყურებს მსახიობის სილამაზის გოგონა,თან მეორე ადამიანი ჩამოჭრილია, მეც ავდექი და სურათი გადავუღე ჩამოჭრილ ფოტოს და თბილისში როგორც კი ჩამოვედი მამის მამიდაშვილს ვაჩვენე (მამა გარდაცვლილი მყავს 5 თვის ასაკში), საოცრება მოხდა უცბად, ამ ქალმა ალბომი გამოიტანა და ვხედავ ჩამოჭრილი ადამიანი სწორედ ეს ქალბატონია, მომატყუა საკუთარმა მამიდამ, მამიდაშვილის კლასელის სურათი გაასაღა ბებიაჩემის სურათად, ასეთებიც ხდება ცხოვრებაში

ჯიბო
4

და-ძმა,თანაც ტყუპები,მე ვიცნობდი ორივეს,სხვა სურათებიც მაქვს,მალე გამოვაქვეყნენ😄

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ულამაზესი წყვილის ფოტო, რომელმაც სოცქსელები დაიპყრო - ვინ არის ქალი, რომელიც ფოტოზეა და რას ჰყვება მისი შვილი?

ულამაზესი წყვილის ფოტო, რომელმაც სოცქსელები დაიპყრო - ვინ არის ქალი, რომელიც ფოტოზეა და რას ჰყვება მისი შვილი?

ბოლო დღეებია, სოციალური ქსელი დაიპყრო უცნობი ულამაზესი ქალ-ვაჟის ძველმა ფოტომ, რომელსაც პოსტიც ახლდა:

"სიყვარული, რომელიც ძველი წიგნის ფურცლებში არ გაჩერდა.

ფოტოისტორია, რომელმაც თვითონ გვიპოვა და გვაიძულა თქვენთვის გაგვეზიარებინა. სასტუმრო "დადიანი ინნ"-ის მფლობელი გატაცებულია რეტრო ნივთების შეძენით. ამ სუსხიან საღამოს საცავიდან გადმოვალაგეთ ნივთები და ერთ-ერთ გაცრეცილ წიგნში აღმოვაჩინეთ ეს ფოტო, რომელმაც დროში გადაგვისროლა.

შეუძლებელია ამ ფოტოს დახედო და უბრალოდ გადადო. როგორი კოხტა, დახვეწილი და ლამაზი ადამიანები არიან. როგორი მოკრძალება და ურთიერთპატივისცემაა მათ შორის. რაც უფრო დიდხანს უყურებ, მით უფრო გაინტერესებს, ვინ იყვნენ, როგორ უყვარდათ, როგორ სეირნობდნენ ზუგდიდის ქუჩებში, როგორ უღიმოდნენ ერთმანეთს, როგორ განვითარდა მათი სიყვარული".

ცხადია, ეს ულამაზესი ფოტო განხილვის საგნად იქცა. ვინ აღარ აზიარებდა, გამოთქვამდა ვერსიებს, ვაჟი ალენ დელონსაც მიამსგავსეს (მართლაც ჰგავს, ოღონდ ჩემი დაკვირვებით, თვალებითა და გამოხედვით სრულიად განსხვავდებოდა)... ზოგს ფოტოდან ქალი ეცნობოდა, ზოგს - ვაჟი; ზოგიერთს შეყვარებულები ეგონა, თუმცა იმასაც ამბობდნენ, იმდენად გვანან ერთმანეთს, შეიძლება და-ძმა არისო. სხვათა შორის, და-ძმის ვერსიას მეც ვემხრობი, რადგან წყვილი მართლაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, მეც გავაზიარე ფოტო და... ჩემმა მობილურმაც მალევე დარეკა. ჩემი ყოფილი რესპონდენტი აღმოჩნდა, შორენა მაისურაძე და დილის მახარობლადაც იქცა - იგი იცნობდა ფოტოზე გამოსახული ქალის შვილს - თამარ ჩაჩავას.

ვიდრე მე ქალბატონი თამარის "ფეისბუქის“ გვერდს "ვსწავლობდი“, შორენამ მისი მობილურის ნომერიც გამომიგზავნა და სასწრაფოდ დავურეკე ფოტოს უცნობი ქალბატონის ქალიშვილს.

ქალბატონი თამარი ჩემი კოლეგა აღმოჩნდა, ჟურნალისტი. ძლიერ გახარებული იყო დედის ამ ფოტოს აღმოჩენით.

თამარ ჩაჩავა:

- დღეს დიდი დღეა - "დავითობა“ და მართლაც საოცარი სიურპრიზი დამხვდა, ჩემი ორი თანაკურსელი მეგობრის - მარო კირკიტაძისა და იზა რამიშვილის მიერ გაზიარებული, ჩემი დედიკოს ახალგაზრდობის ფოტო. ისიც გამიხარდა, რომ რომელი გვერდიდანაც ჰქონდათ გაზიარებული, იქ დედა ლამაზ და მშვენიერ უცნობ ქალად იყო მოხსენიებული. ფოტო უპოვიათ შემთხვევით, ზუგდიდში, ძველ წიგნში ჩადებული.

დედის ფოტო ჩემთვის უკვე დიდი საჩუქარია, ავიღე და ვიჩუქე. სხვა არანაირი საჩუქარი მე არ მინდა. გული მწყდება, რომ დედიკო ცოცხალი აღარ არის.

