მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელს მოსთხოვეს ღაზაში გენოციდის აღკვეთა, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნა კი არ გაიზიარეს - რა ხდებოდა ჰააგის სასამართლოში?
ისრაელს მოსთხოვეს ღაზაში გენოციდის აღკვეთა, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნა კი არ გაიზიარეს - რა ხდებოდა ჰააგის სასამართლოში?

ჰა­ა­გის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ (ICJ) ის­რა­ელს და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა, მი­ი­ღოს ყვე­ლა ზომა ღა­ზა­ში გე­ნო­ცი­დის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

26 იან­ვარს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ გა­მოს­ცა პირ­ვე­ლა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­ხრეთ აფ­რი­კის ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელ­ზე, რომ­ლი­თაც ის­რა­ელს მი­უ­თი­თა მი­ი­ღოს ყვე­ლა შე­საძ­ლო ზომა ღა­ზას სექ­ტორ­ში გე­ნო­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­თა და­სას­ჯე­ლად და ანკლავ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად .

სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ის წევ­რებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს სამ­ხრეთ აფ­რი­კის მიერ მო­თხოვ­ნილ თით­ქმის ყვე­ლა ზო­მას, გარ­და ღა­ზის სექ­ტორ­ში ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტი­სა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სამ­ხრეთ აფ­რი­კამ მი­მარ­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს და გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბი ღა­ზის სექ­ტორ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გე­ნო­ცი­დის ტოლ­ფა­სი იყო და მო­ი­თხო­ვა ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად სას­წრა­ფო სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩა­რე­ვა.

დღეს გა­ნი­ხი­ლეს მხო­ლოდ სამ­ხრეთ აფ­რი­კის მო­თხოვ­ნა პა­ლეს­ტი­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ცა­ვად ის­რა­ელ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ზე­წო­ლის თა­ო­ბა­ზე. გე­ნო­ცი­დის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენს კი შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი დას­ჭირ­დეს.

ის ფაქ­ტი, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ და­თან­ხმდა სამ­ხრეთ აფ­რი­კის მო­თხოვ­ნას ამ ეტაპ­ზე, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

ის­რა­ე­ლი უარ­ყოფს ყვე­ლა ბრალ­დე­ბას და სა­სა­მარ­თლოს საქ­მის შე­წყვე­ტას სთხოვს.

შე­გახ­სე­ნებთ, 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სის" "ბო­ე­ვი­კებ­მა" შე­აღ­წი­ეს სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ში, მოკ­ლეს 1300 ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და აიყ­ვა­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 240 მძე­ვა­ლი.

ამას მოჰ­ყვა ის­რა­ე­ლის მას­შტა­ბუ­რი სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო თავ­დას­ხმა ღა­ზა­ზე.

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ მისი მი­ზა­ნია მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და "ჰა­მა­სის" გა­ნად­გუ­რე­ბა. ის ითხოვ­და, სა­სა­მარ­თლოს სა­ერ­თოდ არ მი­ე­ღო საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად, რა­საც სა­სა­მარ­თლო არ და­თან­ხმდა.

სამ­ხრე­თი აფ­რი­კა მი­ე­სალ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მას "გა­დამ­წყვე­ტი გა­მარ­ჯვე­ბა“ უწო­და.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ კი გა­ნა­ცხა­და: "ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დაც­ვით“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
6

რა თქმა უნდა, ომი რაც მალე შეწყდება ,მით უკეთესი. უბრალოდ მაინტერესებს , სამხრეთ აფრიკამ თუ მოითხოვა გატაცებული მშვიდობიანი ებრაელების სასწრაფოდ განთავისუფლება. 

ეს
26

ისრაელი არის ტერორისტული და ნაცისტური ქვეყანა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ისრაელს მოსთხოვეს ღაზაში გენოციდის აღკვეთა, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნა კი არ გაიზიარეს - რა ხდებოდა ჰააგის სასამართლოში?

ისრაელს მოსთხოვეს ღაზაში გენოციდის აღკვეთა, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნა კი არ გაიზიარეს - რა ხდებოდა ჰააგის სასამართლოში?

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ისრაელს დაავალდებულა, მიიღოს ყველა ზომა ღაზაში გენოციდის თავიდან ასაცილებლად.

26 იანვარს, საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა პირველადი გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის ისრაელის წინააღმდეგ სარჩელზე, რომლითაც ისრაელს მიუთითა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ღაზას სექტორში გენოციდის პრევენციისთვის, ამ პროცესში მონაწილეთა დასასჯელად და ანკლავში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად .

სასამართლო კოლეგიის წევრებმა მხარი დაუჭირეს სამხრეთ აფრიკის მიერ მოთხოვნილ თითქმის ყველა ზომას, გარდა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკამ მიმართა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებები ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ტოლფასი იყო და მოითხოვა ომის შესაჩერებლად სასწრაფო საერთაშორისო ჩარევა.

დღეს განიხილეს მხოლოდ სამხრეთ აფრიკის მოთხოვნა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ისრაელზე დაუყოვნებლივი ზეწოლის თაობაზე. გენოციდის შესახებ საბოლოო განაჩენს კი შეიძლება წლები დასჭირდეს.

ის ფაქტი, რომ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დათანხმდა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ამ ეტაპზე, შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო სანქციები ისრაელის წინააღმდეგ.

ისრაელი უარყოფს ყველა ბრალდებას და სასამართლოს საქმის შეწყვეტას სთხოვს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს "ჰამასის" "ბოევიკებმა" შეაღწიეს სამხრეთ ისრაელში, მოკლეს 1300 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები და აიყვანეს დაახლოებით 240 მძევალი.

ამას მოჰყვა ისრაელის მასშტაბური საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა ღაზაზე.

ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანია მძევლების გათავისუფლება და "ჰამასის" განადგურება. ის ითხოვდა, სასამართლოს საერთოდ არ მიეღო საქმე განსახილველად, რასაც სასამართლო არ დათანხმდა.

სამხრეთი აფრიკა მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას "გადამწყვეტი გამარჯვება“ უწოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა: "ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი თავის და ჩვენი მოქალაქეების დაცვას საერთაშორისო სამართლის დაცვით“.