საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვჭირდება მეტი იარაღი. თუ მოვკვდი, ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას..." - ინტერვიუ 20 წლის უკრაინელ მებრძოლთან
"არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვჭირდება მეტი იარაღი. თუ მოვკვდი, ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას..." - ინტერვიუ 20 წლის უკრაინელ მებრძოლთან

უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლი მი­როს­ლავ ველ­გა­ნი რუ­სე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ფრონტზეა და ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის. ომის და­წყე­ბამ­დე სპორ­ტით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც. ომმა მას, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელს, ბევ­რი ტკი­ვი­ლი მო­უ­ტა­ნა. ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და რიტ­მი შე­უც­ვა­ლა. ის ომში 18 წლის ასაკ­ში წა­ვი­და. თავ­და­პირ­ვე­ლად კი­ე­ვის დაც­ვის­თვის მო­ხა­ლი­სე­თა რი­გებ­ში იყო, შემ­დეგ კი ქვე­და­ნა­ყოფ "და ვინ­ჩის მგლე­ბის" რი­გებს შე­უ­ერ­თდა. ახლა 20 წლი­საა და ისევ იბ­რძვის, ომში გა­იც­ნო მისი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი და იქორ­წი­ნა. სულ ცოტა ხნის წინ შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ - მი­როს­ლავ მი­როს­ლა­ვი­ჩი. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ 5 შვი­ლის ყოლა სურს.

უკ­რა­ი­ნელ მებ­რძოლ­თან ინ­ტერ­ვიუ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩავ­წე­რეთ.

- რო­გორ და­ი­წყო ომი თქვენ­თვის? ვიცი, რომ 18 წლის წახ­ვე­დით ფრონტზე ამის შე­სა­ხებ რომ გვი­ამ­ბოთ...

- ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში 2022 წლის 22 თე­ბერ­ვალს და 23 თე­ბერ­ვალს უკვე ჩვენს ბა­ზა­ზე ვი­ყა­ვი. ჟუ­ლი­ა­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სო­ფელ­ში "შევ­ხვდი" ომს... მერე ია­რა­ღი მოგ­ვცეს და თქვეს, - ჰოს­ტო­მელ­ში მივ­დი­ვარ­თო. მაგ­რამ ჩვენ გა­და­ვი­ფიქ­რეთ ჰოს­ტო­მელ­ში წას­ვლა, რად­გან იქ მა­შინ პრო­ცე­სე­ბი გა­უ­ა­რეს­და. ასე რომ, ჩვენ ნელ-ნელა და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა ირ­პი­ნის მახ­ლობ­ლად. 72-ე ბრი­გა­დას ვი­ცავ­დით, სა­არ­ტი­ლე­რიო და­მიზ­ნე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით.

ეს იყო მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი სა­ხე­ლად «Гонора». მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის ჯა­რებ­მა კი­ე­ვის რე­გი­ო­ნი­დან უკან და­ი­ხი­ეს, ჩვენ გა­და­ვე­დით სუმ­ში. ასე­ვე მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის ფარ­გლებ­ში და მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ დო­ნე­ზე.

ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში­ვე ვფიქ­რობ­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მა­შინ უკვე ვიც­ნობ­დი "და ვინ­ჩის" - ყვე­ლა მას­ზე ლა­პა­რა­კობ­და ფრონტზე. შევ­ხვდი მას, გან­ვი­ხი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი და მივ­ხვდი, რომ მას­თან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ასე მი­ვე­დი და ვინ­ჩის მგლებ­ში და და­ვი­წყე კამ­პა­ნია მათ­თან ერ­თად დო­ნეც­კის რე­გი­ონ­ში. ფრონტზე რომ წა­ვე­დი 18 წლის ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მზად ვი­ყა­ვი ფრონტზე მოვმკვდა­რი­ყა­ვი, გმი­რუ­ლად, სამ­შობ­ლოს დაც­ვის­თვის.

- თქვენ კი­ე­ვე­ლი ხართ და ის თა­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უფრო სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლო... თქვე­ნი კლა­სე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, სა­ახ­ლობ­ლო წრე, თქვე­ნი თა­ო­ბის სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი კი­ევ­ში ასე­ვე მო­იქ­ცნენ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, თით­ქმის დღეს ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი უკვე სამ­ხედ­როა. ზოგი მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ონ­შია, ზოგი ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის ბა­ტა­ლი­ონ­ში, ზოგი არ­ტი­ლე­რი­ა­შია. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ჩემი ასა­კის, ჩემი თა­ო­ბის, მათ შო­რის ჩემი კლა­სე­ლე­ბიც, ვინც ფრონტზე არი­ან და იბ­რძვი­ან. შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ჩვენ არ ვართ ომის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი და ა.შ მაგ­რამ ჩემი წრე, სა­მე­გობ­რო და სა­ახ­ლობ­ლო ნამ­დვი­ლად მზა­დაა ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად და ბო­ლომ­დე საბ­რძოლ­ვე­ლად.

ვფიქ­რობ, რომ ომი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა და ყვე­ლას მო­უ­წევს ჩარ­თვა. მა­თაც, ვინც ამ­ბობს, - ომის­თვის არ ვართ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბიო... დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ გვექ­ნე­ბა, ხალ­ხია ფრონტზე სა­ჭი­რო... ყვე­ლამ უნდა ვე­ძი­ოთ მო­ტი­ვა­ცია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს.

- ვინ იყო თქვე­ნი მო­ტი­ვა­ტო­რი, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც სამ­ხედ­რო­ე­ბი ხომ არ გყავთ?

- მე ვარ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი კი­ე­ვი­დან. ვცხოვ­რობ­დი ჩემ­თვის და ვტკბე­ბო­დი ცხოვ­რე­ბით. ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი სპორ­ტში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე 2021 წელს. მო­ტი­ვა­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა გარ­შე­მო სამ­ხედ­რო და მე­ო­მა­რია. ბევ­რი მათ­გა­ნი 2014 წელ­საც იბ­რძო­და. მათ­გან ვის­წავ­ლე ძა­ლი­ან ბევ­რი. 2014 წელ­საც კი მსურ­და ფრონტზე წას­ვლა, მაგ­რამ მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ახლა ფრონტზე?

- ახლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ია­რა­ღი და ხალ­ხი მუდ­მი­ვად გვაკ­ლია...

- რო­გო­რია ფრონტზე გან­წყო­ბა, რა არის სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია?

- გან­წყო­ბა ისე­თია, რომ გა­ვუძ­ლოთ და და­ვე­ლო­დოთ ია­რაღს სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან და მა­შინ ცოტა უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა მტრის შე­კა­ვე­ბა. ყვე­ლას მო­ტი­ვა­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ვი­ღაც თა­ვი­დან­ვე აქ იყო და უკვე ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა, ამი­ტომ მისი შეც­ვლაა, ჩა­ნაც­ვლე­ბაა სა­ჭი­რო. მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ნი ვი­კა­ვებთ პო­ზი­ცი­ებს, ვი­მაგ­რებთ თავს და არ ვკარ­გავთ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას...

- ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, არის თუ არა საკ­მა­რი­სი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა?

- არ გვაქვს საკ­მა­რი­სი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. გვი­ჭირ­დე­ბა მეტი ია­რა­ღი, მეტი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა. ყვე­ლა­ფე­რი გვჭირ­დე­ბა, რაც მეტი, მით უკე­თე­სი.

- ზამ­თარ­ში ბრძო­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­და­რე­ბით რთუ­ლია, ხომ?

- ზამ­თარ­ში ყო­ველ­თვის უფრო რთუ­ლია ბრძო­ლა, შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი დრო დას­ჭირ­დეს, მაგ­რამ ია­რა­ღიც გვაკ­ლია. და ეს ორ­მა­გი პრობ­ლე­მაა ახლა ჩვენ­თვის.

- რა სჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნას ომის მო­სა­გე­ბად?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.. გვჭირ­დე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­დეს და დაგ­ვეხ­მა­როს.

- მოვ­ლე­ნე­ბის რა გან­ვი­თა­რე­ბას ელით უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვე­ლო­დე­ბი დათ­ბო­ბას, რათა ჩვენს პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბა გაგ­ვი­მარ­ტივ­დეს..

- ქარ­თველ მე­ომ­რებს თუ იც­ნობთ, ერ­თად ხომ არ გი­წევთ, ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა?

- ზო­გი­ერთს ვიც­ნობ, ერ­თად ვი­ყა­ვით ფრონ­ტის ხაზ­ზე.

- ომის დროს და­ქორ­წინ­დით. უკვე შვი­ლიც გყავთ...

- 19 წლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ქორ­წი­ნე. 2023 წლის 29 ივ­ნისს ჩემი პირ­ვე­ლი ვაჟი, მი­როს­ლავ მი­როს­ლა­ვო­ვი­ჩი და­ი­ბა­და. შვი­ლი ძა­ლი­ან მინ­დო­და, ცო­ლის დარ­წმუ­ნე­ბა და და­ყო­ლი­ე­ბა მო­მი­წია. მე ხუთი შვი­ლი მინ­და მყავ­დეს, ასე რომ, ეს და­სა­წყი­სია. ახლა შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ - ჩემი ცოლი ავად არის და ვზრუ­ნავ მას­ზე და შვილ­ზე. ფრონტზე დავ­ბრუნ­დე­ბი "და ვინ­ჩის მგლებ­ში" ან ჩემს ძმას­თან, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის ჩეჩ­ნურ ბა­ტა­ლი­ონ­ში - ისი­ნი ახლა იბ­რძვი­ან ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ონ­ში. მა­მა­ჩე­მიც მო­ხა­ლი­სე­თა ფორ­მი­რე­ბა­შია, ვიშ­გო­როდსკში, ისი­ნი დრო­ნებს აგ­დე­ბენ, ასე­ვე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სხვა სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლე­ბენ.

თუ მოვ­კვდე­ბი, მა­შინ ჩემი პირ­მ­შო გა­ნაგ­რძობს ჩემს ბრძო­ლას... ბავ­შვი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, უზო­მოდ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა...

  • ცნო­ბის­თვის:

"და ვინ­ჩის მგლე­ბი" - 1-ლი მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი. 2023 წლის 7 მარტს ბა­ტა­ლი­ონ­მა ბახ­მუ­ტის­თვის ბრძო­ლებ­ში და­კარ­გა ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი დმიტ­რო კო­ცი­უ­ბა­ი­ლო, მეტ­სა­ხე­ლად: "და ვინ­ჩი"

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
23

სულელი ბავშვი

მამუკა
9

გეთანხმები თელავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვჭირდება მეტი იარაღი. თუ მოვკვდი, ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას..." - ინტერვიუ 20 წლის უკრაინელ მებრძოლთან

"არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვჭირდება მეტი იარაღი. თუ მოვკვდი, ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას..." - ინტერვიუ 20 წლის უკრაინელ მებრძოლთან

უკრაინელი მებრძოლი მიროსლავ ველგანი რუსების ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული ფრონტზეა და ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. ომის დაწყებამდე სპორტით იყო გატაცებული, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. ომმა მას, ისევე, როგორც ყველა უკრაინელს, ბევრი ტკივილი მოუტანა. ცხოვრების სტილი და რიტმი შეუცვალა. ის ომში 18 წლის ასაკში წავიდა. თავდაპირველად კიევის დაცვისთვის მოხალისეთა რიგებში იყო, შემდეგ კი ქვედანაყოფ "და ვინჩის მგლების" რიგებს შეუერთდა. ახლა 20 წლისაა და ისევ იბრძვის, ომში გაიცნო მისი ცხოვრების მეგზური და იქორწინა. სულ ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინათ - მიროსლავ მიროსლავიჩი. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 5 შვილის ყოლა სურს.

