კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 წლის ნიაკო ამ ბავშვების ბიძაშვილი იყო... ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან" - რას ჰყვება ნერგეეთის უმძიმეს ტრაგედიაზე ადგილობრივი პედაგოგი
"20 წლის ნიაკო ამ ბავშვების ბიძაშვილი იყო... ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან" - რას ჰყვება ნერგეეთის უმძიმეს ტრაგედიაზე ადგილობრივი პედაგოგი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში, მე­წყერ­ში მო­ყო­ლი­ლი ყვე­ლა ცხე­და­რი ნა­პოვ­ნია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი 7 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ჩა­მოწ­ვა. მე­წყერ­მა 4 სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. სტი­ქი­ას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

ხა­თუ­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლი ნერ­გე­ე­თის სკო­ლა­ში ქარ­თულ ენას და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის. ქალი გარ­დაც­ვლი­ლი ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის და მათი ძმის, და­თუ­ნას პე­და­გო­გი გახ­ლდათ. მისი სახ­ლი შემ­თხვე­ვის ზო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 500 მეტრში მდე­ბა­რე­ობს. Ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ ახლა მათ სო­ფელ­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მო­სახ­ლე­ო­ბა შეძ­რუ­ლია მომ­ხდა­რით და ბაღ­დათს მსგავ­სი ტრა­გე­დია არ ახ­სოვს.

  • ხა­თუ­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან ცუ­დად ვართ ყვე­ლა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ტყუ­პი, და­თუ­ნა, მამა, მა­მი­დის სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. დედა დღეს მო­დის იტა­ლი­ი­დან, გუ­შინ რომ­ში ჩაფ­რინ­დე­ბო­და. აქ მათ სახ­ლი, არა­ფე­რი აღარ დარ­ჩათ. იმ სახ­ლე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სი­ახ­ლო­ვეს არის და გა­დარ­ჩა, ღა­მე­საც აღარ ათე­ვენ იქ. ჯერ ბავ­შვე­ბის ცოდ­ვით და თან, სა­შიშ ზო­ნად გა­მო­ცხად­და ის ტე­რი­ტო­რია.

- 20 წლის გო­გო­ნაა გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის...

- ნი­ა­კო რო­ბა­ქი­ძე, გვერ­დზე სახ­ლში ცხოვ­რობ­და, ბი­ძაშ­ვი­ლი იყო ამ ბავ­შვე­ბის (რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის). და­ი­ღუ­პა ნი­ა­კოს დედა, ბე­ბია, მა­მას სხვა ოთახ­ში ეძი­ნა და მე­წყერს რომ და­ურ­ტყია, გა­მო­ვარ­და გა­რეთ და მამა გა­დარ­ჩა, უბ­რა­ლოდ, დამ­ტვრე­უ­ლია, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. ტყუ­პის ოჯახ­ში ყვე­ლა და­ი­ღუ­პა. მე­სა­მე ოჯა­ხი, ისიც რო­ბა­ქი­ძის ოჯა­ხი იყო, მო­ხუ­ცი დედა და შვი­ლი ცხოვ­რობ­დნენ, ორი­ვე და­ი­ღუ­პა. ისეთ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გვტკი­ვა. 45 წლის ქალი ვარ და მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა ჩვენს კუ­თხეს არ ახ­სოვს.

ნი­ა­კო რო­ბა­ქი­ძე

- სხვა ოჯა­ხე­ბის­თვის, ვინც ახ­ლოს ცხოვ­რობთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა მანდ დარ­ჩე­ნა?

- ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 500 მეტრში ვცხოვ­რობთ, თან რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად დგას მთე­ბი, კო­ნუ­სი­სე­ბუ­რად. გუ­შინ ად­გილ­ზე მი­ვე­დით, არ ვიცი, ეს რა ვნა­ხე, ისე მუ­შა­ო­ბენ ეს მაშ­ვე­ლე­ბი, ისე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლად, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე. ვე­ღარ ვი­ცა­ნი იქა­უ­რო­ბა ისე­თი შეც­ვლი­ლია. ტყუ­პის სახ­ლის უკან დიდი ვე­ნა­ხე­ბი ჰქონ­დათ გა­შე­ნე­ბუ­ლი, ძვირ­ფა­სი მე­ურ­ნე­ო­ბა, ისეთ ღვი­ნოს აყე­ნებ­და ეს ბიჭი, სა­ცო­და­ვი. ის ფერ­დო­ბი თუ წა­მო­ვი­დო­და, ვერც ვი­ფიქ­რებ­დით.

