მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპრეცედენტო სპეცოპერაცია პალესტინის ქალაქ ჯენინში - ექიმებისა და ექთნების ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში გამაგრებული ტერორისტები გაანადგურეს
უპრეცედენტო სპეცოპერაცია პალესტინის ქალაქ ჯენინში - ექიმებისა და ექთნების ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში გამაგრებული ტერორისტები გაანადგურეს

ეს ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა ერთი შე­ხედ­ვით სე­რი­ალ Fauda-ს ეპი­ზოდს ჰგავს, თუმ­ცა ის ფილ­მი­დან არ არის. კად­რე­ბი 30 იან­ვარს დი­ლის 05:30 სა­ათ­ზე და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს, პა­ლეს­ტი­ნის ქა­ლაქ ჯე­ნი­ნის იბნ სი­ნას სა­ა­ვად­მყო­ფოს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ვი­დე­ო­ში ჩა­ნან, Magav-ის (ის­რა­ე­ლის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია - რედ.) YAMAM-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის ფორ­მებ­ში არი­ან გა­დაც­მუ­ლე­ბი.

შე­ნიღ­ბულ­მა ებ­რა­ულ­მა, ელი­ტა­რულ­მა შე­ნა­ერ­თმა სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­სა­მე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სა­მა­ლავ­ში გა­ა­ნად­გუ­რა ტე­რო­რის­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უვ­ნე­ბე­ლი და­ტო­ვა შე­ნო­ბა. პა­ლეს­ტი­ნუ­რი მხა­რე იტყო­ბი­ნე­ბა, რომ უპ­რე­ცე­დენ­ტო სპე­ცო­პე­რა­ცია მხო­ლოდ 10 წუთს გაგ­რძელ­და. თა­ვის მხრივ, სპე­ცო­პე­რა­ცია და­ა­დას­ტუ­რა ის­რა­ელ­მაც. "ცა­ხა­ლის" ცნო­ბით, ტე­რო­რის­ტე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ა­ში YAMAM-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, "შინ ბე­ტიც" (ის­რა­ე­ლის შიდა დაზ­ვერ­ვა - რედ.) მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

  • ვინ იყ­ვნენ ის­რა­ე­ლის ჯა­რის სა­მიზ­ნე­ში?

ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი, 27 წლის მუ­ჰა­მედ ჯა­ლა­მა­ნა, ჯე­ნი­ნის ალ-ქა­სა­მის ბრი­გა­დე­ბის ლი­დე­რი და სპი­კე­რი იყო. ის ახ­ლა­ხან ჩა­ერ­თო სე­რი­ო­ზულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მათ შო­რის ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბა­სა და რე­ი­დე­ბის და­გეგ­მვა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის გა­სუ­ლი წლის 7 ოქ­ტომ­ბრის ხოც­ვა-ჟლე­ტით შთა­გო­ნე­ბუ­ლი, ებ­რა­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახალ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და. ამას­თა­ნა­ვე, ტე­რო­რის­ტი ინარ­ჩუ­ნებ­და კონ­ტაქ­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ "ჰა­მა­სის" შტაბ-ბი­ნას­თან და მათ­თან შე­თან­ხმე­ბით მოქ­მე­დებ­და.

ჯა­ლა­მა­ნას­თან ერ­თად მოკ­ლუ­ლია კი­დევ ორი ​​ტე­რო­რის­ტი ძმა: პირ­ვე­ლი მუ­ჰა­მედ რა­ზა­ვი, ჯე­ნი­ნის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის ოპე­რა­ტო­რი გახ­ლდათ და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სე­რი­ა­ში. მე­ო­რე - ბა­სელ რა­ზა­ვი იყო "ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის" აქ­ტი­ვის­ტი.

სა­მი­ვე ტე­რო­რის­ტი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ლე­ბო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

  • "ჰა­მა­სის" მიერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ტე­რო­რის­ტულ ბა­ზე­ბად

ის­რა­ე­ლის უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­გორც ბაზა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის და­სა­გეგ­მად, ხოლო პა­ცი­ენ­ტებს ცო­ცხალ ფა­რად იყე­ნებ­დნენ.

"ცა­ხა­ლი" გან­მარ­ტავს, რომ ოპე­რა­ცია დაზ­ვერ­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და და ამ ტი­პის ოპე­რა­ცია ნამ­დვი­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო.

"IDF-ის და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი ყვე­ლას მი­აღ­წევს" -გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ის­რა­ე­ლი უკვე 116 - ე დღეა ომ­შია "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტებ­თან. "ცა­ხა­ლის" რაზ­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ღა­ზა­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ათო­ბით ტე­რო­რისტს ანად­გუ­რე­ბენ და აკა­ვე­ბენ. ამავდრო­უ­ლად, "ჰა­მა­სის" ტყვე­ო­ბა­ში რჩე­ბა 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ტა­ცე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 132 მძე­ვა­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

გაუმარჯოს ისრაელს. 