უკრაინელ მებრძოლთან ინტერვიუ დისტანციურ რეჟიმში ჩავწერეთ.

- როგორ დაიწყო ომი თქვენთვის? ვიცი, რომ 18 წლის წახვედით ფრონტზე ამის შესახებ რომ გვიამბოთ...

- ესპანეთიდან ჩავედი უკრაინაში 2022 წლის 22 თებერვალს და 23 თებერვალს უკვე ჩვენს ბაზაზე ვიყავი. ჟულიანის მახლობლად მდებარე სოფელში "შევხვდი" ომს... მერე იარაღი მოგვცეს და თქვეს, - ჰოსტომელში მივდივართო. მაგრამ ჩვენ გადავიფიქრეთ ჰოსტომელში წასვლა, რადგან იქ მაშინ პროცესები გაუარესდა. ასე რომ, ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ მუშაობა ირპინის მახლობლად. 72-ე ბრიგადას ვიცავდით, საარტილერიო დამიზნებაში ვეხმარებოდით.

ეს იყო მოხალისეთა ბატალიონი, სპეცდანიშნულების რაზმი სახელად «Гонора». მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა კიევის რეგიონიდან უკან დაიხიეს, ჩვენ გადავედით სუმში. ასევე მოხალისეთა ბატალიონის ფარგლებში და მოხალისეობრივ დონეზე.

ზუსტად ამ პერიოდშივე ვფიქრობდი, სად წავსულიყავი ოფიციალურად, მაშინ უკვე ვიცნობდი "და ვინჩის" - ყველა მასზე ლაპარაკობდა ფრონტზე. შევხვდი მას, განვიხილეთ ყველაფერი და მივხვდი, რომ მასთან უნდა წავსულიყავი. ასე მივედი და ვინჩის მგლებში და დავიწყე კამპანია მათთან ერთად დონეცკის რეგიონში. ფრონტზე რომ წავედი 18 წლის ვიყავი, უბრალოდ, მოტივირებული ვიყავი, მზად ვიყავი ფრონტზე მოვმკვდარიყავი, გმირულად, სამშობლოს დაცვისთვის.

- თქვენ კიეველი ხართ და ის თაობა, რომელიც შეიძლება ითქვას, უფრო სხვა ინტერესებითაა გატაცებულო... თქვენი კლასელები, მეგობრები, საახლობლო წრე, თქვენი თაობის სხვა ადამიანები კიევში ასევე მოიქცნენ?

- სიმართლე გითხრათ, თითქმის დღეს ყველა ჩემი მეგობარი უკვე სამხედროა. ზოგი მოხალისეთა ბატალიონშია, ზოგი ჯოხარ დუდაევის ბატალიონში, ზოგი არტილერიაშია. ბევრი მეგობარი მყავს ჩემი ასაკის, ჩემი თაობის, მათ შორის ჩემი კლასელებიც, ვინც ფრონტზე არიან და იბრძვიან. შეიძლება იყოს გარკვეული წრეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის დაბადებულები და ა.შ მაგრამ ჩემი წრე, სამეგობრო და საახლობლო ნამდვილად მზადაა ქვეყნის დასაცავად და ბოლომდე საბრძოლველად.

ვფიქრობ, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ყველას მოუწევს ჩართვა. მათაც, ვინც ამბობს, - ომისთვის არ ვართ დაბადებულებიო... დიდი არჩევანი არ გვექნება, ხალხია ფრონტზე საჭირო... ყველამ უნდა ვეძიოთ მოტივაცია, რადგან ადამიანების დეფიციტი გვაქვს.

- ვინ იყო თქვენი მოტივატორი, ოჯახის წევრებიც სამხედროები ხომ არ გყავთ?

- მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი კიევიდან. ვცხოვრობდი ჩემთვის და ვტკბებოდი ცხოვრებით. ჩართული ვიყავი სპორტში და საზოგადოებრივ საქმიანობაში. სკოლა დავამთავრე 2021 წელს. მოტივატორი შეიძლება ითქვას მეგობრები იყვნენ. ყველა გარშემო სამხედრო და მეომარია. ბევრი მათგანი 2014 წელსაც იბრძოდა. მათგან ვისწავლე ძალიან ბევრი. 2014 წელსაც კი მსურდა ფრონტზე წასვლა, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.

- რა მდგომარეობაა ახლა ფრონტზე?

- ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იარაღი და ხალხი მუდმივად გვაკლია...

- როგორია ფრონტზე განწყობა, რა არის სამხედროების მოტივაცია?

- განწყობა ისეთია, რომ გავუძლოთ და დაველოდოთ იარაღს სხვა ქვეყნებიდან და მაშინ ცოტა უფრო ადვილი იქნება მტრის შეკავება. ყველას მოტივაცია განსხვავებულია, ვიღაც თავიდანვე აქ იყო და უკვე ძალიან დაიღალა, ამიტომ მისი შეცვლაა, ჩანაცვლებაა საჭირო. მაგრამ ჩვენ ყველანი ვიკავებთ პოზიციებს, ვიმაგრებთ თავს და არ ვკარგავთ ბრძოლისუნარიანობას...

- ტექნიკური თვალსაზრისით, არის თუ არა საკმარისი საბრძოლო მასალა?

- არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვიჭირდება მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო ტექნიკა. ყველაფერი გვჭირდება, რაც მეტი, მით უკეთესი.

- ზამთარში ბრძოლა, სავარაუდოდ, შედარებით რთულია, ხომ?

- ზამთარში ყოველთვის უფრო რთულია ბრძოლა, შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ იარაღიც გვაკლია. და ეს ორმაგი პრობლემაა ახლა ჩვენთვის.

- რა სჭირდება უკრაინას ომის მოსაგებად?

- ძნელი სათქმელია.. გვჭირდება ყველა ქვეყანა გაერთიანდეს და დაგვეხმაროს.

- მოვლენების რა განვითარებას ელით უახლოეს მომავალში?

- უახლოეს მომავალში ველოდები დათბობას, რათა ჩვენს პოზიციების დაკავება გაგვიმარტივდეს..

- ქართველ მეომრებს თუ იცნობთ, ერთად ხომ არ გიწევთ, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა?

- ზოგიერთს ვიცნობ, ერთად ვიყავით ფრონტის ხაზზე.

- ომის დროს დაქორწინდით. უკვე შვილიც გყავთ...

- 19 წლის დაბადების დღეზე ვიქორწინე. 2023 წლის 29 ივნისს ჩემი პირველი ვაჟი, მიროსლავ მიროსლავოვიჩი დაიბადა. შვილი ძალიან მინდოდა, ცოლის დარწმუნება და დაყოლიება მომიწია. მე ხუთი შვილი მინდა მყავდეს, ასე რომ, ეს დასაწყისია. ახლა შვებულებაში ვარ - ჩემი ცოლი ავად არის და ვზრუნავ მასზე და შვილზე. ფრონტზე დავბრუნდები "და ვინჩის მგლებში" ან ჩემს ძმასთან, ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონში - ისინი ახლა იბრძვიან ზაპოროჟიეს რეგიონში. მამაჩემიც მოხალისეთა ფორმირებაშია, ვიშგოროდსკში, ისინი დრონებს აგდებენ, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სამუშაოებს ასრულებენ.

თუ მოვკვდები, მაშინ ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას... ბავშვი დიდი ბედნიერებაა, უზომოდ დიდი ბედნიერება...

  • ცნობისთვის:

"და ვინჩის მგლები" - 1-ლი მექანიზებული ბატალიონი. 2023 წლის 7 მარტს ბატალიონმა ბახმუტისთვის ბრძოლებში დაკარგა ბატალიონის მეთაური დმიტრო კოციუბაილო, მეტსახელად: "და ვინჩი"