სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა სახლი კარგად ვერ დახატა, გაბრაზებულმა აღმზრდელმა კი სცემა" - სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელზეც საჯარო ბაღში იძალადეს
"ბავშვმა სახლი კარგად ვერ დახატა, გაბრაზებულმა აღმზრდელმა კი სცემა" - სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელზეც საჯარო ბაღში იძალადეს

სა­ხელ­მწი­ფო 15 000 ლარს გა­და­უხ­დის ბავ­შვს, რო­მელ­საც სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბაღ­ში აღ­მზრდელ­მა სცე­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ავ­რცე­ლებს.

"გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს ბავ­შვის მი­მართ 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ა­ვა­ლა.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო ბაღ­ში ბავ­შვის ცე­მის ფაქტს, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ ეფექ­ტუ­რად არ გა­მო­ი­ძია ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, PHR-ის იუ­რის­ტებ­მა გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტს მი­მარ­თეს, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­არ­ღვია ბავ­შის ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მე-19 მუხ­ლით.

გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მა და­ა­ვა­ლა. მო­სა­მარ­თლე: ლი­ე­ლა ფო­ლა­დიშ­ვი­ლი, საქ­მე­ზე მუ­შა­ობ­დნენ: ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი, ანა თავ­ხე­ლი­ძე, სო­ფი­კო მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი." - ვკი­თხუ­ლობთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცია საქ­მის დე­ტა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზეც ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. მათ მიერ სა­კუ­თარ ვებ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

  • რო­გორ და­ი­წყო ის­ტო­რია?

2017 წლის იან­ვარ­ში სა­ჯა­რო ბაღ­ში 3.5 წლის გი­ორ­გიმ (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) აღ­მზრდე­ლის და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა - სახ­ლი კარ­გად ვერ და­ხა­ტა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა აღ­მზრდელ­მა გი­ორ­გის ხელი სა­ხი­სა და ყუ­რის არე­ში და­არ­ტყა. ბავ­შვს სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლი და­ე­ტყო. გი­ორ­გის გა­მო­საყ­ვა­ნად მი­სულ­მა დე­დამ ბავ­შვის სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­ამ­ჩნია და მი­ზე­ზი ჰკი­თხა, რა­ზეც გი­ორ­გიმ უპა­სუ­ხა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა სცე­მა.

ლა­ლიმ (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­ვე და­ი­წყო. ბავ­შვმა პო­ლი­ცი­ას უამ­ბო, რაც მოხ­და. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ და­ად­გი­ნა, რომ გი­ორ­გის სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით. ლა­ლიმ გა­მო­ძი­ე­ბას უთხრა, რომ დი­ლით ბაღ­ში მი­სულ ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქო­ნია და ისიც, რომ გი­ორ­გის არც ალერ­გია ჰქო­ნია აქამ­დე.

რა არ გა­ა­კე­თა სა­ხელ­მწი­ფომ?

რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 3,5 წლის გი­ორ­გი ელო­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ის­გან პა­სუხს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ლა­ლიმ ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ 2018 წლის აპ­რილ­ში მო­მარ­თა.

საქ­მე­ში ჩარ­თვის დღი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტებ­მა არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვეს გი­ორ­გის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

  • 2018 წლის 08 ივ­ნისს ად­ვო­კა­ტებ­მა გი­ორ­გის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა მო­ი­თხო­ვეს მის მი­მართ აღ­მზრდე­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე.

პრო­კუ­რორ­მა ად­ვო­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მი­უ­თი­თა, რომ ვერ დგინ­დე­ბო­და, რომ ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. პრო­კუ­რო­რის უარი გი­ორ­გის ად­ვო­კა­ტებ­მა ზემ­დგომ პრო­კუ­რორ­თან გა­ა­სა­ჩივ­რეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­ორ­გის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე უარი უთხრა. აღ­მზრდე­ლი, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი მი­უ­თი­თებ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში არ მი­უ­თი­თეს გი­ორ­გის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ სა­სა­მარ­თლომ აღ­მზრდე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ ცნო და ის კვლავ ბაღ­ში აღად­გი­ნა იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე.

გი­ორ­გის ად­ვო­კა­ტებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­აგ­რო­ვეს და 2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში გი­ორ­გის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტს მი­მარ­თეს.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

ყველა მოძალადე ქალია თუ კაცი მანქანას უნდა გამოაბა და ათრიო

თ :თ
2

ერთ ერთი მიზეზი რატომაც არ მინდა ბავშვის ბაღში მიყვანა ზუსტად ესაა დაცულები არ არიან არანაირად ბავშვი ვერ ისწავლის ვერც ხატვას ვერც კითხვას და ვერაფერს თუ გამუდმებულ შიშში იქნება რო აღმზრდელმა არ ცემოს რაღაცის ვერ გაკეთების გამო😢😢

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ბავშვმა სახლი კარგად ვერ დახატა, გაბრაზებულმა აღმზრდელმა კი სცემა" - სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელზეც საჯარო ბაღში იძალადეს

"ბავშვმა სახლი კარგად ვერ დახატა, გაბრაზებულმა აღმზრდელმა კი სცემა" - სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელზეც საჯარო ბაღში იძალადეს

სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელსაც საჯარო საბავშვო ბაღში აღმზრდელმა სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

"გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.

საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა. მოსამართლე: ლიელა ფოლადიშვილი, საქმეზე მუშაობდნენ: ანა არგანაშვილი, ანა თავხელიძე, სოფიკო მენაბდიშვილი." - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია საქმის დეტალების თაობაზეც ავრცელებს ინფორმაციას. მათ მიერ საკუთარ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

  • როგორ დაიწყო ისტორია?

2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის გიორგიმ (სახელი შეცვლილია) აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა - სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ მასწავლებელმა სცემა.

ლალიმ (სახელი შეცვლილია) პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო, რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ გიორგის სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. ლალიმ გამოძიებას უთხრა, რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ გიორგის არც ალერგია ჰქონია აქამდე.

რა არ გააკეთა სახელმწიფომ?

რამდენიმე თვის განმავლობაში 3,5 წლის გიორგი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. ლალიმ ბავშვის ინტერესების დასაცავად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2018 წლის აპრილში მომართა.

საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ.

  • 2018 წლის 08 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს მის მიმართ აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

პროკურატურამ გიორგის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა. აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ის კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე.

გიორგის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.