Txilnareli
6

ამდენი ბოროტება საიდან, ქართველები რათქმაუნდა სოლიდარობას ებრაელებს უნდა უცხადებდნე, თუნდაც იმ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე,რომ ებრაელებს არავითარი პრობლემა მითუმეტეს ფიზიკურუ განადგურება ქართველების მიმართ არ გამოუყენებიათ,რასაც ვერ ვიტყვით არაბებზე, ერთი წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი რომ ისევ მიეცეთ ამ უკანასკნელებ ქართველების ამოძირკვის საშუალება,არც დაფიქრდებინ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

უპრეცედენტო სპეცოპერაცია პალესტინის ქალაქ ჯენინში - ექიმებისა და ექთნების ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში გამაგრებული ტერორისტები გაანადგურეს

უპრეცედენტო სპეცოპერაცია პალესტინის ქალაქ ჯენინში - ექიმებისა და ექთნების ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში გამაგრებული ტერორისტები გაანადგურეს

ეს ფოტო და ვიდეო მასალა ერთი შეხედვით სერიალ Fauda-ს ეპიზოდს ჰგავს, თუმცა ის ფილმიდან არ არის. კადრები 30 იანვარს დილის 05:30 საათზე დასავლეთ სანაპიროს, პალესტინის ქალაქ ჯენინის იბნ სინას საავადმყოფოს სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული.

ვიდეოში ჩანან, Magav-ის (ისრაელის სასაზღვრო პოლიცია - რედ.) YAMAM-ის კონტრტერორისტული ძალების მებრძოლები, რომლებიც ექიმებისა და ექთნების ფორმებში არიან გადაცმულები.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/qEsCzu-jegQ?si=WlEAFkxQRFLHtOKV" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

შენიღბულმა ებრაულმა, ელიტარულმა შენაერთმა საავადმყოფოს მესამე სართულზე მდებარე სამალავში გაანადგურა ტერორისტები და რამდენიმე წუთში უვნებელი დატოვა შენობა. პალესტინური მხარე იტყობინება, რომ უპრეცედენტო სპეცოპერაცია მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. თავის მხრივ, სპეცოპერაცია დაადასტურა ისრაელმაც. "ცახალის" ცნობით, ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციაში YAMAM-ის კონტრტერორისტული ძალების მებრძოლებთან ერთად, "შინ ბეტიც" (ისრაელის შიდა დაზვერვა - რედ.) მონაწილეობდა.

  • ვინ იყვნენ ისრაელის ჯარის სამიზნეში?

ერთ-ერთი ტერორისტი, 27 წლის მუჰამედ ჯალამანა, ჯენინის ალ-ქასამის ბრიგადების ლიდერი და სპიკერი იყო. ის ახლახან ჩაერთო სერიოზულ ტერორისტულ აქტივობებში, მათ შორის ტერორისტებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასა და რეიდების დაგეგმვაში.

როგორც ცნობილია, ის გასული წლის 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტით შთაგონებული, ებრაელების წინააღმდეგ ახალ თავდასხმას გეგმავდა. ამასთანავე, ტერორისტი ინარჩუნებდა კონტაქტებს საზღვარგარეთ "ჰამასის" შტაბ-ბინასთან და მათთან შეთანხმებით მოქმედებდა.

ჯალამანასთან ერთად მოკლულია კიდევ ორი ​​ტერორისტი ძმა: პირველი მუჰამედ რაზავი, ჯენინის ბატალიონების ოპერატორი გახლდათ და მონაწილეობდა ტერორისტული აქტების სერიაში. მეორე - ბასელ რაზავი იყო "ისლამური ჯიჰადის" აქტივისტი.

სამივე ტერორისტი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა საავადმყოფოში.

  • "ჰამასის" მიერ საავადმყოფოების გამოყენება ტერორისტულ ბაზებად

ისრაელის უშიშროების ძალებმა განაცხადეს, რომ ტერორისტებმა სამედიცინო კომპლექსები გამოიყენეს, როგორც ბაზა ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმად, ხოლო პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

"ცახალი" განმარტავს, რომ ოპერაცია დაზვერვისგან მიღებული ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და ამ ტიპის ოპერაცია ნამდვილად უპრეცედენტო იყო.

"IDF-ის და უსაფრთხოების ძალები ყველას მიაღწევს" -განაცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, ისრაელი უკვე 116 - ე დღეა ომშია "ჰამასის" ტერორისტებთან. "ცახალის" რაზმები ყოველდღიურად ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ათობით ტერორისტს ანადგურებენ და აკავებენ. ამავდროულად, "ჰამასის" ტყვეობაში რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული, დაახლოებით, 132 მძევალი.

იხილეთ ასევე: