სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში 277 ადამიანი, ხელფასის სახით, თვეში ნახევარ მილიონამდე ლარს იღებს, ხოლო 12 500 ადამიანი თვეში - 100 ლარზე ნაკლებს" - ვინ არიან ისინი?
"საქართველოში 277 ადამიანი, ხელფასის სახით, თვეში ნახევარ მილიონამდე ლარს იღებს, ხოლო 12 500 ადამიანი თვეში - 100 ლარზე ნაკლებს" - ვინ არიან ისინი?

ორი დღის წინ, ფონ­დი „სა­ფა­რის“ დი­რექ­ტორ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნის თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

სტატ­სუსს მო­სახ­ლო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. მათ­მა ნა­წილ­მა ვერ და­ი­ჯე­რა, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ამ­ხე­ლა თან­ხას აღ­წევს.

  • ვინ არი­ან ისი­ნი, რო­მელ სექ­ტორ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, ამ კი­თხვე­ბით რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ანს მივ­მარ­თეთ

- რა­ი­სა, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის თვი­უ­რი ხელ­ფა­სიც, სა­შუ­ა­ლოდ, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია?

- დიახ, ახლა გვაწ­ვდის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ასე­ვე გვაქვს გრა­და­ცია, რამ­დენ ადა­მი­ანს აქვს 100-500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი და მეტი. ამ კონ­ტი­გენ­ტში 277 ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თო სა­ხელ­ფა­სო ფონ­დია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლოს თუ გა­მო­ვიყ­ვანთ, გა­მო­დის, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი თვე­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­შან დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მი რომ ვნა­ხოთ, 493 ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თვე­ში 350 ათა­სი ლარი ჰქონ­და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი. ამ ციფ­რებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კა ჩანს, ეს არის რე­ა­ლუ­რად იმის პა­სუ­ხი, რო­დე­საც ქვეყ­ნდე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი იმა­ტებს. რა­ტომ ვერ გრძნობს ამას ხალ­ხი და სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­სუ­ხი არის ეს.

გუ­შინ ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა ამ თე­მა­ზე. ჩვენ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით და იქ ვი­სა­უბ­რე. თო­რემ იქამ­დე ქარ­დე­ბიც დავ­დეთ ჩვენს გვერ­დზე, ვცდი­ლობ­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვე­პყრო.

შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ნი­მა­ლურ სა­ხელ­ფა­სო სარ­გო­ზე შე­ვი­ტა­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­დაც ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბი გვაქვს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ თუ არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო ფონ­დე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად და თა­ნაბ­რად გა­ნა­წილ­დე­ბა, ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის გამო კერ­ძო ბიზ­ნეს­სა თუ სა­ჯა­რო სექ­ტორს არ მო­უ­წი­ოს და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა.

- ვი­ცით, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე აქვთ ხელ­ფა­სი, რო­მელ სექ­ტო­რებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი?

- ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს რა თქმა უნდა, ექ­ნე­ბა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი. ზო­გა­დად, კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რი პი­რო­ბი­თია. რო­დე­საც სა­ჯა­როს ვახ­სე­ნებთ, ყვე­ლას წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბა­ზე. სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო უდი­დე­სი სეგ­მენ­ტია, მა­გა­ლი­თად რკი­ნიგ­ზა, ფოს­ტა, აქ დი­რექ­ტო­რებს და მე­ნე­ჯმენ­ტის ნა­წილს კო­ლო­სა­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბი აქვთ. იგი­ვე ხდე­ბა აი­პებ­ში, სი­პებ­ში... იმის თქმა მინ­და, რომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ მარ­ტო კერ­ძო სექ­ტო­რის არის ეს მო­ნა­ცე­მე­ბი.

- შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე მსხვი­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს ჰქონ­დეს ეს ხელ­ფა­სი, უბ­რა­ლოდ, მან და­უ­ნიშ­ნოს სა­კუ­თა­რი თავს?

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. იმი­ტომ რომ, რაც ცხა­დად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, ეს არ არის ბიზ­ნე­სის შე­მო­სა­ვა­ლი, ეს არის ფი­ზი­კუ­რი პი­რის შე­მო­სა­ვა­ლი და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, აქ ხვდე­ბი­ან სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში.

- კო­ვი­დამ­დე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი მხო­ლოდ 88 ადა­მი­ანს ჰქონ­და, თუმ­ცა ეს ციფ­რი ახლა რამ­დე­ნი­მე­ჯერ გაზ­რდი­ლია. რე­ა­ლუ­რად გვეს­მის, რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ ხალ­ხი გა­ღა­რიბ­და, და­ი­დეს ვა­ლე­ბი, და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რე­ბი, და­ზა­რალ­და ბიზ­ნე­სი...

- ეს არის მთე­ლი პრობ­ლე­მა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მე­ქა­ნიზ­მი. ეს გახლვათ: სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მის­ცემს ბიზ­სნესს სა­შუ­ა­ლე­ბას, დამ­საქ­მე­ბელს ჰქონ­დეს 200 და 300-ჯერ მეტი ხელ­ფა­სი ვიდ­რე ქვე­და რგოლს. ყო­ველ­თვის, რო­დე­საც კრი­ზი­სე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­გორც კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში, ეს კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს უთა­ნას­წო­რო­ბას. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უთა­ნას­წო­რო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით ბოლო პო­ზი­ცი­ა­ზეა, ამი­ტომ არ არის გა­საკ­ვი­რი.

კო­ვი­დის შემ­დეგ მოხ­და ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა. ზო­გა­დად, ჩვენ­თან სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ყო­ველ თვე იმა­ტებს, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში, ახლა 1711 ლა­რია სა­შუ­ა­ლო. დიახ, იყო კო­ვი­დი, მაგ­რამ ვი­ცით, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით მო­გე­ბა მი­ი­ღო სა­ბან­კო, სა­ფი­ნან­სო და ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის­თვის მა­ინც და­წეს­და მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ზღვა­რი, რაც დიდი სა­ოც­რე­ბა არ არის, მაგ­რამ სა­ა­თობ­რი­ვი ხელ­ფა­სი დად­გინ­და ექი­მე­ბის­თვის და ექთ­ნე­ბის­თვის. ამან მოგ­ვცა ის შე­დე­გი, რომ 18 ათას ადა­მი­ანს ამ სფე­რო­ში გა­ე­ზარ­დათ ხელ­ფა­სი. დიახ, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სა­წარ­მო­ე­ბი და­ი­კე­ტა, მაგ­რამ იყო სექ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ პე­რი­ოდ­ში იხე­ი­რეს.

- მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფას­ზეც გკი­თხავთ, რამ­დე­ნია ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ზღვა­რი?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1998 წელს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი აქტი, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფასს გან­სა­ზღვრავს და ეს არის 20 ლარი თვე­ში. რა თქმა უნდა, 20 ლა­რად თვე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მებს თუ ჩავ­ხე­დავთ, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 12 500 ადა­მი­ანს ჰქონ­და 100 ლარი და უფრო ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი. ეს და­რი­ცხულ თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მუ­სი­კის სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 100 ლა­რია, ისიც თუ ჰყავთ ლა­უ­რე­ა­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი. მე პი­რა­დად ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, ვინც იღებს თვე­ში 22 ლარს და 35 ლარს. მე­ო­რე პრობ­ლე­მა ის არის, რომ სულ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი პე­და­გო­გი მხო­ლოდ 500-ია.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კო­ვი­დამ­დე რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, სა­დაც პე­და­გო­გებს შვი­ლებ­თან ერ­თად აჯილ­დო­ვებ­დნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ამ პრო­ფე­სი­ა­ში, 50 წლის ქალი იყო, რო­მელ­საც ჰყავ­და 12 წლის შვი­ლი. პრო­ფე­სია ბერ­დე­ბა... პე­და­გო­გებს ერთი ეგ აქვთ გა­მო­ნაკ­ლი­სი, რომ პენ­სი­აც შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ და ხელ­ფა­სიც.

მე­ო­რე მხრივ, იმა­ვე ხელ­ფა­სის სტან­დარ­ტი რომ ავი­ღოთ, ეს მიდ­გო­მა ახა­ლი­სებს ჩრდი­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კას. გე­ტყვით ეს რას გუ­ლის­ხმობს, რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უფრო მეტი ხელ­ფა­სი აქვთ და ნაკ­ლე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა ხდე­ბა. ეს რო­გორც დამ­საქ­მებ­ლის, ისე და­საქ­მე­ბუ­ლის ინ­ტე­რეს­შია, რომ ნაკ­ლე­ბი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­ი­ხა­დოს. და­ნარ­ჩე­ნი ხდე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რად ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის სის­ტე­მა. საქსტა­ტის ბოლო მო­ნა­ცე­მებს თუ შევ­ხე­დავთ, 29 პრო­ცენ­ტია, სა­დაც არ შე­დის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

თვითონ ბაია პატარაიას რამდენი აქვს თვეში ხელფასი. რატომ ასადუმლებენ მამალი ენჯეოების შეფების ხელფასებს, თვეში 10 ათას დოლარზე ნაკლები არ აქვთ მაგ წურბელებს

გიო
1

ჰოდა უნდა იყოს პროგრესული გადასახადები. ევროკავშირი და ნატო რომ გინდათ, იქ სწორედ პროგრესული გადასახადებია. არ შეიძლება ადამიანი ვისაც ხელფასი თვეში 100 ლარი აქვს და ადამიანი ვისაც ხელფასი 350 000 ლარი აქვს ორივე 20%-ით იბეგრებოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საქართველოში 277 ადამიანი, ხელფასის სახით, თვეში ნახევარ მილიონამდე ლარს იღებს, ხოლო 12 500 ადამიანი თვეში - 100 ლარზე ნაკლებს" - ვინ არიან ისინი?

"საქართველოში 277 ადამიანი, ხელფასის სახით, თვეში ნახევარ მილიონამდე ლარს იღებს, ხოლო 12 500 ადამიანი თვეში - 100 ლარზე ნაკლებს" - ვინ არიან ისინი?

ორი დღის წინ, ფონდი „საფარის“ დირექტორმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ საქართველოში 277 ადამიანის თვიური ხელფასი ნახევარი მილიონი ლარია.

სტატსუსს მოსახლოების მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოყვა. მათმა ნაწილმა ვერ დაიჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა თვიური შემოსავალი ამხელა თანხას აღწევს.

  • ვინ არიან ისინი, რომელ სექტორში არიან დასაქმებულები და როგორია საქართველოში მინიმალური ხელფასი, ამ კითხვებით რაისა ლიპარტელიანს მივმართეთ

- რაისა, ნამდვილად არსებობს საქართველოში 277 ადამიანი, რომლის თვიური ხელფასიც, საშუალოდ, ნახევარი მილიონი ლარია?

- დიახ, ახლა გვაწვდის ფინანსთა სამინისტრო მონაცემებს, სადაც ასევე გვაქვს გრადაცია, რამდენ ადამიანს აქვს 100-500 ლარამდე ხელფასი და მეტი. ამ კონტიგენტში 277 ადამიანის საერთო სახელფასო ფონდია მითითებული, საშუალოს თუ გამოვიყვანთ, გამოდის, ნახევარი მილიონი ლარი თვეში. მაგალითად, შარშან დეკემბრის მონაცემი რომ ვნახოთ, 493 ადამიანია, ვისაც თვეში 350 ათასი ლარი ჰქონდა საშუალო ხელფასი. ამ ციფრებში ძალიან საინტერესო სტატისტიკა ჩანს, ეს არის რეალურად იმის პასუხი, როდესაც ქვეყნდება მონაცემები, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საშუალო ხელფასი იმატებს. რატომ ვერ გრძნობს ამას ხალხი და სინამდვილეში პასუხი არის ეს.

გუშინ ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა ამ თემაზე. ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით და იქ ვისაუბრე. თორემ იქამდე ქარდებიც დავდეთ ჩვენს გვერდზე, ვცდილობდით, რომ საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო.

შარშან ოქტომბერში მინიმალურ სახელფასო სარგოზე შევიტანეთ ინიციატივა, სადაც ფინანსური გათვლები გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ არსებული სახელფასო ფონდები სამართლიანად და თანაბრად განაწილდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმალური ხელფასის მომატების გამო კერძო ბიზნესსა თუ საჯარო სექტორს არ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება.

- ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც ნახევარ მილიონამდე აქვთ ხელფასი, რომელ სექტორებში არიან დასაქმებულები?

- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ სახელმწიფოს რა თქმა უნდა, ექნება ეს მონაცემები. ზოგადად, კერძო და საჯარო სექტორი პირობითია. როდესაც საჯაროს ვახსენებთ, ყველას წარმოუდგენია, რომ საუბარია მხოლოდ პარლამენტსა და მთავრობაზე. სინამდვილეში საბიუჯეტო უდიდესი სეგმენტია, მაგალითად რკინიგზა, ფოსტა, აქ დირექტორებს და მენეჯმენტის ნაწილს კოლოსალური ხელფასები აქვთ. იგივე ხდება აიპებში, სიპებში... იმის თქმა მინდა, რომ არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კერძო სექტორის არის ეს მონაცემები.

- შესაძლოა რომელიმე მსხვილი კერძო კომპანიის დირექტორს ჰქონდეს ეს ხელფასი, უბრალოდ, მან დაუნიშნოს საკუთარი თავს?

- არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ, რაც ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ არის ბიზნესის შემოსავალი, ეს არის ფიზიკური პირის შემოსავალი და მაღალი ალბათობით, აქ ხვდებიან სწორედ ასეთი ადამიანები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სფეროში.

- კოვიდამდე ნახევარი მილიონ ლარამდე ხელფასი მხოლოდ 88 ადამიანს ჰქონდა, თუმცა ეს ციფრი ახლა რამდენიმეჯერ გაზრდილია. რეალურად გვესმის, რომ პანდემიის შემდეგ ხალხი გაღარიბდა, დაიდეს ვალები, დაკარგეს სამსახურები, დაზარალდა ბიზნესი...

- ეს არის მთელი პრობლემა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს სახელფასო პოლიტიკის მექანიზმი. ეს გახლვათ: სახელფასო პოლიტიკა, მარეგულირებელი და ჩამკეტი მექანიზმები, რომლებიც არ მისცემს ბიზსნესს საშუალებას, დამსაქმებელს ჰქონდეს 200 და 300-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე ქვედა რგოლს. ყოველთვის, როდესაც კრიზისები წარმოიქმნება, როგორც კოვიდის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობას. ჩვენი ქვეყანა უთანასწორობის მაჩვენებლით ბოლო პოზიციაზეა, ამიტომ არ არის გასაკვირი.

კოვიდის შემდეგ მოხდა ხელფასების მატება. ზოგადად, ჩვენთან საშუალო ხელფასი ყოველ თვე იმატებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ახლა 1711 ლარია საშუალო. დიახ, იყო კოვიდი, მაგრამ ვიცით, რომ მილიონობით მოგება მიიღო საბანკო, საფინანსო და ასევე სამედიცინო სექტორმა. საბედნიეროდ, ამ სამედიცინო სექტორისთვის მაინც დაწესდა მინიმალური ხელფასის ზღვარი, რაც დიდი საოცრება არ არის, მაგრამ საათობრივი ხელფასი დადგინდა ექიმებისთვის და ექთნებისთვის. ამან მოგვცა ის შედეგი, რომ 18 ათას ადამიანს ამ სფეროში გაეზარდათ ხელფასი. დიახ, შეიძლება რაღაც საწარმოები დაიკეტა, მაგრამ იყო სექტორები, რომლებმაც ამ პერიოდში იხეირეს.

- მინიმალურ ხელფასზეც გკითხავთ, რამდენია ახლა საქართველოში ეს ზღვარი?

- ოფიციალურად 1998 წელს ედუარდ შევარდნაძის მიერ მიღებული აქტი, რომელიც მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს და ეს არის 20 ლარი თვეში. რა თქმა უნდა, 20 ლარად თვეში ადამიანები არ მუშაობენ, მაგრამ საქსტატის მონაცემებს თუ ჩავხედავთ, ბოლო მონაცემებით, 12 500 ადამიანს ჰქონდა 100 ლარი და უფრო ნაკლები ხელფასი. ეს დარიცხულ თანხებზეა საუბარი. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, მუსიკის სკოლის პედაგოგები, რომელთა მაქსიმალური ხელფასი 100 ლარია, ისიც თუ ჰყავთ ლაურეატი მოსწავლეები. მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, ვინც იღებს თვეში 22 ლარს და 35 ლარს. მეორე პრობლემა ის არის, რომ სულ ქვეყანაში ასეთი პედაგოგი მხოლოდ 500-ია.

რამდენიმე წლის წინ, კოვიდამდე რაღაც ღონისძიება იყო, სადაც პედაგოგებს შვილებთან ერთად აჯილდოვებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანი ამ პროფესიაში, 50 წლის ქალი იყო, რომელსაც ჰყავდა 12 წლის შვილი. პროფესია ბერდება... პედაგოგებს ერთი ეგ აქვთ გამონაკლისი, რომ პენსიაც შეუძლიათ მიიღონ და ხელფასიც.

მეორე მხრივ, იმავე ხელფასის სტანდარტი რომ ავიღოთ, ეს მიდგომა ახალისებს ჩრდილოვან ეკონომიკას. გეტყვით ეს რას გულისხმობს, რა თქმა უნდა, ადამიანების უმრავლესობას უფრო მეტი ხელფასი აქვთ და ნაკლების დეკლარირება ხდება. ეს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესშია, რომ ნაკლები საშემოსავლო გადაიხადოს. დანარჩენი ხდება არაფორმალურად ურთიერთობებით. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია არაფორმალური დასაქმების სისტემა. საქსტატის ბოლო მონაცემებს თუ შევხედავთ, 29 პროცენტია, სადაც არ შედის სოფლის მეურნეობის სექტორი.