სა­წყა­ლი დედა, ისე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაგო
0

უფალმა დაუმკვიდროა ცათა სასუფეველი მათ სულებს!!!

.....
0

კომენტარი ზედმეტია,რა უნდა დავწერო..გვაპატიეთ რომ, ვერ გიშველეთ!

ავტორი:

"20 წლის ნიაკო ამ ბავშვების ბიძაშვილი იყო... ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან" - რას ჰყვება ნერგეეთის უმძიმეს ტრაგედიაზე ადგილობრივი პედაგოგი

"20 წლის ნიაკო ამ ბავშვების ბიძაშვილი იყო... ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან" - რას ჰყვება ნერგეეთის უმძიმეს ტრაგედიაზე ადგილობრივი პედაგოგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით, 200-მეტრიან მონაკვეთზე.

ხათუნა ხიზანეიშვილი ნერგეეთის სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. ქალი გარდაცვლილი ტყუპი გოგონების და მათი ძმის, დათუნას პედაგოგი გახლდათ. მისი სახლი შემთხვევის ზონიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს. Ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ახლა მათ სოფელში უმძიმესი მდგომარეობაა, მოსახლეობა შეძრულია მომხდარით და ბაღდათს მსგავსი ტრაგედია არ ახსოვს.

  • ხათუნა ხიზანეიშვილი:

- ძალიან ცუდად ვართ ყველა, განადგურებულები ვართ. ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან, გუშინ რომში ჩაფრინდებოდა. აქ მათ სახლი, არაფერი აღარ დარჩათ. იმ სახლების მაცხოვრებლები, რომლებიც მათ სიახლოვეს არის და გადარჩა, ღამესაც აღარ ათევენ იქ. ჯერ ბავშვების ცოდვით და თან, საშიშ ზონად გამოცხადდა ის ტერიტორია.

- 20 წლის გოგონაა გარდაცვლილებს შორის...

- ნიაკო რობაქიძე, გვერდზე სახლში ცხოვრობდა, ბიძაშვილი იყო ამ ბავშვების (რობაქიძეების). დაიღუპა ნიაკოს დედა, ბებია, მამას სხვა ოთახში ეძინა და მეწყერს რომ დაურტყია, გამოვარდა გარეთ და მამა გადარჩა, უბრალოდ, დამტვრეულია, საავადმყოფოშია. ტყუპის ოჯახში ყველა დაიღუპა. მესამე ოჯახი, ისიც რობაქიძის ოჯახი იყო, მოხუცი დედა და შვილი ცხოვრობდნენ, ორივე დაიღუპა. ისეთ რთულ მდგომარეობაში ვართ, ყველაფერი გვტკივა. 45 წლის ქალი ვარ და მსგავსი უბედურება ჩვენს კუთხეს არ ახსოვს.

ნიაკო რობაქიძე

- სხვა ოჯახებისთვის, ვინც ახლოს ცხოვრობთ, რამდენად უსაფრთხოა მანდ დარჩენა?

- ჩვენ დაახლოებით 500 მეტრში ვცხოვრობთ, თან რაღაც სხვანაირად დგას მთები, კონუსისებურად. გუშინ ადგილზე მივედით, არ ვიცი, ეს რა ვნახე, ისე მუშაობენ ეს მაშველები, ისე მობილიზებულად, მადლობა გადავუხადე. ვეღარ ვიცანი იქაურობა ისეთი შეცვლილია. ტყუპის სახლის უკან დიდი ვენახები ჰქონდათ გაშენებული, ძვირფასი მეურნეობა, ისეთ ღვინოს აყენებდა ეს ბიჭი, საცოდავი. ის ფერდობი თუ წამოვიდოდა, ვერც ვიფიქრებდით.

საწყალი დედა, ისეთი კარგი ადამიანია.

წაიკითხეთ ასევე: