კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკაშენკომ სამხედროებს მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა
ლუკაშენკომ სამხედროებს მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ბე­ლა­რუ­სის ავ­ტო­რი­ტარ­მა ლი­დერ­მა, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წეს­დე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა. ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ გა­მო­ი­ყე­ნონ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, საბ­რძო­ლო და სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, "თა­ვი­ან­თი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას".

ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც.

დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე არ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სრო­ლით მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალ­ზე, თუკი ეს ზა­რა­ლი მი­ღე­ბუ­ლია ზო­გა­დი სამ­ხედ­რო წე­სე­ბის დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სად.

მა­ნამ­დე ლუ­კა­შენ­კომ ხელი მო­ა­წე­რა ცვლი­ლებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ გა­მო­ი­ყე­ნონ ია­რა­ღი ქა­ლე­ბის, ბავ­შვე­ბი­სა და შშმ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ან ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმის, ან სხვა საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ან ჯან­მრთე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
1

ბევრგან არის საჭირო მასეთი კანონი 

4-?
5

ჩაუშესკუ, ჰუსეინი, კადაფი...

ავტორი:

ლუკაშენკომ სამხედროებს მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ლუკაშენკომ სამხედროებს მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წესდებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება ექნებათ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, სპეციალური საშუალებები, საბრძოლო და სპეციალური აღჭურვილობა მოქალაქეების წინააღმდეგ, "თავიანთი ამოცანების შესრულებისას".

ცვლილების მიხედვით, მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება ნებადართულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაშიც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურე არ არის პასუხისმგებელი სროლით მიყენებულ ზარალზე, თუკი ეს ზარალი მიღებულია ზოგადი სამხედრო წესების დაცვის შესაბამისად.

მანამდე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ცვლილებს სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, სპეცსამსახურების თანამშრომლებს უფლება აქვთ გამოიყენონ იარაღი ქალების, ბავშვებისა და შშმ პირების წინააღმდეგ შეიარაღებული ან ჯგუფური თავდასხმის, ან სხვა საფრთხის შემთხვევაში, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უკავშირდება.