დედა - ლუარა ალექსანდრეს ასული კობაიძე, პროფესიით იყო მსახიობი და მომღერალი. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომღერლად ( იმ პერიოდში დირიჟორები იყვნენ ავთანდილ ჩხენკელი და ჯანსუღ კახიძე). დედა, ასევე, იყო პედაგოგი, ასწავლიდა სოლფეჯიოსა და ვოკალს მაშინდელ 102-ე საშუალო სკოლასთან არსებულ მუსიკალურ ათწლედში და იყო ლექტორი - სამსახიობო ხელოვნების ლექციებს უკითხავდა სტუდენტებს.

თბილისელებს ეხსომებათ, რუსთაველის გამზირზე იყო ცნობილი ფოტოატელიე, "ჟვანიას ფოტო“, სადაც შუშის ვიტრინაში, სხვა ლამაზი ქართველი მსახიობების ფოტოებთან ერთად გამოდებული იყო დედაჩემის ფოტო. ძალიან მიყვარდა იქ ჩავლა. მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ხალხი ქუჩაში ჩერდებოდა მის საცქერლად. ხანდახან უცხოებს დედა-შვილი არც ვეგონეთ, მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან გვიან გათხოვდა, გვიან დაოჯახდა, გარიგებით - მამაჩემი გაურიგეს და ასე შექმნა ოჯახი.

ბოლომდე ასეთი ლამაზი და, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა. არ ეზარებოდა და ძალიან უვლიდა სახის კანს, არცერთი ნაოჭი არ ჰქონდა სახეზე. ასაკთან შედარებით, ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა. 80 წლის ასაკშიც კი ულამაზესი იყო.

პორტრეტის ფოტოც 80 წლის იუბილეზე გადაიღო. დედანი ფერადი იყო და რომ გარდაიცვალა, გადიდებისა და ჩარჩოში ჩასმის შემდეგ ასეთი დამახვედრეს საფლავზე ასულს, სოფელ ჩირიკში. მოვკიდე ხელი და წამოვიღე სახლში. სამწუხაროდ, არ მაქვს ჩემი დედიკოს ბევრი ფოტო. მისი ფოტოები მაქვს ჩემი გადაღებული და, შესაბამისად, უხარისხოები - თუნდაც დედაჩემის ფოტო შვილიშვილებთან - ვანო და ილიასთან ერთად.

დედა დაკრძალულია მლეთა-ფასანაურთან ახლოს მდებარე სოფელ ჩირიკში, კობაიძეების საგვარეულო სასაფლაოზე, ჩემი მამიკოს გვერდით.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა აღმოჩენილიყო დედათქვენის ფოტო ზუგდიდის სასტუმროში ან, თუნდაც, ზუგდიდში და ხომ არ იცით, ვინ შეიძლება იყოს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გვერდით ჰყავს?

- დედაჩემი ლუარა წარმოშობით სამეგრელოდან იყო, დადიანების შთამომავალი. მისი წინაპარი სამეგრელოდან კახეთში გადასახლებულა, კერძოდ - თელავში და კახელები "მეგრელს“ ეძახდნენ. თელავში პაპაჩემის სიცოცხლეში გვქონდა დიდი, ორსართულიანი სახლი. ამჟამად აღარ გვაქვს. რაც შეეხება ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, ცოტათი კი მერიდება, მაგრამ... ის მამაჩემი არ არის, და არც ვიცი, ვინ არის. ეს ფოტო პირველად ვნახე. აქ დედაც ძალიან ახალგაზრდაა და ის ვაჟიც.

- სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსიას ასახელებდნენ: ან შეყვარებული წყვილია, ან და-ძმაო. მე რატომღაც და-ძმად უფრო აღვიქვამ, ისე ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა შესაძლებელია, შეყვარებულიც კი იყოს - რა გასაკვირია, ახალგაზრდა ქალ-ვაჟს ერთმანეთი ჰყვარებოდა?

- სხვათა შორის, მსგავსებამ მეც დამაეჭვა. დედის ძმას მე არ მოვსწრებივარ, თუმცა ბებიასგან ვიცოდი, რომ უფროსი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. დედა შუათანა იყო და კიდევ და ჰყავდა, უმცროსი. გამორიცხული არ არის, რომ ის ვაჟი მართლაც დედის ძმაა, ასაკით ასე 18-20 წლისას კი ჰგავს. ისე, თითქოს მართლაც ზედგამოჭრილები არიან, ისე ჰგვანან ერთმანეთს.

დედასთვის კარიერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ გვიან გათხოვდა, 40 წლამდე იყო. მე რომ დავიბადე, ჩვენებს ზუგდიდთან აღარც ჰქონდათ ურთიერთობა. ზუგდიდელი ნათესავებიდან კი, ვისაც ვიცნობდი, დიდი ხნის წამოსულები იყვნენ თბილისში და უკვე გარდაცვლილებიც არიან.

დედა-შვილი

1917 წლის რევოლუცია რომ მოხდა, დედაჩემის მამა უკვე თბილისში იყო წამოსული. ერთი კი ვიცი, რომ პაპაჩემი ალექსანდრე და მისი ნათესაობა მეგრელები არიან, მაგრამ მე ზუგდიდთან ურთიერთობა არ მქონია. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ნათესავმა წაიღო ეს ფოტო და ჩადო იმ წიგნში, სადაც ახლა აღმოაჩინეს.

ხსოვნა-არდავიწყება ჩემი დედიკოს სახელს, ნათელში იყოს მისი სული. იქნებ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რომელიმე ასაკოვანმა ზუგდიდელმა ამოიცნოს კიდეც ის ვაჟი და ამ ფოტოს სრული ამბავიც მოვისმინოთ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე