კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის შურისძიება დაიწყო: ბაიდენის ბრძანებით ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებს დაარტყეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
აშშ-ის შურისძიება დაიწყო: ბაიდენის ბრძანებით ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებს დაარტყეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

აშშ-მა ერაყ­სა და სი­რი­ა­ში ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბა ავ­რცე­ლებს.

აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის ცნო­ბით, იორ­და­ნი­ა­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხოდ, აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ერაყ­სა და სი­რი­ა­ში ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გვარ­დი­ის კორ­პუს­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტებ­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

აშშ-მა ბომბდამ­შე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბი 85 სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ერა­ყი­სა და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მიზ­ნე­ებს, სა­მე­თა­უ­რო და სა­კონ­ტრო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრე­ბი, სა­დაზ­ვერ­ვო ცენ­ტრე­ბი, რა­კე­ტე­ბი­სა და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შე­სა­ნა­ხი ობი­ექ­ტე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბის ცენ­ტრე­ბი წარ­მო­ად­გენ­და. სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა 125-ზე მეტი ზუს­ტი მარ­თვა­დი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ­მა სარ­დლო­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა კად­რე­ბი, სა­დაც B-1 ბომბდამ­შე­ნე­ბი აფ­რინ­დნენ ერაყ­სა და სი­რი­ა­ში

ცოტა ხნის შემ­დეგ, თეთ­რი სახ­ლის ვებ-გვერ­დზე გა­მოჩ­ნდა პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა: "ჩვე­ნი პა­სუ­ხი დღეს და­ი­წყო. ის გაგ­რძელ­დე­ბა იმ დრო­სა და ად­გი­ლას, რო­მელ­საც ჩვენ თვი­თონ ვირ­ჩევთ. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არ ეძებს კონ­ფლიქტს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ან მსოფ­ლი­ოს სხვა ად­გი­ლას, მაგ­რამ ვი­საც სურს ჩვენ­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, აც­ნო­ბეთ მათ, რომ თუ ამე­რი­კელს და­ა­ზი­ა­ნებთ, ჩვენ გი­პა­სუ­ხებთ“.

აშშ-ს თავ­დას­ხმე­ბის ზუს­ტი დე­ტა­ლე­ბი მწი­რია, მაგ­რამ BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა B1 ბომბდამ­შე­ნე­ბი.

"B1 ბომბდამ­შე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აჩ­ვე­ნებს ამე­რი­კის "ლე­ტა­ლურ ძა­ლას კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რის დი­ა­პა­ზონ­ში", - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უფ­როს­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ბარ­ბა­რა სტარ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 28 იან­ვარს, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ იორ­და­ნი­ა­ში, სი­რი­ის სა­ზღვარ­თან, აშშ-ის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე დრო­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, 3 ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმა ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ირან­მა აშშ-ის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უარ­ყო.

ირა­ნის თავ­დას­ხმი­სას და­ღუ­პუ­ლი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიერ
1

სანამ მექსიკის საზღვართან რიგები დგას და ირანის საზღვარი ცარიელია, მანამდე ასე იქნება

გოგია
6

ამერიკაც და რუსეთიც ერთი ჯოხის ორი ბოლოა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დაქოქილია და საომარ ყაიდაზე მიდის სრული წარმოება. ვიდრე მომენტია, ,,ოპტომ" მოხდება სხვადასხვა ცხელი წერტილების ხარჯზე უზარმაზარი კაპიტალის დაგროვება. 

ჩაწოლილი სამხდრო ტექნიკაც გასაღდა და ახალი ხომ გამოუშვეს და გამოუშვეს. 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

აშშ-ის შურისძიება დაიწყო: ბაიდენის ბრძანებით ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებს დაარტყეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

აშშ-ის შურისძიება დაიწყო: ბაიდენის ბრძანებით ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებს დაარტყეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსზე და მასთან დაკავშირებულ სამიზნე ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა.

აშშ-მა ბომბდამშენების გამოყენებით საჰაერო იერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განახორციელა. ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამიზნეებს, სამეთაურო და საკონტროლო ოპერაციების ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ობიექტები და საბრძოლო მასალის მიწოდების ცენტრები წარმოადგენდა. საჰაერო თავდასხმებში გამოყენებული იქნა 125-ზე მეტი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა კადრები, სადაც B-1 ბომბდამშენები აფრინდნენ ერაყსა და სირიაში

ცოტა ხნის შემდეგ, თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოჩნდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება: "ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ. შეერთებული შტატები არ ეძებს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას, მაგრამ ვისაც სურს ჩვენთვის ზიანის მიყენება, აცნობეთ მათ, რომ თუ ამერიკელს დააზიანებთ, ჩვენ გიპასუხებთ“.

აშშ-ს თავდასხმების ზუსტი დეტალები მწირია, მაგრამ BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმისას გამოყენებული იქნა B1 ბომბდამშენები.

"B1 ბომბდამშენების გამოყენება აჩვენებს ამერიკის "ლეტალურ ძალას კონტინენტთაშორის დიაპაზონში", - განუცხადა BBC-ს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის უფროსმა თანამშრომელმა ბარბარა სტარმა.

შეგახსენებთ, 28 იანვარს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

ირანის თავდასხმისას დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცები